გიბრალტარის ნაკრების თავკაცი: “საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი მიიღო და ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ სტუმართა გუნდის თავკაცმა ჯეფ ვუდმა აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებმა კლასის ხარჯზე გაიმარჯვა.

“ჩვენთვის რთული მატჩი გამოვიდა, როგორც სხვა შეხვედრები. საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია. პირველ და მეორე ტაიმებში საკმაო პრობლემები შევუქმენით, თუმცა კლასმა მაინც თავისი ქნა. საქართველოს ნაკრებს წარმატებებს ვუსურვებ მომავალში”, – ამ სიტყვებით წარსდგა ჟურნალისტების წინაშე ჯეფ ვუდი.

— როგორ შეაფასებდით მატჩის პირველ ტაიმს და მასთან შედარებით მეორე ნახევარს?
— პირველი ტაიმის შემდეგ რამდენიმე ცვლილება განვახორციელეთ, რადგან მეტოქე უფრო ცენტრიდან გვიტევდა. გუნდმა მთლიანობაში კარგად ითამაშა, განსაკუთრებით კი – მეორე ნახევარში. ჩვენთვის თითოეული თამაში ახალი გამოცდილებაა. ცენტრალური მცველების თამაშს გამოვარჩევდი. შეგვიძლია, კვირას, შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ მატჩშიც გადავიტანოთ ეს პოზიტიური ასპექტები.

— გიბრალტარის ნაკრები შოტლანდიასთან გასამართი მატჩის შემდეგ დიდი ხნით დაისვებეს, რადგან ფიფას წევრი არ არის. ეს პროგრესი როგორ უნდა გაგრძელდეს?
— აუცილებელია, რომ მაღალ დონეზე თამაში გავაგრძელოთ. მაღალი დონის გუნდებთან ამხანაგური მატჩები უნდა ჩავატაროთ. სპეციალური პროგრამით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რათა ეს პროგრესი შევინარჩუნოთ.

 

სანდრო კობახიძე: “გიბრალტართან ფავორიტად ვითვლებით, მაგრამ ამან არ უნდა დაგვაბნიოს”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ხვალ ბოლოსწინა მატჩს გამართავს. კახა ცხადაძის გუნდი გიბრალტარის ნაკრებს მიიღებს, უკვე 11 ოქტომბერს კი, ქალაქ ლაიფციგში გერმანიის ეროვნულ გუნდს ესტუმრება.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე დამდეგი მატჩების შესახებ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ.

“ტრავმირებული ვიყავი და ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამოვტოვე. ხვალინდელი მატჩისთვის მზად ვარ. ფავორიტებად ვითვლებით, მაგრამ ამან არ უნდა დაგვაბნიოს.

რაც შეეხება გერმანიის ნაკრებს, ვიცით, რას წარმოადგენს ეს გუნდი. უნდა გამოვიდეთ მოედანზე და ჩვენი თამაში ვითამაშოთ.

ხვალინდელი მატჩი აუცილებლად მოსაგები გვაქვს”, – აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრებებს შორის შეხვედრა “დინამო არენაზე” ხვალ, 20:00 საათზე დაიწყება და მას სერგეი ბოიკოს ხელმძღვანელობით უკრაინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 და 10 ლარია.

 

 

კობახიძე: „დნიპროში“ ჯერ არ დავბრუნებულვარ“

გუშინ უკრაინულმა ტელეარხმა „ფუტბოლ 1“-მა „ვოლინში“ იჯარით მოთამაშე ქართველი ნახევარმცველის ალექსანდრე კობახიძის დნეპროპეტროვსკის „დნიპროში“ დაბრუნების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა ისაუბრა. კობახიძის თქმით, „დნიპროში“ ის ჯერ არ დაბრუნებულა.

„ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, რადგან ამჟამად მხოლოდ „შახტართან“ ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩზე ვფიქრობ.

„დნიპროს“ თაობაზე სათქმელი ჯერ არაფერი მაქვს, ბოლომდე არაფერი გარკვეულა. კლუბში გადასვლის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ ვიტყვი, რაც ტრანსფერი საბოლოოდ შედგება“, – განუცხადა კობახიძემ „ფუტბოლ 1“-ს.

აღსანიშნავია, რომ კობახიძის კონტრაქტი „დნიპროს“ ჯერ კიდევ 2008 წლიდან ეკუთვნის, თუმცა დნეპროპეტროვსკელთა პირველ გუნდში მან მხოლოდ ათჯერ ითამაშა და ორი გოლი გაიტანა.

 

კობახიძე „დნიპროში“ ბრუნდება

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ალექსანდრე კობახიძე ჯაბა კანკავას დნეპროპეტროვსკის „დნიპროში“ დაბრუნდა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მირომ მარკევიჩმა ცოტა ხნის წინ გუნდის მოთამაშეთა რაოდენობის გაზრდა ისურვა, შესაბამისად, კლუბმა ქართველი ლეგიონერის დაბრუნება გადაწყვიტა. როგორც უკრაინული ტელეარხი „ფუტბოლ 1“ იტყობინება, „დნიპრომ“ კობახიძე უკვე გამოიძახა.

გასულ სეზონში ალექსანდრემ იჯარით „ვოლინში“ ითამაშა, რომლის მაისურით უკრაინის ჩემპიონატში 23 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. „ვორსკლასთან“ ახალი სეზონის პირველ ტურში კობახიძემ გოლის გატანა შეძლო. ცნობისთვის, ხსენებული შეხვედრა, ფრედ, 1:1 დასრულდა.

კობახიძე: „გოლის გატანისას ტრაექტორიის გათვლა რთული იყო“

ჯაბა კანკავას „დნიპროსა“ და დავით ხოჭოლავას „ჩერნომორეცის“ მსგავსად, უკრაინის ჩემპიონატი ფრით სანდრო კობახიძის „ვოლინმაც“ დაიწყო, რომელმაც „ვორსკლასთან“ მატჩი 1:1 დაასრულა. ერთადერთი გოლი „ვოლინის“ მხრიდან სწორედ ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა.

კობახიძემ „ვოლინის“ ოფიციალურ საიტთან საუბრისას აღნიშნული მატჩი შეაფასა.

„როდესაც გოლს ვიტანდი, ვერ ვიტყვი, რომ ზუსტად ასე დარტყმას ვაპირებდი. ასეთი დარტყმა გამოვიდა, ტრაექტორიის გათვლა რთული იყო. ვფიქრობ, რომ გოლში დიდი წვლილი თანაგუნდლეებმაც შეიტანეს. განსაკუთრებით ეს რედვან მემეშევს ეხება. მან ბოლომდე იბრძოლა, ამიტომაც მას მადლობა გადავუხადე.

ამ მატჩისთვის ბევრს ვემზადებოდით, ვიცოდით, რომ მეტოქე შეთამაშებულია და 2-3 სეზონის განმავლობაში თითქმის ერთი შემადგენლობით თამაშობს. ვფიქრობ, დღეს შესაძლებლობების მხოლოდ 50% ვაჩვენეთ. ყველანი ოპტიმალურ ფორმაში უნდა ჩავდგეთ.

პირველ ნახევარში „ვორსკლა“ უპირატესობას ფლობდა, თუმცა მეორე ნახევარი უკეთესად ჩავატარეთ. ალბათ, ფრე ლოგიკური შედეგია“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, მეორე ტურში „ვოლინი“ დონეცკის „შახტარს“ უმასპინძლებს.

კანკავას “დნიპრომ” კობახიძის “ვოლინს” აჯობა

უკრაინის ჩემპიონატის მე-15 ტურში “დნიპრომ” საკუთარ სტადიონზე “ვოლინს” უმასპინძლა. შეხვედრა დნეპროპეტროვსკელთა გამარჯვებით, 5:0 დასრულდა.

მასპიძელთა ნახევარმცველი ჯაბა კანკავა მთელი შეხვედრის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე იყო. როგორც ჩანს, მირონ მარკევიჩმა ჩვენი ნაკრების კაპიტანს “ოლიმპიაკოსთან” დამღლელი მატჩების შემდეგ დასვენების საშუალება მისცა. ალექსანდრე კობახიძე კი “ვოლინის” ძირითადში იყო და მოედანზე 73 წუთი გაატარა.

15 ტურის შემდეგ “დნიპრო” მესამეზე, ხოლო “ვოლინი” – მეშვიდე პოზიციაზეა.

კობახიძე: „სათამაშოდ მზად ვარ“

უკრაინული „დნიპროს“ ქართველმა ნახევარმცველმა ალექსანდრე კობახიძემ რუმინულ „პანდურისთან“ ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს მატჩი არაფერს წყვეტს, მწვრთვნელმა მოდუნების უფლება არ მოგვცა. „პანდური“ აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, რადგან სახლში ვითამაშებთ და ჩვენი გუნდის გასამხნევებლად გულშემატკივრებიც მოვლენ. სტადიონზე მოსული ხალხი უნდა გავახაროთ“, – განუცხადა კობახიძემ გაზეთ „კომანდას“.

„თავს კარგად ვგრძნობ, თამაში მომენატრა და თუ მწვრთვნელი შანსს მომცემს, მოედანზე გასასვლელად მზად ვიქნები. ძირითადი შემადგენლობა ჩვენთვის მხოლოდ მატჩის წინ იქნება ცნობილი. შესაბამისად, გამორიცხული არაფერია“, – აღნიშნა 26 წლის შუახაზელმა.

„ვარჯიშებზე ყურადღება ტაქტიკას მივაქციეთ. პირველი მატჩის შემდეგ რუმინელთა თამაში კარგად გვახსოვს. ჩვენი მეტოქე საკმაოდ ტექნიკურია და მისი ფეხბურთელები გუნდურად თამაშობენ. თუმცა, „დნიპრო“ მაინც უფრო ძლიერია, ამიტომაც 3 ქულა უნდა მოვიპოვოთ“, – დაასრულა საქართველოს ნაკრების მოთამაშემ.

შეგახსენებთ, რომ „დნიპრომ“ მნიშვნელობით მეორე ევროპული საკლუბო ტურნირის პლეი-ოფის საგზური ჯერ კიდევ გასულ ტურში მოიპოვა. ამჟამად დნეპროპეტროვსკელთა ანგარიშზე ოთხ ჩატრებულ შეხვედრაში 9 ქულაა. რაც შეეხება „პანდურის“, მას თავის აქტივში მხოლოდ 1 ქულა აქვს.

ალექსანდრე მატევოსოვი