თბილისის “დინამოს” ყოფილი მწვრთნელი თბილისში არსებულ სიტუაციას გამოეხმაურა

თბილისში არსებულ სიტუაციას, დღეს თბილისის “დინამოს” ყოფილი მწვრთნელი, ალექს გარსია გამოეხმაურა და დედაქალაქელებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

“ამ რთულ სიტუაციაში, ჩემი სიყვარული და მხარდაჭერა თბილისის ყველა მაცხოვრებელს,”-წერს ესპანელი სოციალურ ქსელში.

alex

დინამოს ყოფილმა მწვრთნელმა სეგუნდას გუნდი ჩაიბარა

თბილისის “დინამოს” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ალექს გარსია, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის კლუბ “საბადელის” თავკაცი გახდა.

შეგახსენებთ, გარსია “დინამოში” 2011/12 წლებში მუშაობდა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევამდე სულ ცოტა დააკლდა, რის შემდეგაც მისმა გუნდმა უმაღლეს ლიგაში არც თუ ისე კარგად ითამაშა და ესპანელიც “ბარსელონას” დაუბრუნდა.

გარსიას ახალ კლუბს საუკეთესი პერიოდი არ უდგას. “საბადელი”, რომელმაც გასული სეზონი მეათე პოზიციაზე დაასრულა, მიმდინარე გათამაშებაში 14 ტუსი შემდეგ მე-20 პოზიციაზე იმყოფება.

რა ხდება დინამოში?

ის, რასაც თბილისის “დინამო” ფეხბურთის ქართველი მოყვარულების შედარებით უფრო თაობის უმრავლესობის და ახალგაზრდათა საკმაოდ დიდი ნაწილისთვის წარმოადგენს, არახალია და ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. დღევანდელი სტატია იმ “გაუგებრობას” გვსურს მივუძღვნათ, რომელიც ბოლო დღეებში მეხივით დაატყდა თავს და მისი ყველა გულშემატკივარი შოკში ჩააგდო, თუმცა, როგორც ჩანს, არამარტო გულშემატკივარი… Continue reading “რა ხდება დინამოში?”