ანჩელოტი რამოსს დასვენების საშუალება მისცემს

რამოსი-პეპეს დუეტი მიმდინარე სეზონში ფაქტობრივად უალტერნატივოა. სერხიომ სამი შეხვედრა გამოტოვა, პეპემ კი მხოლოდ ერთი.

მარკას ცნობით, კარლო ანჩელოტი უახლოეს მატჩში რამოსს დასვენების საშუალებას მისცემს და მას ჩემპიონთა ლიგისთვის შეინახავს. შეგახსენებთ, რომ ლიგაში “რეალი” “შალკეს” შეხვდება, შემდეგ კი პრიმერას მატჩი “ატლეტიკოსთან” გაარკვევს ურთიერთობებს.

ასეთ ვითარებაში ძირითადში დამკვირდების შანსი რაფაელ ვარანს ეძლევა, რომელიც ტრამების შემდეგ ოპტიმალურ ფორმაში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

ანჩელოტი: “კასილიასიც და ლოპესიც პირველი ნომრები არიან”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გუნდის მეკარე, იკერ კასილიასი ესპანეთის თასის მეოთხედფინალურ მატჩში კარგი თამაშის შემდეგ შეაქო. შეგახსენებთ, მადრიდელებმა “ესპანიოლის” დამარცხება მოახერხეს მინიმალური ანგარიშით. იკერმა კი, ახალი რეკორდი დაამყარა და კარს მშრალად უკვე 592 წუთის განმავლობაში ინახავს.

“მინდა მივულოცო იკერს. ის შესანიშნავ ფორმაშია. ეს რეოკორდი მან საკუთარი შრომით დაიმსახურე და ამით გუნდსაც ეხმარება. რაც მთავარია, ჩვენი ორივე კიპერი სტაბილურობით გამოირჩევა და მეც თამამად მივმარტავ როტაციას. ასე რომ კასილიასიც და ლოპესიც ჩვენთან პირველ ნომრები არიან” – განაცხადა ანჩელოტიმ.

ანჩელოტი: “ისკო ჩვენს ახალ ტაქტიკას მოერგება”

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი აცხადებს, რომ ისკო გუნდის ახალ ტაქტიკას კარგად მოერგება.

“ვფიქრობ, 4-3-3 სისტემით თამაში უფრო სწორი იქნება. ამ დროს, დაცვის ხაზს სამი ნახევარმცველი ეხმარება. შესაძლოა, ეს ცვლილება ისკოსათვის ცოტათი ძნელი იყოს, მაგრამ მიმაჩნია, რომ მას ლუკა მოდრიჩის ან დი მარიას პოზიციაზე თამაში მშვენივრად შეუძლია. ძველი ტაქტიკა ნამდვილად არ დამვიწყებია და მას ისევ ხშირად გამოვიყენებ”, – ამბობს ანჩელოტი.

“იუვე” და “ინტერი” მორატაში 13 მილიონს იხდიან

მადრიდის “რეალის” ფორვარდი ალვარო მორატა კვლავ რჩება ევროპული გრანდების ინტერესთა სფეროში. ფორვარდის სამსახურით იტალიური “იუვენტუსი” და ინტერი არიან დაინტერესებულნი. ორივე გუნი მზად არის მადრიდის “რეალს” ფეხბურთელში 13 მილიონი ევრო გადაუხადოს.

თავად ფეხბურთელს კი მეტი სათამაშო დრო უნდა. მორატას დაკარგვა არც “რეალის” მთავარ მწვრთნელ, კარლო ანჩელოტის სურს.

კარლო ანჩელოტიმ “ესპანიოლთან” ქუსლით პასი გააკეთა

12 იანვარს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “ესპანიოლსა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართულ შეხვედრაში, “სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ქუსლით პასი გააკეთა.

ანჩელოტი: “პეპე დავარწმუნე, რომ “რეალში” დარჩენილიყო”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ გუნდის პორტუგალიელი მცველი, პეპე დაარწმუნა, რომ “სამეფო კლუბში” დარჩენილიყო, ამის შესახებ თავად იტალიელი სპეციალისტი აცხადებს.

შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “ესპანიოლსა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართულ შეხვედრაში (0:1), ერთადერთი გოლი პეპემ გაიტანა.

“ვფიქრობ, პეპე კარგ სეზონს ატარებს. სეზონის წინ, მასთან ვისაუბრე და დავარწმუნე, რომ ის “რეალში” უნდა დარჩენილიყო”, – ამბობს ანჩელოტი.

ანჩელოტი: კასილიასმა კარიერა “რეალში” უნდა დაასრულოს

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უჭირს არჩევანის გაკეთება იკერ კასილიასსა და დიეგო ლოპესს შორის.

პრიმერას მატჩებში “რეალის” კარს დიეგო ლოპესი იცავს, ხოლო ესპანეთის თასის და ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში შანსი იკერ კასილიასს ეძლევა.

“ჩემს განკარგულებაში ორი უმაღლესი დონის მეკარეა, და გადაწყვეტილების მიღება მიჭირს. თავიდან ლოპესს ვანიჭებდი უპირატესობას, მაგრამ იმაზე ფიქრი, რომ კასილიასი სათამაშო პრაქტიკის გარეშე რჩება, რთული იყო. მეკარეთა როტაცია იოლი საქმე არ არის.  საბედნიეროდ ორივე მეკარე ამას გაგებით ეკიდება. პირადად ვიბრძოლებ იმისათვის, რომ კასილიასმა კაირერა “რეალში” დაასრულოს” – განაცხადა ანჩელოტიმ.

ანხელ დი მარიას უხამსობა (ვიდეო)

გუშინ გამართულ “რეალისა” და “სელტას” შეხვედრას სკანალის გარეშე არ ჩაუვლია.

მატჩის 65-ე წუთზე წუთზე კარლო ანჩელოტიმ არგენტინელი მოედნიდან გაიყვანა და მის ნაცვლად გარეთ ბეილის შეყვანა გადაწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილება დი მარიამ უცნაურად გააპროტესტა და სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივარს უხამში ჟესტი უჩვენა.

საქმე იმაშია, რომ მთელი მატჩის მანძილზე გულშემატკივარი ნახევარმცველს სტვენით ხვდებოდა, რადგან თვლიდა, რომ არგენტინელი ბოლომდე არ იხარჯებოდა. მოედნიდან გასვლის დროს კი, დი მარიამ უხამსი ჟესტი უპასუხა სტადიონზე შეკრებილ მაყურებელს.

არსებობს ვარაუდი, რომ ეს არა მხოლოდ გულშემატკივარს, არამედ გარეთ ბეილსაც ეხებოდა, რადგან უელსელის მადრიდში გადმოსვლის შემდეგ, დი მარიას სასტარტოში მოხვედრასთან პრობლემები შეექმნა.

იბრაჰიმოვიჩი ანჩელოტის თმებზე წაეთამაშა

როგორც იცით, 2 იანვარს, ამხანაგურ შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” “პარი სენ-ჟერმენი” ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩის მეორე ტაიმის დაწყების წინ, სახალისო რამ მოხდა – შვედი თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი “რეალის” მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის თმებზე წაეთამაშა.

ანჩელოტი: “ხაბი ალონსო გვჭირდება”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ხაბი ალონსოს საკითხზე კიდევ ერთხელ ესაუბრა ჟურნალისტებს.

“კლუბში არ გვაქვს ინფორმაცია, თითქოს ალონსოს წასვლა სურს. გაახანგრძლივებს ალონსო კონტრაქტს თუ არა, ზაფხულამდე ის მაინც ჩვენ მოთამაშედ დარჩება.

ალონსო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა ჩვენს გუნდში. ხელმძღვანელობასთან ამ საკითზე არ მისაუბრია. აქ ყველაფერი ისედაც ნათელია. ხაბი ალონსოს დარჩება ყველას ძალიან უნდა. ის ხომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია” – განაცხადა ანჩელოტიმ.

ხაბი ალონსოს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება. თუ მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ შეთანხმდენე, ფეხბურთელს პირველი იანვრიდან შეეძლება სხვა კლუბებთან მოლაპარაკების დაწყება.

ბეილი “ვალენსიასთან” ვერ ითამაშებს

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ გარეთ ბეილი “ვალენსიასთან” გასამართ შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს.

“ბეილის დაზიანება სერიოზული არ არის, მაგრამ ჩვენ გადავწყვტეთ, რომ უელსელი დავასვენოთ” – განუცხადა ანჩელოტიმ ესპანურ პრესას.

სატურნირო ცხრილში “რეალი” მესამე პოზიციაზე, ხოლო “ვალენსია” მეათეზე. მესტალიაზე გასამართი შეხვედრა 23 დეკემბერს, თბილისის დროით 00:00 საათზე აიღებს სტარტს.

ათი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი მსოფლიო ფეხბურში

ბრაზილიურმა სპორტული ბიზნესის კომპანია Pluri Consultoria-მ ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელთა სია გამოაქვეყნა.

სიაში პირველ ადგილს მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა იკავებს. ესპანელი სპეციალისტი ბავარიული კლუბისგან, წელიწადში, ხელფასის სახით 17 მილიონ ევროს იღებს.

მეორე პოზიციას იკავებს ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, რომელსაც ინგლისურ კლუბში 10 მილიონ ევროს უხდიან.

გთავაზობთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელთა ათეულს:

1. პეპ გვარდიოლა (მიუნხენის “ბაიერნი”) – 17 მილიონი.
2. ჟოზე მოურინიო (ლონდონის “ჩელსი”) – 10 მილიონი.
3. მარჩელო ლიპი (“გუანჟოუ ევერგრანდი”) – 10 მილიონი.
4. არსენ ვენგერი (ლონდონის “არსენალი”) – 8.2 მილიონი.
5. ფაბიო კაპელო (რუსეთის ნაკრები) – 7.8 მილიონი.
6. კარლო ანჩელოტი (მადრიდის “რეალი”) – 7.5 მილიონი.
7. დევიდ მოიესი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 5.9 მილიონი.
8. ხერარდო მარტინო (კატალონიის “ბარსელონა”) – 5.4 მილიონი.
9. იურგენ კლოპი (დორტმუნდის “ბორუსია”) – 4.3 მილიონი.
10. მანუელ პელეგრინი (“მანჩესტერ სიტი”) – 4.1 მილიონი.

დიტო ჭიჭინაძე