ოფიციალურად: რობერტო ფირმინომ “ლივერპულთან” გაახანგრძლივა

ცოტა ხნის წინ ოფიცალურად დადასტურდა, რომ მერსესაიდის “ლივერპულის” შემტევმა, რობერტო ფირმინომ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. უცნობია, რამდენწლიანი იქნება ეს ხელშეკრულება. ამის შესახებ ინგლისელთა გვერდი არ იუწყება.

ფირმინო 2015 წლის ზაფხულში გადავიდა “ლივერპულში”. მან ყველა ტურნირზე 140 თამაში ჩაატარა და 50 გოლიც გაიტანა.

“ეს იყო ადვილი გადაწყვეტილება. კლუბმა სწორი გზით წამიყვანა, რამაც ჩემი პროგრესი გამოიწვია. ეს ჩემი შრომის და გუნდის მხარდაჭერის დამსახურებაა. ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ. ფანტასტიკური გუნდელები მყავს. მადლიერებას გამოვთქვამ იმის გამო, რომ მათ გვერდით მიწევს თამაში,” – ამბობს ბრაზილიელი.

რობერტო კარლოსი: “რეალს” ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ხუთჯერ მოგება შეუძლია”

მადრიდის “რეალმა” 2015/2016 და 2016/2017 წლების სეზონებში ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ეს უპრეცედენტო ფაქტი იყო ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ისტორიაში.

“ბლანკოსის” ლეგენდა, რობერტო კარლოსი თვლის, რომ ესპანელებს ზედიზედ ხუთჯერ შეუძლიათ აღნიშნული ტიტულის მოგება.

“დიახ, ამ კლუბს ამის გაკეთება შეუძლია. მის ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შესწევთ ძალა, რომ ხუთჯერ, პაუზის გარეშე, ასწიონ ჩემპიონთა ლიგის თასები. ისინი ძალიან მაღალ დონეზე თამაშობენ. ეს ის საფეხურია, რომელზეც სხვა არცერთი გუნდი არ იმყოფება.”

“როცა 1996 წელს კლუბთან კონტრაქტი გავაფორმე, კიდევ ვერ ვხვდებოდი, რაოდენ დიადი იყო ეს გუნდი. როცა აქ ჩამოვედი, მითხრეს, “შენ უნდა მოიგო ევროპის თასი და გულშემატკივრები გაახარო,” – აცხადებს კარლოსი.

გაგლიარდინი: “ბავშვობაში ჩემი კუმირი ზინედინ ზიდანი იყო”

მილანის “ინტერმა” გასულ ოთხშაბათს “ატალანტადან” ახალგაზრდა იტალიელი ნახევარმცველი, რობერტო გაგლიარდინი ინათხოვრა. 22 წლის ფეხბურთელი კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩება. “ინტერს” მისი გამოსყიდვის უფლებაც აქვს.

იტალიაში გაგლიარდინიზე დიდ იმედებს ამყარებენ. იგი ვენტურამ ლიხტენშტეინთან და გერმანიასთან გასამართი მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახა.

რობერტომ მილანში ჩასვლის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ინტერვიუს დროს, ახალაგზრდა მოთამაშემ აღნიშნა, რომ ბავშვობაში მისი კუმირი ზინედინ ზიდანი იყო.

“როცა პატარა ვიყავი, ზიდან ვაღმერთებდი. ფრანგის სათამაშო სტილი ძალიან მომწონდა. თუმცა, ის თვისებები რაც მას გააჩნდა, მე არ მაქვს.”

“თანამედროვეობაში, ჩემს როლს, პოლ პოგბასას შევადარებდი. ის საკუთარ პიზიციაზე მსოფლიოში საუეკეთესოა.”

“ამ გუნდში ბევრი ლეგენდა თამაშობდა. მათ შორის, გამოვარჩევდი ხავიერ ძანეტის, რომელიც კლუბის ღირსებას 20 წელი იცავდა. ჩემი ოცნებაა, რომ მის გზას გავყვე,” – განაცხადა რობერტომ.