“ბენდელას თასი” “დინამოს” გამარჯვებით დასრულდა

წლევანდელი “ბენდელას თასი” “დინამომ” მოიგო, რომელმაც ფინალში “საბურთალოს” 4:1 აჯობა. მესამე ადგილზე ირანის საფეხბურთო აკადემია გავიდა, მეოთხეზე კი რუსთავი.
ტურნირის დასრულების შემდეგ, ნომინაციებში საუკეთესოები გამოვლინდნენ. გუნდები და ფეხბურთელები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა – პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და გოჩა თამაზაშვილმა დააჯილდოვეს. მეორე ადგილზე გასულ გუნდს თასი და ვერცხლის სინჯის მედლები “იბერია ბიზნეს ჯგუფის” პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცა.

საუკეთესო მეკარემათე საური (დინამო)
საუკეთესო მცველი გიორგი ნიკოლაიშვილი (საბურთალო)
საუკეთესო ნახევარმცველისაბა გეგუჩაძე (საბურთალო)
საუკეთესო თავდამსხმელი ვუგარ ბუღაროვი (ყარაბახი)
ტურნირის აღმოჩენალევან ბენდელიანი (საბურთალო-2007)
მაყურებელთა სიმპატია – ლუკა შაშიაშვილი (დინამო)
უნივერსალი ფეხბურთელიმაჰამედ ზირაი (ირანის აკად.)
ყველაზე პატარა პერსპექტიული ფეხბურთელი ნიკა შალიკიანი (ლოკომოტივი)
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელიალექსანდრე ფეიქრიშვილი (დინამო)

“ოლიმპიკის” გუნდისგან ზაზა ბენდელიანის ოჯახს საჩუქრად ხატი გადაეცა.
ტურნირის ყველაზე პატარა ორგანიზატორი კახა ჭუმბურიძე კი ფულადი პრემიით დაჯილდოვდა.
ასევე, ფულადი პრემია გადაეცათ ფინალში მონაწილე გუნდების მთავარ მწვრთნელებს, პრიზი კი ზაზა ბენდელიანის ოჯახმა დააწესა.
ტურნირის ორგანიზატორებისგან რეგიონის გუნდები “ადიდასის” ბურთებით დაჯილდოვდნენ, ხოლო აზერბაიჯანისა და ირანის გუნდების წარმომადგენლები “ყავა პელეს” მაისურებით.
ბოლოსკენ გეტყვით, რომ “ბენდელას თასი” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის ფეხბურთის ფედერაციების დახმარებით ჩატარდა. ხსენებული ტურნირის ორგანიზატორები მადლობას უხდიან აღნიშნულ ფედერაციებს ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის.

საბურთალოს პრესსამსახური

“ბენდელას თასი” იწყება!

18-24 დეკემბრის ჩათვლით აფხაზეთში გმირულად დაღუპული ზაზა ბენდელიანის ხსოვნის ტურნირი “ბენდელას თასი” გაიმართება, რომელშიც წლეულს 2006 წელს დაბადებული ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას. 28-ე გათამაშებაზე, რომელიც საერთაშორისო იქნება, აზერბაიჯანისა და ირანის გუნდებიც ითამაშებენ. სულ კი 16 გუნდი იქნება, როგორც თბილისიდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.
დღეს, “ბენდელას” სახელობის საპრესკონფერენციო დარბაზში კენჭისყრა გაიმართა, სადაც გუნდები დაწყვილდნენ:

A ჯგუფი

1) საბურთალო
2) ლოკომოტივი
3) გორი (გორი)
4) ოლიმპიკი

18 დეკემბერი:
საბურთალო – ლოკომოტივი 16:30
გორი – ოლიმპიკი 16:30
19 დეკემბერი:
საბურთალო – ოლიმპიკი 16:30
გორი – ლოკომოტივი 16:30
20 დეკემბერი:
საბურთალო – გორი 17:30
ლოკომოტივი – ოლიმპიკი 17:30

B ჯგუფი

1) საბურთალო-2007
2) ავაზა
3) ჩიხურა
4) ოქროს ბიჭები (ირანი)

18 დეკემბერი:
საბურთალო2007 – ოქროს ბიჭები 17:30
ავაზა – ჩიხურა 17:30
19 დეკემბერი:
საბურთალო2007 – ჩიხურა 15:30
ავაზა – ოქროს ბიჭები 15:30
20 დეკემბერი:
საბურთალო2007 – ავაზა 11:00
ოქროს ბიჭები – ჩიხურა 11:00

C ჯგუფი

1) დინამოს აკადემია
2) საბურთალო-ბენდელა
3) სიონი (ბოლნისი)
4) ყარაბახი (აზერბაიჯანი
)

18 დეკემბერი:
საბ. სკოლა – ავაზა2006 15:30
რუსთავი – მარგვეთი 15:30
19 დეკემბერი:
საბ.სკოლა – რუსთავი 14:30
ავაზა2006 – მარგვეთი 14:30
20 დეკემბერი:
საბ.სკოლა – მარგვეთი 15:30
ავაზა2006 – რუსთავი 15:30

D ჯგუფი

1) დინამოს აკადემია
2) საბურთალო-ბენდელა
3) სიონი (ბოლნისი)
4) ყარაბახი (აზერბაიჯანი)

18 დეკემბერი:
დინ. აკადემია – საბ.ბენდელა 14:30
სიონი – ყარაბახი 14:30
19 დეკემბერი:
დინ.აკადემია – ყარაბახი 17:30
საბ.ბენდელა – სიონი 17:30
20 დეკემბერი:
დინ.აკადემია – სიონი 16:30
საბ.ბენდელა – ყარაბახი 16:30

“დინამოს” მეორე გამარჯვება ბენდელას თასზე

დღეს ბენდელას სტადიონზე დინამოს აკადემიის 11 წლამდელთა გუნდმა ბენდელას თასის მეორე ტურის მატჩი გამართა. რევაზ გვარაკიძის კრებული ბოლნისის სიონს დაუპირისპირდა და 2:1 აჯობა მეტოქეს. გოლები ბოგველმა და სიჭინავამ გაიტანეს.

ხვალ დინამოელები დაისვენებენ და ზეგ იმავე სტადიონზე, 15.00 საათზე საბურთალო-1 დაუპირისპირდებიან.

დინამო 2:1 სიონი

დინამო U11: ჯოჯუა, გოგოტიშვილი, ოდიშვილი, ქავთარაძე, ბოგველი, ხვადაგიანი, სიჭინავა, გაგნიძე, კერესელიძე

შეცვლაზე შევიდნენ: ტურძელაძე, თარგამაძე, უგრეხელიძე, ფიფია, ბაბლუანი, კეკელიძე, სიხარულაშვილი

FCDinamo.GE

“ტორპედო” – “ზესტაფონი-2” 2:1

დღეს, „ბენდელას თასის“ ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრები შედგა. ქუთაისის „ტორპედოს“ საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ჩვენმა გუნდმა ს/კ „ზესტაფონის“ მეორე გუნდი(მწვრთნელი – გიორგი მიქაძე) მიიღო.

შეხვედრა ძლიერი ქარისა და სიცივის ფონზე მიმდინარეობდა, რაც ორივე გუნდს ხელს უშლიდა თავიანთი თამაშის ჩვენებაში. მიუხედავად ამისა, საგოლე მომენტების დეფიციტი ნამდვილად არ ყოფილა. მე-20 წუთზე „ტორპედო“ ღონღაძის პასით გიორგი გიორგაძემ გაიყვანა წინ, რომელმაც მარცხენა მახვილი კუთხიდან ზუსტი დარტყმით გამოიჩინა თავი – 1:0. მასპინძლებმა უპირატესობა მეორე ტაიმში გაზარდეს, 62-ე წუთზე, მეტოქის საჯარიმოს ხაზიდან ბექა ტუღუშმა ეფექტურად და შედეგიანად დაჰკრა ბურთს – 2:0. სხვაობის მინიმუმამდე დაყვანა სტუმრებმა 65-ე წუთზე შეძლეს, ეგუტიძის მიერ მარჯვენა ფლანგიდან გაკეთებულ გადაცემას იონა კალაჯიშვილი გამოეხმაურა – 2:1. მალევე მსაჯთან კამათისთვის მოედნიდან ოთარ კვერნაძე იქნა გაძევებული, თუმცა დარჩენილ დროში კაცნაკლულმა „ტორპედომ“ თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა(2:1) და „ბენდელას თასის“ მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მომდევნო მეტოქე კენჭისყრის შემდეგ გაირკვევა.

„ტორპედო“: საბა ცაბუტაშვილი, ბაქარი ლაღაძე(ნიკა ხარაბაძე 46), თორნიკე ჩადუნელი(ოლეგ მამასახლისი 46), გურამ ადამაძე, დავით მეგრელიშვილი(ირაკლი ჩუბინიძე 46), გიორგი ჭედია(გიგა ჯუღელი 46, გიგა ცაბუტაშვილი 72), ლევან ბერუაშვილი(ბექა ტუღუში 46), თენგიზ ჩიკვილაძე(ლევან მაჭავარიანი 46), ზაალ ელიავა(გიორგი ალიბეგაშვილი 46)გიორგი გიორგაძე(თეიმურაზ მარკოზაშვილი 46), მამუკა ღონღაძე(ოთარ კვერნაძე 46).

„ზესტაფონი-2“: გია მახათაძე, მირიან რობაქიძე, მორის გელაშვილი, თორნიკე ჭურაძე, გიგა წურწუმია(დავით მოსიძე 63), ვაჟა ქიქავა, ანრი არველაძე, მიხეილ ვაჭარაძე(იონა კალაჯიშვილი 57), ავთანდილ ეგუტიძე(ლაშა რაზმაძე 84), ბერიკა ბარბაქაძე(შალვა გოგია 80), ბექა მიქელთაძე.

FCTorpedo.GE

“ვიტ ჯორჯიამ” “დინამოს” დუბლები დაამარცხა

აფხაზეთის ომში დაღუპული ზაზა ბენდელიანის ხსოვნის საერთაშორისო ტურნირზე დინამო თბილისის დუბლშემადგენლობამ ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი გამართა. ბენდელას თასის XXIII გათამაშების სტარტი დინამოელთათვის წარუმატებელი გამოდგა.

დინამო თბილისის სარეზერვო გუნდი, რომლის მთავარი მწვრთნელიც კახი გოგიჩაიშვილი გახლავთ, უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდა. მატჩი ჩვენი გუნდის მარცხით – 0:4 დასრულდა. მცხეთა პარკზე გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა ანგარიში ტაიმის დებიუტში გახსნეს. მესამე წუთზე გოლი ელგუჯა ლობჯანიძემ გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში, დაპირისპირების 51-ე წუთზე, მატჩის მთავარმა არბიტრმა დინამოელთა კარის მიმართულების თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა დანიშნა, პენალტის შესასრულებლად ბურთთან გიორგი კორიფაძე მივიდა, თუმცა მისი დარტყმული ჩვენი გუნდის კიპერმა, ლევან ისიანმა მოიგერია, დამატებაზე კი ლევან კუხალეიშვილმა გაიტანა. მატჩის 75-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა სამამდე გაიზარდა, გოლი ერეკლე ხვისტანმა გაიტანა, საფინალო რეზულტატი კი 79-ე წუთზე დაფიქსირდა, გატანილი გოლით ამჯერად ვანო კურდღელაშვილი გამოირჩა.

დინამო თბილისის სარეზერვო გუნდი ბენდელას თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩს 26 იანვარს, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიაში, ალგეთის წინააღმდეგ გამართავს.

ვიტ ჯორჯია 4:0 დინამოს დუბლები
გოლები: ლობჯანიძე 3′ კუხალეიშვილი 51′ ხვისტანი 75′ კურდღელაშვილი 79′

ვიტ ჯორჯია: შეროზია, მჭედლიშვილი, ღონღაძე, გეთიაშვილი, იაშვილი, წყაროზია, გახარია, კორიფაძე, ღიბრაძე, სიჭინავა, ლობჯანიძე
შეცვლაზე შევიდნენ: ჩალიგავა, საბაძე, ჩიტიშვილი, კალანდია, კურდღელაშვილი, დემეტრაშვილი, კუხალეიშვილი

დინამოს დუბლები: ისიანი, ჭიღვარია (გალდავაძე 55’), თევზაძე, შენგელია (ნემსაძე 45’), გურეშიძე (მურუსიძე 61’), კახნიაშვილი, კვარაცხელია (სადღობელაშვილი 76’), მარაქველიძე (კვერნაძე 55’), არჩილ მესხი, ცოტნე მესხი (ვეკუა 45’), როსტიაშვილი (კობახიძე 64’)

FCDinamo.GE

“ბენდელა” სამ ჯგუფად დაიყო

როგორც იცით, დღეს სტარტი აიღო ზაზა ბენდელიანის სახელობის თბილისის 23-ე საერთაშორისო ტურნირმა ფეხბურთში პროფესიულ გუნდებს შორის. წლევანდელ გათამაშებაში ასპარეზობენ, როგორც უმაღლესი ლიგის ბინადრები, ასევე პირველი ლიგისა და რეგიონ-ლიგის წარმომადგენლებიც. შეჯიბრება თებერვლის შუა რიცხვებში დასრულდება.
მანამდე კი გეტყვით, რომ წლეულს სულ 15 გუნდი ასპარეზობს – 10 აღმოსავლეთ ზონის კლუბი, 5 კი დასავლეთის. სამი ხუთგუნდიანი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე პირველ-მეორე ადგილებზე გასული კლუბები გავლენ, ასევე ორი საუკეთესო მესამე ადგილოსნებიც.

ტურნირის ორგანიზატორია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო, ასევე თბილისისა და იმერეთის ფეხბურთის ფედერაციები, საფეხბურთო კლუბი “საბურთალო”.
წლევანდელ შეჯიბრებაზე მხარდამჭერები არიან – “იბერია ბიზნეს ჯგუფი”, “სალერი”, “ყაზბეგი”, ყავა “პელე”, “კრომბახერი”, “სახალისო ფეხბურთი ღია სკოლები”, ლევან ჟორდანიასა და კახი ასათიანის საქველმოქმედო ფონდები.
ქვემოთ გაგაცნობთ ჯგუფში გადანაწილებულ კლუბებს, ასევე სათამაშო დღის განრიგს:
“ა” ჯგუფი -, “საბურთალო”, “დინამო”, “ვიტ ჯორჯია”, “ალგეთი”, “კარდაგი”.
“ბ” ჯგუფი – მარკ სტარსი”, “სპარტაკი” (ცხ), “მეტალურგი”, “ცხუმი”, “გაგრა”.
“გ” ჯგუფი – “ზუგდიდი”, “ზესტაფონი”, “იმერეთი”, “ტორპედო”, “ქუთაისი”.

პირველი ტური:
ვიტ ჯორჯია – კარდაგი   21.01  (დასაწყისი 15:30, “მცხეთა-პარკი”)
მეტალურგი – ცხუმი      20.01  (დასაწყისი 14:00, “რუსთავი”)
სპარტაკი – გაგრა           22.01  (დასაწყისი 10:30, “ბენდელა”)
ზესტაფონი – ქუთაისი    20.01  (დასაწყისი 12:00, “ტორპედოს” ბაზა)
იმერეთი – ტორპედო      22.01  (დასაწყისი 14:30, ტორპედოს” ბაზა)

მეორე ტური:
კარდაგი – ალგეთი        23.01  (დასაწყისი 14:00, ?????????)
დინამო – ვიტ ჯორჯია   23.01  (დასაწყისი 14:00, “მცხეთა პარკი”)
გაგრა – მეტალურგი      24.01   (დასაწყისი 14:00, “რუსთავი”)
მარკ სტარსი – სპარტაკი   24.01  (დასაწყისი 10:30, “ბენდელა”)
ქუთაისი – იმერეთი      25.01   (დასაწყისი 14:00, “ტორპედოს” ბაზა)
ზუგდიდი – ზესტაფონი 24.01   (დასაწყისი 14:00, “ბაიას” ბაზა)

მესამე ტური:
საბურთალო – კარდაგი  25.01  (დასაწყისი 13:00, “ბენდელა”)
ალგეთი – დინამო        26.01  (დასაწყისი 13:00, დინამოს აკადემია)
ცხუმი – გაგრა             26.01  (დასაწყისი 12:00, “საბურთალოს” აკ. გლდანი)
მეტალურგი მარკ სტარსი05.02  (დასაწყისი 14:00, “რუსთავი”)
იმერეთი – ზუგდიდი    28.01   (დასაწყისი 13:00, “ბაიას” ბაზა)
ტორპედო – ქუთაისი    28.01    (დასაწყისი 14:30, “ტორპედოს” ბაზა)

მეოთხე ტური:
ვიტ ჯორჯია – ალგეთი  28.01   (დასაწყისი 14:00, “მცხეთა პარკი”)
დინამო – საბურთალო   05.02   (დასაწყისი 14:30, “ბენდელა”)
მარკ სტარსი – ცხუმი     30.01   (დასაწყისი 11:30, “საბურთალოს” აკ.გლდანი)
სპარტაკი – მეტალურგი  28.01   (დასაწყისი 14:30, “რუსთავი”)
ზუგდიდი – ტორპედო    01.02   (დასაწყისი 13:00, “ტორპედოს” ბაზა)
ზესტაფონი – იმერეთი   01.02   (დასაწყისი 14:30, “ზესტაფონი”)

მეხუთე ტური:
კარდაგი – დინამო        29.01   (დასაწყისი 12:00, “დინამოს” აკადემია)
საბურთალო -ვ.ჯორჯია 01.02   (დასაწყისი 14:00, “მცხეთა პარკი”)
ცხუმი – სპარტაკი         04.02   (დასაწყისი 10:30, “ბენდელა”)
გაგრა – მარკ სტარსი      02.02   (დასაწყისი 14:30, “საბურთალოს” აკ.გლდანი)
ტორპედო – ზესტაფონი  03.02   (დასაწყისი 14:30, “ტორპედოს” ბაზა)
ქუთაისი – ზუგდიდი     04.02   (დასაწყისი 12:00, “ბაიას” ბაზა)

 

fcsaburtalo.ge

“ბენდელას თასი” 18 იანვარს აიღებს სტარტს

“ბენდელას თასის” ტრადიციული გათამაშება 18 იანვარს აიღებს სტარტს. მოასპარეზე გუნდები ორ ზონად – დასავლეთად და აღმოსავლეთად დაიყოფიან. ტურნირში მონაწილეობის სურვილი 15 კლუბმა გამოთქვა.
მატჩებს ტრადიციულად “ბენდელას” სტადიონი უმასპინძლებს, თუმცა წელს ტურნირის შეხვედრები სხვა სტადიონებზეც გაიმართება. ესენია: “მცხეთა პარკი” , “დინამოს აკადემია” და გლადნში მდებარე “საბურთალოს” აკადემიის, ყოფილი “ამერის” სტადიონი.

აღმოსავლეთი ზონა: “საბურთალო”, “დინამო” (თბ), “ვიტ ჯორჯია”, “გაგრა”, “სპარტაკი” (ცხინვალი), “ალგეთი” (მარნეული), “კარდაგი” (აზერბაიჯანი), “მაქსტარი” (თბ), “ცხუმი”, “მეტალურგი”.
დასავლეთი ზონა: “ტორპედო” (ქუთაისი), “ქუთაისი” (ქუთაისი), “ზესტაფონი”, “იმერეთი” (ხონი), “ზუგდიდი”.