„ბორუსიამ“ გიუნდოგანს ულტიმატუმი წაუყენა

დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველის ილკაი გუნდოგანის გარეშემო სიტუაცია ჯერჯერობით არ წყნარდება.

აქამდე ევროპული პრესა გიუნდოგანის წამყვან ევროპულ კლუბებში ტრანსფერის შესახებ წერდა. პირველ რიგში, ილკაის სახელი „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ უკავშირდებოდა.

ცნობილი გერმანული გამოცემის, „Kicker“-ის ინფორმაციით, დორტმუნდული კლუბის ხელმძღვანელობამ მოთამაშეს ულტიმატუმი წაუყენა – იმ შემთხვევაში, თუ იგი მოქმედ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, მას ზაფხულში გაყიდიან.

ცნობისთვის, მოქმედი შეთანხმება მხარეებს 2016 წლამდე აკავშირებთ, რის გამოც „ბორუსია“ შიშობს, რომ გიუნდოგანი კლუბს უსასყიდლოდ დატოვებს.

ჰაინკესი როისს „რეალში“ გადასვლას ურჩევს

მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა თავკაცმა იუპ ჰაინკესმა დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველ მარკო როისზე ისაუბრა, რომლის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ევროპული პრესა წერას არ ასრულებს.

„მე მას მადრიდის „რეალში“ გადასვლას ვურჩევდი. „ბაიერნს“ წინახასზე მსოფლიო დონის 4-5 მოთამაშე ჰყავს.

სად უნდა ითამაშოს მარკომ? თუ მისი ყიდვა 25 მილიონ ევროდ შესაძლებელია, მაშინ, ევროპის ყველა ტოპ კლუბი როისის ტრანსფერზე უნდა ფიქრობდეს“, – ციტირებს ჰაინკესს „Sky 90“.

როისი 540 ათასი ევროთი დააჯარიმეს

დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველი მარკო როისი მანქანის მართვის მოწმობის გარეშე ტარების გამო 540 ათასი ევროთი დააჯარიმეს, რის შესახებაც „The Telegraph“-ი წერს.

ბოლო სამ წელიწადში 25 წლის ფეხბურთელი პოლიციამ ამის გამო რამდენიმეჯერ გააჩერა. როგორც ცნობილია, მართვის მოწმობის გარეშე მარკო საჭესთან ხუთჯერ იჯდა. ამჯერად დორტმუნდის პროკურატურამ ფეხბურთელს ჯარიმა გამოუწერა.

„ვიცი, რომ ძალიან სულელურად მოვიქეცი. ეს ჩემთვის გაკვეთილია, მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება“, – განაცხადა თავად ფეხბურთელმა.

“დორტმუნდის” ფეხბურთელების სამაგალითო საქციელი (ვიდეო)

13 დეკემბერს, გერმანიის ბუნდესლიგაში, “ჰერტასა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის გამართულ შეხვედრაში, დორტმუნდელები სამაგალითოდ მოიქცნენ.

ნედვედი: „გვიხარია, რომ „ბორუსია“ შეგვხვდა“

„იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა პაველ ნედვედმა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგი შეაფასა, რომლის მიხედვითაც, მისი გუნდის მეტოქე დორტმუნდის „ბორუსია“ იქნება.

„ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან დორტმუნდელებს ბევრი ახალგაზრდა ტალანტი ჰყავთ. თუმცა, შესაძლოა, ყველაფერი უარესად ყოფილიყო, არსებობდა „ბაიერნთან“ ან „რეალთან“ თამაშის ალბათობაც. არის რამდენიმე გუნდი, რომელთანაც თამაში არარეალური. გვიხარია, რომ შანსი მოგვეცა. კლოპის დიდი თაყვანისმცემელი ვარ და ჩვენი გუნდების ევროპულ დაპირისპირებას სიამოვნებით ვნახავ. „ბორუსიასთან“ მატჩები ჩვენს დონეს აჩვენებენ“, – ციტირებს ნედვედს უეფა-ს ოფიციალური საიტი.

იმობილე: „მსურს, რომ „ბორუსიამ“ წლის დარჩენილი მატჩები მოიგოს“

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი ჩირო იმობილე იმედოვნებს, რომ მისი გუნდი უახლოეს მატჩებში შესაძლებლობების მაქსიმუმს აჩვენებს.

„მსურს, რომ გერმანიის ჩემპიონატის პირველი წრის დარჩენილი სამი მატჩი მოვიგოთ. ამის წყალობით, საშობაო არდადეგებს მშვიდად შევხვდებით.

როგორც გუნდისთვის, ასევე ჩემთვის, კარგია, რომ „ანდერლეხტს“ გავუტანე. ამ ფრის წყალობით ჯგუფიდან პირველ ადგილზე გავედით“, – განაცხადა იტალიელმა.

„ბორუსია“ – „ანდერლეხტი“ 1:1

დორტმუნდის „ბორუსიამ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ბელგიის ანდერლეხტი მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.

ანგარიში მატჩის 58-ე წუთზე გაიხსნა, გოლი ჩირო იმობილემ გაიტანა, თუმცა 84-ე წუთზე ალეკსანდრ მიროტიჩმა წონასწორობა აღადგინა.

„ბორუსიამ“ 13 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და გატანილი/გაშებული გოლების მაჩვენებლით „არსენალს“ აჯობა. რაც შეეხება „ანდერლეხტს“, ბელგიური კლუბი 6 ქულით მესამე აღმოჩნდა და თებერვლიდან ბრძოლას უეფა-ს ევროლის ლიგის პლეიოფში გააგრძელებს.

„ბორუსიამ“ კატასტროფული სერია „ჰოფენჰაიმთან“ მოგებით შეწყვიტა (ვიდეო)

გერმანიის ბუნდესლიგის მე-14 ტური დორტმუნდში დაიწყო, სადაც ადგილობრივმა „ბორუსიამ“ „ჰოფენჰაიმი“ მიიღო.

ამ ტურამდე „ბორუსიას“ ქვეყნის პირველობაში იმდენად საშინელი შედეგი ჰქონდა, რომ გუნდი ბუნდესლიგის ბოლო ადგილზე აღმოჩნდა.

საბოლოოდ, ხსენებული მატჩი „ბორუსიამ“ უკვე მე-17 წუთზე ილკაი გუნდოგანის მიერ გატანილი გოლის წყალობით მოიგო. მასპინძლებმა სტუმრებს აჯობეს, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს – კლოპის გუნდმა მეტოქის კარში ზუსტად შვიდჯერ დაარტყა, თუმცა აქედან ექვს შემთხვევაში ადგილზე სტუმართა კარის დარაჯი ოლივერ ბაუმანი იყო. აღსანიშნავია, რომ სტუმრებს ზუსტად კარში არც ერთხელ არ დაურტყამთ.

ამ გამარჯვებით დორტმუნდელებმა 14 ქულა დააგროვეს და მინიმუმ ხვალამდე მე-14 ადგილზე აიწიეს.

„მირორი“: ჰუმელსი „არსენალში“, როისი „ბაიერნში“

ბრიტანული გამოცემა „მირორი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ გარშემო არსებული სიტუაციის შეფასებას აგრძელებს.

დღე არ გადის, რომ ვინმემ მარკო როისის ევროპის სხვა ტოპ კლუბში გადასვლაზე არ ისაუბროს. ყოველ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ნახევარმცველი ამჟამინდელ კლუბს დატოვებს. შეგახსენებთ, რომ დორტმუნდელებთან კონტრაქტი როისს 2017 წლამდე აკავშირებს, თუმცა ჯერჯერობით მისი გახანგრძლივების სურვილი არ გამოუთქვამს. მეტიც, პრესა წერს, რომ როისის შეძენის მსურველებს 25 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

აქამდე არსებული ჭორებით, მარკოს შეძენა „ბარსელონას“, „რეალის“, „ბაიერნისა“ და რამდენიმე ინგლისური კლუბის ხელმძღვანელებს ჰქონდათ. აქედან ყველაზე დიდი შანსი „ბაიერნს“ აქვს, რომელმაც აქამდე დორტმუნდიდან მარიო გიოტცე და რობერტ ლევანდოვსკი გადაიბირა.

განსხვავებული სიტუაციაა მცველ მატს ჰუმელსის შემთხვევაში. ფეხბურთელის ტრანსფერი ოცდაათ მილიონ ევროდ ფასდება, მისი შეძენის ყველაზე დიდი სურვილი კი „მანჩესტერ იუნაიტედს“ აქვს. თუმცა, როგორც ცოტა ხნის წინ გაირკვა, თავად 25 წლის ფეხბურთელს ლონდონის „არსენალში“ გადასვლის სურვილი აქვს. გამორიცხული არ არის, უახლოეს მომავალში „მეთოფეებმა“ „ბორუსიას“ მენეჯერებს სათანადო წინადადებითაც მიმართონ.

მარკო როისი: „ჩვენი მიზანი პირველი ადგილის დაკავებაა“

დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველმა მარკო როისმა „გალათასარაისთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„დღევანდელი შეხვედრა სტამბულში გამართულ მატჩთან შედარებით, გაცილებით რთული აღმოჩნდა. მეტოქე თავისუფალ სივრცეებს არ გვაძლებდა.

შესვენებამდე მომენტი არც გვქონია, თუმცა სიმშვიდეს ვინარჩნებდით. ყველაფერი მეორე გოლის შემდეგ შეიცვალა.

შემდეგი მატჩი ლონდონში „არსენალის“ წინააღმდეგ გველის. დღეს თავდაჯერებულობა მოგვემატა. რა თქმა უნდა, „ბორუსიას“ მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა“, – განაცხადა მარკომ.

„ბორუსია“ – „გალათასარაი“ 4:1

ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფის მეოთხე ტურის მატჩში დორტმუნდის „ბორუსიამ“ სტამბულის „გალათასარაი“ მიიღო და ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

გოლები: როისი 39′, პაპასტატოპულოსი 54′, იმობილე 73′, კაია (ავტოგოლი) 84′ – კადირ ბალტა 69′

„ბაიერნი“ – „ბორუსია“ 2:1 (გოლები)

გერმანიის ბუნდესლიგის მეათე ტურის ცენტრალური მატჩი მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ გაიმართა, სადაც „ბაიერნმა“ დორტმუნდის „ბორუსია“ მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 2:1 სძლია.

არადა, იურგენ კლოპის გუნდისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო. პირველ ნახევარში სტუმრებმა არაერთ მომენტი შექმნეს, რამაც შედეგი 31-ე წუთზე გამოიღო, როდესაც ანგარიში მარკო როისმა გახსნა. შეხვედრის პირველი ნახევარი დორტმუნდელთა სასარგებლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმში „ბაიერნმა“ ზეწოლას მოუმატა. მასპინძელთა ერთ-ერთ შეტევას იურგენ კლოპის გუნდი 72-ე წუთზე ვერ გაუმკლავდა, რობერტ ლევანდოვსკიმ ყოფილი კლუბის კარში გოლი გაიტანა. ამის შემდეგ დორტმუნდელები შეტევაში არ გამორჩეულან, რასაც მიუნხენელებზე ვერ ვიტყვით, თუმცა, ის, რომ სტუმრები დამარცხდნენ, მეტწილად მათი მცველის ნევენ სუბოტიჩის ბრალია. 85-ე წუთზე იგი ბურთს გამოტანინსას შეცდა, შედეგად, ფრანკ რიბერი ვაიდენფელერთან პირისპირ გადიოდა, დორტმუნდელ მცველს კი, ფრანგის წაქცევის გარდა არაფერი დარჩენია. დანიშნული პენალტის შესრულება საკუთარ თავზე არიენ რობენმა აიღო, რომელმაც ზუსტად დაარტყა – 2:1.

ამ გამარჯვებით გვარდიოლას გუნდი 24 ქულით პირველ ადგილზე დარჩა, ხოლო კლოპის შეგირდები მხოლოდ 7 ქულით გათამაშების ცხრილის მე-16 პოზიციაზე იმყოფებიან.

„ბაიერნი“ – „ბორუსია“ 2:1 (0:1)

გოლები: ლევანდოვსკი 72′, რობენი 86′ (პენ) – როისი 31′

გაფრთხილებები: ალონსო 37′ – პიშჩეკი 62′, სუბოტიჩი 85′


All Goals – Bayern Munich 2-1 Borussia Dortmund… by Bundes_Liga