“ბარსელონა” მარჯვენა მცველის ტრანსფერზე მუშაობს

კატალონიური “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის პრიორიტეტად მარჯვენა მცველის პოზიციის გაძლიერება დაისახეს.

როგორც იცით, კატალონიურ გრანდში მარჯვენა მცველის პრობლემა დანი ალვეშის წასვლის შემდეგ დგას, რამეთუ დაკისრებულ მოვალეობებს თავს სათანადოდ ვერც ალეიშ ვიდალი ართმევს და ვერც სერხი რობერტო.

როგორც ცნობილი ხდება, “ლურჯ-ბროწეულისფრები” პირველ რიგში “ვალენსიას” მცველის, ჟოაუ კანსელუს ტრანსფერზე გაამახვილებენ ყურადღებას. კანსელუს ალტერნატივად კი ფრანგული “მონაკოს” მცველი, ჯიბრილი სიდიბე განიხილება.

თუმცა, Marca-ს ცნობით, ტრანსფერები მანამ არ განხორციელდება, სანამ გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი არ ჩაიბარებს.

Daily Telegraph: ვინ ჩაანაცვლებს ოსკარს?

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები გუნდში ორი ახალი ფეხბურთელის დამატებას აპირებენ, რაც ოკარის ჩინეთში გადაბარგებითაა გამოწვეული. ამ ინფორმაციას Daily Telegraph-ის რედაქცია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ლონდონელთა ბრაზილიელი ფეხბურთელი ჩინურ “შანხაიში” აპირებს კარიერის გაგრძელებას, რომელიც მზადაა, მის სანაცვლოდ 60 მილიონი ფუნტი გადაუხადოს “სტემფორდ ბრიჯის” ბინადრებს.

“ჩელსის” ინტერესთა სფეროში კი “მონაკოელთა” წყვილი, ჯიბრილ სიდიბე და ტიმუ ბაკაიოკოა მოქცეული, რომლებმაც თავი მიმდინარე სეზონში კარგი ასპარეზობით გამოიჩინეს.

ანტონიო რუდიგერი, სიმონ კიაერი, მაიკლ კინი და ნიკლას სულე – ფრანგული კლუბის ფეხბურთელების გარდა, ანტონიო კონტეს სამიზნეთა სიაში სწორედ ეს ფეხბურთელები იმყოფებიან.