დი მარია “პსჟ”-ში გადასვლას დათანხმდა

ფრანგული გამოცემა “ლე პარიზიენი” იუწყება, რომ ანხელ დი მარია “მანჩესტერ იუნაიტედში” დარჩენას არ აპირებს. წყაროს თანახმად, 27 წლის ფეხბურელი “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლას დათანხმდა.

პარიზელები მზად არიან, დი მარიას სანაცვლოდ “წითელ ეშმაკებს” 60 მილიონი ევრო შეაძლიონ. ფრანგებმა გარიგებაში შესაძლოა, კლუბის ჰოლანდიელი მცველი გრეგორი ვან დერ ვილიც ჩართონ.

შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარია “მანჩესტერ იუნაიტედში” მადრიდის “რეალიდან” გასულ წელს გადავიდა. ფეხბურთელმა 2014/15 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 32 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

“მანჩესტერი” “ბაიერნისთვის” დი მარიას ფასი დაასახელა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ანხელ დი მარია, შესაძლოა “ბაიერნში” გადაბიდეს.

გერმანული პრესის ცნობით, “მანჩესტერის” დირექტირი ედ ვუდვორდი და “ბაიერნის” ხელმძრავნელი მიჰაელ რეშკე არგენტინელი ტრანსფერზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელები მზად არიან დი მარიას 50 მილიონად შეელიონ, რაზეც “ბაიერნი” დიდი ალბათობით არ დათანხმდება.

2014 წლის ზაფხულში დი მარია “მანჩესტერ იუნაიტედში” “რეალიდან” 75 მილიონ ევროდ გადავიდა.

მესი დი მარიას “ბარსელონაში” გადმოსვლისკენ მოუწოდებს

ლეო მესის “ბარსელონაში” ანხელ დი მარიასთან ერთად თამაში სურს.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლეო მესიმ ანხელ დი მარიას “ბარსელონაში” გადასვლა სთხოვა. ისინი კოპა ამერიკაზე ერთად იცავენ არგენტინის ღირსებას.

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ “რეალის” ექს-ფეხბურთლი ლა ლიგაში ადაპტირებას სწრაფად მოახდენს და “ბლაუგრანას” სერიოზულად გააძლიერებს.

შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარიას კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს: “ბაიერნში” და “პსჟ”-ში, მაგრამ არცერთ გუნდს “წითელ ეშმაკებთან” მოლაპარაკებები არ დაუწყია.

გასულ სეზონში, ანხელ დი მარიამ პრემიერ ლიგაში 27 მატჩი ჩაატარა, სადაც გაიტანა სამი გოლი და გააკეთა 12 საგოლე გადაცემა.

Bild: “მანჩესტერი” და “ბაიერნი” ხმაურიანი გაცვლისთვის ემზადებიან

ორმა საფეხბურთო გიგანტმა შესაძლოა, სულ მალე მსოფლიო შოკში ჩააგდოს.

გერმანული გუნდი მზადაა, ბასტიან შვაინშტაიგერი “ოლდ ტრაფორდზე” გაუშვას, ხოლო სანაცვლოდ დი მარიას გაფორმება სურს.

ასეთ პირობებში, “ბაიერნის” 30 წლის ნახევარმცველი ინგლისში გააგრძელებს კარიერას და “რეკორდმეისტერები” “წითელ ეშმაკებს” დამატებით 25-26 მილიონს გადაუხდიან, არგენტინელი წინახაზელის სანაცვლოდ.

ამას გარდა, ბრიტანეთის და გერმანიის სანდო წყაროები იტყობინებიან, რომ “მანჩესტერი” კიდევ ერთი წელი დაიცდის და შვაინშტაიგერს უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმებს.

დი მარიას “რეალში” დაბრუნება სურს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველ ანხელ დი მარიას მადრიდის “რეალში” დაბრუნება სურს.

ტელეკომპანია La Sexta-ს ცნობით, არგენტინელმა ფეხბურთელმა თავის აგენტ ჟორჟე მენდეშს “სამეფო კლუბში” დაბრუნების შესაძლებლობის გარკვევა სთხოვა, თუმცა “რეალის” წარმომადგენელმა დი მარიას აცნობა, რომ გუნდს იგი აღარ სჭირდება.

გასულ სეზონში ანხელ დი მარიამ 27 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ათი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

დი მარიამ დე ხეას ულამაზესი რაბონა პენალტი გაუტანა (ვიდეო)

“მანჩესტერის” რამდენიმე ფეხბურთელი მთავარი სპონსორის “შევროლეს” რეკლამაში იყო მიწვეული. ისინი გუნდის მთავარ მეკარეს, დავიდ დე ხეას პენალტებს ურტყამდნენ.

ერთ-ერთი დარტყმის დროს, ანხელ დი მარიამ ესპანელ მეკარეს რაბონას სტილში ბრწყინვალე პენალტი გაუტანა.

დი მარია: „მსურს, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისტორიაში შევიდე“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ „წითელ ეშმაკებში“ თავისი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

„ინგლისში ჩემი პირველი სეზონით კმაყოფილი ვერ ვიქნები. „რეალიდან“ აქ იმიტომ მოვედი, რომ ტიტულები მოვიგო. ეს სეზონი ჩემთვის ცუდი გამოდგა. გულდაწყვეტილი ვარ, რადგან უკეთესად თამაში შემიძლია. ინგლისელ გულშემატკივრებს ნამდივლი დი მარია ჯერ არ უნახავთ.

ჩემი მიზანი არამხოლოდ კარგი სეზონის ჩატარება, არამედ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისტორიაში შესვლაა“, – განაცხადა არგენტინელმა.



ვან გაალი: “დი მარია უნდა შეიცვალოს”

“მანჩესტერის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ვან გაალმა მისი გუნდის არგენტინელ ნახევარმცველს შეცვლისკენ მოუწოდა.

“მოთამაშეები გუნდის ფილოსოფიას უნდა მოერგონ. ამის გაკეთება დი მარიასაც მოუწევს. მას ეს შეუძლია, უნდ ესმოდეს, რომ საჭიროა”.

“როდესაც ღია მწვრთნელი ხარ, ყველაფერს ამბობ. ამას ანხელს მის საკეთილდღეოდ ვეუბნები. ძველი შეცდომა ყოველთვის ტოვებს კვლავს მოთამაშის კარიერაზე. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში”.

“არანაირად არ ვამბობ, რომ ანხელი ცუდი ფეხბურთელია. მას აქვეს იმის პოტენციალი, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყოს. ამისთვის კი შრომაა საჭირო. დი მარია უნდა შეიცვალოს,”-განაცხადა ვან გაალმა.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, დი მარიამ 26 მატჩი ჩაატარა. გაიტანა 3-ჯერ და გაატანინა ცხრაჯერ.

მარტინო: “სამწუხაროა, რომ დი მარიას “რეალიდან” წასვლა მოუწია”

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხერარდო მარტიომ ანხელ დი მარიას შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ნახევარმცველმა მადრიდული კლუბი დატოვა და “მანცესტერ იუნაიტედში” გადავიდა.

“სამწუხარაო, რომ დი მარიას “რეალიდან” წასვლა მოუწია, მაგრამ ჩემთვის ეს არაფერს ცვლის. ის ექსტრაორდინალური ფეხბურთელია, რომელმაც კარიერის გასაგრძელებლად რთული გზა აირჩია” – განაცხადა მარტინომ.

მიმდიანრე სეზონშ დი მარიამ პრემიერლიგის 26 მატჩი მიიღ მონაწილეობა და 3 გოლთა ერთად 10 საგოლე პასიც შეასრულა.

“პსჟ”-ს დი მარია არენდით სურს

არგენტინელმა შეიძლება, “ოლდ ტრაფორდი” მომდევნო ზაფხულშივე დატოვოს.

მემფის დეპაის ოფიციალურად დამატების შემდეგ, ლუი ვან გაალი მზად არის, გუნდიდან ყველაზე პასიური გარემარბი გაუშვას. ასეთია, ანხელ დი მარია, რომელიც “წითელმა ეშკამებმა” სარეკორდო თანხა 60 მილიონად იყიდეს და საკუთარი შესაძლებლობები ვერ წარმოაჩინა.

“პსჟ” იძულებულია, ფინანსური ფეირ-პლეის არდარღვევის გამო, ფეხბურთელში დიდი თანხა ვერ გადაიხადოს, ამიტომაც, ფრანგები ინგლისურ გუნდს ანხელ დი მარიას არენდას შესთავაზებენ.

ამის გარდა, დედაქალაქური გუნდი განიხილავს რადამელ ფალკაოს ვარიანტსაც. “პარის სენ-ჟერმენი” დი მარიაში 6 მილიონს იხდის.

დი მარია: „კარგად გვესმის, რომ წინ ბევრი რთული მატჩი გველის“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ სეზონის ბოლო ნაწილის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ წინ არაერთი რთული მატჩი გველის, რომელშიც სეზონის ბედი გაირკვევა. უახლოესი დაპირისპირებების შესახებ ვიცით და ამ პერიოდზე დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობთ. ვიცოდით, რომ ყველაფერი ასე იქნებოდა. ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა გვსურს და ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ“, – განაცხადა არგენტინელმა.

იხილეთ ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილი

ვან გაალი: “ვფიქრობ, დი მარია დარჩება”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი გუნდის ახალწვეულ, ანხელ დი მარიას გამოექომაგა, რომელიც ბოლო დროს კრიტიკის ქარ-ცეცხლშია გახვეული.

27 წლის ნახევარმცველი ინგლისში გასულ ზაფხულს 60 მილიონ ფუნტად გადაბარგდა, ხოლო 1 დეკემბრის შემდეგ გოლი არ გაუტანია.

წინა კვირას, ფა თასის 1/4 ფინალურ ეტაპზე, “არსენალის” წინააღმდეგ არგენტინელმა წითელი ბარათი მიიღო.

ამის გამო, პრესაში ანხელის მიმართ კრიტიკული პოსტები გამოქვეყნდა.

“ამჟამად, დი მარია ფსიქოლოგიურ სტრესშია. დიდებული სეზონის შემდეგ, მისგან ორმაგ შედეგს ელოდნენ. ამას გარდა, პრიმერა დივიზიონისა და პრემიერ ლიგის ტემპი საოცრად განსხვავდება. მას ადაპტაციისთვის დრო სჭირდება. იმედი მაქვს, იგი დარჩება გუნდში და აჩვენებს იმ თამაშს, რომელსაც მისგან ითხოვს აბსოლუტურად ყველა,”-განაცხადა ვან გაალმა.