ოფიციალურად: გრინმა “ბაიერნი” “შტუტგარტში” გაცვალა

“შტუტგარტის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, “ბაიერნის” აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟულიან გრინმა “წითლების” კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი გადაიხადეს შტუტგარტელებმა გრინის სანაცვლოდ.

ამერიკელმა ფეხბურთელმა გერმანიის რიგით მეორე დივიზიონში გადაბარგებით თავი დააღწია მიუნხენის “ბაიერნს”, სადაც მიმდინარე სეზონში მან მხოლოდ გერმანიის თასის ორ მატჩში შეძლო თამაში.

“ბაიერნში” როდესაც მოვედი, 15-წლამდელთა რიგებში მიწევდა თამაში, მინდოდა პროფესიონალი ფეხბურთელი გამოვსულიყავი და ეს გამომივიდა. ბოლო სამი წლის მანძილზე, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ყველაფრისთვის მადლობელი ვარ.

რაც შეეხება ჩემს ახალ კლუბს, ბოლო თვეში გამართული მათი ყველა მატჩი ვნახე და ვხვდები, რომ კარგ ხელში მოვხვდი. დარწმუნებული ვარ, რომ აქ ბევრი გოლის გატანას შევძლებ.” – განააცხადა გრინმა, რომელიც 37-ნომრიან მაისურს მოირგებს.