ცისკარიძე: “ამისულაშვილი – ეს იყო ფეხბურთელი დიდი ინტელექტითა და იუმორის კარგი გრძნობით!”

გუშინ ალექსანდრე ამისულაშვილმა საქართველოს ნაკრები დატოვა. ამ ფაქტს ეროვნული გუნდის წევრი, ზურაბ ცისკარიძე სოციალური ქსელი საშუალებით გამოეხმაურა.

“სამწუხაროა, რომ ამ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ნაკრები დატოვა. როდესაც მე საქართველოში სათამაშოდ ჩამოვედი, ამისულაშვილი იყო ერთ-ერთი, რომელმაც დიდი სიყვარულით მიმიღო. სასიამოვნოა, რომ მქონდა ბედნიერება, მასთან ერთად რამდენიმე თამაში ჩამეტარებინა. ორი სანაკრებო შეკრების, რამდენიმე კვირა ერთად ჭამისა და ვარჯიშის შემდეგ, უფრო კარგად მივხვდი, თუ როგორი პროფესიონალი და ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო იგი. ამისულაშვილი მინდორზე გუნდის უშიშარი ლიდერი გახლდათ. ეს იყო ბიჭი დიდი ინტელექტითა და იუმორის კარგი გრძნობით. მომენატრები, მეგობარო. მადლობა, კაპიტანო. მადლობა, “ამის”. 

“ინტერმა” ჩემპიონს მოუგო

აზერბაიჯანის ჩემპიონატის მორიგ ტურში ბაქოს “ინტერმა” უკვე გაჩემპიონებულ “ყარაბაღს” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 2:1 სძლია.

კახა ცხადაძემ გუნდის ოთხივე ქართველი ფეხბურთელი სასტარტოში დააყენა. ლომაიამ, ამისულაშილმა და სალუქვაძემ მატჩი სრულად ჩაატარეს, ხოლო ბაჩანა ცხადაძემ მოედანზე 76 წუთი დაჰყო და ყვითელი ბარათის მიღებაც მოახერხა.

აზერბაიჯანის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაშ კახა ცხადაძის გუნდი მეორე პოზიციაზე დაასრულებს.

“ინტერს” ლომაია დაუბრუნდა

აზერბაიჯანის ჩემპიონატის 34-ე ტურში ბაქოს “ინტერი” უშუალო კონკურენტს, “გაბალას” ესტუმრა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, რამაც ცხადაძის გუნდის მცირე საჩემპიონო შანსები კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა.

ბაქოელთა სასტარტოს დაუბრუნდა მკარე გიორგი ლომაია, მის გარდა ძირითადში დაიწყეს, ამისუალშვილმა და ცხადაძემ, რომელიც 70-ე წუთზე მენზე კოლიმ შეცვალა.

“ინტერის” აქტივში 30 თამაშში მოპოვებული 60 ქულაა და ლიდერ “ყარაბაღს” ბაქოელები 8 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა ერთი შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

ცხადაძემ “აზალს” ქართული დაცვით აჯობა

აზერბაჯანის ჩემპიონატის 31-ე ტურში კახა ცხადაძის “ინტერმა” “აზალს” უმასპინძა და 2:0 დაამარცხა.

“ინტერის” შემადგენლობას დაუბრუნდა ალექსანდრე ამისულაშვილი, რომელმაც გერმანიის ნაკრებთან მიღებული ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა. ამისულაშვილმა სალუქვაძესთან ერთად დაცვის ცენტრში ტანდემი შექმნა. ძირითადში იყო და მოედანზე 70 წუთი დაჰყო ბაჩანა ცხადაძემ.

27 მატჩი მოპოვებული 53 ქულით “იუნტერი” მეორე ადგილზეა და ლიდერ “ყარაბახს” 10 ქულით ჩამორჩება.

ამისულაშვილის გოლმა “ინტერს” ვერ უშველა (ვიდეო)

აზერბაიჯანის პრემიერლიგის 26-ე ტურში ბაქოს “ინტერმა” საკუთარ მოედანზე “გაბალა” მიიღო და მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.

მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში კაცა ცხადაძემ ადგილი ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულ სამივე ქართველს ანდო. სალუქვაძემ მოედანზე 57 წუთი დაჰყო, ხოლო ცხადაძემ და ამისულაშვილმა, რომელმაც 74-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, მატჩი სრულად ჩაატარეს. თადარიგში იყო მეკარე გიორგი ლომაია.

 

ამისულაშვილი ინტერში გადავიდა

გამოცდილი ქართველი ცენტრალური მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი კარიერას ბაქოს “ინტერში” გააგრძელებს.

რუსეთში გატარებული მრავალწლიანი კარიერის შემდეგ 31 წლის ფეხბურთელი ძალებს აზერბაიჯანულ ლიგაში მოსინჯავს.

ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ამისულაშვილი “კრილია სოვეტოვის” ღირსებას იცავდა, თუმცა სამარული კლუბის პრემიერლიგიდან გავარდნის შემდეგ ამისულაშვილმა კლუბის შეცვლა გადაწყვიტა.

ქართველი ფეხბურთელი “ინტერის” ღირსებას ერთი წლის განმავლობაში 5-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

რევაზ არველაძე: “ყველა მხარეს ურთიერთპატივისცემისკენ მოვუწოდებ”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, რევაზ არველაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ის ყველა მხარეს ურთიერთპატივისცემისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ეროვნული ნაკრები ალექსანდრე ამისულაშვილმა დატოვა, რასაც დიდი გამოხმაურება მოყვა.

“ფეხბურთში ხშირად ხდება ისე, რომ გუნდში რაღაც გაუგებრობა იქმნება. აქამდე, ჩვენთან ხერხდებოდა ის, რომ მათ ამხელა გამოხმაურებები არ მოჰყოლოდა.

კონფლიქტი ყველა მხარეს აზარალებს. ამრიგად, მინდა, მათ ვურჩიო, რომ ერთმანეთის და საზოგადოების მიმართ უფრო მეტი პატივისცემა გამოიჩინონ”, – ამბობს არველაძე.

ფედერაციის გენერალური მდივანის თქმით, საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხი და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ჯგუფში დაკავებული პოზიცია არადამაკმაყოფილებელია.

“სიმართლე გითხრათ, მეოთხე ადგილი და თამაშის ხარისხი დამაკმაყოფილებელი სულაც არ არის. თუმცა, ჩვენ მხოლოდ პირველი ნაკრები არ გვყავს. იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ წარმატებას მიაღწიეს, შრომა უნდა დაუფასდეთ.”