პატო: “მილანი” ყოველთვის ჩემს გულში დარჩება”

ჩინურ სუპერ ლიგაში მოთამაშე ალეშანდრო პატო, რომელიც “მილანის” მაისურს 6 სეზონის განმავლობაში ატარებდა, აცხადებს, რომ “როსონერი” ყოველთვის მის გულში იქნება.

“მილანში” ყოფნის პერიოდი ჩემი ცხოვრების დიდებული ნაწილი იყო,” – აცხადებს ბრაზილიელი Sky Sports-თან საუბრისას.

“წლების განმავლობაში კარგად გამოვდიოდი, მაგრამ შემდეგში ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც მე მინდოდა. რწმენას ვკარგავდი და გადავწყვიტე, ბრაზილიაში დავბრუნებულიყავი.

მოვლენების ამგვარმა მიმდინარეობამ იმედი არაერთხელ გამიცრუა. მაგრამ მაინც, “მილანი” ყოველთვის ჩემს გულში დარჩება და მათ ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.”

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (30 იანვარი)


კონტეს ბოლო სამიზნე იანვარში: მუსა დემბელე!


სატრანსფერო ფანჯრის პერიოდი მალე იწურება, თუმცა ანტონიო კონტე კვლავ თავდამსხმელის ძებნაშია. მიუხედავად “ჩელსიში” კოშტასა და ბატშუაის ყოფნისა, იტალიელ სპეციალისტს კიდევ ერთი ფორვარდის დამატება სურს.

Sky Sports იტყობინება, რომ კონტეს “სელტიკის” შემტევი, მუსა დემბელე სურს. ახალაგზარდა ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება. დემბელემ შოტლანდიის ჩემპიონატში ჩატარებულ 21 შეხვედრაში ცხრა გოლი გაიტანა, თასზე კი – 5. 20 წლის სპორსტმენი არც ჩემპიონთა ლიგაზეა უშედეგო – მის ანგარიშზე ხუთი გოლია.


ბენზემა “არსენალსა” და “ჩელსის” შესთავაზეს


888888888888888888

როგორც ჩანს, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები გუნდის ფრანგი ფორვარდის, კარიმ ბენზემას გაყიდვას აპირებენ. ამ მიზნით, მადრიდელებმა ბენზემა “ჩელსისა” და “არსენალის” უფროსებს შესთავაზეს.

Diario Gol-ის ცნობით, 29 წლის ფეხბურთელის არასახარბიელო ასპარეზობამ კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ძალზედ გაანაწყენა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ “ბლანკოსის” ფანებმა “რეალ სოსიედადთან” გამართული მატჩის მიმდინარეობისას, არაერთხელ დაუსტვინეს მას.


ივანოვიჩი “ზენიტში” გადადის


Sky Sports-ის ცნობით, ლონდონის “ჩელსის” სერბი მცველის, ბრანისლავ ივანოვიჩის ბედი უკვე გადაწყვეტილია და მისი ტრანსფერი 24 საათში გაოფიციალურდება.

როგორც ცნობილი ხდება, სერბი დამცველი, რომელიც ანტონიო კონტეს მოსვლის შემდეგ სათადარიგო ფეხბურთელად იქცა, კარიერას რუსულ “ზენიტში” გააგრძელებს.


“არსენალმა” თვალი მასიმილიანო ალეგრის დაადგა


888888888888888888

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის წარმომადგენლებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს. ამ ინფორმაციას ბრიტანული Sunday Express ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ “მეთოფეები” არსენ ვენგერთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ, რაც შესაძლოა, ფრანგის ლონდონური კარიერის დასასრულის მანიშნებელი იყოს.


“ნაპოლის” ფორვარდი “საუთჰემპტონში”?


Sky Sport Italia-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ინგლისური გუნდის ხელმძღვანელებმა “ნაპოლის” ფორვარდთან, მანოლო გაბიადინისთან მიაღწიეს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას.

როგორც ცნობილი ხდება, “წმინდანებს” მის სანაცვლოდ 17 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რასაც ბონუსის სახით, შესაძლოა, კიდევ 3 მილიონი დაემატოს.


პატოს პრობლემა მოგვარდა


888888888888888888

“მილანისა” და ლონდონის “ჩელსის” ექს-ფორვარდი, რომელიც ბოლო დროს “ვილიარეალის” ღირსებასაც იცავდა, ამიერიდან “ტიანცზინ ცუანცზიანის” რიგებში ითამაშებს.

მართალია, მისი ტრანსფერი ბოლო მომენტში გარკვეულმა ხარვეზებმა შეაფერხა, თუმცა, როგორც ჩანს, ყველაფერი მოგვარდა.