“რეალის” გამოსამშვიდობებელი ვიდეო ზინედინ ზიდანს

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტი ზინედინ ზიდანმა ოფიციალურად დატოვა. კლუბი ფრანგ მწვრთნელს, რომელმაც ორ წელსა და ხუთ თვეში გუნდს ცრხა ტიტული მოაგებინა, ემოციური ვიდეოთი ემშვიდობება.

 

ზიდანი თავის მომავალზე: “არ გეტყვით…”

საუბარია იმასთან დაკაშირებით, რომ თუ მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო და წელს უტიტულოდ დარჩა, მას “რეალიდან” აბარგება მოუწევს. ვიგოს “სელტასთან” დაპირისპირებამდე წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ფრანგს თავის მომავალზეც ჰკითხეს.

“არ ვაპირებ, ახლა ზუსტი პასუხი, “კი”, ან “არა” გითხრათ. ამას არ გეტყვით! კიევის ფინალის შემდეგ, რაც მოსახდენია, აუცილებლად მოხდება,” – ამბობს “ბლანკოსის” დამრიგებელი.

 

ზიდანი: “ლა ლიგა ყველაზე რთულად მოსაგებია, თუმცა ჩემპიონთა ლიგა საუკეთესო ტურნირია”

ხვალ ლა ლიგა სანტანდერის 37-ე ტურში მადრიდის “რეალი” ლა ლიგა სანტანდერის ბოლო საშიანო მატჩს გამართავს. მისი მეტოქე ვიგოს “სელტა” იქნება.

“ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ჩვენ ვართ ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ამ ტიტულის დაცვა გვსურს. ეს ის ჩემპიონატია, რომლის მოგებაც ყველას უნდა. დიახ, მე ვთქვი, რომ ლა ლიგა ყველაზე რთულად მოსაგებია, თუმცა, საბოლოოდ, ჩემპიონთა ლიგა საუკეთესოა. გვინდა, სეზონის ბოლო საშინაო მატჩი დამაჯერებლად ჩავატაროთ. სირცხვილი იქნება, რომ ჩვენს სტადიონზე უკანასნელი შეხვედრა სათანადოდ ვერ ვითამაშოთ. გვსურს, ჩვენი ფანები ამ გამარჯვებით გავახალისოთ.”

“კრიტიკა? ამის კონტროლი არ შეგვიძლია. ეს ცხოვრების ნაწილია. თუ ამ სამუშაოს ვაკეთებთ, კრიტიკასაც უნდა შევეგუოთ მაშინ, როცა საქმე კარგად არ მიგვდის. შეცდომა ის არაა, რომ კონკრეტული ფეხბურთელები ცოტას თამაშობენ, შეცდომა ყველა ჩვენგანშია და, პირველ რიგში, ეს ჩემშია. ყველა ერთ ნავზე ვართ, თუმცა, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ჩემზეა,” – ამბობს “ზიზუ”.

ზიდანი: “ტრავმები? რონალდუ, ისკო და კარვახალი კიევში 150%-ით იქნებიან!”

ხვალ მადრიდის “რეალი” ლა ლიგა სანტანდერის 34-ე ტურის მატჩს ანდალუსიის “სევილიასთან” ჩაატარებს. დაპირისპირებამდე “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.

“წარმოუდგენელი ის არის, რომ რონალდუ, ტრავმის მიღებიდან 48 საათის შემდეგ, ჩვეულებრივად დადის. ეს მის ამბიციაზე მეტყველებს. თუმცა, არ ვიცი, რამდენად შეძლებს ის “ვილიარეალთან”, ლა იგის ბოლო მატჩის გამართვას. თუმცა გეტყვით, რომ, როგორც ის, ასევე კარვახალი და ისკო, მზად იქნებიან ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის. ამას 150%-ით ვამბობ. პოზიტიურად უნდა ვიყოთ განწყობილნი, როცა ჩვენს ფეხბურთელებს ტრავმა აქვთ. როგორც მწვრთნელს, მევალება, გუნდი ვათამაშო ჩემს მიერ შერჩეული შემადგენლობით. ლა ლიგის ბოლო მატჩებშიც ამას ისე გავაკეთებ, როგორც შესაძლებელი იქნება,” – ამბობს ზიდანი.

ზინედინ ზიდანის სამი შანსი, რათა ათწლიანი ტრადიცია არ დაარღვიოს

მადრიდის “რეალი” ამ სეზონში, ლა ლიგაში, ჯერჯერობით, არატრადიციულ შედეგს (მესამე ადგილი ცხრილში) რომ აფიქსირებს, ეს ფაქტია. საგულისხმოა, რომ ზინედინ ზიდანმა შესაძლოა, წელს კიდევ ერთი ტრადიცია დაარღვიოს.

საქმე იმაშია, რომ წინა ცხრა სეზონის მანძილზე, ლა ლიგის ერთ მატჩში მაინც ახალგაზრდული გუნდის მინიმუმ ერთმა მოთამაშემ იასპარეზა მთავარ გუნდში. შარშან, მაგალითად, ასეთი ტეხერო იყო. თუმცა, ახლა ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, “ზიზუს” აქვს სამი შეხვედრა (“სევილია”, “სელტა”, “ვილიარეალი”), რათა “კასტილიას” ერთ ფეხბურთელს მაინც მისცეს თამაშის შანსი.

გთავაზობთ, იმ მოთამაშეთა სიას, რომლებმაც ასეთი შესაძლებლობები გასულ ცხრა შემთხვევაში მიიღეს.

 

ზიდანი: “ჩვენთვის ფუნდამენტალურია, რომ კრიშტიანუ კარიერის ბოლომდე “რეალში” დარჩეს”

გუშინ მადრიდის “რეალმა” 2017 წლის მეხუთე ტიტული მოიგო. “ბლანკოსმა” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში “გრემიო” კრიშტიანუ რონალდუს ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.

დაპირისპირების შემდეგ ესპანელთა თავკაცი, ზინედინ ზიდანი ჟურნალისტებს ესაუბრა. მან პორტუგალიელ სუპერვარსკვლავზე გაამახვილა ყურადღება.

“ფუნდამენტალურია, რომ კრშტიანუ რონალდუ ჩვენთან კარიერის ბოლომდე დარჩეს. ეს მისი სახლია. ვიმედოვნებ, ის ბოლო მატჩამდე ჩვენთან იქნება. ვიცით, რისი გაკეთება შეუძლია მას მოედანზე.”

“ახლა ლა ლიგაზე ვფიქრობ. ეს ყველაზე მთავარია. ახლა სეზონის კარგ მომენტში ვიმყოფებით. არ ვიცი, თუ ეს ოქროს ხანაა, თუმცა ფაქტია, რომ დიდ წარმატებებს მოვაღწიეთ. ერთ წელში გუნდს ხუთი თასი აქამდე არასდროს მოუგია. ჩემს თავს, რა თქმა უნდა, დელ ბოსკეს არ ვუტოლებ. აუცილებელია, ჩემს ფეხბურთელებს მივულოცო გამარჯვება. რასაც ისინი აკეთებენ, ადვილი ნამდვილად არაა,” – აცხადებს “ზიზუ”.

ზიდანი: “ცუდია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღებული წითელი ბარათი ლა ლიგაზეც მოქმედებს”

დღეს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში მადრიდის “რეალი” “ალ ჯაზირას” დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა. ფრანგმა ყურადღება გაამახვილა იმ წესზე, რომლის თანახმადაც მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში მიღებული წითელი ბარათი ლა ლიგაშიც გადაგყვება. შეგახსნებთ, რომ “რეალს” ესპანეთის ჩემპიონატში მომდევნო თამაში კატალონიის “ბარსელონასთან” აქვს.

“ეს ისაა, რაზეც ფეხბურთელებმა აუცილებლად უნდა იფიქრონ. მართალია, ლა ლიგა სხვა ტურნირია, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ბრძოლის დროს, აღნიშნული საკითხის გათვალისწინებაც აუცილებელია. იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება და “ბარსელონასთან” ყველა ჯანმრთელი მოთამაშე ჩემს განკარგულებაში იქნება.”

“ახლა მხოლოდ ამ თასის მოგებაზე ვართ კონცენტრირებულნი. ჩვენ საუკეთესოს გავიღებთ, რომ ტიტული დავისაკუთროთ. მაგრამ ეს ადვილი არ იქნება. ჯერ, ფინალში უნდა გავიდეთ. ახლა ესპანეთთან უფრო ნაკლები დროის განსხვავებაა, ვიდრე ეს შარშან იყო. ამიტომ, შედარებით კარგ სიტუაციაში ვართ. ვივარჯიშეთ ორი დღის მანძლზე, მეტოქეც შევისწავლეთ, როგორც ყოველთვის, თუმცა, მთავარია, ხვალ რას გავაკეთებთ,” – აცხადებს ზიდანი.

ზიდანი: “დავიღალე, ერთი და იმავე რამის განმეორებით!”

ხვალ მადრიდის “რეალი” დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მეექსვე ტურის დაპირისპირებას გამართავს.

“ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“მინდა, კრიშიტიანუ რონალდუს თემას შევეხო. ვფიქრობ, ის მეტ პატივისცემას იმსახურებს. ის იმდენად კარგია, რომ როცა მცირედი რაღაცაც კი არ მისდის კარგად, ხალხს ეს მაშინვე აოცებს. მათ, ვისაც კრიშტიანუ და კლუბი მართლა უყვართ, იციან, როგორ დააფასონ ის. სულ მცირე ხნის წინ, წინა სეზონში, მას შესანიშნავი პერიოდი ედგა. ახლა კი მხოლოდ ნახევარია გასული, წინ კიდევ ექვსი თვეა.”

“კრიტიკა? ეს საერთოდ არ მაღიზიანებს – ვიცი, რომ ჩემი საქმის ნაწილია. საჭიროა, სიმშვიდე. დარწმუნებული ვარ, წინ წინსვლას შევძლებთ. ჩვენ ამის რესურსი გვაქვს. მძულს, როცა ერთ რამეს ბევრჯერ ვიმეორებ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემი გუნდის თამაში მომწონს. მართალია, საკმარისი რაოდენობის გოლები ვერ გაგვაქვს, თუმცა სიმშვიდეს მაინც ვინარჩუნებ. იცით რატომ? რაღაც ფაქტორები ახლა ამაში ხელს გვიშლიან და ვიცი, ეს ბარიერები აღმოიფხვრება, სრულიად დარწმუნებული ვარ! მთავარია, მომენტის შექმნა არ გვიჭირს.  ამიტომ, არ მაინტერესებს, რას ამბობენ კლუბის გარეთ.”

“ხალხმა არ იცის, რა ხდება შიდა სამზარეულოში. ამიტომ არაადეკვატური შეფასებებისგან თავის შეკავება შესანიშნავი იქნებოდა,” – აცხადებს “ზიზუ”.

კარიკატურა: როგორ შეხვდა მადრიდი “ბარსას” ფრეს?

გუშინ ესპანეთის ლა ლიგა სანტანდერის მე-13 ტურში “ვალენსიამ” “ბარსელონა” მიიღო და ფრე, 1-1 გააგორა. როგორც იქნა, კატალონიელებმა ქულები დაკარგეს და ახლა მასსა და მადრიდულ გუნდებს, “რეალსა” და “ატლეტიკოს” შორის ჩამორჩენა რვა ქულაა.

გთავაზობთ კარიკატურას იმასთან დაკავშირებით, თუ რა რეაქცია ჰქონდათ დედაქალაქურ გუნდებს ცხრილის ლიდერის ფრეზე.

 

ზიდანი: “ამას ვერ ვიტყვი “ტოტენჰემზე”, ან “ხირონაზე”, თუმცა დღეს კარგად ვითამაშეთ და არ გაგვიმართლა”

დღეს ლა ლიგის მე-12 ტურის მატჩში “ატლეტიკომ” “რეალი” მიიღო და მეტოქესთან უგოლო ფრე გააგორა.

მადრიდული დერბის შემდეგ, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.

“არ ვთვლი, რომ პანიკაში უნდა ჩავვარდეთ. წინ კიდევ ბევრი შეხვედრაა. ჩვენსა და “ბარსელონას” შორის დიდი დაშორებაა, თუმცა ეს შეიცვლება. კატალონიელები ყველა თამაშს ვერ მოიგებენ. ხოლო, “რეალი” კი ამის გამოყენებას ეცდება და ჩამორჩენას აღმოფხვრის. კარგად გამოვიყურებოდით, თუმცა გოლი დაგვაკლდა.”

“ვწუხვარ ფეხბურთელების გამო, რადგან მათ მეტი დაიმსახურეს. მათ ნამდვილად ვერ გავაკრიტიკებ. სიმშვიდე – ეს სწორი გზაა. დღეს მართლა მშვენივრად ვითამაშეთ და, უბრალოდ, არ გაგვიმართლა. ამას ვერ ვიტყვი “ტოტენჰემსა” თუ “ხირონაზე”, თუმცა “ატლეტიკოს” კართან რამდენიმე რეალური მომეტი შევქმენით.”

“არ ვიცი, რამოსის ცხვირთან დაკავშირებით, რა ხდება. მგონი, ის გატეხილია. ის მომენტი და, ასევე, სხვა რამდენიმე შეჯახება კარგად ვერ დავინახე, ამიტომ ვერ შევაფასებ არბიტრებს. მათ უბრალოდ თავისი საქმე ჰქონდათ გასაკეთებელი, გამოვიდნენ მოედანზე და იმსაჯეს,” – აცხადებს “ზიზუ”.

რაფაელ ვარანი: “ზიდანი ნახევარღმერთია!”

მადრიდის “რეალის” ცენტრალურმა მცველმა, რაფაელ ვარანმა საკუთარ მწვრთნელზე, ზინედინ ზიდანზე ისაუბრა. ასევე, მან ჟოზე მოურინიოსთან მუშაობის პერიოდიც გაიხსენა.

“არ არსებობს სიტყვები, რომელიც “ზიზუს” ზუსტად დაახასიათებს. საფრანგეთში ის ჩემი თაობისთვის ნახევარღმერთია. ბედნიერი ვარ, რომ მასთან მუშაობის ბედნიერება მაქვს. იმედია, ეს პერიოდი დიდ ხანს გაგრძელდება.”

“მოურინიოსთან ცუდი გამოცდილება მივიღე. ის პირველი სეზონის დასაწყისში, ფაქტობრვად, არ მათამაშებდა. ამის მიზეზი დღესაც არ ვიცი. ხოლო, როცა მწვრთნელს ვესაუბრე, სამი დღის შემდეგ მან “მანჩესტერ სიტისთან” ძირითად შემადგენლობაში დამაყენა. მაშინ 19 წლის ვიყავი. არ ვიცი, მოურინიო მაშინ რამდენად კარგად მიცნობდა, თუმცა მისი ეს გადაწყვეტილება გამოწვევად მივიღე. მატჩი კარგად წარიმართა და იმის შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა,” – აცხადებს რაფაელი.

ზიდანი: “მიყვარს, როცა რთულ სიტუაციაში ვვარდებით”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში მადრიდის “რეალი” ინგლისის დედაქალაქ ლონდონს ესტუმრება და “უემბლიზე” “ტოტენჰემს” დაუპირისპირდება.

პრინციპული შეხვედრის წინ “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“წინ დიდი გამოწვევაა. თუმცა, ენთუზიასმით და ვნებით ვართ აღვსილები. ყველაფერს ვიზამთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ამ სეზონში ბევრი რთული მომენტი გვქონდა. რა თქმა უნდა, არ მომწონს წაგების შეგრძნება. ახლა კიდევ ერთი დიდი დაბრკოლება გვაქვს წინ – შესაბამისად, არსებობს დიდი გამარჯვების მოპოვების შანსიც. როცა საქმე რთულად მიდის, უფრო მეტად გვინდა, რომ მოვიგოთ.”

“არ ვფიქრობ, რომ “ჟირონასთან” გამართული შეხვედრა “რეალში” ჩემი მწვრთნელობის პერიოდში ჩატარებულ მატჩებში ყველაზე ცუდი იყო. ეს ფეხბურთია და, როცა აგებ, აანალიზებ ამ შედეგის გამომწვევ ფაქტორებს. ჩენ ნამდვილად არ ვითამაშეთ კარგად და ამ ხარვეზებს აუცილებლად აღმოვფხვრით. კატალონიელებთან დაპირისპირებაზე მეტს აღარ ვფიქრობთ. ახლა წინ ახალი შეხვედრაა. შეიძლება, ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ თავს მშვენივრად ვგრძნობთ და ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების მოპოვებას ვაპირებთ,” – აცხადებს “ზიზუ”.