“ასტონ ვილას” იანუზაი სურს

“ასტონ ვილას” მწვრთნელი პოლ ლამბერტი ადნან იანუზაის გადაბირებითაა დაინტერესებული. ბირმინგემულ კლუბს ახალგაზრდა ბელგიელის დამატება იჯარის წესით, მიმდინარე სეზონის ბოლომდე სურს.

ლუი ვან გაალი ფეხბურთელის მომავალს იანუზაისთან და მის აგენტთან ერთად “საუთჰემპტონთან” მატჩის შემდეგ განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ იანუზაის მიმართ ინტერესს “იუვენტუსიც” იჩენს.

იანუზაი, შესაძლოა, „იუვენტუსში“ გადავიდეს

ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა თურქულ „გალათასარაისთან“ ნახევარმცველ უესლი სნეიდერის ტრანსფერთან დაკავშრებით მოლაპარაკებას კვლავ ვერ ახერხებს. როგორც იტალიური პრესა წერს, იმ შემთხვევაში, თუ „შავ-თეთრები“ ჰოლანდიელის დამატებას ვერ მაოხერხებენ, ისინი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მოთამაშის ადნან იანუზაის შეძენაზე იფიქრებენ.

დეკემბერში მანჩესტერელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ნახევარმცველის გაშვება არ სურს, თუმცა ახალგაზრდა ბელგიელს მეტი სათამაშო დროის მიღება სურს, რაც მისი ტრანსფერის ალბათობასაც ზრდის.

მოიესი: “იანუზაი არ არის გადაფასებული ფეხბურთელი”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა და “რეალ სოსიედადის” მოქმედმა მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა აღნიშნა, რომ სჯერა, ინგლისური კლუბის ახალგაზრდა ნახევარმცველ ადნან იანუზაის მსოფლიო დონის ფეხბურთელად ქცევა შეუძლია.

“ზოგიერთი ახალგაზრდა მოთამაშე მართლაც გადაფასებულია, თუმცა არა – იანუზაი. მე ამას “მანჩესტერ იუნაიტედში” გამართულ პირველივე ვარჯიშზე მივხვდი. როდესაც ვუყურებდი, თუ როგორ თამაშობდა იანუზაი ბურთით, იოჰან კრუიფი გამახსენდა”, – ციტირებს მოიესის სიტყვებს “ტუტო მერკატო”.

 

ბლანი იანუზაის იჯარით დაინტერესდა

პსჟ-ს მთავარ მწვრთნელ, ლორან ბლანს, “მანჩესტერ იუნაიტედიდან” ადნან იანუზაის გადაბირება იჯარის წესით სურს. ფრანგ სპეციალისტს საკუთარი გუნდის შემადგენლობის გაძლიერება სურს და თან ისე, რომ ფინანსური Fair Play-ს წესებიც დაცული იყო.

იანუზაი მანჩესტერულ კლუბს კონტრაქტიტ 2018 წლამდე ეკუთვნის. ხელფასის სახით ფეხბურთელი თვეში 200 ათას ევროს იღებს. ლუი ვან გაალი მასში ძირითადის მოთამაშეს ვერ ხედავს და ამიტომ მის განათხოვრებაზე უარს დიდი ალბათობით არ იტყვის.

19 წლის იანუზაიმ მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში 410 წუთი ითამაშა და გოლის გატანა ვერ მოახერხა.

 

იანუზაი „რეალ სოსიედადში“?

ბრიტანული პრესის მიერ მოპოვებული ინფორმაციით თანახმად, „მანჩესტერ იუნაიტედი“ 19 წლის ნახევარმცველის ადნან იანუზაის სეზონის ბოლომდე იჯარით გაშვებაზე ფიქრობს.

ერთ-ერთი კლუბი, რომელსაც ახალგაზრდა ტალანტის შეძენის სურვილი აქვს, „რეალ სოსიედადია“, რომელსაც ცოტა ხნის წინ „წითელი ეშმაკების“ ექს-თავკაცი დევიდ მოიესი ჩაუდგა სათავეში.

შეგახსენებთ, რომ აქამდე იანუზაისადმი ინტერესი ამსტერდამის „აიაქსს“ ჰქონდა.

მიმდინარე სეზონში ადნანმა მანჩესტერული კლუბის მაისურით ათი მატჩი ჩაატარა.

“იუვენტუსი” და “ფიორენტინა” ადნან იანუზაით ინტერესდებიან

“მანჩესტერ იუნაიტედის” ბელგიელმა შემტევმა ნახევარმცველმა, ადნან იანუზაიმ შესაძლოა სერია ა-ში ითამაშოს, იუწყება Daily Star-ი. “იუვენტუსსა” და “ფიორენტინას” მისი არენდით აყვანა სურთ.

19 წლის ბელგიელი, ამ სეზონში უკვე სერიოზული კონკურენციის ქვეშ მოექცა, გუნდმა დი მარია და ფალკაო გაიფორმა, რაც ადნანისთვის უკმაყოფილების მიზეზია. ვან გაალმა იანუზაის საშუალება მისცა პრემიერ ლიგის ოთხივე ტური მიეღო მონაწილეობა და იგი სათადარიგო სკამიდან შეჰყავდა, რითაც ბელგიელი ახალგაზრდა დააყმაყოფილა.

იანუზაი იმედს არ კარგავს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ბელგიელი ნახევარმცველი, ადნან იანუზაი “იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელზე, ლუი ვან გაალზე შთაბეჭდილების მოხდენის იმედს არ კარგავს.

თავისი შესანიშნავი თამაშის წყალობით იანუზაიმ კლუბისგან ახალი კონტრაქტი და საპატიო 11 ნომრიანი მაისური მიიღო, თუმცა წელს ბელგიელს ყველაფრის თავიდან დამტკიცება მოუწევს.

მუდმივი სათამაშო პრაქტიკის არ ქონის გამო იანუზაი “იუნაიტედის” სარეზერვო გუნდში “სანდერლენდის” წინააღმდეგ თამაშობდა და თავი სამი გატანილი გოლით გამოიჩინა, რის გამოც ბელგიელი იმედოვნებს, რომ ვან გაალი მას უყურადღებოდ არ დატოვებს.

“რა თქმა უნდა, წინა წელს ბევრი შეხვედრა ჩავატარე, მაგრამ ახლა კიდევ ვეცდები შთაბეჭდილების მოხდენას მწვრთნელზე და მატჩებში თამაშის საშუალების მიღებას.”

“მთელი ძალით ვცდილობდი. გასაგებია, რომ ეს რეზერვების დონეა, მაგრამ მე ყოველთვის საკუთარი თამაშის თამაშს უნდა ვცდილობდე და უკეთესი უნდა გავხდე. მე ჰეთ-ტრიკი გავიფორმე, მაგრამ ამავდროულად მიმაჩნია, რომ დაცვაშიც კარგად გავისარჯე. ეს ყველაფერი პირველ გუნდშიც უნდა გავაკეთო.”

“ამას არა სხვისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის ვაკეთებ. მე საკუთარი თამაში მაღელვებს. U-18-შიც რომ მომიხდეს თამაში, მაინც საუკეთესოდ უნდა ვითამაშო.” – განაცხადა ადნანმა.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/

იანუზაის ბედი გადაწყვეტილია

სეზონის დასაწყისში ადნანმა ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით არც თუ ისე ბევრი მატჩი ჩაატარა, რის შემდეგადაც ცნობილი ტაბლოიდები ბელგიელის შესაძლო გადასვლის შესახებ წერდნენ. თუმცა ახალგაზრდა ადნანის აგენტმა დირკ დე ვრისმა უარყო აგორებული ჭორები და განაცხადა, რომ ის არსად წასვლას აპირებს. ბელგიელმა აგენტმა ასევე დასძინა, რომ მის კლიენტს სახის ქვედა ნაწილი დაზიანებული ჰქონდა და ანტიბიოტიკებს იღებდა, ამიტომ არ ჩანდა იგი ხშირად მოედანზე.

ყველა ეს ინფორმაცია ჭორია, რომლებსაც ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ. ადნანს “იუნაიტედის” ხელმძღვანელობასთან არანაირი პრობლემა არ აქვს.”–აცხადებს დე ვრისმა.

დასმულ კითხვაზე, ითამაშებდა თუ არა იანუზაი ძველებურად ანხელ დი მარიას მოსვლის შემდეგ, დე ვრისმა უპასუხა: “რა თქმა უნდა იგი ძველებურად ითამაშებს. ამჟამად იგი დაშავდა და ნაკერები ადევს. რაც მთავარია კლუბის ხელმძღვანელობა და მწვრთნელები მას ენდობიან, სწორედ ამიტომ მისცეს 11 ნომრიანი მაისური. “იუნაიტედში” ახალი ფეხბურთელის მოსვლა ადნანის განვითარებას პრობლემას არ შეუქმნის.“–დაასრულა ბელგიელმა აგენტმა.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/

იანუზაი: მცირე ზეწოლას ვგრძნობ

“სუონსითან” მატჩის შემდეგ, ადნან იანუზაიმ თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა ჟურნალისტებს. ადნანის თქმით, მისთვის დიდი პატივია 11 ნომრიანი მაისურის მიღება, რომელიც გასული 20 წლის განმავლობაში ლეგენდარულ რაიან გიგზს ეკუთვნოდა.

“ეს დიდი პატივია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ნომერი მე მერგო. რა თქმა უნდა ვგრძნობ მცირე ზეწოლას, რადგან ჩემამდე ეს ნომერი ეკუთვნოდა ლეგენდას, რომელმაც ამ კლუბში 20 წელზე მეტი გაატარა. თუმცა მე ძალიან კმაყოფილი ვარ.”

შაბათს გამართულ მატჩში, ადნან იანუზაი დაგეგმილზე ადრე გამოვიდა მოედანზე ჯესი ლინგარდის ტრავმის გამო. ჟურნალისტებთან საუბარში მან განაცხადა, რომ ის ჯერ კიდევ არ არის სათამაშოდ ბოლომდე მზად.

“მე ჯერ კიდევ არ მყოფნის ფიზიკური ძალა, თუმცა ყველაფერი მალე დალაგდება. ბევრს ვმუშაობ იმისათვის, რომ მალე ჩავდგე სასურველ ფიზიკურ კონდიციებში. რა თქმა უნდა ამ თამაშმა ყველას გაგვიცრუა იმედები. ჩვენ შევქმენით რამდენიმე სახიფათო მომენტი, თუმცა ვერ შევძელით გოლის გატანა. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს მხოლოდ სეზონის პირველი მატჩია. ახლა უკვე შემდეგი მატჩისთვის ვიწყებთ მზადებას. უნდა ითქვას, რომ გულშემატკივრებმა შესანიშნავად წარმოაჩინეს თავი, ისინი ჩვენ მთელი თამაშის განმავლობაში გვამხნევებდნენ და ამისთვის მადლიერები ვართ.”

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/

იანუზაის მთხოვნელები გამოუჩნდნენ

Daily Mail – ის მტკიცებით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ უარყო მადრიდის “რეალის” შემოთავაზება ადნან იანუზაის თაობაზე.

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ აშკარად ნათელი გახადა, რომ მადრიდის “რეალის” ნებისმიერი სახის შემოთავაზება უგულებელყოფილი იქნება, რომელიც ახალგაზრდა ადნან იანუზაის შეეხება. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულებმა ბელგიელი სატრანსფერო სიაში შეიყვანეს და უკვე გააკეთეს შეთავაზება 32 მლნ. ევროს რაოდენობით, რაზეც დაუყოვნებლივი უარი მიიღეს.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი: http://redarmy.ge/

იანუზაი ვან გაალთან მუშაობას მოუთმენლად ელის

ადნან იანუზაიმ დღეს ბელგიის ნაკრებთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა და განაცხადა, რომ ვან გაალის დანიშვნა გამჭრიახი გადაწყვეტილება იყო კლუბის მხრიდან.

“მე ბედნიერი ვარ, რადგან ის დიდებული მწვრთვნელია.” აცხადებს იანუზაი. “მას უამრავი ტიტული აქვს მოგებული და მასთან მოუშაობას მოუთმენლად ველი. ჩვენ აუცილებლად დიდი მომავალი გვექნება ერთად.”

ახალგაზრდა ბელგიემა საქებარი სიტყვები არც რაიან გიგზის მიმართ დაინანა. მოგეხსენებათ, რომ უელსელმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ახლა იგი ლუი ვან გაალის ერთ-ერთი ასისტენტია.

“როდესაც მოედანზე გავდიოდი, მე გიგზისგან რჩევას ვიღებდი თუ როგორ უნდა მეთამაშა და რა უნდა გამეკეთებინა მოედანზე. მან ძალიან დიდი დახმარება გამიწია. რაიანი დიდი ფეხბურთელი იყო და მე მას პატივს ვცემ. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მისნაირი ადამიანი გყავს კლუბში.” დაასრულა იანუზაიმ.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ფან-კლუბი საქართველოში – http://redarmy.ge/

“ჰალ სიტის” ფეხბურთელის არასპორტული საქციელი

6 მაისს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ჰალ სიტის” შორის გამართულ მატჩში, სტუმართა გუნდის ფეხბურთელმა დევიდ მეილერმა ადნან იანუზაის წინააღმდეგ უხეშად იმოქმედა.