9 ივლისს, ბრაზილიის ჩემპიონატში “ვასკო და გამამ” საკუთარ მოედანზე “სან პაულუ” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:4 დამარცხდა.
მატჩის მიმდინარეობისას, ალეშანდრე პატომ მასპინძელთა ორი ფეხბურთელი მშვენივრად ჩამოიშორა.
9 ივლისს, ბრაზილიის ჩემპიონატში “ვასკო და გამამ” საკუთარ მოედანზე “სან პაულუ” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:4 დამარცხდა.
მატჩის მიმდინარეობისას, ალეშანდრე პატომ მასპინძელთა ორი ფეხბურთელი მშვენივრად ჩამოიშორა.
“კორინთიანსის” თავდამსხმელი ალეშანდრე პატო შესაძლოა, მილანში დაბრუნდეს, თუმცა არა “როსონერიში”, არამედ “ინტერში”.
ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა “ნერიაძურის” თავისი მოთხოვნები გააცნო.
წყაროს თანახმად, პატომ შესაძლოა, “კორინთიანსთან” მოქმედი კონტრაქტი გაწყვიტოს და “ინტერს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს.
25 წლის ფეხბურთელს “კორინთიანსთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2015 წლის დეკემბერში ეწურება, თუმცა კლუბი უკვე რამდენიმე თვეა, პატოს საიმიჯო უფლებების გამოყენებისთვის შესაბამის თანხას არ უხდის, რის გამოც მხარეებს ერთმანეთთან სასამართლოში დავა აქვთ.
„მილანის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ალეშანდრე პატომ, რომელიც ამჟამად ბრაზილიური „სან-პაულუს“ შემადგენლობაში თამაშობს, „ინტერში“ ტრანსფერი არ გამორიცხა.
„მილანში“ თავის დამკვირდრება რატომ ვერ მოვახერხე? იქ ზედიზედ ორი მატჩის კარგად ჩატარებაც ვერ გამომდიოდა.
შემიძლია თუ არა „ინტერში“ გადასვლა? ეს ჩინებული გუნდია. ვინ იცის, რა იქნება მომავალში, გამორიცხული არაფერია“, – განაცხადა ბრაზილიელმა.
ბრაზილიის ჩემპიონატში “სან პაულუსა” და “სპორტ რესიფეს” შორის გამართულ მატჩში ალეშანდრე პატოს კურიოზული რამ შეემთხვა.
31 ივლისს, ბრაზილიის თასზე, “ბრაგანტინოსა” და “სან პაულუს” შორის გამართულ შეხვედრაში ალეშანდრე პატომ ორი მეტოქე მოხერხებულად ჩამოიცილა.
„კორინთიანსის“ თავდამსხმელი ალეშანდრე პატო, რომელიც ჯარით „სან-პაულუში“ თამაშობს, შესაძლოა, ზაფხულს „გალათასარაიში“ გადავიდეს.
თურქული კლუბი მზადაა, პატოს პირველ სეზონში ყოველთვიურად 2 მილიონი ბრაზილიური რეალი (660 ევრო) გადაუხადოს.
აღსანიშნავია, რომ მსგავს თანხაზე მეტს ბრაზილიელთაგან ყოველკვირეულად მხოლოდ „პარი სენ-ჟერმენის“ მცველს ტიაგო სილვასა (992 ათასი ევრო) და „ბარსელონას“ ფორვარდს ნეიმარს უხდიან.
იმ შემთხვევაში, თუ ალეშანდრე „გალას“ წინადადებას მიიღებს, მომდევნო ხუთ წელიწაში იგი 820 ათას ევროს მიიღებს.
სათქმელია ისიც, რომ თურქები „კორინთიანსს“ ალეშანდრეს სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს სთავაზობენ, თუმცა, „სან-პაულუსთან“ არსებული ხელშეკრულებით, კლუბს შეუძლია, ნებისმიერ წინადადებაზე უარი თქვას, რომლის ფასიც 15 მილიონზე ნაკლები იქნება.
24 წლის ფორვარდის შეძენის სურვილი ასევე სხვა თურქულ გრანდს, კერძოდ კი „ფენერბაჰჩეს“ აქვს.
ალექსანდრე მატევოსოვი
ბრაზილიური „კორინთიანსის“ ხელმძღვანელები არ მალავენ, რომ ალეშანდრე პატოს მისაღებ ფასში გაყიდვაზე ფიქრობენ.
„პატო ჯერ ძალიან ახალგაზრდაა. არ ვნანობთ, რომ იგი შევიძინეთ. მისი გაყიდვის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება შეგვიძლია, ისევე, როგორც სხვა მოთამაშეთა გაშვებაზე“, – აღნიშნა კლუბის სპორტულმა დირექტორმა რობერტო დე ანდრადემ.
„ასეა თუ ისე, იმისთვის, რომ პატოს ტრანსფერი შედგეს, დაინტერესებულმა კლუბებმა წინადადებით უნდა მოგვმართონ. თავად ალეშანდრეს კი სხვაგან გადასვლის სურვილის შესახებ ჩვენთვის არაფერი უთქვამს“, – დაარულა დე ანდრადემ.
ალექსანდრე მატევოსოვი
მილანის „ინტერი“ თავდამსხმელის ძიებაშია. „ნერიაძური“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში რამდენიმე ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს, ერთ-ერთი მიზანი კი, ბრაზილიელი თავდამსხმელი ალეშანდრე პატო გახლავთ.
რას იტყვის „კორინთიანსი“?
ბრაზილიური კლუბი მზად არის, გაუშვას პატო მას შემდეგ, რაც მან თავისი გაფუჭებული პენალტის გამო (დიდას წინააღმდეგ) ფანების უმრავლესობის სიმპათია დაკარგა.
რას ფიქრობს პატო?
პატოს სურს მისთვის უფრო ნაცნობ მილანში დაბრუნება, თუმცა არა „შავ-წითლების“ რიგებში, ვინაიდან მას უნდა, რომ თავის ყოფილ გუნდს დაანახოს, მათ თუ რა დონის შეცდომა დაუშვეს მისი გაყიდვით.
სხვა კლუბები?
პატოს მიმართ ინტერესს ლონდონური კლუბები – „არსენალი“ და „ტოტენჰემი“ იჩენენ, ხოლო თურქულ „ბეშიქთაშს“ უარი ეთქვა.
ბრაზილიური „კორინთიანსის“ ხელმძღვანელობა 24 წლის თავდამსხმელის ალეშანდრე პატოს გაყიდვის ვარიანტს არ გამორიცხავს.
შესაბამისად, „მილანის“ ყოფილი მოთამაშე უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა, კვლავ ევროპაში დაბრუნდეს.
ბოლო დროს, როგორც ევროპული, ასევე სამხრეთ ამერიკული პრესა ალეშანდრეს „ტოტენჰემის“ ან „არსენალის“ რიგებში გადასვლაზე აქტიურად წერდა.
ამ ყველაფერს „კორინთიანსის“ პრეზიდენტი მარიო გობი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ იგი ალეშანდრეს მხოლოდ ევროპაში გაშვებას დათანხმდება, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ტრანსფერის სანაცვლოდ რომელიმე კლუბი სოლიდურ თანხად გადაიხდის.
შეგახსენებთ, რომ „კორინთიანსის“ ფერებს პატო მიმდინარე წლის იანვრის თვიდან იცავს.
ალექსანდრე მატევოსოვი