მორატა: „იუვენტუსმა“ „ჩეზენასთან“ მნიშვნელოვანი ქულა აიღო“

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ „ჩეზენასთან“ მატჩი შეაჯამა.

„გოლის გატანა სასიამოვნო იყო, თუმცა იგი მნიშვნელობას კარგავს, როდესაც გუნდი ვერ იგებს.

ეს მძიმე შეხვედრა იყო, რომელშიც გამარჯვების ზეიმი შეგვეძო, თუმცა საბოლოოდ მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ. მოგება ყოველთვის გვინდა. „ჩეზენა“ კარგი გუნდია, რომელიც სახლში კარგად გამოდის. მათ ესმით, რომ ხელოვნური მინდორი ნებისმიერ მეტოქეს პრობლემას უქმნის.

ამ შეხვედრის შედეგზე ფიქრის დრო არ არის. მნიშვნელოვანია, შემდეგ მატჩისთვის მომზადება დავიწყოთ“, – განაცხადა ესპანელმა.

“რეალი” მორატას დაბრუნებას აპირებს

ესპანური მედიის ცნობით, მადრიდის “რეალი” ალვარო მორატას დაბრუნებას აპირებს, რომელმაც ტურინის “იუვენტუსში” თავი კარგად წარმოაჩინა.

შეგახსენებთ, რომ “სამეფო კლუბმა” ახალგაზრდა ესპანელი თავდამსხმელი “ბებერ სინიორას” 20 მილიონ ევროდ მიჰყიდა, თუმცა მიმდინარე სეზონის ბოლოს 30 მილიონ ევროდ, 2015/16 წლების სეზონის შემდეგ კი 35 მილიონ ევროდ ფეხბურთელის დაბრუნების უფლება ეძლევა.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ალვარომ მორატამ 17 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.

 

რეალი მორატას დაბრუნებაზე ფიქრობს

მადრიდის “რეალში” “იუვენტუსში” გადასულ მორატას დაბრუნებაზე ფიქრობენ, რომელმაც სერია ა-ში თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა.

მადრიდელებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება აქვთ და შესაძლოა “სამეფო კლუბმა” ამ უპირატესობით უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს ისარგებლონ.

მორატას ტრანსფერის ალბათობა კარიმ ბენზემას წასვლის შემთხვევაში გაიზრდება. ფრანგი ფორვარდისადმი ინტერესს ინგლისური პრემიერ ლიგის გუნდები იჩენენ.

მორატა რომასთან ვერ ითამაშებს?

იტალიის ჩემპიონატის ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “იუვენტუსი”, შესაძლოა, ალვარო მორატას გარეშე დარჩეს.

21 წლის ესპანელმა ფორვარმდა “ატალანტასთან” მატჩში სადებიუტო გოლი გაიტანა, თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა მცირე ტრავმაც მიიღო, რის გამოც “რომას” წინააღმდეგ მისი თამაში სათუოა.

უახლოეს მომავალში ალვარო მორატა სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ყველა კითხვას პასუხი მის შემდეგ გაეცემა.

მორატა: ”ჩემს თანაგუნდელებს ბრწყინვალედ ვუგებ”

ტურინის ”იუვენტუსის” თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ ატალანტასთან სადებიუტო გოლი (3-0) გაიტანა და ჟურნალისტებთან ინტერვიუში, კმაყოფილებას ვერ მალავს.

კარგი შეხვედრა იყო, მოგებითაც და ჩემი გოლითაც კმაყოფილი ვარ. ჩემს თანაგუნდელებს ბრწყინვალედ ვუგებ, რომ არა ისინი, ამ გოლს ვერ გავიტანდი. მეშინოდა რომ ადაბტაცია უფრო რთული იქნებოდა, მაგრამ ჩემი გუნდელები დამეხმარნენ და ყველაფერი რიგზეა, აქ ბედნიერი ვარ. ლორენტე გუნდში უფრო გამოცდილია, ამიტომაც თამაშობს ძირითადში. – განაცხადა მორატამ.

21 წლის თავდამსხმელმა ”იუვენტუსში” 3 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ესპანელმა ფეხბურთელმა, მინდორზე მთლიანობაში 47 წუთი გაატარა.

მორატას პირველი ტურინული

მადრიდის “რეალიდან” “იუვენტუსში” გადაბარგებული ალვარო მორატა ტურინულ კლუბში ასპარეზობით კმაყოფილია. შეგახსენებთ, ტრანსფერის განხორციელების შემდეგ მალევე ესპანელმა ტრავმა მიიღო და ახალი გუნდის რიგებში ჯერჯერობით მხოლოდ სამი მატჩის ჩატარება მოასწრო.

21 წლის ესპანელმა გუშინ პირველი გოლიც გაიტანა. მორატამ “ატალანტას” კარი დალაშქრა.

“გუნდის გამარჯვებით და ჩემი პირველი გოლით გახარებული ვარ. ახალ ქვეყანაში ადაპტაცია რთულია, თუმცა მწვრთნელისა და თანაგუნდელებისგან მხარდაჭერას ვგრძნობ.

ფერნანდო ლიორენტე ძალიან მეხმარება. ის მშვენიერი ფეხბურთელი და ძალიან კარგი ადამიანია” – განაცხადა მორატამ.

 

ალვარო მორატა დაშავდა

ტურინის „იუვენტუსის“ ახალწვეული ალვარო მორატა ორშაბათის ვარჯიშზე დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 21 წლის ესპანელმა თავდამსხმელმა მარცხენა მუხლი დაიზიანა და 40 დღე იუქმებს. სამშაბათს მორატა სიღრმისეულ სამედიცინო გამოკვლევას ჩაიტარებს, რის შემდეგაც მედიკოსები ზუსტს დიაგნოზს დასვამენ და ფეხბურთელის გამოჯანმრთელების ვადაც გვეცდოინება.

შეგახსენებთ, რომ ალვარო მორატა „იუვენტუსში“ „რეალიდან“ რამდენიმე დღის წინათ გადავიდა. ფეხბურთელმა „ბებერ ქალბატონთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის ღირებულებამ 20 მილიონი ევრო შეადგინა.

 

ოფიციალურად: ალვარო მორატა „იუვენტუსში“ გადავიდა

ახალგაზრდა ესპანელი თავდამსხმელი ალვარო მორატა კარიერას ტურინის „იუვენტუსში“ გააგრძელებს. მადრიდის „რეალის“ აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა „ბებერ ქალბატონთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის ღირებულებამ 20 მილიონი ევრო შეადგინა, რასაც ტურინელები დამდეგი სამი წლის განამვლობაში დაფარავენ.

ამასთან, „რეალი“ უფლებას იტოვებს 2015-16 ან 2016-17 წლების სეზონის ბოლოს მორატა მაქსიმუმ 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ უკან დაიბრუნოს. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენ მატჩს ჩაატარებს ესპანელი ფორვარდი კონკრეტულ სეზონში.

ალვარო მორატამ გასულ სეზონში „რეალის“ ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 34 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

იუვენტუსი მორატას უმიზნებს

ტურინული “იუვენტუსის” სამწვრთნელო შტაბი მადრიდი “რეალის” ფორვარდით, ალვარო მორატათი არის დაინტერესებული.

იტალიური პრესის ცნობით “ბებერი ქალბატონის” წარმოამდგენლები უახლოეს დღეებში “რეალთან” მოლაპარაკებების დაწყებას აპირებენ.

აღსანიშნავია, რომ ტურინელები მორატას დიდი ხანია აკვირდებიან. ეს ტრანსფერი ანტონიო კონტეს პრიორიტეტებს შორის არის მოხვედილი.

 

გაბრაზებული გულშემატკივარი ალვარო მორატას: “გაჩერდი ან დამეჯახე!”

სამშაბათს, მადრიდის “რეალის” ვარჯიშის დასრულების შემდეგ, როცა ფეხბურთელები შინ ბრუნდებოდნენ, ცოტათი უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ერთ-ერთი გაბრაზებული გულშემატკივარი ალვარო მორატას მანქანას წინ გადაუდგა და გაჰყვიროდა: “გაჩერდი ან დამეჯახე!”

რას აკეთებენ მორატა და რამოსი “რეალის” ვარჯიშზე

როგორც ჩანს, მადრიდის “რეალის” ფეხბურთელები მხიარულად არიან განწყობილები, რაზეც ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული ვიდეოც მეტყველებს.

“რეალი” მორატას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

მადრიდის “რეალი” ალვარო მორატასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს, რომელიც 2015 წლის ზაფხულში იწურება.
შემდეგ კი “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობა გეგმავს, რომ იგი 2014/15 წლის სეზონში არენდით გაუშვან.

შეგახსენებთ რომ მორატათი ყველაზე მეტად  “არსენალი” იყო დაინტერესებული რომელიც ალვაროს შეძენას იანვარშიც ცდილობდა.