ადილ რამი ტედი რინერს შეეჭიდა (ვიდეო)

საფრანგეთის ნაკრების მაისურით მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ადილ რამიმ გადაწყვიტა, ძალები სპორტის სხვა სახეობაშიც მოესინჯა. მისდა სამწუხაროდ, ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

ადილ რამი ფრანგული ძიუდოს ლეგენდას, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ტედი რინერს აუპირისპირდა TF1-ის ეთერში.

ევრო 2016-ზე ვარანის შემცვლელის ვინაობა ცნობილია

„სევილიას“ მცველი ადილ რამი ევრო 2016-სთვის საფრანგეთის ნაკრებში გამოიძახეს. რამი კონტინენტის პირველობაზე „რეალის“ მცველს რაფაელ ვარანს შეცვლის, რომელიც ტრავმის გამო ტუნრირს გამოტოვებს, იუწყება საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.

განვლილ სეზონში 30 წლის რამიმ 28 მატჩში ითამაშა და 1 საგოლე პასი მიითვალა.

საშინაო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ფრანგების მეტოქეთა შორის რუმინეთი, ალბანეთი და შვეიცარია იქნებიან.

ოფიციალურად: რამი “სევილიას” ფეხბურთელია

დღეს, “მილანის” ცენტრალური მცველი “სევილიას” ფეხბურთელი გახდა.

ანდალუსიურმა გუნდმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, “სანჩეს პისხუანზე” ფრანგის დამატება.

მალე, გამოცდილი უკანახაზელი პირად კონტრაქტს გააფორმებს. სავარაუდოდ, ოთხწლიანს. ტრანსფერის ფასი არ გახმაურებულა.

რამი “სევილიას” ფეხბურთელია

ესპანურმა “სევილიამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბმა “მილანიდან” ფრანგი მცველი ადილ რამი შეიძინა.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ფეხბურთელი “როსონერიში” გასულ სეზონში, “ვალენსიადან” გადავიდა. მან “შავ-წითლების” მაისურით 44 მატჩის ჩატარება მოასწრო.

ცნობისთვის, “სევილიას” მთავარი მწვრთნელი უნაი ემერია, რომელიც თავის დროზე “ვალენსიას” წვრთნიდა და ის რამის კარგად იცნობს.

რამიმ ტრავმა მიიღო

„მილანის“ მცველმა ადილ რამიმ ფეხის ტრავმა მიიღო.

ამ ეტაპზე ფრანგის ფეხბურთელის მეოდანზე დაბრუნების დაახლოებით პერიოდი უცნობია. ერთ კვირაში მას ახალი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება, თუმცა უკვე ახლა შეიძლება იმის თქმა, რომ იგი „კიევოსთან“ სერია ა-ს უახლოესი ტურის გასვლით შეხვედრას გამოტოვებს.

ცნობისთვის, გუშინ ვარჯიში ფილიპ მექსესმა დაიწყო, რომელიც „კიევოსთან“ ხსენებული მატჩისთვის ემზადება.

ჰონდა, მენეზი, მონტოლივო და რამი ორიგინალურ რეკლამაში (ვიდეო)

იტალიური “მილანის” ფეხბურთელები – კეისუკე ჰონდა, ჟერემი მენეზი, რიკარდო მონტოლივო და ადილ რამი TOYO TIRES-ის ახალ რეკლამაში გადაიღეს.

ოფიციალურად: ადილ რამი „მილანის“ ფეხბურთელია

„მილანმა“ „ვალენსიას“ მცველი ადილ რამი დაიმატა.

ფრანგმა ფეხბურთელმა „როსონერისთან“ სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ტრანსფერის დეტალები არ ხმაურდება.

შეგახსენებთ, რომ ადილ რამიმ გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით სწორედ „მილანში“ გაატარა. 27 წლის ფრანგმა მცველმა სერია A-ში ჩაატარა 18 მატჩი და გაიტანა სამი გოლი.

 

“მილანის” რამის გამოსყიდვას აპირებს

იტალიური “მილანის” ადილ რამის გამოსყიდვას აპირებს. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები “ვალენსიას” ეკუთვნის.

თუმცა, საქმეს ის ართლებს, რომ ესპანური მხარე 7 მილიონს ითხოვს, მილანში კი თანხის ნახევრის გადახდა უნდათ.

მოსალოდნელია, რომ “ვალენსია” ამ წინადადებას არ დაეთანხმება და ფეხბურთელს დააბრუნებს.

რამი: “მინდა, “მილანში” დავრჩე”

“ვალენსიას” კუთვნილებაში მყოფი მცველი ადილ რამი, რომელიც ახლა იჯარით “მილანის” ღირსებას იცავს, აცხადებს, რომ მას “როსონერიში” დარჩენა სურს.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფეხბურთელი “შავ-წითლებს” 2014 წლის იანვარში შეუერთდა.

“ძალიან მინდა, რომ “მილანში” დავრჩე. “როსონერი” დიდი კლუბია და რა თქმა უნდა, აქ თამაში, ჩემთვის დიდი პატივია. არ ვიცი, როგორ წარიმართება მოლაპარაკებები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი: ჩემი პრიორიტეტი, “მილანში” დარჩენაა”, – ამბობს რამი.

რამი: „მილანი“ შემდეგ სეზონში ათამაშდება“

„მილანის“ მცველი ადილ რამი თვლის, რომ შემდეგი სეზონი მისი გუნდისთვის წარმატებული იქნება.

„როდის დავიწყებთ გამარჯვებას? შეცდომის დაშვების არ მეშინია და ვიტყვი, რომ შემდეგ სეზონში. ვფიქრობ, ერთი წელი საამისოდ საკმარისია.

რაც შეეხება ზეედორფს, იგი მკაცრია, მას უპასუხისმგებლობა არ უყვარს. კლარენსი ადამიანებში შრომისმოყვარეობა ძალიან აფასებს. წინა შეხვედრებთან შედარებით, ბოლო მატჩებში აშკარად მოვუმატეთ“, – განაცხადა რამიმ.

ალექსანდრე მატევოსოვი

რამი: “მიხარია, რომ “მილანის” მაისურით პირველი გოლი გავიტანე”

იტალიური “მილანის” ცენტრალური მცველი, ადილ რამი აცხადებს, რომ ის “როსონერის” მაისურით გატანილი პირველი გოლით ძალიან გახარებულია.

შეგახსენებთ, 1 თებერვალს, იტალიის სერია A-ში, “მილანმა” საკუთარ მოედანზე “ტორინო” მიიღო და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

“ძალიან მიხარია, რომ “მილანის” მაისურით პირველი გოლი გავიტანე. გულწრფელად გეტყვით, უზომოდ ბედნიერი ვარ. თუმცა, სამწუხაროა ის, რომ მატჩი ვერ მოვიგეთ”, – ამბობს რამი.

რამი „მილანში“ გადასვლით ბედნიერია

„მილანის“ ახალწვეულმა ადილ რამიმ იტალიურ კლუბში თავისი ტრანსფერის თაობაზე ისაუბრა.

„აქ ყოფნით ბედნიერი ვარ. „მილანელოს“ სპორტული კომპლექსი მსოფლიოში საუკეთესოა. „მილანის“ მატჩებს პერიოდულად თვალყურს ვადევნებდი. ეს კლუბი ყოველთვის მომწონდა. ახალ თანაგუნდელებს შორის კევინ კონსტანტს და ფილიპ მექსესს ვიცნობ. ვფიქრობ, ისინი „როსონერიში“ ადაპტაციაში ხელს შემიწყობენ. „ვალენსიას“ „მილანთან“ დროზე ადრე ვარჯიშის შესაძლებლობების მიცემისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. ამ დროის განმავლობაში ახალ პარტიონირებთან და მწვრთვნელებთან გაცნობის საშუალება მომეცემა“, – განუცხადა 27 წლის მოთამაშემ „შავ-წითლების“ ოფიციალურ საიტს.

ალექსანდრე მატევოსოვი