მაცარი: „თამაშით „რომამ“ ვერ გვაჯობა“

მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთვნელი ვალტერ მაცარი თვლის, რომ „რომასთან“ ანგარიშით 0:3 წაგებული შეხვედრის შედეგი არც ისე ლოგიკურია, რადგან თამაშით მეტოქემ მის გუნდს ვერ აჯობა.

„თამაშით „რომას“ არაფერი დავუთმეთ. „ინტერი“ კარგად მოქმედებდა, თუმცა „ჯალოროსის“ ისეთი მოთამაშეები ჰყავს, რომლებსაც მატჩის სცენარის შეცვლა შუძლიათ. პირველ რიგში საუბარი რა თქმა უნდა ტოტიზეა“, – აცხადებს მაცარი.

„რომასთან“ უფრო კარგად ვითამაშეთ, ვიდრე „ფიორენტინასთან“, რომელიც დავამარცხეს. მეორე ტაიმში ბურთი დე სანკტისის კარში უბრალოდ არ შედიოდა. ეს ფეხბურთია, მეტოქემ რამდენიმე კონტრშეტევაზე დაგვიჭრა, მსაჯი კი არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ თამაშის ჩვენებას გავაგრძელებთ და შესაბამისად, სასურველ შედეგებსაც მივაღწევთ“, – აღნიშნა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

შესაძლოა, მაიკონმა სამი კვირის განმალობაში ვერ ითამაშოს

გენუის „სამპდორიასთან“ გუშინდელი შეხვედრის 35-ე წუთზე „რომას“ მცველმა დუგლას მაიკონმა ტრავმა მიიღო, რომლის გამოც თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა.

დღეს, სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რომლის შემდეგაც ცნობილი გახდება, თუ რამდენი ხნის განმალობაში ვერ მოახერხებს იგი თამაშს. იქედან გამომდინარე, რომ მაიკონმა ფეხის კუნთები დაიზანა, დიდი ალბათობით, დუგლასი სამი კვირის განმალობაში ვერ მოახერხებს თამაშს.

ცნობისთვის, მაიკონმა სერია ა-ში ,,ჯალოროსის” ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამჟამად რუდი გარსიას გუნდი იტალიის პირველობას 100%-იანი შედეგით ლიდერობს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ოფიციალურად: ტოტიმ ”რომასთან” კონტრაქტი გაახანგძლივა

”რომას” კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ ”ჯალოროსისთან” ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც 2016 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს. დედაქალაქელთა ათიანმა განაცხადა, რომ კლუბთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებით იგი ძალიან ბედნიერია.

ცნობისთვის, ფრანჩესკოს წინა კონტრაქტი 2014 წლამდე მოქმედებდა.

”რომა” მაღალ დონეზე თამაშს გააგრძელებს, რაშიც დარწმუნებული ვარ. სეზონი კარგად დავიწყეთ, შემადგენლობა შეთამაშებულია, გუნდს რუდი გარსიას სახით ჩინებული მწვრთვნელი ჰყავს, მას ჩვენი შესრულებით ლამაზი თამაშის ნახვა სურს. სიმართლე რომ გითხრათ, პიოლას რეკორდზე არც კი ვფიქრობ. ჩემი მიზანი – კარგი თამაშის ჩვენება და ”რომასთან” ერთად ტიტულების მოპოვებაა. მესმის, რომ პიოლას რეკორდის გაუმჯობესება თითქმის შეუძლებელია. თუ ეს გამომივა, მაშინ, ძალიან ბედნიერი ვიქნები, მაგრამ კარიერის დარჩენილი ნაწილისთვის პირველ რიგში სხვა მიზნები მაქვს”, – განაცხადა ტოტიმ.

ალექსანდრე მატევოსოვი