21-წლამდელების მზადება აზერბაიჯანთან შეხვედრისთვის

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ ანტალიაში ბოლო ვარჯიში ჩაატარა აზერბაიჯანთან ამხანაგურ მატჩამდე.
გია ცეცაძის გუნდს ავადმყოფობის გამო გიორგი კიკნაძე გამოაკლდა, დანარჩენები კი მწყობრში არიან.

შეხვედრა 23 იანვარს ბელეკში გაიმართება და თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლევან შოვნაძე (დინამო ბთ), გიორგი ჩოჩიშვილი (ზლატე მორავცე, სლოვაკეთი);

მცველები: გურამ გიორბელიძე (სიონი), ლუკა გადრანი (ცხინვალი), დავით კობოური (დინამო თბ), აკაკი შულაია (დინამო თბ), გიორგი ახალაძე (სამტრედია), რომან ჩაჩუა (სამტრედია), გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელარუსი);

ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დინამო თბ), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ნიკა ბაშელეიშვილი (თელავი), ირაკლი რუხაძე (თელავი), გაბრიელ საღრიშვილი (სამგურალი), პაატა ღუდუშაური (ვიტ ჯორჯია), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), გიორგი ხარებაშვილი (თელავი), ლუკა ნადირაძე (ოლიმპიკი, უკრაინა), ირაკლი კამლაძე (ვიტ ჯორჯია);

თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (რუსთავი), ვატო არველაძე (ლოკომოტივი).

Gff.Ge

ახალგაზრდული ნაკრების პირველი ვარჯიში ანტალიაში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები თურქეთის ქალაქ ანტალიაში დაბინავდა და დღეს პირველი ვარჯიშიც ჩაატარა. მგზავრობის შემდეგ გია ცეცაძემ გუნდი დიდად აღარ დატვირთა, ძირითადად ბურთთან ავარჯიშა, ხვალიდან კი უკვე ორჯერადი წვრთნები დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ თურქეთში გამგზავრებამდე ბოლო მომენტში ნაკრებს ტრავმების გამო ანრი ჭიჭინაძე და ირაკლი კომახიძე გამოაკლდნენ.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლევან შოვნაძე (დინამო ბთ), გიორგი ჩოჩიშვილი (ზლატე მორავცე, სლოვაკეთი);

მცველები: გურამ გიორბელიძე (სიონი), ლუკა გადრანი (ცხინვალი), დავით კობოური (დინამო თბ), აკაკი შულაია (დინამო თბ), გიორგი ახალაძე (სამტრედია), რომან ჩაჩუა (სამტრედია), გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელარუსი);

ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დინამო თბ), გიორგი კიკნაძე (ლოკომოტივი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ნიკა ბაშელეიშვილი (თელავი), ირაკლი რუხაძე (თელავი), გაბრიელ საღრიშვილი (სამგურალი), პაატა ღუდუშაური (ვიტ ჯორჯია), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), გიორგი ხარებაშვილი (თელავი), ლუკა ნადირაძე (ოლიმპიკი, უკრაინა), ირაკლი კამლაძე (ვიტ ჯორჯია);

თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (რუსთავი), ვატო არველაძე (ლოკომოტივი).

Gff.Ge

ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოლონეთთან შეხვედრის წინ ივარჯიშა (ვიდეო)

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ბოლო ვარჯიში ჩაატარა პოლონეთთან მატჩამდე. გია გეგუჩაძემ გუნდი ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” ავარჯიშა. წვრთნის დაწყებამდე გუნდს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი შეხვდა და გაამხნევა.
საბოლოოდ გადაწყდა, რომ წელის ტრავმის გამო ვერ ითამაშებს გიორგი ჩაკვეტაძე. სამაგიეროდ, 21-წლამდელებს ეროვნული ნაკრებიდან შეუერთდა მცველი ჯიმი ტაბიძე.

საქართველო-პოლონეთი 1 სექტემბერს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. დასაწყისი 20 საათზე. ბილეთის ფასი 2-3 ლარი.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (ლოკომოტივი);

მცველები: დავით კობოური (დინამო თბ), გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), გიორგი ქანთარია (გროდნო, ბელარუსი), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), აკაკი შულაია (დინამო თბ), დავით ცეცხლაძე (სებაილი, აზერბაიჯანი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი);

ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დინამო თბ), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ლევან ელოშვილი (კაპფენბერგი, ავსტრია), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ნიკა ბაშელეიშვილი (თელავი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ლადო მოხევიშვილი (ალკოიანო, ესპანეთი);

თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი).

Gff.Ge

ახალგაზრდული ნაკრები ხვალ პოლონეთს დაუპირისპირდება: ვარჯიში + პრესკონფერენცია (ვიდეო)

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩისთვის ემზადება. გია გეგუჩაძის გუნდი 1 სექტემბერს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე პოლონეთს უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.
დღეს 21-წლამდელებმა სწორედ გორში ივარჯიშეს, წვრთნის დაწყებამდე კი მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია ჩაატარა. სამწუხაროდ, ნაკრები ვერც ამჯერად ასცდა დანაკლისს – ბოლო მომენტში სიიდან ამოვარდნილ ლუკა ზარანდიას ამჯერად გიორგი ჩაკვეტაძე დაემატა. თბილისის “დინამოს” ნახევარმცველი ნაკრებთან ერთადაა, თუმცა პოლონეთთან მისი თამაში თითქმის გამორიცხულია წელის ტკივილის გამო.

ვარჯიში ნაყოფიერი გამოდგა – გეგუჩაძემ გუნდს ტაქტიკური მონახაზი დაამუშავებინა და ბოლოს ფეხბურთელებმა კარში დარტყმებზეც ივარჯიშეს.

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (ლოკომოტივი);

მცველები: დავით კობოური (დინამო თბ), გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), გიორგი ქანთარია (გროდნო, ბელარუსი), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), აკაკი შულაია (დინამო თბ), დავით ცეცხლაძე (სებაილი, აზერბაიჯანი);

ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დინამო თბ), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბ), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ლევან ელოშვილი (კაპფენბერგი, ავსტრია), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ნიკა ბაშელეიშვილი (თელავი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ლადო მოხევიშვილი (ალკოიანო, ესპანეთი);

თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი).

 

Gff.Ge

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროშესარჩევის შეხვედრისთვის ემზადება

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა მზადება დაიწყო. 1 სექტემბერს გია გეგუჩაძის გუნდი ახალ ევროშესარჩევ ციკლს პოლონეთთან საშინაო მატჩით იწყებს. შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მთავარმა მწვრთნელმა გაფართოებული შემადგენლობიდან 22 ფეხბურთელი დაიტოვა და ამჟამად პოლონეთთან მატჩისთვის ეს მოთამაშეები ემზადებიან:

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (ლოკომოტივი);

მცველები: დავით კობოური (დინამო თბ), გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), გიორგი ქანთარია (გროდნო, ბელარუსი), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), აკაკი შულაია (დინამო თბ);

ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დინამო თბ), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბ), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ლევან ელოშვილი (კაპფენბერგი, ავსტრია), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ნიკა ბაშელეიშვილი (თელავი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი);

თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი).

საქართველო-პოლონეთის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, ბილეთის ფასი კი 2 და 3 ლარია.

Gff.Ge

21-წლამდე ნაკრები სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს ამხანაგურ მატჩებზე აქტიურ მუშაობას და მორიგი შეთანხმებებიც მიღწეულია – ჩვენი 21-წლამდე გუნდი 8 ივნისს ბულგარეთს ესტუმრება, ხოლო 5 სექტემბერს სერბეთს უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სექტემბერში ევრო 2019-ის შესარჩევ ციკლს იწყებს და მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში გია გეგუჩაძის გუნდს წლეულს აქამდე სამი ამხანაგური მატჩი ჰქონდა დაგეგმილი – 22 და 25 მარტს თბილისში ისლანდიას უმასპინძლა (3:1 და  4:4), ხოლო 12 ივნისს ახლა უკვე ბულგარეთთან სპარინგის შემდეგ ეწვევა მონტენეგროს.

წყარო: Gff.Ge

დრამა მესხზე: საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ისლანდიასთან ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა

დღეს მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე ამხანაგურ შეხვედრაში ერთმანეთს საქართველოსა და ისლანდიის 21-წლამდე ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მატჩში ანგარიშის გახსნა არნორ რაგნარსონმა მე-15 წუთზე მოახერხა. ორ წუთში ლუკა ზარანდიამ უძლიერესი დარტყმით ლამაზი გოლის გატანა შეძლო და ანგარიში გაათანაბრა. ოთხ წუთში კი ისლანდეიელმა დუბლი შეასრულა და სტუმრები ისევ წინ გაიყვანა. 30-ე წუთზე ჩვენებმა კვლავ შეძლეს გატანა: ამჟამად ირაკლი  ბიძინაშვილი გამოირჩა.

მეორე ნახევარში მაყურებელმა ორი გოლი იხილა, სამწუხაროდ, ორივე ისლანდიელებისგან. ჯერ 51-ე წუთზე ალფონს სამპსტედმა წინ გაიყვანა სტუმრები, ხოლო  69-ე წუთზე აქსელ ანდერსონმა საერთოდ ორ ბურთიანი გახადა სხვაობა.

თუმცა, 89-ე წუთზე ქართველთაგან იმნაძე გამოირჩა. ხოლო, სულ მალე ზარიამ შეძლო ანგარიშის გათანაბრება და ამ საოცარ მატჩში ბოლო წერტილი დასვა.

საბოლოოდ, ეს მატჩი, ანაგრიშით, 4-4 დასრულდა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ისლანდიელი თანატოლები დაამარცხა

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ისლანდიას უმასპინძლა.

მატჩი ქართველების უპირატესობით დაიწყო, რაც მალე გოლშიც აისახა. მეშვიდე წუთზე ხარაიშვილის ჩაწოდების შემდეგ კიტეიშვილმა თავური დარტყმით მოახერხა მეტოქის კარის აღება. პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა.

მეორე ნახევარში ისლანდიელები გააქტიურდნენ, რასაც 59-ე წუთზე ვიქტორ ეინარსონის გოლი მოჰყვა. თუმცა ზუსტად შვიდ წუთში რომან ჭანტურიამ წინ გაიყვანა ჩვენი ნაკრები. ხოლო, 88-ე წუთზე მანვე საერთოდ ორბურთიანი გახადა სხვაობა.

აქვე გეტყვით, რომ მორიგ ამხანაგურ მატჩს 21-წლამდე ნაკრები ისევ იმავე გუნდის წინააღმდეგ 25 მარტს გამართავს.