კარლო ანჩელოტი: “მე რევოლუცია არ მსურს!”

მიუნხენის “ბაიერნის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ამერიკულ ტელევიზია ESPN-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ბავარიულ კლუბზე, თავის სამწვრთნელო ფილოსოფიასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– მიუნხენში გატარებული ორი კვირის შემდეგ, როგორია თქვენი შთაბეჭილება კლუბზე, გუნდსა და ქალაქზე?
– თავიდანვე მივხვდი, რომ აქ კიდევ უფრო დიდ გამოცდილებას მივიღებდი. “ბაიერნი” ბრწყინვალე კლუბია, აქ ყველაფერი უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული, ქალაქი კი ძალიან ლამაზია. ფეხბურთელები კონცენტრირებულები არიან და ზოგადად, ვფიქრობ, რომ სეზონს კარგი შემადგენლობით ვხვდებით.

– უკვე მოასწარით თუ არა გუნდის კარგად შეფასება?
– ჯერ-ჯერობით ბევრი ფეხბურთელი შვებულებაშია. თუმცა, ჩემი აზრით, ყველა პოზიციაზე დიდი კონკურენციაა, რაც ჩვენთვის კარგია.

– თქვენ მსოფლიოს უდიდეს კლუბებში გიმუშავიათ, სადაც დიდ ფეხბურთელებს წვრნიდით. როგორ უყურებთ ახალ გამოწვევას?
– ჩემთვის გამოწვევა ყოველთვის ასეთია: ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება, შემდეგ სწორი სტრატეგიის შერჩევა, რათა ჩემს ბიჭებს თამაში გაუადვილდეთ. ყველას თავისებური ხასიათი აქვს.

– სამწვრთნელო კარიერა “რეჯანაში” დაიწყეთ. როგორ შეიცვალა მწვრნელობა გასული ოცი წლის მანძილზე?
– ყველაფერი ძალიან შეიცვალა. ოცი წლის წინ ჩემი საქმე განსხვავებული იყო. მაშინ 16 ფეხბურთელი უნდა გყოლოდა, კვირაში კი მხოლოდ ერთ მატჩს ატარებდი. ახლა 25 გყავს და სამ დღეში ერთ შეხვედრას ატარებ. დღესდღეისობით, მოედანზე ბევრი ვარჯიში აუცილებელი აღარაა, რადგან შეგიძლია, ფეხბურთელს ბევრი რამ ვიდეოს საშუალებით აუხსნა.

– ამ დროის მანძილზე, როგორ შეიცვალეთ თქვენ როგორც მწვრთნელი?
– ჩემი სტილი არ შეცვლილა. უკვე ვთქვი, რომ ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია. მათი დახმარებით მატჩის მიმდინარეობისას სწორი გადაწვყეტილება უნდა მივიღო.

– დღესდღეისობით, მწვრთნელობაში ტექნოლოგია ყველაზე მნიშვნელოვანია?
– მე ვიტყოდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიგოლოგიაა. 25 ფეხბურთელს წვრთნი, იქიდან კი მხოლოდ 11 უნდა ათამაშო. დარჩენილი 14 მოთამაშეს მოტივაცია უნდა შეუნარჩუნო და ვფიქრობ, ყველაზე რთული სწორედ ესაა. თამაში ყველას უნდა. მათ უნდა აუხსნა, რომ გუნდისათვის ძალიან მნიშნველოვანი ფიგურები არიან, თუნდაც მაშინ, როცა არ თამაშობენ.

– ეს ყველაზე რთული ნაწილია?
– დიახ, ასეა. ტექნოლოგია რთული არაა, რადგან მისი საშუალებით ხსნი, თუ როგორ უნდა ითამაშოს კონკრეტულმა ფეხბურთელმა.

– ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორი ტაქტიკით ათამაშებდა “ბაიერნს” პეპ გვარდიოლა ბოლო სამი წლის მანძილზე. რა ცვლილებას უნდა ველოდოთ თქვენი მოსვლის შემდეგ?
– მე რევოლუცია არ მსურს, რადგან ამ გუნდმა გვარდიოლას ხელში კარგი ფეხბურთი ითამაშა, ამიტომ ბევრი რამის შეცვლა არ მინდა. რა თქმა უნდა, ჩემი გეგმები მაქვს. ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

– გიფიქრიათ თუ არა რომელიმე ქვეყნის ნაკრების გაწვრთნაზე?
– არა. მე ყოველდღიური მუშაობა მომწონს, მომწონს, როდესაც ყოველდღე მოედანზე ვარ. მომავალში რა მოხდება, არ ვიცი. თუმცა, ამჟამად ჩემი სურვილი კლუბში მუშაობაა. ნაკრების გაწვრთნა რთულიცაა, რადგან ვარჯიშისა და გუნდის მომზადების დრო არ გაქვს. ამიტომაცაა, რომ გასულ ევროპის ჩემპიონატზე ბევრი მატჩი სანახაობით ვერ გამოირჩეოდა. ნაკრებში კარგი ფეხბურთის თამაში რთულია.

– ამ დროს, დაცვითი ფეხბურთის თამაში ადვილია…
– დიახ, რა თქმა უნდა. როცა ბურთი გიჭირავს, რაღაც უნდა შექმნა. უბურთოდ კი მხოლოდ თავს იცავ, ამიტომ ეს უფრო ადვილია.

– ხომ არ გეშინიათ იმის, რომ მალე გუნდების დიდი უმეტესობა დაცვით ფეხბურთსა და კონტრ-შეტევებზე თამაშს მიანიჭებს უპირატესობას?
– მე არ მეშინია, რადგან ფეხბურთი ყოველთვის ასეთი იყო. იყო დრო, როცა ბურთის დაჭერით წარმატების მიღწევა უფრო ადვილი იყო და იყო დრო, როცა კონტრ-შეტევით უკეთეს შედეგებს აღწევდნენ. ეს ფეხბურთია, რაიმე ახალს ვერ ვხედავ.

– ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას, თქვით, რომ არიგო საკის “მილანს” ბურთის დაჭერაც და კონტ-შეტევაზე თამაშიც შეეძლო. იმ გუნდში ამის ბალანსი იყო. როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა ის იდეალური ფეხბურთი?
– ჩემი აზრით, ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი ბალანსია. ბურთთან ერთად კარგად უნდა მოქმედებდე და უბურთოდ ყოფნის დროსაც, ასე უნდა იყოს.

– ზაფხულში თქვენი ყოფილი კლუბების – “მილანისა” და “რეალის” წინააღმდეგ მოგიწევთ თამაში. იქნება თუ არა ეს მატჩები თქვენთვის განსაკუთრებული?
– რა თქმა უნდა. მე “მილანის” ფეხბურთელი და მწვრთნელი ვიყავი. იქ 13 წელი გავატარე და დიდ წარმატებას მივაღწიე. “რეალში” ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდი, სადაც დიდი გამოცდილება მივიღე. ჩემთვის ორივე მატჩი განსაკუთრებული იქნება.

– როგორ ფიქრობთ, ამხანაგური მატჩებისათვის, როცა დიდ კლუბებს ეთამაშებით, ფეხბურთელების მომზადება უფრო ადვილია?
– დიდი კლუბების წინააღმდეგ ფეხბურთელები უფრო დიდი მოტივაციითა და კონცენტრაციით თამაშობენ. ასეთ მატჩებს უამრავი ადამიანი უყურებს. ყველამ იცის, რომ ამხანაგურ შეხვედრაში შედეგი ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის. მთავარი ისაა, რომ კარგად ითამაშო და სეზონს სასურველი ფორმით შეხვდე.

“ბაიერნი” – “მანჩესტერ სიტი” (LIVE)

გვარდიოლა “მანჩესტერ სიტით” მის ყოფილ გუნდს, მიუნხენის “ბაიერნს” უპირისპირდება. Fanebi.Com-ი გთავაზობთ ამ მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს.

“ბაიერნი”: ანჩელოტიმ გამარჯვებით დაიწყო; რიბერიმ და რობენმა გაიტანეს

დღეს კარლო ანჩელოტის დებიუტი ჰქონდა მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცის რანგში. “რეკორდმაისტერი” სტუმრად გერმანულ “ლიპსტადტს” დაუპირისპირდა…

შეხვედრაში ანგარიში გრინმა გახსნა მე-9 წუთზე. ამას მალევე მოჰყვა რობენის გოლი (მე-16 წუთზე). რიბერიმ 33-ზე სამამდე გაზარდა უპირატესობა. შემდეგ იყო იოსვინგის ავტოგოლი და “ბაიერნი” მეორე ტაიმის საწყის წუთებში უკვე 4:0-ს იგებდა. თუმცა, მეტოქეთა ფეხბურთელებმა 52-ე, 57-ე და 88-ე წუთებზე შეძლეს სხვაობა ერთამდე შეემცირებინათ. საბოლოოდ, ანჩელოტიმ მაინც მოახერხა სადებიუტო შეხვედრის მოგება, ანგარიშით 3:4.

გთავაზობთ მატჩის მიმოხილვას…

ანჩელოტი:”ბეილი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ “ევრო 2016″ მისთვის უმნიშვნელოვანესი იქნებოდა”

დღეს “ევრო 2016”-ის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართება პორტუგალიისა და უელსის ნაკრებებს შორის. მოგეხსენებათ, ამ გუნდებში მადრიდიდს “რეალის” სუპერვარსკვლავები, კრიშტიანო რონალდო და გარეთ ბეილი თამაშობენ. ისინი, საკლუბო დონისგან განსხვავებით, ახლა ერთმანეთის პირისპირ ითამაშებენ.

ძალიან დამაინტრიგებელ მატჩზე ისაუბრა იტალიელმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, რომელიც რონალდოსა და ბეილს “რეალში” 2013-2015 წლებში წვრთნიდა:“რონალდო და ბეილი – ამ ორ მოთამაშეს ძალიან კარგად ვიცნობ. ჩვენ ორი წლის განმავლობაში მადრიდის “რეალი” გვაკავშირებდა. მინდა, გითხრათ, რომ ეს სპორტსმენები არიან საკუთარი საქმის პროფესიონალები. ისინი მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძვიან და სხვა არაფერი აინტერესებთ. შესაბამისად, მათი ერთმანეთის პირისპირ ნახვა ძალიან საინტერესო იქნება.”

“გარეთი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ  2016 წლის “ევროპის ჩემპიონატი” მისთვის და მისი გუნდისთვის ძალიან მნიშველოვანი ტურნირი იქნებოდა. უელსელებმა შესანიშნავად გაიარეს საკვალიფიკაციო ეტაპი და მოხვდნენ ამ ჩემპიონატზე. შემდეგ კი ნახევარფინალამდე მივიდნენ. რატომ არ შეიძლება ისინი წინ წავიდნენ და დიდ წარმატებას მიაღწიონ?!”

“პორტუგალიაში მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. კრიშტიანოს რომ თავი დავანებოთ, ამ გუნდს ნანი, რენატო სანჩესი და ჟოაო მოუნტინიო ჰყავს. მათ დიდ წარმატებას შეუძლიათ მიაღწიონ,” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

 

პეპის “სიტი” პირველ მატჩში “ბაიერნს” დაუპირისპირდება

პეპ გვარდიოლა “მანჩესტერ სიტის” მწვრთნელის რანგში პირველ მატჩს გერმანული “ბაიერნის” წინააღმდეგ გამართავს, რაც პრე-სეზონის პირველი ეტაპი იქნება.

ესპანელი სპეციალისტი მის ყოფილ კლუბს “ალიანს არენაზე”, 20 ივლისს დაუპირისპირდება, კლუბის დატოვებიდან დაახლოებით 2 თვის შემდეგ.

აღნიშნული მატჩი სადებიუტო იქნება კარლო ანჩელოტისთვისაც, რომელიც “ბაიერნს” ჩაუდგა სათავეში.

“სიტი” მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში ასევე დაუპირისპირდება “მანჩესტერ იუნაიტედსა” და დორტმუნდის “ბორუსიას.

კარლო ანჩელოტი: “ნეიმარი თუ ბეილი?”

მიუნხენის “ბაიერნის” მომავალმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ბეილსა და ნეიმარს შორის უკეთესი ფეხბურთელი დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტის ყოფილი კლუბი, “რეალი” 2 აპრილს “ელ კლასიკოში” “ბარსელონას” დაუპირისპირდება.

“ბეილი თუ ნეიმარი? ჩემი აზრით, ახლა ნეიმარი უკეთესი ფეხბურთელია. ის ძალიან დიდ პროგრესს განიცდის. ბეილიც ძალიან კარგი მოთამაშეა, მაგრამ მას ტრავმა ხშირად აწუხებს, რის გამოც მატჩებს ტოვებს”, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Marca.

გალიანი: “ანჩელოტი რომ დარჩენილიყო, ბაკა რეალში გადაბარგდებოდა”

“მილანის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ადრიანო გალიანიმ აღიარა, რომ კარლოს ბაკა “რეალში” გადაბარგებასთან ძალიან ახლოს იყო.

“ბაკა შესანიშნავი ფეხბურთელია, მე მას ორი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდი. მე მისი ყოფილი მწვრთნელიც, უნაი ემერიც ძალიან მომწონდა. ჩემის აზრით, ის საუკეთესო სპეციალისტია.

ბაკას შესახებ ანჩელოტიც მესაუბრებოდა. კარლო მადრიდში რომ დარჩენილიყო, ბაკა ახლა “რეალის” ფეხბურთელი იქნებოდა.” – განაცხადა გალიანიმ.

TOP 7: დიდი ფეხბურთელები, რომლებიც წარმატებული მწვრთნელები გახდნენ

შესანიშნავი საფეხბურთო კარიერა კარგ მწვრთნელობასთან არ ასოცირდება. ამის მაგალითები ბევრი არსებობს, თუმცა რა თქმა უნდა, ბევრი გამონაკლისიც გვაქვს. დღეს წარმოგიდგენთ 7 ადამიანს, რომლებმაც როგორც სათამაშო, ასევე სამწვრთნელო საქმიანობაში დიდ წარმატებას მიაღწიეს.

იოჰან კრიუფი

Johan Cruyff of Barcelona

ლეგენდალურმა ჰოლანდიელმა სახელი ”აიაქსში” თამაშით გაითქვა. ამსტერდამელთა შემადგენლობაში კრიუფი 1964-1973 წლებში ასპარეზობდა და ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 240 შეხვედრაში 190 გოლის ავტორი გახდა. სამშობლოში ასპარეზობის პერიოდში მან არაერთი ტიტული მოიგო. იგი ამის შემდეგ ”ბარსელონაში” გადაბარგდა, სადაც 5 წელი ითამაშა. მფრინავი ჰოლანდიელი სამჯერ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. სამწვრთნელო საქმიაობაში დიდ წარმატებას მან სწორედ კატალონიელთა მესაჭის როლში მიაღწია. ”ბარსელონაში” კრიუფმა   ახალი საფეხბურთო ფილოსოფია ჩამოაყალიბა, თანამედროვე ფეხბურთში კი მის მიმდევრად პეპ გვარდიოლა სახელდება. კრიუფი დღესაც მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელადაა მიჩნეული.

კენი დალგლიში

Blackburn Rovers Manager Kenny Dalglish

”მეფე კენი”, როგორც მას ”ლივერპულის” გულშემატკივრები ეძახიან, მერსისაიდელთა შემადგენლობაში 1977-1990 წლებში ასპარეზობდა. იქამდე კი შოტლანდიელი ფორვარდი გლაზგოს ”სელტიკის” ღირსებას იცავდა. დალგლიში ”ლივერპულის” ლიდერი იყო და ამ გუნდის მაისურით ყველა ტიტულის მფლობელი გახდა. სამწვრთნელო კარიერა მან სწორედ ”ენფილდზე” დაიწყო. 1985-91 წლებში შოტლანდიელმა მერსისაიდელებს 11 ტიტული მოაპოვებინა. იგი ”ლივერპულს” მწვრთნელის რანგში 2011-12 წლების სეზონში დაუბრუნდა, თუმცა ნაკლები წარმატებით და თანამდეობაც მალევე დატოვა. სხვა და სხვა დროს ასევე ”მეფე კენი” ”ბლექბერნს” და ”ნიუკასლს” ედგა სათავეში.

ანტონიო კონტე

Italy v Romania - International Friendly

იტალიელმა საფეხბურთო კარიერა ”ლეჩეში” დაიწყო, თუმცა მისი წარმატება ”იუვენტუსში” გატარებულ პერიოდს უკავშირდება. კონტე ტურინელთა მაისურით 1991-2004 წლებში ასპარეზობდა, ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 296 მატჩში 29 გოლის ავტორი გახდა. ყოფილ ნახევარმცველს აქტიური საფეხბურთო კარიერის განმავლობაში სერია ა ხუთჯერ აქვს მოგებული. მისი ყველაზე დიდი წარმატება კი 1995-96 წლების სეზონს უკავშირდება, როდესაც კონტემ ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიპოვა. იტალიელმა სამწვრთნელო საქმიანობა 2006 წელს ”არეცოში” დაიწყო. 2011 წელს კი მან ”იუვენტუსი” ჩაიბარა. ”ბებერმა ქალბატონმა” მისი მესაჭეობით სამჯერ სერია ა, ერთხელ იტალიის თასი და ორჯერ იტალიის სუპერ თასი მოიგო. ამჟამად კონტე იტალიის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელია, რომელსაც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზეც გაწვრთნის

დიეგო სიმეონე

FBL-ESP-LIGA-ATLETICO-ESPANYOL

“არგენტინელ ჯარისკაცს”, როგორც მას ეძახდნენ, შესანიშნავი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა. ”ჩოლოს” კარიერაში განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ეპიზოდი 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა, როდესაც მან მსაჯს დევიდ ბექჰემი გააძევებინა. ამის გამო სიმეონეს ”ცუდი ბიჭი” შეარქვეს. არგენტინელ ნახევარმცველს ერთ-ერთ ყველაზე ტექნიკურ ფეხბურთელად მიიჩნევდნენ. ამჟამად სიმეონე მადრიდის ”ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელია, რომელთან ერთადაც ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო და კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

ლორან ბლანი

Real Madrid CF v Paris Saint-Germain - UEFA Champions League

ყოფილმა ფრანგმა მცველმა საფეხბურთო კარიერაში განსაკუთრებულ წარმატებას სანაკრებო დონეზე მიაღწია. 1998 წელს მან მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 2000 წელს კი ბლანმა ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალიც ირგუნა. საკლუბო კარიერაში გამოსარჩევი მისი ”ბარსელონაში”, ”ინტერსა” და ”მანჩესტერში” გატარებული პერიოდია. ფრანგმა სამწვრთნელო კარიერაში სახელი ”ბორდოში” გაითქვა, როდესაც ჟირონდელებთან ერთად 2008-09 წლების სეზონში ლიგა 1-ის გამარჯვებული გახდა. ბლანმა საფრანგეთის ნაკრები 2012 წელს ევროპის ჩემპიონატზეც ათამაშა. ამჯამად იგი ”პარი სენ-ჟერმენის” დამრიგებელია.

კარლო ანჩელოტი

FBL-ESP-LIGA-REALMADRID-ALMERIA

ყოფილმა ნახევარმცველმა საფეხბურთო კარიერა ”პარმაში” დაიწყო, პირველი ტიტული კი ”რომაში” ასპარეზობის პერიოდში მოიპოვა. ამის შემდეგ იყო ”მილანი” სადაც 56 წლის დამრიგებელი 8 ტიტულის მფლობელი გახდა.  სამწვრთნელო საქმიანობაში მისი თავდაპირველი წარმატება სწორედ ”როსონერის” უკავშირდება. ”ლომბარდიელებს” მან ყველა საკლუბო ტიტული მოაპოვებინა. შემდეგ კი ”ჩელსი”, ”პსჟ” და მადრიდის ”რეალი” იყო. ანჩელოტი ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო. მან ასევე სამ სხვადასხვა ქვეყანაში მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. იგი მომავალი სეზონიდან სათავეში მიუნხენის ”ბაიერნს” ჩაუდგება და შეეცდება, თავის შესანიშნავ კარიერას კიდევ არაერთი ტიტული შემატოს.

პეპ გვარდიოლა

FBL-GER-BUNDESLIGA-HANNOVER-BAYERN MUNICH

”ბარსელონას” ლეგენდამ სახელი სწორედ ამ გუნდში ასპარეზობით გაითქვა. ყოფილი მცველი ”კატალონიელთა” მაისურით არა ერთი ტიტულის მფლობელი გახდა. იგი ”ბლაუგრანას” ღირსებას 1990-2001 წლებში იცავდა და ამ დროის განმავლობაში 263 შეხვედრა ჩაატარა. გვარდიოლა ”ბარსელონას” სათავეში 2008 წელს ჩაუდგა. მან გუნდში ახალი სათამაშო ფილისოფია დაამკვიდრა, რითაც ”კამპ ნოუს” ბინადრები მსოფლიოს საუკეთესო კლუბად აქცია. გვარდიოლა ამჟამად მიუნხენის ”ბაიერნის” მთავარი მწვრთნელია, თუმცა უკვე ოფიციალურად გამოცხადებულია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი სათავეში მანჩესტერ ”სიტის” ჩაუდგება.

ანჩელოტი: “გგონიათ, ყოველთვის მწვრთნელია დამნაშავე”?

მადრიდის “რეალის” ყოფილი თავკაცი კარლო ანჩელოტი აცხადებს, რომ მისთვის “სამეფო კლუბის” ხელმძღვანებლობის მიერ ბენიტესის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება გაუგებარია.

შეგახენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, “რეალმა” ფლორენტინო პერესი გაათავისუფლა, გუნდი კი ზინედინ ზიდანმა ჩაიბარა.

“რეალს” პრიმერა დივიზიონისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი ისევ ჰქონდა, თუმცა ფლორენტინო პერესმა ბენიტესის გაშვება გადაწყვიტა. ვიცი, რომ მწვრთნელს ყოველთვის შედეგს სთხოვენ და ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩემთვის კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაუგებარია. ბენიტესი გუნდს მხოლოდ ნახევარი სეზონის განმავლობაში ავარჯიშებდა. თქვენ გგონიათ, ყოველთვის მწვრთნელია დამნაშავე? ყველამ თავის შეცდომებზე უნდა იფიქროს.

ზიდანი? ჩვენ ერთად მართლაც კარგი დრო გავატარეთ. ის ჩემი დამხმარე იყო. ვფიქრობ, დრო ყველა კითხვაზე გაგვცემს პასუხს. ჩემი აზრით, ზიზუს შეუძლია, რომ გუნდს კარგად უხელმძღვანელოს. მე მას წარმატებებს ვუსურვებ”, – ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს abc.es.

ოფიციალურად: კარლო ანჩელოტი “ბაიერნს” გაწვრთნის

მიუნხენის “ბაიერნს” მომდევნო სეზონიდან კარლო ანჩელოტი გაწვრთნის, ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ კარლ-ჰაინც რუმინეგემ დაადასტურა.

“გვარდიოლას მადლობას ვუხდით, იმედი მაქვს, ის ამ სეზონს წარმატებით დაასრულებს. რაც შეეხება ანჩელოტის, მისი სახით გუნდს ძალიან წარმატებული მწვრთნელი უხელმძღვანელებს”, – ციტირებს “ბაიერნის” დირექტორის სიტყვებს Goal.Com-ი.

რონალდუ: “ანჩელოტი დიდ დათვს ჰგავს”

მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდუმ თავის ყოფილ მწვრთნელ კარლო ანჩელოტიზე ისაუბრა და მასთან ერთად კიდევ ერთხელ მუშაობის სურვილი გამოთქვა.

“თავდაპირველად, მეგონა, რომ ანჩელოტი რთული პიროვნება იყო, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. ის დიდ დათვს ჰგავს, რომელიც ძალიან საყვარელი და დადებითი პიროვნებაა. ვისურვებდი, ყველა ფეხბურთელს ჰქონდეს იმის შანსი, რომ ანჩელოტისთან ერთად იმუშაოს. გამიხარდება, თუ მას ჩემს მწვრთნელად კიდევ ერთხელ ვიხილავდი, თუმცა “რეალში” ახლაც კარგი თავკაცი გვყავს”, – ციტირებს პორტუგალიელის სიტყვებს Goal.Com-ი.

ანჩელოტი: “ჩემი ფავორიტი მარკო ვერატია”

“მილანისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოარჩია და შემდეგ თავისი ფავორიტი დაასახელა.

“ასარჩევად რომ მქონდეს საქმე, ორ ახალგაზრდა ფეხბურთელს შევიძენდი – ლორენცო ინსინიესა და ფედერიკო ბერნადესკის. ძალიან მომწონს დანიელე ბასელი და პაულო დიბალა, მაგრამ ჩემი ფავორიტი ფეხბურთელი მხოლოდ მარკო ვერატია”, – ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Bleacher Report-ი.

შეგახსენებთ, რომ მარკო ვერატი “პარი სენ-ჟერმენში” მაშინ გადავიდა, როცა გუნდს ანჩელოტი წვრთნიდა.