ჩილელი ფანები ალექსის სანჩესის “არსენალიდან” წასვლას ითხოვენ

ჩილელი ფანების გარკვეული ჯგუფი მშვიდობიანი მარშის გამართვას გეგმავს. სამხრეთ ამერიკელ გულშემატკივრებს სურთ, რომ ალექსის სანჩესმა ლონდონის “არსენალი” დატოვოს.

როგორც იცით, კამერებს “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელის სახეზე აღბეჭდილი იმედგაცრუება არაერთხელ აღუბეჭდავთ. საიდუმლო არავისთვისაა ისიც, რომ სანჩესს უფრო მაღალი მიზნებისთვის სურს ბრძოლა.. ჩილელ ფანებს მიაჩნიათ, რომ ალექსისისთვის უკეთესი იქნება, “ემირეიტს სტედიუმს” თუ დატოვებს.

“ჩვენ, ჩილელები დავიღალეთ იმის ყურებით, თუ როგორ იბრძვის ჩვენი უდიდესი ვარსკვლავი მარტო, გუნდის გარეშე.

არ ვითხოვთ “რეალს”, არც “ბარსელონას”, ფეხებზე გვკიდია, სად ითამაშებს. უბრალოდ გვინდა, რომ მან 10 ფეხბურთელის გვერდით ითამაშოს. ის მარტო ყოფნას არ იმსახურებს,” – ვკითხულობთ დაჯგუფების ოფიციალურ გვერდზე.

მაიტეი როდრიგესი – ალექსის სანჩესის ახალი გატაცება (ფოტოები)

სამრეთ ამერიკულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “არსენალის” თავდამსხმელს, ალექსის სანჩესს ჩილელ მსახიობ მაიტეი როდრიგესთან რომანი აქვს. როგორც ირკვევა, რამდენიმე თვის წინ სანჩესმა და როდრიგესმა მექსიკაში ერთადაც დაისვენეს.

მართალია, მაიტეი ფეხბურთელთან ურთიერთობას უარყოფს, მაგრამ მათ რომანზე ჩილეში უკვე ბევრი ადამიანი საუბრობს.

იხილეთ მაიტეი როდრიგესის ფოტოები

1 2 3 4 5 6 7 8 9

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (29 იანვარი)


კონტე “ჩელსიში” ბერარდის მიყვანას გეგმავს


იტალიურ პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე “სასუოლოს” ახალგაზრდა ტალანტის, დომენიკო ბერარდის გადაბირებას აპირებს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ 22 წლის შემტევს სერია ა-ს მატჩებში შესანიშნავი შედეგი აქვს – 40 გოლი და 25 საგოლე გადაცემა 90 მატჩში – ასე რომ, სულაც არ არის გასაკვირი “არისტოკრატთა” ინტერესი მის მიმართ.


ობამეიანგი სტარიჯს ჩაანაცვლებს?


888888888888888888

Sunday Mirror-ის ცნობებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი ზაფხულში საკმაოდ ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს.

როგორც ცნობილი ხდება, იურგენ კლოპი დანიელ სტარიჯის იმედზე ყოფნას არ აპირებს და მის შემცვლელად გუნდში 70 მილიონ ევროდ შეფასებული პიერ-ემერიკ ობამეიანგის მოყვანას გეგმავს.


ზაჰამ ლონდონის “ტოტენჰემის” ყურადღებაც მიპყრო


The Sun-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელები “კრისტალ პალასისთვის” 25 მილიონი ფუნტის შეთავაზებას აპირებენ უილფრედ ზაჰას სანაცვლოდ.

წყაროს ცნობით, “არწივები” კოტ-დ’იუვარელი ვინგერის გაყიდვას, რომლის გადაბირებაც მაურისიო პოჩეტინომ ერთ-ერთ მთავარ მისიად დაისახა, მანამ არ აპირებენ, სანამ ისინი პრემიერ ლიგიდან დაქვეითების საფრთხის წინაშე იდგებიან.


გრიზმანის გადაბირებას “არსენალიც” შეეცდება


888888888888888888

როგორც ცნობილი ხდება, ლონდონის “არსენალი” მზადაა “მანჩესტერ იუნაიტედს” ანტუან გრიზმანის ტრანსფერში შეეცილოს. ამ ინფორმაციას The Mail ავრცელებს.

როგორც იცით, ფრანგი შემტევისთვის მიმდინარე ბრძოლაში ამ დროისთვის სწორედ “წითელი ეშმაკები” ლიდერობენ, მაგრამ “არსენალი”, რომელმაც შესაძლოა, გუნდის ლიდერი, ალექსის სანჩესი დაკარგოს, თანახმაა ნებისმიერი ოდენობის თანხა გადაიხადოს მის სანაცვლოდ, რაც სიტუაციას სრულიად ცვლის.


კლოპი პარედესის ტრანსფერს უმიზნებს


სულ ცოტა დარჩა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდის ამოწურვამდე, თუმცა მერსესაიდის “ლივერპულის” მწვრთნელი, იურგენ კლოპი აქტიურობის შეწყვეტას არ აპირებს.

The Sun-ი იტყობინება, რომ გერმანელ სპეციალისტს ძალიან სურს რომის “რომას” ახალაგაზრდა ნახევარმცველის, ლეანდრო დანიელ პარედესის შეძენა. 22 წლის მოთამაშემ მიმდინარე სეზონში სერია ა-ს 14 შეხვედრაში ერთი გოლის გატანა მოახერხა.


“იუნაიტედი” რუნის ჩინეთში უშვებს


rooney

“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა, გუნდის ინგლისელი ფეხბურთელი და კაპიტანი, უეინ რუნი ჩინეთში გაუშვას, რითიც ის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

Sunday Mirror-ის ცნობით, უეინ რუნის გადაბირების სურვილს რამდენიმე ჩინური გუნდი გამოთქვამს. “ოლდ ტრაფორდელები” კი მას 140 მილიონ ფუნტად აფასებენ.

ჟირუ: “იმეიდ მაქვს, ოზილი და სანჩესი გაახანგრძლივებენ”

ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელებს, მესუთ ოზილსა და ალექსის სანჩესს გუნდთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულზე ეწურებათ. ჯერჯერობით, უცნობია დადებენ თუ არა ისინი ახალ ხელშეკრულებას გუნდთან.

“მეთოფეთა” თავდამსხმელს, ოლივიე ჟირუს, რომელმაც კონტრაქტი უკვე გაახანგრძლივა, იმედი აქვს, რომ გუნდის ლიდერები მის გზას გაყვებიან.

“რა თქმა უნდა, როგორც მე, ასევე მთელს გუდნდს სურს, რომ მესუთი და ალექსისი ჩვენთან დარჩნენ. თუმცა, ეს მათი გადასაწყვეტია. ნამდვილად არ ვიცი, რას ფიქრობენ ისინი აღნიშნულ საკითხზე ამ მომენტში. იმედი მაქვს, მალე გადაწყვეტენ ახალ კონტრაქტებზე ხელის მოწერას.”

“რაც შემეხება მე… “არსენალში” ძალიან ბედნიერი ვარ. გუნდთან ერთად ბევრი თავგადასვაალი გადამხდა თავს და კიდევ უფრო უკეთესი მომავლის იმედი მაქვს,” – განაცხადა ფრანგმა შემტევმა.

“ატლეტიკომ” ალექსის სანჩესს დაუმიზნა

მადრიდის “ატლეტიკოს” ხელმძღვანელები მზად არიან ფრანგული “პარის სენ-ჟერმენის” სამიზნისათვის, ალექსის სანჩესისათვის იბრძოლონ. აღნიშნულ ინფორმაციას ჩილური გამოცემები ავრცელებენ.

როგორც იცით, “მეთოფეთა” ერთ-ერთი ლიდერი ბრიტანულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. საფეხბურთო ექსპერტებს კი სჯერათ, რომ ჩილელი შემტევი შესაფერის წინადადებას ელოდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ საფრანგეთის ჩემპიონები ინგლისელებს 70 მილიონი ევროს სთავაზობენ სანჩესის სანაცვლოდ, რისი შეთავაზებაც “ატლეტიკოსთვის” ადვილი ნამდვილად არ იქნება.

El Grafico-ს ცნობით, მადრიდელები დანებებას არ აპირებენ და მზად არიან რიგი მოლაპარაკებები აწარმოონ, რათა სანჩესი მომდევნო სეზონის დაწყებამდე გაიფორმონ.

სანჩესი: “გავახანგრძლივებ თუ არა კლუბთან კონტრაქტს?”

ალექსის სანჩესი “არსენალთან” კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით აგორებულ ჭორების კორიანტელს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველაფერი კლუბზეა დამოკიდებული და არა მასზე.

“სიმართლე გითხრათ, თამაშების მოგებას უფრო დიდ ყურადღებას ვუთმობ, ვიდრე ამას.” – განაცხადა ჩილელმა ფეხბურთელმა Sky Sports-ის ჟურნალისტებთან საუბრისას.

“გავახანგრძლივებ თუ არა კლუბთან კონტრაქტს? ეს სრულიად “არსენალზეა” დამოკიდებული – თუ ისინი ჩემს მიმართ ნდობას გამოიჩენენ, მე თანახმა ვიქნები.

აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ, მიყვარს აქაურობა. “არსენალის” ფანებთან ურთიერთობით დიდ სიამოვნება ვიღებ და მინდა მათთვის უფრო მეტ წარმატებებს მივაღწიოთ.” – დაამატა მან.

არსენ ვენგერი: “მას შეუძლია, ახალი ანრი იყოს”

ლონდონის “არსენალის” თავკაცმა, არსენ ვენგერმა მისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ალექსის სანჩესი შეაქო და განაცხდა, რომ ჩილელს შეუძლია, “არსენალისთვის” ის გააკეთოს, რასაც თავს დროზე ტიერი ანრი აკეთებდა.

“სანჩესის კლუბში გადმოყვანა, მართალი გითხრათ, არ გამჭირვებია. იგი მარტივად დავითანხმე “არსენალში” თამაშზე. ალექსისი შესაშნინავად შეეწყო გუნდს. მან დაამტკიცა, რომ დიდი ფეხბურთელია1″

“რაც შეეხება ანრის, იმისთვის, რომ ჩვენს გუნდში გადმოსულიყო, მისი დარწმუნება დამჭირდა. ანრი იყო ფეხბურთელი, რომელსაც თამაშის განსაკუთრებული სტილი ჰქონდა. ნებისმიერი ადგილიდან ქმნიდა ხიფათს და იტანდა ბევრს. ამ ყველაფერს სანჩესშიც ვხედავ. ჩილელს ნამდვილად შეუძლია, იყოს ახალი ანრი,” – განაცხადა ვენგერმა.

 

“არსენალის” ფანებმა ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს

ლონდონის “არსენალის” გულშემატკივრებმა ალექსის სანჩესი, “მეთოფეთა” საუკეთესო გოლეადორი (2016/17 წლების სეზონში) ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ლონდონელთა ჩილელმა შემტევმა ხმების 54.7 პროცენტი დააგროვა და თავისი მთავარი კონკურენტები, ოლივიე ჟირუ და მესუთ იოზილი დამაჯერებლად დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ სანჩესმა “ბორნმუთთან” მოგებულ მატჩში (3-1) თავი დუბლის შესრულებით გამოიჩინა, რითიც არსენ ვენგერის გუნდის სამმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, მეორე პოზიცია ოლივიე ჟირუმ დაიკავა 26.2 პროცენტით, მესამე – მესუთ იოზილმა, რომელმაც “ლუდოგორეცს” ბრწყინვალე გოლი გაუტანა.

“ინტერი” მზადაა, ალექსის სანჩესისთვის გაიბრძოლოს

მილანური “ინტერის” ხელმძღვანელები მზად არიან “არსენალის” ჩილელი ლიდერის, ალექსის სანჩესის გადასაბირებლად ყველაფერი გააკეთონ. ამ ინფორმაციას იტალიური Calcio Mercato ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ალექსისი, რომელმაც ბოლო მატჩში ორჯერ აიღო “ბორნმუთის” კარი და თავის გუნდს მორიგი 3 ქულა მოუტანა, ამ დრომდე ვერ ახერხებს “მეთოფეებთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას, რაც იტალიელებს შანსს აძლევთ.

“ინტერის” მესვეურები კი მზად არიან 150 მილიონი ევრო დახარჯონ ხაზინიდან, რათა საკუთარი გუნდი გააძლიერონ. ჩილელი ფეხბურთელი კი მილანელთა სამიზნეთა სიაში პირველ ადგილს იკავებს.

იმ შემთხვევაში, თუ ალექსისი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას იუარებს, “ინტერის” ხელმძღვანელებს მხოლოდ “მანჩესტერ სიტისთვის” მოუწევთ კონკურენციის გაწევა.

იტალიური პრესა: “იუვენტუსი” და “მანჩესტერ სიტი” ალექსის სანჩესისთვის იბრძოლებენ”

ლონდონის “არსენალის” მესვეურები ეჭვობენ, რომ შესაძლოა, ალექსის სანჩესმა გუნდთან კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივოს. “მეთოფეები”, ჩილელი სუპერვარსკვლავის წასვლის შემთხვევაში, მის შემცვლელად მარკო როისს განიხილავენ.

როგორც იტალიური წყარო – Calciomercato.com-ი იტყობინება, “იუვენტუსმა” და “მანჩესტერ სიტიმ” 27 წლის მოთამაშის სურვილის შესახებ იციან და ისინი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მის შეძენას შეეცდებიან. სანჩესი პრემიერ ლიგაში 2014 წლიდან თამაშობს. მას იტალიური გამოცდილებაც აქვს, იგი “უდინეზეს” შემადგენლობაში მთელი ხუთი წელი თამაშობდა.

ერთი სიტყვით, ალექსისს არც სათამაშო პრაქტიკა და არც პროფესიონალიზმი აკლია. საინტერესოა, რომელ ჩემპიონატს აირჩევს იგი. შესაძლოა, ვენგერმა დაარწმუნოს, რომ “არსენალში” დარჩეს.

კოშელნი: “ის, რასაც სანჩესი აკეთებს, წყალზე ფეხით გასვლის ტოლფასია”

ლონდონის “არსენალის” მცველის, ლორან კოშელნის აზრით, ფაქტი, რომ ალექსის სანჩესმა ოლივიე ჟირუს არყოფნის პერიოდში შეტევითი ხაზის ლიდერობა იკისრა და თანაც ასე კარგად ასპარეზობს წყალზე გასვლის ტოლფასია.

“ევრო 2016-ის შემდეგ, გუნდს გვიან შევუერთდით. ასე რომ, ვარჯიშზე უფრო მეტი უნდა გვემუშავა, რათა ახალ სეზონს სრულ მზადყოფნაში შევხვედროდით.

“არსენალის” წინა ხაზზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ალექსის სანჩესი წყალზე დადის, მისი ძირითადიდან ამოგდება ძალიან რთული იქნება.

ოლივიეს ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ მას უფრო დიდი პრობლემებიც გადაუჭრია. გვჯერა, რომ ის ძველ ფორმას დაიბრუნებს.”

ალექსის სანჩესის ტრავმირებული ფეხი 3 დღის შემდეგ უფრო საზარლად გამოიყურება

ლონდონის “არსენალის” ფანები საფუძვლად ნერვიულობენ ალექსის სანჩესზე, რომელმაც კოპა ამერიკის ფინალში, არგენტინასთან მატჩში სერიოზული ტრავმა მიიღო.

ტრავმის მიღებიდან რამოდენიმე დღის შემდეგ ჩილელმა ფორვარდმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სურათი, სადაც მისი დაზიანებული კოჭია ასახული. როგორც ჩანს, მისი რეაბილიტაციის პროცესი არც ისე კარგად მიმდინარეობს.

მართალია სურათიდან ასე არ ჩანს, მაგრამ სანჩესი ირწმუნება, რომ თავს უკეთ გრძნობს. თუმცა ჩილელმა აღიარა, რომ ამ ტრავმამ მას შვებულება ჩაუშხამა – “შვებულების მეოთხე დღე. გამოკეტილი ვარ სასტუმროში. მოწყენილი ვარ, თუმცა ახლა გაცილებით უფრო კარგად ვგრძნობ თავს.”