უელსის მწვრთნელი: “რემზი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ბეილი”

უელსის ეროვნული ნაკრების თავკაცი, კრის კოულმენი თვლის, რომ გუნდისთვის აარონ რემზი ისეთივე მნიშვნელოვანი ფიგურაა, როგორიც გარეთ ბეილი.

“ის ჩვენთვის ისეთივე დიდია, როგორც გარეთ ბეილი. აარონის რადარზე გამოჩენა დიდწილად სწორედ ბეილის დამსახურებაა.

გარეთს ეს ნაკლებად ადარდებს, ის უბრალოდ ასეთია პიროვნულად. ისინი ერთმანეთს კარგად უგებენ, რაც აარონისთვის კარგია.

აარონისგან მხოლოდ იმას მოველი, რომ მოედანზე ისე ითამაშოს, როგორც ეს აარონ რემზის მოეთხოვება. რამეთუ მისნაირი სხვა არავინ არ არის.”

რემზის წყევლამ თავი კვლავ შეგვახსენა: ამჟამად მსხვერპლი ნენსი რეიგანია

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი, ნენსი რეიგანი გარდაიცვალა. ეს კი მოხდა მას შემდეგ, რაც “არსენალის” შემტევმა, აარონ რემზიმ “ტოტენჰემის” კარი აიღო.

როგორც იცით, უელსელი ვარსკვლავის გოლის შემდგომ ყოველთვის გვაკლდება ერთი ცნობილი სახე. რემზიმ ბოლოს იანვარში გაიტანა, მაშინ ამას დევიდ ბოუისა და ალან რიკმენის გარდაცვალება მოჰყვა.

ახლა კი ნენსი, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის, რონალდ რეიგანი მეუღლე გახლდათ. ის რემზის გოლიდან ერთი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

რემზის წყევლა 2011 წელს დაიწყო, როდესაც მის მიერ გატანილ გოლს ტერორისტის, კინგპინ ოსამა ბინ ლადენის სიკვდილი მოჰყვა. შემდგომში კი ბრიტანელის გოლს დაუკავშირეს: სტივ ჯობსის, გადაფის, ჰიუსტონის, პოლ უოკერისა და რობინ ვილიამსის სიკვდილი.

დედის დღე პრემიერ ლიგაშიც აღნიშნეს

დიდ ბრიტანეთში 6 მარტი დედის დღედ არის აღიარებული. გთავაზობთ სურათების ნაკრებს სოციალური ქსელიდან, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ აღნიშნეს ინგლისში ეს განსაკუთრებული დღე :

Happy Mothers Day to the very best mommy my daughters could have. We love you so much @daniellasemaan ❤️

A photo posted by Cesc Fàbregas (@cescf4bregas) on

არსენ ვენგერის რეაქცია, როცა აარონ რემზიმ ბურთი ძელს გაარტყა (ვიდეო)

24 მაისს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “არსენალმა” საკუთარ მოედანზე “ვესტ ბრომვიჩი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას, აარონ რემზიმ ბურთი ძელს გაარტყა, რის შემდეგაც კამერებმა არსენ ვენგერის რეაქცია დააფიქსირეს.

“ბარსელონა” რემზისთვის ბევრ ფულს დახარჯავს

“ბლაუგრანას” ლონდონის “არსენალის” ცენტრალური ნახევარმცველი სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” ტრანსფერების განხორციელება 2016 წლის იანვრამდე არ შეუძლია, თუმცა ეს მათ ხელს არ უშლით, წინასწარი შეთანხმების მისაღწევად.

The Sun-ის ინფორმაციით, კატალონიელები აარონ რემსის შეძენას გეგმავენ, რომლის სანაცვლოდაც 50 მილიონ ფუნტს გადაიხდიან.

ლუის ენრიკე 24 წლის შუახაზელს ხავის ბრწყინვალე შემცვლელად მოიაზრებს. ესპანელმა ოფიციალურად დაადასტურა გუნდიდან წასვლის შესახებ.

ვენგერი: “დაცვაში პრობლემები გვაქვს”

“არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, “ნიუკასლთან” მატჩის შემდეგ საკუთარი გუნდის საკადრო პრობლემებზე ისაუბრა.

“ჩვენი მთავარი პრობლემები დაცვის ხაზს ეხება. კოსიელნის თამაში ფაქტობრივად გამორიცხულია, ვარჯიში არც მონრეალს გაუნახლებია, ხოლო ჩემბერსი დისკვალიფიცირებულია.

სათამაშოდ მზად არც არტეტა და უოლკოტი არიან. თეო უკვე ორი დღეა ვარჯიშობს, თუმცა სასურველ კონდიციებამდე ჯერ კიდევ შორია. აარონ რემზის შესაებ კი პასუხი ხვალ იქნება ცნობილი.” – განაცხადა ვენგერმა.

აარონ რემსი „უელსელ იესო ქრისტედ“ მოიხსენიეს

ინგლისის პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩი ლონდონის „არსენალისთვის“ მძიმე გამოდგა. არსენ ვენგერის გუნდმა საკთარ მოედანზე „კრისტალ პალასი“ მიიღო და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. „მეთოფეთათვის“ გამარჯვების მომტანი გოლი 90-ე წუთზე უელსის ნაკრების ნახევარმცველმა აარონ რემსიმ გაიტანა.

23 წლის ფეხბურთელის გოლს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ სახალისო კომენტარები მოჰყვა. ასე, მაგალითად, რემზის „უელსელი იესო ქრისტე“ უწოდეს.

Rage

 

Ramsey twitter

 

Ramsey twitter 2

 

Ramsey twitter 3

რემსი: “მიზანი ჩემპიონობაა”

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ ამ სეზონში მის გუნდს ინგლისის ჩემპიონობის შანსი აქვს.

“სუონსის” წინააღმდეგ სამი ქულის მოპოვების შემდეგ, არსენ ვენგერის შეგირდები ცხრილის სათავეში მოექცნენ და მეორე ადგილოსან “ტოტენჰემს” ორი ქულით უსწრებენ. (პრემიერლიგა)

“ჩვენი მიზანი პრემიერ ლიგის მოგებაა. უკანასკნელ მატჩებში ჩვენ კარგი ფეხბურთის ჩვენებით გამოვირჩევით. დიახ, “არსენალი” ადრე უამრავი მოთამაშის ტრავმამ ძალიან დაასუსტა, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ჩვენმა გუნდმა სირთულეების დაძლევა მოახერხა”, – აცხადებს აარონ რემსი.

“რაც შეეხება “სუონსისთან” შეხვედრას, შემიძლია ვთქვა, რომ ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. მთავარი დავალება სწრაფი გოლის არ გაშვება იყო, რასაც თავი მშვენივრად გავართვით”, – დაასრულა “მეთოფეთა” ფეხბურთელმა.

სანდრო საპანაძე