ძანეტი: „მესი და მარადონა თავიანთი ეპოქის უძლიერესი ფეხბურთელები არიან“

მილანის „ინტერის“ კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ „ბარსელონას“ ლიდერი ლიონელ მესი ლეგენდარულ დიეგო მარადონას შეადარა. 40 წლის მცველი არ დაკონკრეტებულა, თუ რომელია მისთვის უკეთესი ფეხბურთელი.

„მესი და მარადონა თავიანთი ეპოქის უძლიერესი ფეხბურთელები არიან. პირველ მათგანთან ერთად ერთ გუნდში ვთამაშობდი, ფანტასტიური იყო. მას გასაოცარი სისწრაფე და ტექნიკა აქვს.

მარადონა ჩემი მწვრთნელი იყო და არგენტინის ნაკრებში თამაშის პერიოდში ვცდილობდი, გადმომეცა ის განცდები, რასაც მაშინ ვგრძნობდი“, – ხავიერ ძანეტის სიტყვები „კალჩო მერკატომ“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ არგენტინელი მცველი ექვსთვიანი უქმობის შემდეგ „ინტერის“ განაცხადში დაბრუნდა. მართალია, მას „უდინეზეს“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში არ უთამაშია, თუმცა სათადარიგოთა შორის იყო. ძანეტი მოედანზე დაბრუნებას იანვრამდე გეგმავს.

ბექა დოგრაშვილი

 

გუნდური ჩხუბი და ხუთი გაძევებული ფეხბურთელი

არგენტინის პრიმერა დივიზიონში, “არსენალსა” და “გიმნაზია ლა პლატას” შორის გამართული შეხვედრა გუნდური ჩხუბით დასრულდა.

მატჩში პირველი გოლი, “არსენალმა” მე-18 წუთზე გაიტანა, ხოლო მეტოქემ ანგარიში 63-ე წუთზე გაათანაბრა. თამაშის ბოლოს, “გიმნაზია ლა პლატას” ფეხბურთელები დროის გაყვანას ცდილობდნენ, რამაც “არსენალის” მოთამაშეები გააღიზიანა და მოედანზე სიტუაცია დაიძაბა.

სუარესი ფორმაშია: ურუგვაელი ისევ სიმულიანტობს

16 ოქტომბერს, ურუგვაის ეროვნულმა ნაკრებმა საკუთარ მოედანზე არგენტინის ეროვნული ნაკრები მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, ურუგვაელთა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა პენალტის საშუალებით გოლის გატანა მოახერხა, პენალტი კი “ლივერპულის” მოთამაშემ სიმულიანტობით მოიპოვა.

მამები და შვილები – მარადონები

მამა – დიეგო არმანდო მარადონა          შვილი – დიეგო არმანდო მარადონა სინაგრა

დიეგო მარადონა არასდროს აღიარებდა არაკანონიერ შვილს, რომელიც 1986 წელს ნეაპოლელი კრისტინა სინაგრასგან შეეძინა. თავდაპირველად, არგენტინელი ფეხბურთელი მამობის დადგენის პროცესში დე ენ ემ-ის ანალიზის ჩატარებაზე უარს აცხადებდა, რის შემდეგაც იტალიურმა სასამართლომ ბავშვს მამის გვარის ტარების უფლება მისცა. გარდა ამისა, მარადონას ყოველთვიურად დაეკისრა ალიმენტის გადახდა.

2003 წლის მაისში, როცა მარადონა იტალიის ქალაქ ფიოჯიში გოლფს თამაშობდა, მასთან მარადონა-უმცროსი მივიდა. არგენტინელი მინი-ავტომობილში ჩაჯდა და იქაურობის დატოვება დააპირა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში შვილთან ისაუბრა. თვითმხილველები ამბობენ, რომ გამომშვიდობებისას მარადონა ბიჭს გადაეხვია და გადაკოცნა კიდეც, თუმცა ვერც ამ და ვერც მომდევნო შეხვედრებმა ფეხბურთის ღმერთზე გავლენა ვერ მოახდინა. 2005 წლის ოქტომბრის თვეში მარადონამ სატელევიზიო ეთერში განაცხადა:

“თანხმობა არ ნიშნავს მიღებას. ორი ქალიშვილი მყავს, რომლებიც სიყვარულის ნაყოფია. მათ დალმა და ჯანინა ჰქვიათ. წარსულში დაშვებულ შეცდომებს თანხობრივად ვანაზღაურებ. სასამართლომ იძულებული გამხადა, მას ფული გადავუხადო (1998 წელს მარადონას სინაგრას მიმართ 221 ათასი დოლარის ვალი დაუგროვდა, რის შემდეგაც ქალბატონმა სასამართლოს მიმართა. – ავტ.), მაგრამ ის ვერ მაიძულებს, რომ ბავშვი შევიყვარო”.

დიეგო მარადონა სინაგრა მამის კვალს გაჰყვა და პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა, თუმცა პლაჟის ფეხბურთში. 2008 წელს იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ის მსოფლიოს ვიცე ჩემპიონიც გახდა. მიუხედავად ამისა, 27 წლის მოთამაშე არ კარგავს იმედს, რომ მწვანე მოედანზეც შეძლებს თავის წარმოჩენას.

ბექა დოგრაშვილი

პალასიომ ტრავმა მიიღო

მილანის „ინტერის“ თავდამსხმელმა როდრიგო პალასიომ არგენტინის ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.

აქედან გამომდინარე, 31 წლის მოთამაშე ურუგვაის წინაამღდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გამოტოვებს.

როგორც ცნობილია, როდრიგოს „ნერაძურის“რიგებში დაბრუნების უფლება უკვე მისცეს. უახლოეს საათებში, სამხრეთ ამერიკელი მილანში დაბრუნდება, სადაც მკურნალობას დაიწყებს.

ალექსანდრე მატევოსოვი