რემსი: “არსენ ვენგერი “არსენალში” უნდა დარჩეს”

ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ლონდონური დერბი შედგა. “არსენალმა” “ჩელსი” ანგარიშით, 2:1 დაამარცხა. გამარჯვების გოლი აარონ რემსიმ გაიტანა.

შეხვედრის შემდეგ უელსელმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა.

“არსენ ვენგერი კლუბში აუცილებლად დარჩება. ის შესანიშნავი მწვრთნელია. არსენს ბევრი რამე აქვს გაკეთებული როგორც ჩემთვის, ასევე ყველა ფეხბურთელისთვის.”

“მატჩის მიმდინარეობის დროს წყობა შევცვალეთ, რამაც წარმატება მოგვიტანა. დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ამაში დიდი წვლილი ჩვენს მწვრთნელს მიუძღვის.”

“მიყვარს ეს ტურნირი და მადლობას ვუხდი ყველა ჩემს თანაგუნდელს, რომ ბოლომდე დაიხარჯენენ და შედეგმაც არ დააყოვნა,” – განაცხადა რემსიმ.

ბეილი: “ახალ სეზონში “რეალის” მიზანი სწორედ ეს იქნება!”

სანაკრებო პაუზაზე გარეთ ბეილის უელსის ნაკრები მოლდოვის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე 4:0 გაანადგურა. “რალის” სუპერვარსკვლავმა დუბლი შეასრულა და უელსის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

სანაკრებო პაუზიდან დაბრუნებულმა სპორტსმენმა Marca-სთან ისაუბრა.

“ამ სეზონში უმთავრესი მიზანი ლა ლიგის მოგება იქნება. თუმცა, “რეალი” ის გუნდია, რომელიც ყველა ტურნირზე გამარჯვებისთვის იბრძვის!”

“პრიმერა დივიზიონის მომდევნო თამაში “ოსასუნასთან” გვაქვს. ეს არ იქნება იოლი მატჩი, თუმცა უკვე მთლიანი კოლექტივი შევიკრიბეთ და დამაჯერებელი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ.”

ბეილმა საკუთარ ეროვნულ გუნდზეც ისაუბრა: “1958 წელს უელსის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 1/4 ფინალამდე მიაღწია. ამ მომენტში ჩვენი მიზანი ყველა თამაშის მოგება და რუსეთში გასამართ ტურნირზე მოხვედრაა. თუ ამას შევძლებთ, დანარჩენზე მერე ვიფიქრებთ.”

პოგბამ რემსისა და ფელაინის მიბაძა (ვიდეო)

რამდენიმე საათის წინ ფრანგმა ფეხბურთელმა, პოლ პოგბამ საკუთარ “ინსტაგრამზე” ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მან ქერად შეიღება თმები.

აქვე გეტყვით, რომ ზუსტად  იგივე ფერის თმა აარონ რემსისა და მარუან ფელაინის აქვთ…

აარონ რემსიმ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში რეკორდი დაამყარა

13 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ასტონ ვილამ” საკუთარ მოედანზე “არსენალი” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა. გოლები ოლივიე ჟირუმ და აარონს რემსიმ გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ რემსიმ მთელი მატჩის განმავლობაში 12.37 კმ გაირბინა, რაც პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში საუკეთესო მაჩვენებელია. აქამდე, რეკორდს “ლივერპულის” ნახევარმცველი, ჯეიმს მილნერი ფლობდა (12.34 კმ).

მინდორზე დაწოლილმა ფეხბურთელმა გოლი თავით გაიტანა

17 მაისს, საფრანგეთის ჩემპიონატში “რემსა” და “რენსს” შორის გამართულ მატჩში, “რენის” თავდამსხმელმა პოლ-ჟორჟ ნტეპმა საკმაოდ ორიგინალური გოლი გაიტანა.

პრემიერლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის მებრძოლთა სია გამოქვეყნდა

ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ოფიციალურად დაასახელა 2013-14 წლების სეზონის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელისა და წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის წოდების მოპოვების პრეტენდენტები. ექვსი ფეხბურთელიდან სამი „ლივერპულის“ მოთამაშეა: ლუის სუარესი, სტივენ ჯერარდი და დანიელ სტარიჯი.

მათ გარდა სიაში მოხვდნენ იაია ტურე („მანჩესტერ სიტი“), ედენ აზარი (ლონდონის „ჩელსი“) და ადამ ლალანა („საუთჰემპტონი“).

სტარიჯი და აზარი აგრეთვე წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოზე არიან წარდგენილნი. მათ გარდა ამ სტატუსის მოპოვებისთვის იბრძვიან: რაჰიმ სტერლინგი („ლივერპული“), აარონ რემსი (ლონდონის „არსენალი“), როს ბარკლი („ევერტონი“) და ლიუკ შო („საუთჰემპტონი“).

გამარჯვებულთა ვინაობა 27 აპრილს, ლონდონში გაირკვევა.

ბექა დოგრაშვილი

რემსი კიდევ 4-6 კვირას გამოტოვებს

ლონდონის “არსენალის” 23 წლის ნახევარმცველი აარონ რემსი საკუთარ გუნდს მინიმუმ 1 თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ლონდონელთა მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის თქმის ფეხბურთელი კიდევ 4-6 კვირას გამოტოვებს ტრავმის გამო.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დაზიანება რემსიმ მეთვრამეტე ტურის მატჩი მიიღო, რომელიც “არსენალმა” 26 დეკემბერს “ვესტ ჰემთან” ჩაატარა. მიმდინარე სეზონში უელსელი “არსენალის” ერთ-ერთი ლიდერი გახდა და 27 ჩატარებულ შეხვედრაში 13 გოლის გატანა მოახერხა.

რემსი დაშავდა

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი აარონ რემსი “ვესტ ჰემთან” შეხვედრის დროს დაშავდა და სავარაუდოდ რამოდენიმე მატჩს გამოტოვებს. უელსელი მეორე ტაიმში ლუკაშ პოდოლსკიმ შეცვალა.
“არსენალმა” შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო, ანგარიშით 3:1.

“არ ვიცი რამდენად სერიოზულია ტრავმა, მაგრამ სავარაუდოდ რემსი საშობაო პერიოდს გამოტოვებს” – განაცხადა მატჩის შემდეგ არსენ ვენგერმა.

რემსი: “მიზანი ჩემპიონობაა”

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ ამ სეზონში მის გუნდს ინგლისის ჩემპიონობის შანსი აქვს.

“სუონსის” წინააღმდეგ სამი ქულის მოპოვების შემდეგ, არსენ ვენგერის შეგირდები ცხრილის სათავეში მოექცნენ და მეორე ადგილოსან “ტოტენჰემს” ორი ქულით უსწრებენ. (პრემიერლიგა)

“ჩვენი მიზანი პრემიერ ლიგის მოგებაა. უკანასკნელ მატჩებში ჩვენ კარგი ფეხბურთის ჩვენებით გამოვირჩევით. დიახ, “არსენალი” ადრე უამრავი მოთამაშის ტრავმამ ძალიან დაასუსტა, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ჩვენმა გუნდმა სირთულეების დაძლევა მოახერხა”, – აცხადებს აარონ რემსი.

“რაც შეეხება “სუონსისთან” შეხვედრას, შემიძლია ვთქვა, რომ ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. მთავარი დავალება სწრაფი გოლის არ გაშვება იყო, რასაც თავი მშვენივრად გავართვით”, – დაასრულა “მეთოფეთა” ფეხბურთელმა.

სანდრო საპანაძე