ანდრეა პირლო სამუშაოდ თურქეთში მიდის

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, რომ ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი თავკაცი ანდრეა პირლო სამწვრთნელო კარიერას თურქეთში განაახლებს.

წყაროს თანახმად, პირლო “ფათიჰ ქარაგიუმრიუქს” ჩაიბარებს. მხარეებს შორის ორწლიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება.

გასულ სეზონში “ფათიჰ ქარაგიუმრიუქმა” თურქეთის ჩემპიონატში მერვე პოზიცია დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლო “იუვენტუსს” 2020-დან 2021 წლამდე თავკაცობდა. მას სხვა სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს.

ანდრეა პირლოს სერია A-ს კლუბი იწვევს

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ მომდევნო სეზონში შესაძლოა, სამწვრთნელო კარიერა განაახლოს.

იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ ტიაგუ მოტა “სპეციას” თავკაცის პოსტის დატოვებას აპირებს, მის შემცვლელად კი კლუბი სწორედ პირლოს კანდიდატურას განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლო “იუვენტუსს” სათავეში 2020 წლის აგვისტოდან 2021 წლის მაისამდე ედგა. ეს მისი ერთადერთი სამწვრთნელო გამოცდილებაა.

“სპეციამ” იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 35 მატჩში 33 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილი უკავია. გუნდს უმაღლეს დივიზიონში დარჩენა გარანტირებული ჯერ არ აქვს.

პირლოს იტალიური კლუბი იწვევს

შესაძლოა, ანდრეა პირლომ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს.

“სკაი იტალიას” ცნობით, 42 წლის იტალიელს “სალერნიტანა” იწვევს. წყაროს თანახმად, კლუბმა პირლოს ოთხწლიანი კონტრაქტი შესთავაზა. მანამდე “სალერნიტანა” დელიო როსის, ჯენარო გატუზოსა და კლაუდიო რანიერის იწვევდა, თუმცა შემოთავაზებას არცერთი მათგანი არ დათანხმდა.

“სალერნიტანას” იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში 12 ქულა აქვს მოგროვებული და სატურნირო ცხრილში უკანასკნელი პოზიცია უკავია.

პირლო: იყო თუ არა პენალტი?

ფეხბურთის იტალიური სკოლის გენიალური წარმომადგენელი, ანდრეა პირლო, მადრიდის “რეალსა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის გამართული მატჩის (1-3 “სანტიაგო ბერნაბეუზე”) ერთ-ერთ გადამწყვეტ და ყველაზე სადავო ეპიზოდზე აფიქსირებს საკუთარ აზრს.

როგორც იცით, საქმე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩს ეხება, რომლის პირველი რაუნდი “ბლანკოსის” ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულა (0-3). გუშინ კი ძალიან ახლოს ვიყავით დამატებით ტაიმებთან, რომ არა ჯიჯის კარისაკენ დანიშნული თერთმეტმეტრიანი.

“იყო თუ არა პენალტი? შესაძლოა, მაგრამ ბუფონის მესმის. მის ადგილას რომ ვყოფილიყავი, გავგიჟდებოდი.ის აანალიზებდა, რომ ეს მისი ბოლო მატჩი იყო ჩემპიონთა ლიგაზე და ძალიან უნდოდა, რომ მოეგო.

მსაჯს შეეძლო, რომ “რეალისთვის” პენალტი დაენიშნა, ან არა, არჩევანი მას უნდა გაეკეთებინა. ლიგიდან გავარდნა “იუვეზე” ძალიან ცუდად იმოქმედებს,” – აცხადებს პირლო.

ანდრეა პირლო “ჩელსიში”, კონტესთან მუშაობის ვარიანტს განიხილავს

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი ფეხბურთელი, ანდრეა პირლო ლონდონის “ჩელსიში”, ანტონიო კონტეს დამხმარედ მუშაობის ვარიანტს არ გამორიცხავს.

“ჩემი მომავალი, ჯერ კიდევ არ ვიცი, რას ვაპირებ. ერთი რამ ფაქტია, იტალიაში დეკემბრის თვეში დავბრუნდები,”- აცხადებს ლეგენდარული ფეხბურთელია Gazetta dello Sport-თან საუბრისას.

“კონტეს დამხმარე მწვრთნელად მუშაობა? ხალხი ამ ვარიანტზე ბევრს საუბრობს, მეც მაქვს ჩემი ხედვები, მაგრამ ამ ყველაფრის გადასაწყვეტად დრო მჭირდება,” – აცხადებს იტალიელი.

როგორც იცით, პირლომ, რომელმაც ბოლო სამი წელი “ნიუ იორკ სიტის” შემადგენლობაში გაატარა და სადაცგასული სეზონის მხოლოდ 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ფეხბურთელის კარიერა რამდენიმე დღის წინ დაასრულა.

პირლო: “მილანი “სკუდეტოსთვის” იბრძოლებს? ასე არ ვფიქრობ”

იტალიელმა ლეგენდამ, ანდრეა პირლომ მის ყოფილ კლუბებზე, ტურინის “იუვენტუსა” და “მილანზე” ისაუბრა.

“იუვე” ისევ ის გუნდია, რომელსაც ყველა გუნდის დამარცხება სურს. ისინი გაძლიერდნენ დუგლას კოშტათი, ფედერიკო ბერნადესკითა და ვოიცეხ შჩესნით. ეს გუნდი კიდევ დაიმატებს ვინმეს.”

“ყველა სეზონის დასაწყისში ხალხი ამბობს, რომ უკვე მოვიდა “რომას”, “ნაპოლისა” თუ სხვა კლუბის დრო. თუმცა, ამდენი წელია, “ბებერი ქალბატონი” ჩემპიონი ხდება.”

“ბონუჩის წასვლა სამწუხაროა. იგი “მილანს” ქარიზმას და საერთაშორისო დონეზე ასპარეზობისას მიღებულ გამოცდილებით დაეხმარება. სამაგიეროდ, ეს ყველაფერი “იუვენტუსს” დააკლდება. “მილანი” “სკუდეტოსთვის” იბრძოლებს? ასე არ ვფიქრობ. როცა იწყებ ნულიდან და გყავს ათი ახალი ფეხბურთელი, პირდაპირ უმაღლესი მიზნის მიღწევა ურთულესია,” – განაცხადა ანდრეამ.

პირლოს “ნაპოლისა” და “იუვენტუსის” დაპირისპირებაში სურს მონაწილეობის მიღება

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, ანდრეა პირლო აღიარებს, რომ “ნაპოლისა” და “იუვენტუსს” შორის გასამართ დაპირისპირებაში სურს მონაწილეობის მიღება.

“ეს მატჩი მართლაც რომ ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ.

ეს თამაში ძალიან დაძაბული უნდა გამოდგეს, რადგანაც სასწორზე ბევრი მნიშვნელოვანი რამ დევს. რა თქმა უნდა, იგუაინის დაბრუნებასაც დიდი მნიშვნელობა ექნება.

ეს იმ თამაშთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელშიც მონაწილეობა ყველას უნდა, მათ შორის მეც. მაგრამ, ახლა ამერიკაში ვარ და აქ ყოფნით დიდ სიამოვნებასაც ვიღებ,” – აცხადებს “ნიუ იორკ სიტის” ფეხბურთელი.

გვარდიოლას “ბარსელონაში” პირლოს დამატება სურდა

“მილანის” ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ განაცხადა, რომ იტალიურ გუნდში ასპარეზობის პერიოდში მისი გადაბირება “ბარსელონას” იმჟამინდელ მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას სურდა.

“მილანში” ჩემი ყოფნის დროს “ნოუ კამპზე” ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ. შეხვედრის შემდეგ გვარდიოლამ საკუთარ ოფისში მიმიწვია და მკითხა, მინდოდა თუ არა “ბარსელონაში” გადასვლა. სასიამოვნო იყო, რომ ჩემით ასეთი კლუბი დაინტერესდა, მაგრამ “მილანი” გუნდიდან არ გამიშვებდა”, – ციტირებს პირლოს სიტყვებს L’equipe-ი.

შეგახსენებთ, რომ 37 წლის ანდრეა პირლო დღესდღეობით “ნიუ იორკ სიტის” ღირსებას იცავს.

ანდრეა პირლომ “ჩელსი” მოინახულა

37 წლის იტალიელმა ფეხბურთის ლეგენდამ, ანდრეა პირლომ ლონდონის “ჩელსის” ბაზა მოინახულა. იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კონტეს შეხვდა, რომელთანაც ის “იუვენტუსში” ყოფნის პერიოდში თანამშრომლობდა.

მიუხედავად მოულოდნელი ვიზიტისა, იტალიელი სპეციალისტი, ანტონიო კონტე უარყოფს ინფორმაციას პირლოსა და კლუბს შორის რაიმე სახის მოლაპარაკების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

“ანდრეა აქ მხოლოდ ჩვენს მოსანახულებლად მოვიდა. ამერიკაში, სადაც თამაშით ის დიდ სიამოვნებას იღებს, ის კიდევ ერთი წლით უნდა დარჩეს.”

ჟუნინიო: “პიანიჩი საჯარიმოების შესრულების ისეთივე სპეციალისტია, როგორიც მესი, რონალდუ და ბეილი”

ბრაზილიის ნაკრებისა და ფრანგული “ლიონის” ყოფილმა ვარსკვლავმა, ჟუნინიომ მირალემ პიანიჩის შესაძლებლობებზე ისაუბრა. საჯარიმოების ლეგენდარული შემსრულებელი თვლის, რომ “იუვენტუსის” ახალწვეული ისევე კარგად ურტყამს შორიდან, როგორც ლეო მესი, კრიშტიანუ რონალდუ და გარეთ ბეილი.

“პიანიჩი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო, როდესაც “ლიონში” გამოჩნდა. მიუხედავად ამისა, ადვილი იყო იმის შემჩნევა, რომ მას წინ დიდი მომავალი ელოდა.

ამ დროისთვის, მან საკმაო გამოცდილება შეიძინა. ჩემი გადმოსახედიდან, პიანიჩი საჯარიმოების შესრულების ისეთივე სპეციალისტია, როგორიც რონალდუ, მესი და ბეილი.

ვფიქრობ, რომ მირო პირლოს ბრწყინვალე ჩამნაცვლებელია. როდესაც მის ნიჭს, ქარიზმატულობას და სიყვარულს ხედავ ფეხბურთის მიმართ, შეუძლებელია პირლო არ გაგახსენდეს. მაგრამ, ისინი მაინც განსხვავებული ყაიდის ფეხბურთელები არიან.”

ანჩელოტი: “იტალიის ამჟამინდელ ფორმაციაში პირლოს ადგილი არ არის”

“ბაიერნის” იტალიელმა თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ პრესასთან იტალიის ეროვნული ნაკრების გეგმებზე ისაუბრა მომავალ ევროპის ჩემპიონატზე.

როგორც იცით, როგორღაც იტალიის განაცხადში ვერ მოხვდა ანდრეა პირლო. ამ ფაქტს კიდევ უფრო მეტ მისტიურობას სძენს ის ფაქტი, რომ გუნდს ვერც მარკო ვერატი ეხმარება და ვერც კლაუდიო მარკიზიო.

“კონტეს გუნდში ბევრი ვარსკვლავი არ ჰყავს, ამიტომაც მას გუნდისთვის შესაფერისი მოდელის მოძებნა დასჭირდება, თანაც მათ ვერც ვერატი დაეხმარება და ვერც მარკიზიო.

ვფიქრობ, რომ კონტე ინტენსიური თამაშებით აპირებს ფონს გასვლას, ამიტომაც არ აირჩია მან პირლო.

რა თქმა უნდა პირლო, როგორც ფეხბურთელი ძალიან მიყვარს. ღმერთო ჩემო, ის ხომ უდიდესი ტალანტია. მაგრამ ამერიკაში გადასვლა ნიშნავს, რომ ის სხვა რიტმს არის აყოლილი.

ის 37 წლის არის და თუ მწვრთნელს ინტენსიური თამაშების წარმართვა სურს, პირლოს გამოყენება არ ივარგებს. იტალიის წარმატებაში მთავარ როლს ტაქტიკური სვლები ითამაშებენ.”

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები E ჯგუფში იმყოფება, ბელგიის, შვედეთისა და ირლანდიის ნაკრებებთან ერთად.

ანდრეა პირლო: “მოედნის ხედვა? ამ კუთხით იოზილს გამოვარჩევდი”

ამერიკულ MLS-ში მოთამაშე ანდრეა პირლომ “არსენალის” გერმანელი ნახევარმცველი, მესუთ იოზილი შეაქო და აღნიშნა, რომ ის ყველაზე კრეატიული ფეხბურთელია ევროპის მასშტაბით.

“მესუთ იოზილი დაუჯერებელი პასებით ამარაგებს მის წინ მოთამაშე თავდამსხმელებს. მოედნის ხედვის კუთხით, ის საუკეთესოა (ევროპაში).

შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის, ის ყველაზე კრეატიული ფეხბურთელია მსოფლიოში.” – განაცხადა 36 წლის იტალიელმა.

გერმანელმა ნახევარმცველმა   წლევანდელ სეზონში 4 გოლის გატანა და 16 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახერხა.