მსოფლიო ჩემპიონი, კევინ გროსკროიცი საავადმყოფოში იმყოფება

“შტუტგარტის” მცველი, კევინ გროსკროიცი საავადმყოფოში იმყოფება.

როგორც ცნობილი ხდება, მსოფლიო ჩემპიონი “კიოლნთან” მოპოვებულ გამარჯვებას ქალაქში, მეგობრებთან ერთად აღნიშნავდა, როდესაც უცხო პირებისგან შემდგარ ჯგუფთან მოუვიდათ შელაპარაკება.

საუბედუროდ, საქმე ფიზიკურ შეურაცხყოფამდეც მივიდა. კევინ გროსკროიცს თავში უცნობი საგანი ჩაარტყეს, რის გამოც აუცილებელი გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა.

დამნაშავეები პოლიციელებმა მაშინვე აიყვანეს.

“შტუტგარტის” მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: “ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, კევინ გროსკროიცი ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა და ახლა ის საავამდყოფოში იმყოფება.”