“ბაიერნის” ნახევარმცველმა, არიენ რობენმა ტრავმის შემდეგ ვარჯიში განაახლა და საერთო ჯგუფს დაუბრუნდა.
ჭდე: არიენ რობენი
“ბაიერნი”: “ვერდერთან” რობენი-რიბერის გარეშე
უეფას ოფიციალური საიტის ცნობით, შაბათს, ბუნდესლიგის 25-ე ტურის მატჩში, “ბაიერნს” “ვერდერის” წინააღმდეგ რობენი-რიბერის წყვილი დააკლდება.
ჩემპიონთა ლიგის მატჩში “შახთართან”, სადაც გერმანელებმა გამანადგურებელი ანგარიშით იმარჯვეს(7:0), ფრენკ რიბერის და არიენ რობენს მოედნის ადრე დატოვება მოუწიათ.
ჰოლანდიელს ბარძაყის დაზიანება აქვს, რაც შეეხება ფრანგს, მას ტერფის ტრავმა აწუხებს.
უკვე ცნობილია, რომ ვერცერთი მოთამაშე დაეხმარება “რეკორდმეისტერებს” ბუნდესლიგის მომდევნო რაუნდში, “ვერდერის” წინააღმდეგ.
რობენი „ადიდასის“ ახალ რეკლამაში გადაიღეს (ვიდეო)
ფეხბურთის ვარსკვლავები „ადიდასის“ რეკლამებში მონაწილეობის მიღებას აგრძელებენ. ამჯერად ცნობილი სპორტული ბრენდის ახალი რეკლამის მთავარი გმირი მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი არიენ რობენი აღოჩნდა, რომელმაც ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის 19 მატჩში 17 გოლი გაიტანა.
როგორ ვარჯიშობს არიენ რობენი თავისი სტილის დარტყმებში (ვიდეო)
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ვარჯიშობს არიენ რობენი მისთვის ჩვეული სტილის დარტმების შესრულებაში.
რობენმა ხელი სინამდვილეში სატრენაჟორო დარბაზში დაიშავა
როგორც მოგეხსენებათ, მიუნხენის “ბაიერნის” ერთ-ერთმა ლიდერმა არიენ რობენმა ხელის ტრავმა მიიღო.
ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას იხუმრა და თქვა, რომ მას ნიანგმა უკბინა. როგორც ირკვევა, სინამდვილეში ხელი მან სატრენაჟორო დარბაზში დაიშავა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრავმა სერიოზული არ არის.
რობენს ნიანგმა უკბინა
მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა არიენ რობენმა ძირითად ჯგუფთან ერთად მარცხენა ხელის ტრავმით ივარჯიშა.
ცნობილ გერმანულ გამოცემა „ბილდთან“ საუბრისას ჰოლანდიელმა ამასთან დაკავშირებით იხუმრა კიდეც: „აუზიდან ბურთის ამოღებას ვაპირებდი, როდესაც ნიანგმა მიკბინა“.
ამჟამად „ბაიერნი“ ყატარში იმყოფება, სადაც პეპ გვარდიოლამ არსებული პირობებით თავისი კმაყოფილება ვერ დამალა: „პირობებით კმაყოფილი ვარ. მომწონს, თუ როგორ ითამაშეს მოთამაშეებმა და როგორ ივარჯიშეს მათ. სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. მიუნხენში მოახლოებული მატჩებისთვის მოსამზადებლად კიდევ ორი კვირა გვექნება“.
რობენი: “ბაიერნში” გადასვლა ჩემს კარიერაში საუკეთესო გადაწყვეტილება იყო”
მიუნხენის “ბაიერნის” გარემარბი არიენ რობენი არ ნანობს, რომ 2009 წელს ის მადრიდის “რეალიდან” ბავარიულ კლუბში გადაბარგდა.
“როდესაც “ბაიერნში” გადავედი, 25 წლის ვიყავი. ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. დიდი სამუშაო გავწიეთ და ბოლო წლებში ბევრი ტიტული მოვიგეთ. ვამაყობ, რომ ამ წარმატებებში ჩემი წვლილიც არის”, – ციტირებს რობენის სიტყვებს Goal-ი.
კრუიფი: ,,კარგია, რომ რობენმა ფულს ,,ბაიერნში” გადასვლა არჩია”
ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ყოფილმა ფეხბურთელმა, იოჰან კრუიფმა ინტერვიუში თანამემამულე ფეხბურთელის, არიენ რობენის პროგრესზე ისაუბრა.
,,რობენი მაგალითია ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის. კარგია, რომ რობენმა ფულს ,,ბაიერნში” გადასვლა არჩია. კარიერული წინსვლისათვის, სწორი არჩევანის დროულად გაკეთებაა საჭირო. არიენმა კი ეს თავის დროზე მოახერხა. 30 წლის ფეხბურთელმა, სავარაუდოდ, თავის საფეხბურთო კარიერაში საუკეთესო კონტრაქტს მოაწერა ხელი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 21 წლის ასაკში ფული აუცილებელი არაა,” – განაცახდადა იოჰან კრუიფმა.
ყურადღება! აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია ჩვენი მომხმარებლის მიერ პირდაპირ, რედაქციის ჩარევისა და ჩასწორებების გარეშე.
რობენი: “მაინცმა ქულა დაიმსახურა”
“ბაიერნის” შემადგენლობაში “მაინცთან” გამარჯვების გოლის ავტორმა, არიენ რობენმა, მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“მოპოვებული გამარჯვებით ბედნიერი ვარ. თუმცა, “მაინცი” შემეცოდა. მეტოქემ ბოლომდე იბრძოლა და ქულაც დაიმსახურა, მაგრამ ეს ფეხბურთია. პირველ ტაიმში დაცვაში ბევრი შეცდომა გვქონდა, ჩვენს თამაშს ვერ ვპოულობდით. მიუხედავად ამისა, ანგარიშის გათანაბრება შემდეგ კი გამარჯვების მოპოვებაც შევძელით. ახლა შვებულებაში კარგ ხასიათზე წავალთ” – განაცხადა რობენმა.
ბუნდესლიგის პირველ ეტაპზე რობენმა მონაწილეობა 13 შეხვედრაში მიიღ და 10 გოლის გატანა მოახერხა.
რობენი ჰოლანდიის საუკეთესო სპორტსმენია
ბოლო 27 წლის განმავლობაში პირველად ჰოლანდიის წლის სპორტსმენის ტიტული ფეხბურთელს გადაეცა.
2014 წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარებულმა არიენ რობემა გასულ სეზონში „ბაიერნს“ ჩემპიონატისა და თასის მოგებაში დაეხმარა. აღსანიშნავია, რომ წლის საუკეთესო ჰოლანდიელ მწვრთნელად ლუი ვან გაალი დასახელდა, რომელმაც ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.
ცნობისთვის, ბოლო ფეხბურთელი, რომელიც ჰოლანდიაში წლის სპორტსმენად დასახელდა რუდ გულიყი იყო. ეს ჯილდო ცნობილმა ფეხბურთელმა 1987 წელს მიიღო.
რობენი: “ედეგორის შესახებ ზედმეტად ბევრს საუბრობენ”
მიუნხენის “ბაიერნის” ერთ-ერთი ლიდერი არიენ რობენი თვლის, რომ პრესა “სტრემსგოდსეტის” შემტევ ნახევარმცველ მარტინ ედეგორს ზედმეტ ყურადღებას უთმობს, რითაც ახალგაზრდა ნორვეგიელ ფეხბურთელს დიდი წნეხის ქვეშ აყენებს. ედეგორს ამა წლის 17 დეკემბერს მხოლოდ 16 წელი უსრულდება. ის უკვე თამაშობს კლუბის ძირითად შემადგენლობაში. გარდა ამისა, ედეგორი 15 წლისა და 300 დღის ასაკში, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში მონაწილეობით ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უთამაშია.
მარტინ ედეგორით უკვე დაინტერესდნენ ევროპის წამყვანი კლუბები. ახალგაზრდა ნორვეგიელმა ფეხბურთელმა “ლივერპულისა” და მიუნხენის “ბაიერნის” რიგებში უკვე ჩაატარა რამდენიმე ვარჯიში, იანვრიდან კი ამსტერდამის “აიაქსში” ივარჯიშებს.
“ედეგორი დიდი ნიჭის მქონე ფეხბურთელია, მაგრამ ის მხოლოდ 15 წლის გახლავთ. მის შესახებ ბევრს საუბრობენ და წერენ, თუმცა მისთვის უმჯობესი იქნება, მშვიდ გარემოში ფეხბურთით ტკბობის საშუალება მიეცეს. ამ ყურადღებით ედეგორი დიდი წნეხის ქვეშ ექცევა”, – რობენის სიტყვები sport1.de-ზე გამოქვეყნდა.
რა დაემართა არიენ რობენს “აუგსბურგთან” მატჩის დაწყებამდე? (ვიდეო)
13 დეკემბერს, გერმანიის ბუნდესლიგაში, “აუგსბურგსა” და “ბაიერნს” შორის გამართული მატჩის დაწყების წინ კურიოზული რამ მოხდა.