არგენტინელი გარემარბი საფრანგეთის ჩემპიონებს მომავალ კვირაში შეუერთდება.
ბრიტანული გამოცემა Express-ის ინფორმაციით, ანხელ დი მარია მის მომავალ გუნდს პირადი კონტრაქტის საკითხებზე შეუთანხმდა.
იყო ვარაუდი, რომ ორშაბათს ანხელი პარიზში ჩაფრინდებოდა და სამედიცინო შემოწმებას გაივლიდა, მაგრამ “მანჩესტერი” და “პსჟ” ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდნენ ტრანსფერის ფასზე.
“ოლდ ტრაფორდის” ბინადრებმა 27 წლის შემტევი 60 მილიონ ფუნტად იყიდეს, მაგრამ ინგლისელებს ამ ტრანსფერში რამდენიმე მილიონის ზარალი მაინც ექნებათ.