სუპერლიგის ფინალური სერია – “დინამომ” სხვაობა შეამცირა

თბილისის სპორტის სასახლეში დღეს “შსს-აკადემიასა” და თბილისის “დინამოს” შორის სუპერლიგის ფინალური სერიის მესამე შეხვედრა შედგა, რომელიც დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა.

დინამომ წინა მატჩებთან შედარებით აქტიურად დაიწყო და მატჩის სასწყის წუთებზე დაწინაურდა, თუმცა პირველი მეოთხედი მაინც ერთი ქულის სხვაობით დათმო. მეორე პერიოდის საწყის წუთებში კოტე ტუღუშის გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა და ნომინამლური მაპსინძლებიც შეხვედრაში ყველაზე დიდი, 5 ქულიანი ჰანდიკაპით დაწინაურდნენ, თუმცა საბოლოოდ „დინამომ“ ჯერ გათანაბრება, ბოლოს კი შერმანისა და ლეჟავას ზუსტი ტყორცნებით დაწინაურებაც შეძლო და პირვლეი ტაიმი 3 ქულიანი უპირატესობით, 41:38 მოიგო.

მატჩის სცენარი მეორე ნახევარში არ შეცვლილა. გამარჯვებულის ბედი კი დასკვნით ორ წუთში გადაწყდა. „დინამოელები“ უფრო ზუსტები აღოჩნდნენ და საბოლოოდ შეხვედა 1-ქულიანი უპირატესობით, 72:71 მოიგეს.

18 ქულით “დინამოს” შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი რევაზ დიდია გახდა. აქტიურები იყვნენ შერმანი (16 ქ.) და ლეჟავა (15 ქ.). მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კი აკადემიელი გიორგი ცინცაძე გახდა, რომლის 23 ქულამ შსს მარცხისგან ვერ იხსნა.

ამრიგად, დღევანდელი შეხვედრის შედეგის გათვალისწინებით ფინალურ სერიაში ანგარიში 2:1 გახდა. ფინალური დუელის მორიგი დაპირისპირება კი ხვალ, კვლავ სპორტის სასახლეში დაიწყება და სტარტს 18 საათზე აიღებს.

 

შსს აკადემია 71-72 დინამო 

პრესკონფერნეცია: ტუღუში ხოშტარია

კოტე ტუღუში: “დარწმუნებული ვარ, “სოხუმი” შემდეგ მატჩში იბრძოლებს”

“შსს-აკადემია” – “სოხუმის” შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა, კოტე ტუღუშმა და ვაჟა კვარაცხელიამ გააკეთეს.

კოტე ტუღუში (შსს): “მეტოქემ იბრძოლა და ანგარიშში ამხელა სხვაობა გუნდების შესაძლებლობაში სხვაობას არ ასახავს.. დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ შეხვედრაში “სოხუმი” მეტ წინააღმდეგობას გაგვიწევს. ახლა უნდა დავისვენოთ, ძალები აღვიდგინოთ და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ვიბრძოლოდ მომდევნო შეხვედრებში”

ვაჟა კვარაცხელია (სოხუმი): “დღევანდელ შეხვედრაში ბექაურის და ბააკაშვილის დანაკლისი დაგვეტყო. “აკადემია” მაღალი კლასის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, რაც დღეს გამოჩნდა. ვეცდებით, მომდევნო შეხვედრაში უკეთ ვითამაშოთ. 

 

ბექა ტუღუშმა “ზუგდიდს” ცენტრიდან გაუტანა

2 მაისს, საქართველოს ჩემპიონატში, “ტორპედოსა” და “ზუგდიდს” შორის გამართულ მატჩში, ქუთაისელთა ფეხბურთელმა ბექა ტუღუშმა ზუგდიდელთა კარი ცენტრიდან აიღო.

ქართული “ოლსტარი” რუსთავში გაიმართება

სუპერლიგის ყველა ვარკსლვავის მატჩ-აქციას რუსთავი 25 იანვარს უმასპინძლებს. აღნიშნულ შეხვედრაში ერთმანეთს სუპერლიგის გამორჩეული მოთამაშეებისგან შეკრებილი გუნდები დაუპირისპირდებიან, რომლებსაც მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერთა მწვრთნელები – ირაკლი ხოშტარია (დინამო) და კოტე ტუღუში (არმია) უთავკაცებენ.
შესვენებების დროს ტრადიციულად ჩატარდება სამქულიანებისა და ჩატენვების კონკურსები.
წლევანდელი გათამაშება განსახვავებული ფორმატით გაიმართება. ლეგიონერთა არასაკმირის რაოდენობის გამო, გუნდები შერეული შემადგენლობებით ითამაშებენ. ანუ, ორივე გუნდის ღირსებას როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მოთამაშეები დაიცავენ.

სასტარტო ხუთეულების შერჩევა გულშემატკივარს სუპერლიგის ოფიციალურ ვებ გვერდზე შეუძლია. ხმის მიცემა დღეს 15:00 საათზე დაიწყო და გამოკითხვა 23 იანვრის ღამის 12 საათმდე გასტანს.
თქვენი ფავორიტებისათვის ხმის მიცემა ამ ბმულზე გადასვლით შეგიძლიათ:
http://superleague.ge/ge/allstar/vote//guards/?X

გამოკითხვის დასრულების შემდეგ გუნდების მწვრთნელები თავისი გემოვნებით 7-7 მოთამაშეს შეარჩევენ, რომლებიც განაცხადს შევასებენ.

ყველა ვარსკვლავის მატჩის საუკეთესო მოთამაშე სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება. ასევე სოლიდური პრიზები გადაეცემათ კონკურსებში გამარჯვებულებს.

ოლსტართან დაკავშირებით, დღეს სპორტის სამინისტროში გუნდების მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს. ლატვიაში “არმიასთან” ერთად შეკრებაზე მყოფი კოტე ტუღუში პრესკონფერენციას ონლაინ-რეჟიმში ჩაერთო.

კოტე ტუღუში: მოგესალმებით და გილოცავთ ყველა დღესასწაულს. მზადება კარგად მიდის, შესანიშნავ პირობებში ვართ და მეორე ეტაპისათვის ვემზადებით.
რაც შეეხება შეკრების თემას. მოხარული ვარ, რომ წელს შევძლებ ყველა ვარსკვლავის მატჩი მონაწილეობის მიღებას. ჩემთვის განსაკუთრების სასიამოვნოა, რომ შეხვედრა რუსთავში ჩატარდება. ამ ქალაქში რამოდენიმე კარგი სეზონი მაქვს გატარებული და იქაური გულშემატკივრები ამ სანახაობას იმსახურებენ. მათ გასახარად მაქსიმუმს გავაკეთებთ.

ირაკლი ხოშტარია: მინდა ყველას მოგილოცოთ ახალი წელი.
ყველა ვარსკვლავის მატჩზე ჩემი პირვლი მიზანი ლამაზი, სანახაობრივი თამაშის ჩვენებაა. ამასთან ერთად სასურველია, რომ ჩემმა გუნდმა გაიმარჯვოს.