ალჟირი გურკუფმა ჩაიბარა

ალჟირის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფრანგი სპეციალისტი კრისტიან გურკუფი გახდა, რომელიც ბოლო დროს ფრანგული “ლორიანის” თავკაცი გახლდათ. გურკუფის კონტრაქტი ძალაში პირველი აგვისტოდან შევა. 59 წლის სპეციალისტის მთავარი მიზანი 2018 წლის მუნდიალზე გასვლაა.

შეგახსენებთ, 2014 წლის მუნდიალზე ალჟირის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩში რუსეთის ნაკრებთან ფრე ითამაშა და 1/8 ფინალში გავიდა, სადაც დამატებით დროში დამარცხდა გერმანიის გუნდთან.

მუნდიალის დასრულების შემდეგ ალჟირის ნაკრები ბოსნიელმა სპეციალისტმა ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩმა დატოვა. ის კარიერას თურქულ “ტრაბზონსპორში” გააგრძელებს.

როგორ დახვდნენ სამშობლოში ალჟირის ნაკრებს

მსოფლიო ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნებულ ალჟირის ნაკრებს ასობით ათასამდე გულშემატკივარი დახვდა.

შეგახსენებთ, რომ ალჟირებელი მუნდიალის 1/8 ფინალში დაემშვიდობნენ, როდესაც გერმანიის ნაკრებთან დამატებით დროში დამარცხდნენ.





ალჟირის ნაკრების მეკარის სახალისო რეაქციები

30 ივნისს, გერმანიისა და ალჟირის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში, ალჟირელმა კარის დარაჯმა რაის მბოლიმ შესანიშნავი სეივები განახორციელა.

მატჩის მიმდინარეობისას 28 წლის მეკარის რამდენიმე სახალისო რეაქცია დააფიქსირეს.

1

ჰალილჰოჯიჩს სოლიდური ჯარიმა ემუქრება

ალჟირის ეროვნული ნაკრების მწვრთნელ ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩს ჯარიმა ემუქრება. ბოსნიელი მწვრთნელი გერმანიასთან მატჩის შემდეგ დაგეგმილ პრეს-კონფერენციაზე არ გამოცხადდა, რის გამოც ფიფა მას 100 000 ევროთი დასჯის.

როგორც გაირკვა, ჰალილჰოჯიჩმა პრეს-კონფერენციაზე წასვლის ნაცვლად საკუთარ მოთამაშეებთან სასაუბროდ დარჩენა გადაწყვიტა.

ალჟირთან მატჩში მანუელ ნოიერი საჯარიმოს გარეთ ბურთს 21-ჯერ შეეხო

30 ივნისს, გერმანიისა და ალჟირის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში მანუელ ნოიერი მეკარისათვის უჩვეულო სიტუაციებში ბევრჯერ მოხვდა.

იმის გამო, რომ გერმანელთა დაცვის ხაზი ხშირად ცდებოდა, “ბაიერნის” კარის დარაჯს საკუთარი კარის დატოვება და შემდეგ დასწრებაზე თამაში უწევდა. გასაკვირია, მაგრამ ნოიერი საჯარიმოს გარეთ ბურთს სულ 21-ჯერ შეეხო, მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ეს მაჩვენებელი საუკეთესოა..

გერმანიამ ალჟირი დაამარცხა

იოაჰიმ ლიოვის შეგირდებს ალჟირთან გამარჯვების მოსაპოვებლად დამატებითი დრო დასჭირდათ.

სასტარტო 15-20 წუთი პარადოქსებით იყო სავსე. გერმანია დამაჯერებლად ცდილობდა თამაშს, თუმცა მხოლოდ ბურთის კონტროლით შემოიფარგლებოდა. ალჟირელებს კი უბურთოდ უწევდათ თამაში და ყველა შესაძლებლობიდან მაქსიმუმის გაკეთებაას ცდილობდნენ. ბევრს მუშაობდნენ აფრიკელთა ცენტრალური ნახევარმცველები. მატჩის მსვლელობისას ალჟირს რამდენიმე სახიფათო კონტრშეტევა ჰქონდა, თუმცა კარგი იყო ნოიერი, რომელიც კარიდან ყოველთვის დროულად გამოდიოდა.

მეორე ტაიმის დაწყებამდე იოაჰიმ ლიოვმა თავის გუნში გარკვეული კორექტივები შეიტანა. გიოტცეს ნაცვლად მოედანზე შურლე გამოვიდა.

გერმანელებმა მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესად ჩაატარეს. გაიზარდა სახიფათო შეტევების რაოდენობა. მრავალჯერ ჩაერთო თამაშში ალჟირელთა კიპერი მბოლი. კარგი მომენტები ჰქოდნათ მიულერს და შვაინშტაიგერს. ალჟირი კი უბრალოდ ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშობდა, რაც ძირითად დროში მოხერხდა კიდეც.

გერმანელების უპირატესობა გოლში დამატებითი დროის პირველივე წუთებზე გარდაისახა. ანგარიში შურლემ გახსნა. დამატებითი დროის ბოლო წუთებზე კი გუნდებმა გოლები გაცვალეს. გერმანელთა მხრიდან გოლის ავტორ იოზილს ალჟირელმა ჯაბუმ უპასუხა და საბოლოო ანგარიშ დააფიქსირა.

გერმანია 2-1 ალჯირი

გოლები: შურლე 92′ (1:0); იოზილი 119′ (2:0); ჯაბუ 120′ (2:1)

მანუელ ნოიერმა მცველობა დაიწყო?

30 ივნისს, გერმანიისა და ალჟირის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში, მანუელ ნოიერმა საჯარიმო მოედანი დატოვა და კარგადაც ითამაშა.

ყველაზე ცუდი საჯარიმო ფეხბურთში გერმანელების შესრულებით?

30 ივნისს, გერმანიისა და ალჟირის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში გერმანელებმა საჯარიმო ძალიან ცუდად შეასრულეს.

გერმანია – ალჟირი 2:1

დაძაბული მატჩი შედგა გერმანიისა და ალჯირის ნაკრებებს შოირს. უგოლო ძირითადი 90 წუთის შემდეგ გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დროის დანიშვნა გახდა საჭირო, სადაც გერმანელებმა მეტოქე დაჯაბნეს.

92-ე წუთზე ანგარიში შურლემ გახსნა. 119-ე წუთზე კი გერმანელთა უპირატესობა ორამდე ოზილმა გაზარდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ალჟირმა ჯანუს ძალისხმევით ერთი გოლის გატანა მოახერხა.

გერმანია — ალჟირი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე გერმანიისა და ალჟირის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, დამატებით დროში კი ევროპელებმა ანგარიშით 2:1 იმარჯვეს.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აფრიკელთა მეკარე რაის მბოლი დაასახელეს, რომელმაც რამდენჯერმე იხსნა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან.

მბოლიმ მატჩი სრულად ჩაამთავრა.

 

ფიფამ ალჟირი დასაჯა

ფიფამ ალჟირის ფეხბურთის ფედერაცია დასაჯა. ალჟირელებს 41 000 ევროს გადახდა მოუწევს.

აღნიშნული სასჯელი მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ რუსეთთან მატჩის დროს ალჟირეული ფანების მიერ გამოყენებული ლაზერების გამო გამოიტანა.

ალჟირის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებში გულშემატკივრებს ახსენებენ, რომ სტადიონებზე პიროტექნიკის და ლაზერების გამოყენება სასტიკად აკრძალულია.

პრევიუ: გერმანია – ალჟირი

ალჟირის ნაკრებს ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი გამოცდის. 

ალჟირის ნაკრების 1/8 ფინლში გასვლა გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა. ვაჰიდ ჰალიჰოჯიჩს საკმაოდ ბრძოლისუნარიანი შემადგენლობა ჰყავს. ამსათან ერთად ალჟირელები არც თუ ისე რთულ ჯგუფში მოხვდნენ. ალჟირმა ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩში შედეგზე ითამაშა და პლეი-ოფში თამაშიც დაიმსახურა.

გერმანიამ, სხვა ევროპული გრანდებისგან განსხვავებით, ჯგუფური ეტაპი მაღალ დონეზე ჩაატარა. თუმცა, ყველაფერი იდეალურად არ ყოფილა, რაზეც განასთან ნათამაშები ფრეც მეტყველებს.

გასაგებია, რომ ლიოვის გუნდი დღეს უპირობო ფავორიტია, თუმცა ალჟირმა ბელგიასთან დაამტკიცა, რომ კლასით გაცილებით მაღალ საფეხურზე მდგომ გუნდთან თამაში შეუძლია. გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვენლოვანია ალჯირს ფსიქოლოგიური ზეწოლა არ ექნება. ჰალიჰოჯიჩის გუნმდა საკუთარი ამოცანა უკვე შეასრულა.

სერიოზული საკადრო პრობლემები დღევანდელ მეტოქეებს არ აქვთ. ალჯირის ბანაკში ყველა ჯანმრთელადაა, ხოლო გერმანიას პოდოლსკი დააკლდება.

გერმანია – ალჟირი

სავარაუდო შემადგენლობები:

გერმანია: ნოიერი – ბოატენგი, მერტეზაკერი, ჰუმელსი, ჰიოვედესი – ლამი, შვაინშტაიგერი, კროოსი – იოზილი, მიულერი, გიოტცზე. 

ალჟირი: მბოლი – მანდი, ალიში, ბუგერა, მესბა – მეჯანი, ბენტალები – ფეგული, ბრაიმი, ჯაბუ – სლიმანი.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Germany_Algeria_GEO_2