ბრაზილიაში მყოფ ერთ-ერთ გულშემატკივარს ლიფტით სარგებლობის დროს ძალიან გაუმართლა, როდესაც მას მგზავრობა არგენტინის ნაკრების წევრებთან ერთად მოუწია.
ჭდე: არგენტინა
მესი: „უკეთ თამაში გვმართებს“
არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ირანის ნაკრების წინაარმდეგ გამართულ მატჩში (1:0) საკუთარი გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა.
„პირველ ადგილზე ვართ, თუმცა გვესმის, რომ გუნდის თამაში მის შესაძლებლობებს არ შეესაბამება. ირანმა თავი კარგად დაიცვა, ნაკლები თავისუფალი სივრცე მოგვცა, თუმც საკმაოდ ბევრი სახიფათო მომენტი შევქმენით. საბედნიეროდ, გავიმარჯვეთ, მაგრამ უკეთ თამაში გვმართებს“, – აღნიშნა ლეო მესიმ.
არგენტინელი გულშემატკივარი, რომელიც ინვალიდის სავარძლიდან წამოდგა
21 ივნისს, არგენტინისა და ირანის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (1:0) მიმდინარეობისას, საკმაოდ საინტერესო რამ მოხდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ერთ-ერთი არგეტინელი გულშემატკივარი ინვალიდის სავარძლიდან წამოდგა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს ადამიანი ტრიბუნაზე გამოყოფილ სპეციალურ ადგილას იმიტომ მოხვდა, რომ მან სტადიონის მომსახურე პერსონალი მოატყუა.
მესისთვის და აგუეროსთვის საზღვრები არ არსებობს
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მესისა და აგუეროს ტექნიკის დემონსტრირებაა აღბეჭდილი.
წინდახედული ირანელი ფეხბურთელი, რომელმაც მესის მაისური მატჩის დაწყების წინ სთხოვა
21 ივნისს, არგენტინისა და ირანის ნაკრებებს შორის გასამართი მატჩის (1:0) დაწყების წინ საკმაოდ საინტერესო რამ მოხდა.
ირანელთა კაპიტანი საკმაოდ წინდახედული აღმოჩნდა და მან მესის პირობა დაადებინა, რომ მატჩის დასრულების შემდეგ, მის მაისურს მიიღებდა.
მესიმ არგენტინას მოაგებინა
დაძაბული გამოდგა არგენტინის და ირანის ნაკრების შეხვედრა. აშკარა ფავორიტებს დაცვაში კარგად მოთამაშე ირანთან გამარჯვების მოპოვება გაუჭირდათ.
არგენტინელები მესიმ გადაარჩინა, რომელმაც შედეგიანი დარტყმა 91-ე წუთზე შეასრულა და საკუთარ გუნდს მეორე გამარჯვება მოუტანა.
არგენტინა — ირანი (მატჩის გმირი)
2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე არგენტინისა და ირანის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ალეხანდრო საბელიას გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად „ალბისელესტეს“ ლიდერი ლიონელ მესი დაასახელეს, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორია.
ლეო მესიმ მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 49 გადაცემა და კარში 6-ჯერ დაარტყა.
პრევიუ: არგენტინა – ირანი
არგენტინის ნაკრები ბოსნიელების დამარცხების შემდეგ ირანის წინააღმდეგობის დაძლევას ეცდება.
არგენტინის ნაკრებთან დაკავშირებით პირველი მატჩის შემდეგ საკმაოდ ბევრი კითხვა ისმოდა. საბელა გუნდი მხოლოდ 5-3-2-იდან 4-3-3-ზე გადასვლის შემდეგ ათამაშდა და ბოსნიელებთა ძლევა მოახერხა. საბელას სასტარტო ტაქტიკა მთელმა არგენტინამ გააკრიტიკა. დღევანდელ მატჩზე შემადგენლობის დაყენებისას არგენტინელები ბოსნიასთან მეორე ტაიმს დაეყრდნობიან.
ირანელებმა პირველ შეხვედრაში საკუთარი ამოცანები ბოლომდე შეასრულეს. კეირუშის გუნდი აქცეტს დაცვაზე აკეთებს, რაც ნიგერიასთან კარგად გამოუვიდათ. კეირუში მეტოქის შესწავლით არის ცნობილი. ასე რომ, არგენტინა იოლ გასეირნებას არ უნდა ელოდოს.
სავარაუდო შემადგენლობები:
არგენტინა: რომერო – საბალეტა, ფერნანდედსი, გარაი, როხო – მასკერანო, გაგო, დი მარია – აგუერო, მესი იგუაინი.
ირანი: ჰაღიღი – მონტაზერი, სადეღი, ჰოსეინი, ფოოლადი – თეიმურიანი, ნეკუნამი – ჰეიდარი, ჰაისაფი, დეჟაგა – გუჩანეჯადი.
ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:
ვისი ნახვა სურს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კობი ბრაიანტს
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ვარსკვლავმა კობი ბრაინტმა, რომელიც ამჟამად ბრაზილიაში იმყოფება, მსოფლიო ჩემპიონატზე თავის ფავორიტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფინალურ შეხვედრაში სიამოვნებით ბრაზილიისა და არგენტინის დაპირისპირებას იხილავდა.
„ბრაზილიას საკუთარ კედლებში თამაში უჭირს. ფინალში დიდი სიამოვნებით ბრაზილიასა და არგენტინას ვიხილავდი. წელს გერმანიაც ძალიან ძლიერია და მისი დამარცხება რთული იქნება.
ექვსიდან თოთხმეტ წლამდე მე ფეხბურთს ვთამაშობდი, იგი ჩემს საყვარელ სპორტის სახეობებს შორისაა, ამიტომაც ასეთი მატჩების გამოტოვება არ მსურს. ბრაზილიაში სწორედ ამიტომ ჩავედი“, – აღიარა „შავმა მამბამ“.
მარადონა: „სტადიონზე არ შემიშვეს“
ლეგენდარული დიეგო მარადონა აცხადებს, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე არგენტინისა და ბოსნია & ჰერცეგოვინის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (2:1) მიმდინარეობისას „მარაკანაზე“ შესვლა ვერ მოახერხა.
„სტადიონზე არ შემიშვეს. მეორე ტაიმის საყურებლად სასტუმროში დაბრუნება მომიწია. ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, მაგრამ სტადიონზე შესვლის ნება არ მომცეს. უბრალოდ უარი მითხრეს, მეც ტელევიზიის საშუალებით ვუყურე შეხვედრას. იმედი მაქვს, ეს ამბავი მალე მიეცემა დავიწყებას.
მინდა, რომ არგენტინის ნაკრების მომავალ მატჩებს სტადიონიდან ვუცქირო. ერთია, როცა სტადიონზე მოხვედრის საშუალება არ გაქვს და მეორე, როცა არ გიშვებენ. თუ შენს მიმართ თბილი დამოკიდებულება აქვთ, უპრობლემოდ გატარებენ, მაგრამ როცა ცუდად არიან განწყობილნი, სჯობს, ყველაფერი დაივიწყო და სასტუმროში დაბრუნდე, რაც გავაკეთე კიდეც“, – განაცხადა მარადონამ.
IRB თბილისის თასის II რაუნდში იაგუარებთან დავთმეთ – იტალიელებმა ესპანელებს ქულა არ გააკეთებინეს
საქართველო 16-26 არგენტინელი იაგუარები
არგენტინელმა იაგუარებმა წლევანდელ თბილისის თასზე მეორე გამარჯვება მოიპოვეს მატჩში მასპინძელთა წინააღმდეგ, რომელშიც უხვად ვიხილეთ ბარათები.
მატჩის დაწყებიდან ცოტაოდენი ხანი იყო გასული, როდესაც არგენტინელებს პირველი ქულების მიღების შესაძლებლობა მიეცათ – ცენტრმა, პავლო სოსინომ კარში ზუსტად დაარტყა, მას შემდეგ, რაც რაქში არგენტინელებისათვის ბურთის გამოტანისთვის ხელის შეშლის გამო არბიტრმა ბორჯღალოსნები დაჯარიმა და გივი ბერიშვილი სინ ბინში გაუშვა.
კაცნაკლულ ბორჯღალოსნებს გაუჭირდათ და საკუთარ შერკინებაში დაჯარიმების შემდეგ, სოსინომ კიდევ სამი ქულა მიიმატა.
მიღებული ექვსი ქულის შემდეგ საქართველოს ნაკრები გააქტიურდა, რის შედეგადაც მე-12 წუთზე ლაშა მალაღურაძემ ჯარიმა ზუსტად შეასრულა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა.
ამას მალევე მატჩის პირველი ლელო მოყვა. ბორჯღალოსნების შერკინების შემკვრელმა, ბექა ბიწაძემ მეტოქის ხუთ მეტრიან ზონასთან გაჭრა ხაზი. ბიწაძე ლელომდე ერთ მეტრში შეაჩერეს. ბურთი მყისვე აიღო და მიეძალა პირველ ხაზელი ზურაბ ჟვანია, რომელსაც დამიწება აღარ გასჭირვებია. გარდასახვა მალაღურაძემ შეასრულა და ანგარიში 10-6 დააფიქსირა.
პავლო სოსინომ თავისი მესამე ჯარიმით სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა, მაგრამ მალევე მალაღურაძის 55 მეტრიდან დარტყმულმა სხვაობა ოთხ ქულამდე გაზარდა. ჯარიმა კი არგენტინელებმა კაპიელოს სახიფათო ბოჭვის მერე მიიღეს, რასაც 10 წუთით მისი გაძევება მოყვა.
იაგუარებმა ტაიმის ბოლო წუთებზე ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს. სოსინო ისევ ზუსტი აღმოჩნდა და შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 13-12 გავიდნენ.
მეორე ნახევარში სამხრეთ ამერიკელებმა კვლავ შეძლეს წინ გასვლა. ამჯერადაც სოსინო იყო ზუსტი. მოგვიანებით ბორჯღალოსნები შერკინებაში დაჯარიმდნენ და სოსინომ ისევ ზუსტად დაარტყა.
სათამაშოდ 20 წუთი რჩებოდა, როდესაც მალაღურაძემ მორიგი სამი ქულა შესძინა ბორჯღალოსნების ყულაბას და ანგარიში 16-18 დააფიქსირა.
თამაში საინტერესო და სანახაობრივი დასკვნით თხუთმეტ წუთში გახდა: ბორჯღალოსნებმა შეტევა საკუთარი 22-დან წამოიწყეს. მოედნის შუაწელში მალაღურაძისგან ბურთი მიქაუტაძეს მიუვიდა, რომელმაც ოფლოუდის შესრულება ვერ მოახერხა და შეტევა შედეგის გარეშე დასრულდა.
მალევე შანსი თედო ზიბზიბაძეს მიეცა, რომელმაც ხაზი სუფთად გაიჭრა და ყველამ იფიქრა, რომ ლელო აუცილებლად გავიდოდა, მაგრამ მცველმა ნახტომში ხელი ფეხზე ოდნავ გამოკრა და შემტევს წონასწორობა დააკარგვინა. ზიბზიბაძეს 5 მეტრში წამოკრეს ფეხში, იგი წაიქცა და სწრაფადვე წამოხტა, მაგრამ მსაჯმა იერიშის გაგრძელების საშუალება არ მისცა.
ქართველები კიდევ ერთხელ დაირაზმნენ. შეტევა მარცხნივ ვითარდებოდა, რა დროსაც ლაშა მალაღურაძემ ბურთი მარჯვნივ დაჰკიდა. ბურთს თაზო მჭედლიძე დაეუფლა და ლამაზი ნახტომით დაამიწა კიდეც, მაგრამ გვერდითი მსაჯის ამართული ალამი იმას მეტყველებდა, რომ ლელო არ ჩაითვალა, ვინაიდან დამიწებამდე მჭედლიძე ფეხით აუტის ხაზს შეეხო.
დაძაბულობამ იმატა, რის შედეგად უკვე 70-ე წუთზე ორივე გუნდს თითო მოთამაშე აკლდათ.
მატჩის დასრულებამდე სულ უფრო და უფრო ნაკლები დრო რჩებოდა. ამ დროს არგენტინელთა ფრთამ, რამირო მოჟანომ ბორჯღალოსანთა დაცვას თავი კარგად აარიდა და მატჩის ბოლო ლელო დააფიქსირა. მანამდე კი, სოსინოს კიდევ ერთი ზუსტად შესრულებული ჯარიმა ვიხილეთ. მატჩი არგენტინელთა გამარჯვებით 16-26 დასრულდა.
ნამატჩევს
მილტონ ჰეიგი: „არ ვფიქრობ, რომ დღეს ბევრად უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე ესპანეთთან. ტექნიკური წუნი ნაკლებად გვქონდა, მაგრამ მხოლოდ პირველ ტაიმში 10 ჯარიმა გავეცით. ამდენი ჯარიმა მთელი ექვსი თვის განმავლობაში არ მოგვიგროვებია, დღეს კი, დისციპლინაში მოვიკოჭლებდით.
„ჩვენ თავად გავირთულეთ საქმე, თორემ ამ თამაშს აუცილებლად მოვიგებდით. ამ ტურნირის მიზანი ჩვენი მოთამაშეთა რაოდენობის ზრდაა. ზოგს კიდევ მიეცემა შანსი, ზოგი ამ შანსს ვეღარ მიიღებს, ზოგმა კი, თავი უკვე გამოიჩინა. მსოფლიო თასამდე ჯერ კიდევ 15 თვეა. .“
მერაბ შარიქაძე: „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ასეთ ასაკში საქართველოს ნაკრების გაძღოლა. ამის გამო, ცოტა არ იყოს ვნერვიულობდი და შესაძლოა, ამის ბრალიცაა ჩვეულად რომ ვერ ვითამაშე. იყო ასეთი გამოცდილი მორაგბეებით დაკომპლექტებული გუნდის კაპიტანი, უდიდესი პასუხისმგებლობაა.
„რაც შეეხება თამაშს და ტურნირს, მარცხმა გული დაგვწყვიტა, მაგრამ სწორედ ასეთ მატჩებში უნდა მივიღოთ ახალგაზრდებმა გამოცდილება და მერე ის ოფიციალურ შეხვედრებში გამოვიყენოთ”.
მზარდი იტალია 37-0 ესპანეთი
მეორე რაუნდის მეორე მატჩში იტალიელებმა ადვილ გამარჯვებას მიაღწიეს ესპანელებთან.
პირველი ტაიმის სამი და მეორე ნახევრის ორი ლელოთი იტალიელები ბონუსით სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურზე ამოვიდნენ.
ანდრეა კავინატოს შეგირდები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ, რომელბმაც პირველ ნახევარში სამი კარგი ლელო დადეს.
მატჩის შემდეგ ესპანელთა მწვრთნელმა, სანტიაგო სანტოსმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა უკუნაბიჯი გადადგა და რომ საქართველოსთან ჩატარებული მატჩის შემდეგ ის დღეს უფრო მეტს ელოდა.
ტომაზო კასტელოს თქმით კი, პირველ რაუნდში არგენტინელებთან წაგებული თამაშის მერე, გუნდი უფრო შეიკრა და შესაძლებლობების მაქსიმუმზე მეტი გამოიყენა.
სატურნირო მდგომარეობა და ფინალური რაუნდი
ამრიგად თბილისის თასის მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ არგენტინელებმა უფრო განიმტკიცეს პირველი ადგილი. ბოლო ადგილიდან მეორეზე გადმოინაცვლეს იტალიელებმა. ბორჯღალოსნები მესამე ადგილზე ჩამოქვეითდნენ, ხოლო ესპანელები კლვლავინდებურად ნული ქულით, ბოლო საფეხურზე იმყოფებიან.
22 ივნისს IRB თბილისის თასი 2014-ის ფინალური რაუნდი გაიმართება, რომელშიც ბორჯღალოსნები მზარდ იტალიელებს, ხოლო არგენტინელები ესპანეთს ეთამაშებიან.
Rugby.GE
ლიხშტაინერი: „შვეიცარიას არგენტინის დამარცხება შეუძლია“
შვეიცარიის ნაკრების მცველის შტეფან ლიხშტაინერის აზრით, მის გუნდს არგენტინის ნაკრების დამარცხების პოტენციალი აქვს.
„ყოველი მატჩის შემდეგ სიტუაციას ვაფასებთ. ყველაფრის მიუხედავად, ვთვლი, რომ შვეიცარიას არგენტინის ნაკრების დამარცხების შანსი გააჩნია“, – განაცხადა ლიხშტაინერმა.
შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში შვეიცარიამ ეკვადორი ანგარიშით 2:1 დაამარცხა.