დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 26 ივლისი


“ევერტონი” სიგურდსონს არ ეშვება

მერსესაიდული “ევერტონის” ხელმძღვანელები მზად არიან, “სუონსის” ნახევარმცველის, გილფი სიგურდსონის სანაცვლოდ 45 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

როგორც იცით, “გედები” გილფის სანაცვლოდ 50 მილიონს იხდიან, მაგრამ “კამფეტებს” იმედი აქვთ, რომ უელსელები დათმობაზე წავლენ და 40 + 5 მილიონიან შეთავაზებას დათანხმდებიან.


“ბარსელონამ” კოუტინიოსთან შეათანხმა

კატალონიური “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა “ლივერპულის” ბრაზილიელ ლიდერთან, ფილიპე კოუტინიოსთან ტრანსფერის პირობები შეათანხმეს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo იუწყება.

ასე რომ, კატალონიელბს ისღა დარჩენიათ, “წითლებთან” ამ ტრანსფერის ფასი შეათანხმონ.


ჟოზე კიდევ ორ ტრანსფერს უმიზნებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო კიდევ ორი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს: “ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ, მაგრამ კიდევ ერთი ნახევარმცველი უფრო მეტი არჩევნის უფლებას მომცემდა.

ამასთანავე, შემტევი ფეხბურთეის დამატებაც არ იქნებოდა ცუდი, განსაკუთრებით კი ისეთის, რომლებსაც ფლანგებზე შეუძლია თამაში. კონკრეტული სახელების დასახელებას არ ვაპირებ,” – განაცხადა მოუმ.


ვან დეიკი “ლივერპულთან” ძალიან ახლოსაა

“ლივერპულის” ხელმძღვანელები ძალიან ახლოს არიან “საუთჰემპტონის” ჰოლანდიელი ვარსკვლავის, ვირჯილ ვან დეიკის გადაბირებასთან. ამ ინფორმაციას Sky Sports ადასტურებს.

როგორც იცით, ერთი თვის წინ “წითლებმა” ოფიციალურად მოუხადეს ბოდიში “საუთჰემპტონის” ფანებს ვან დეიკის ტრანსფერთან დაკავშირებული სპეკულაციების გამო, მაგრამ, როგორც ჩანს, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.


“პარი სენ-ჟერმენი” სანჩესის გადაბირებას 40 მილიონად გეგმავს

პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელებს ლონდონის “არსენალის” ჩილელი ნახევარმცველის, ალექსის სანჩესის გადაბირება მხოლოდ კონკრეტულ თანხად სურთ.

Sky Sports-ის ცნობით, პარიზელები “მეთოფეებს” მხოლოდ 40 მილიონ ფუნტს სთავაზობენ. საქმე ისაა, რომ “პსჟ” სანჩესს კვირაში 250 000 ფუნტს სთავაზობს ხელფასის სახით, რაც ისედაც საკმაოდ დიდი დარტყმაა კლუბის ეკონომიკისთვის.


35-მილიონიანი სიგურდსონის გადასაბირებლად ოთხი ინგლისური კლუბი იბრძვის

“საუთჰემპტონის” ხელმძღვანელები “ევერტონს”, “ვესტ ჰემსა” და “ნიუკასლს” შეუერთდნენ გილფი სიგურდსონისთვის გამართულ ბრძოლაში.

როგორც ცნობილი ხდება, “სუონსის” 27 წლის ნახევარმცველი კლუბის მიერ 35 მილიონ ფუნტად არის შეფასებული და საკმაოდ დიდია შანსი, რომ მან კლუბი ზაფხულში დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ისლანდიელი ფეხბურთელი “ლიბერთი სტედიუმის” მთავარ იმედად იქცა, თუმცა ფინანსურმა მხარემ შესაძლოა, ხელმძღვანელებს მასზე უარის თქმა აიძულოს.

მიმდინარე სეზონის 33 მატჩში სიგურდსონმა 8 გოლი გაიტანა და აქტივში 11 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.