“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ფრანკ დე ბური პრემიერ ლიგის ყველაზე ცუდი მწვრთნელია.
ამასთან დაკავშირებით ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ფრანკ დე ბური პრემიერ ლიგის ყველაზე ცუდი მწვრთნელია.
ამასთან დაკავშირებით ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.
“მანჩესტერ იუნაიტედის” დამრიგებელმა, ჟოზე მოურინიომ თავის ყოფილ შეგირდზე, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.
“ჩემს შვილებს პელე არ უნახავთ, მაგრამ იციან ვინ იყო ის. 40 წლის შემდეგ მათ ბავშვებს ეცოდინებათ, ვინ იყო რონალდუ. ის მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება.”
პორტუგალიელები ერთად მუშაობდნენ მადრიდის “რეალში”. თუმცა, ჟოზეს მიერ “ბლანკოსის” დატოვების შემდეგ, მათ შორის რამდენიმე კონფლიქტი მოხდა. “წითელი ეშმაკების” მწვრთნელს ამაზეც ჰკითხეს.
“ეს ყველაფერი ჩემი სამსახურის ნაწილია და ამ თემაზე ხალხში საუბარი არ მსურს. ბევრი რამე დაიწერა ჩემზე და რონალდუზე, თუმცა უმეტესობა მართალი არ იყო. რაც მთავარია, მასთან პირადული პრობლემები არ მაქვს. ვფიქრობ, ისიც იმავეს გრძნობს ჩემთან დაკავშირებით,” – აცხადებს მოურინიო.
დღეს პრემიერ ლიგის მეცხრე ტურში მერსესაიდის “ლივერპული” “ენფილდზე” “მანჩესტერ იუნაიტედს” მიიღებს.
“წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მატჩამდე ჟურნალისტებს ესაუბრა.
“ჩემთვის სასაცილოა ხალხის საუბარი, როცა ამბობენ, რომ დიდი ატმოსფერო ჩვენ არ მოგვწონს. თითქოს, ისინი ფიქრობენ,რთულია ჩავიდეთ განსაკუთრებულ ადგილზე და მოწინააღმდეგის გულშემატკივრების მიერ შექმნილ საოცარ ატმოსფეროს დავუპირისპრიდეთ. ზოგჯერ, ასე ფიქრობენ გამორჩეული, ვეტერანი ფეხბურთელები. პირიქით! ეს ის გარემოა, რომელიც ჩვენ გვსურს, რადგან ის დამატებითი მოტივატორია.”
“როცა “ბარსელონა” “ლას პალმასს” ცარიელ სტადიონზე ეთამაშა, თქვენი აზრით ფეხბურთელები ბედნიერნი იყვნენ ამით? მართლა ფიქრობთ, რომ “ლას პალმასის” მოთამაშეები ასეთ გარემოში ასპარეზობას ამჯობინებდნენ?”
“ჩვენ ხვალ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ტრადიციული გუნდის წინააღდეგ გამორჩეულ სტადიონზე ჩავატარებთ. ვიცით, რომ ფანებს “მანჩესტერ იუნაიტედი” ძალიან არ უყვართ.. თუმცა, ეს ისაა, რაც ჩვენ გვსურს. “ლივერპულს” კარგი მოთამაშეები ჰყავს. ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს. რთულია, მათ გავუტოლდეთ. იმედი მაქვს, ისინიც იმავეს ფიქრობენ ჩვენზე,” – ამბობს სეუ ჟოზე.
გუშინ, პრემიერ ლიგის 37-ე ტურში “მანჩესტერ უნაიტედი” “ტოტენჰემთან” სტუმრად, ანაგარიშით, 2-1 დამარცხდა და ოთხეულში შესვლის ყველანაირი შანსი დაკარგა.
შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ჟოზე მოურინიომ ისაუბრა.
“ჩვენთვის, “მანჩესტერ უნაიტედისთვის” უმთავრესია არა პირველ ოთხ გუნდს შორის ყოფნა, არამედ ტიტულების მოგება! ასე რომ, ახლა შეგვიძლია, ვიბრძოლოთ მეორე თასის მოსაპოვებლად. თუ ამას გავაკეთებთ, დიდი წარმატება იქნება. ჩვენთვის ეს უმნიშნელოვანესია!”
“ვიცით, თუ ფინალს ვერ მოვიგებთ, ჩემპიონთა ლიგაზეც ვერ ვითამაშებთ. ამიტომ, ახლა ტიტულისთვის ვიბრძვით. შესაძლოა, ის გუნდები, რომლებიც ოთხეულში არიან, სხვა დროს ჩვენს ადგილზე აღმოჩნდნენ. ამ შემთხვევაში, მათი მიზანიც ტიტულის მოგება იქნება.”
“ხალხი ამბობს, რომ ჩვენ გავრისკეთ და ევროპის ლიგაზე გავაკეთეთ აქცენტი. არ გაგვირისკავს! რაც გავაკეთეთ, ეს სწორი იყო! ორივე ფრონტზე უნდა გვებრძოლა. საბოლოოდ, ყველაფერი ასე მოხდა,” – აცხადებს მოურინიო.
სატრანსფერო ფანჯრის პერიოდი დასასრულს უახლოვდება. მიუხედავად ხმებისა, ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერიდან” მნიშვნელოვანი ფიგურები, მაგალითად, რუნი, არ გაუშვია.
პორტუგალიელმა ის ერთადერთი ფეხბურთელი დაასახელა, რომელსაც იანვარში კლუბის დატოვების უფლება აქვს.
” ეს ეშლი იანგია. იგი ძალიან მესიმპათიურებოდა და მისი დარჩენაც მინდოდა, თუმცა ახლა შეუძლია, წავიდეს. აქედანვე ვამბობ, რომ მას სათამაშო დრო არ ექნება. იანგი ჩემს გეგმებში აღარ შედის,” – აცხადებს ჟოზე.
სერ ალექს ფერგიუსონმა, 27-წლიანი მწვრთნელობის შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედი” 2013 წელს დატოვა. “წითელი ეშმაკების” ბოსებმა გუნდი რამდენიმე სპეციალისტს ჩააბრაეს, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ვერ ივარგა.
2016 წლის ზაფხულზე “მანჩესტერელთა” სათავეში ჟოზე მოურინიო მოვიდა. მიუხედავად წარუმატებელი სერიისა, დაახლოებით, ბოლო 20 შეხვედრაში ინგლისელები შესანიშნავად გამოიყურებიან. უეინ რუნის აზრით ამაში უდიდესი წვლილი სწორედ პორტუგალიელს მიუძღვის.
“მანჩესტერის” წარუმატებლობა და მსგავსი ფაქტები, ფეხბურთის ნაწილია.”
“ვფიქრობ, “მანჩესტერის” ხელმძღვანელობა ბოლო 3-4 წლის მანძილზე ეძებდა სწორ ვარიანტს. ჩემი აზრით, მათი ბოლო არჩევანი საუეკეთესოა. მოურინიოს ძალიან ბევრი კარგის გაკეთება შეუძლია კლუბისთვის.
“უბრალოდ, უნდა შეხედოთ, როგორი დიდი მონდომებით უდგება ჟოზე საქმეს ყოველდღიურად. მისი მიზანდასახულობა, ქარიზმა და შრომისმოყვარეობა გამაოცებელია.”
“სამწუხაროა, რომ მოურინიოს მწვრთნელობის პირველ სეზონშივე ჩემპიონთა ლიგაზე არ გამოვდივართ. ამ კლუბში სწორედ იმიტომ გადმოვედი, რომ ნახსენებ ტურნირზე მეთამაშა. ასევე, კიდევ ერთი მთავარი მიზეზი სერ ალექსის აქ ყოფნა იყო.”
“ბევრი ტიტულების მოგება მინდოდა. ვფიქრობ, ეს მოვახერხე, თუმცა აგაჩერებას არ ვაპირებ.”
“როცა გუნდში მოვედი, აქ ნევილი და სქოულზი დამხვდნენ, რომლებსაც 4-ჯერ ჰქონდათ პრემიერ ლიგა მოგებული. ვფიქრობდი, ეს ხომ სიგიჟეა-მეთქი. ახლა კი, უკვე პრემიერ ლიგის 5 თასი დავისაკუთრე. ეს ფაქტი ძალიან ამაყს მხდის.”
“მუშაობას ვაგრძელებთ და გვინდა, რაც შეიძლება მეტი მოვიგოთ და გულშემატკივარი გავახაროთ,” – აცხადებს 31 წლის ინგლისელი.
გუშინ “ჰალ სიტი” ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდა. მასპინძლებმა მოურინიოს შეგირდებს, ანგარიშით, 2-1 სძლიეს. თუმცა, “წითელმა ეშმაკებმა” ორი მატჩის ჯამში, ანგარიშით, 3-2 იმარჯვეს და ფინალში გავიდნენ. “მანჩესტერი” 26 თებერვალს “უემბლიზე” “საუთჰემპტონს” დაუპირისპირდება.
ბუკმეიკერები უპირატესობას “იუნაიტედს” ანიჭებენ.
ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან ამ თემაზე ისაუბრა.
“არ ვფიქრობ, რომ ფავორიტები ვართ. ეს მატჩი საკმაოდ თანაბარი და დაძაბული უნდა გამოვიდეს.”
“არასდროს აქვს აზრი, ვის წინააღმდეგ გვიწევს შეხვედრის ჩატარება. არასდროს ვთვლი ჩემს გუნდს ფავორიტად. მით უმეტეს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ “უემბლი” მუდამ ქარიანია და ეს თამაშს კიდევ უფრო დაძაბულს გახდის,” – აცხადებს პორტუგალიელი.