ჰოლანდია — ჩილე (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ჰოლანდიისა და ჩილეს ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ევროპელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჰოლანდიელთა ერთ-ერთი ლიდერი არიენ რობენი დაასახელეს, რომელიც მეორე საგოლე პასის ავტორად მოგვევლინა.

მიუნხენის „ბაიერნში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 31 გადაცემა და კარში დაარტყა 3-ჯერ.

 

ავსტრალია — ჰოლანდია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ავსტრალიისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ევროპელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჰოლანდიელთა ერთ-ერთი ლიდერი არიენ რობენი დაასახელეს, რომელმაც მე-20 წუთზე ანგარიში გახსნა. მას მიმდინარე ტურნირზე აქტივში უკვე სამი გატანილი გოლი აქვს.

მიუნხენის „ბაიერნში“ მოთამაშე ფეხბურთელმა აღნიშნული შეხვედრა სრულად ჩაატარა, გააკეთა 19 გადაცემა და კარში დაარტყა 5-ჯერ.

 

რობენი: “ჩემი გუნდით ვამაყობ”

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი არიენ რობენი აცხადებს, რომ ის თავისი გუნდით ამაყობს.

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს, ჰოლანდიისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი ჰოლანდიელების გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა.

“ძალიან გახარებულები ვართ. ჩემი გუნდით ვამაყობ. ასეთმა ახალგაზრდულმა გუნდმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულს დამაჯერებლად მოუგო. იმედი მაქვს, მომავალშიც წარმატებულად ვიასპარეზებთ”, – ამბობს რობენი.

„ბაიერნის“ ბრწყინვალე დუეტი: რობენი და რიბერი

თქვენ წინაშეა მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველების არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის მონაწილეობით საუკეთესო ეპიზოდების ამსახველი ვიდეო:

რობენი: „ესპანელთა წინააღმდეგ 5-3-2 სქემით ვემზადებით“

ჰოლანდიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა არიენ რობენმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ სასტარტო შეხვედრაში გუნდი ხუთი მცველით ითამაშებს.

„მარტში საფრანგეთის ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ მწვრთნელმა 5-3-2 ტაქტიკა მოგვარგო. ვფიქრობთ, რომ კარგი გეგმა გვაქვს. ასეთ სქემაშიც შემიძლია, რომ ჩემი შესაძლებლობები გამოვავლინო. ჩვენ მაინც შევინარჩუნებთ ჰოლანდიური სკოლისთვის დამახასიათებელ უპირატესობებს, თუმც დაცვაში ზედმეტად არ უნდა გავიხსნათ. ახალი ტაქტიკის მომზადებაზე ბევრი ვიმუშავეთ. ასე რომ, არაფერი არ გვაღელვებს“, – რობენის სიტყვებს Football Espana ციტირებს.

ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის მატჩი 13 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

რობენი: “მანჩესტერი გამორიცხულია”

მიუნხენის “ბაიერნის” ვინგერი არიენ რობენი “მაჩნესტერ იუნაიტედში” გადასვლას არ აპირებს.

30 ჰოლანდიელს ბრიტანული პრესა “მანჩესტერის” მთავარ სატრანსფერო მიზნად მოიაზრებს, თუმცა თავად რობენი ინგლისში წასვლას გამორიცხავს.

“მანჩესტერი? გამორიცხულია. მე “ბაიერნში” ვრჩები, ეს გადაწყვეტილია. იმის წარმოდგენაც კი მიჭირს, რომ “ბაიერნს” ჩემი გაყიდვა სურდეს. კლუბთან კონტრაქტი ცოტა ხნის წინ გავახანგრძლივე. თანამშრომლობით ორივე მხარე კმაყოფილები ვართ.

ლუის ვან გალის თავკაცობით “ბაიერნში” თამაში მომწონდა. მან ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. თუმცა, ფაქტია, რომ ახლანდელ კლუბში ბედნიერი ვარ” – განაცხადა რობენმა.

 

რობენი: „ჩემპიონთა ლიგის ფინალის ტელევიზორში ყურება უჩვეულოა“

ჰოლანდიის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა არიენ რობენმა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული ფინალის შესახებ ისაბრა.

„ხვალ ჩემპიონთა ლიგის ფინალის ყურება ტელევიზორში მომიწევს. ამის გაკეთება რთული იქნება, თუმცა უნდა შევეჩვიო.

სხვა მხვრივ, დასვენებით მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სათანადოდ მოვემზადები. ამის მიუხედავად, თუ არჩევანის უფლება მექნებოდა, რა თქმა უნდა, ხვალ ლისაბონში თამაშს ვამჯობინებდი“, – განაცხადა ჰოლანდიელმა შუახაზელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

რობენი: “კარგი სეზონი ჩავატარეთ”

დორტმუნდის “ბორუსიას” კარში გამარჯვები გოლის ავტორმა არიენ რობენმა გერმანიის თასის ფინალურ მატჩზე და მთლიან სეზონზე ისაუბრა.

“კარგი სეზონი ჩავატარეთ: მოვიგებთ თასი და ბუნდესლიგა, დავამყარეთ რამდენიმე რეკორდი და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ვიასპარეზეთ.

“ბაიერნი” ისტორიას ქმნის. “ბორუსიასთან” მატჩში თავარი დისციპლინის დაცვა იყო, რაც გამოგვივიდა. მეტოქეს სივრცეები არ მივეცით და კონტრშეტევების ალბათობა შევამცირეთ.

გერმანიის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ და თასს დამსახურებულად დავეუფლეთ” – განაცხადა რობენმა.

რობენი: “რეალის” დატოვება, ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო”

მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელი არიენ რობენი აცხადებს, რომ მისი საუკეთესო გადაწყვეტილება მადრიდის “რეალის” დატოვება იყო.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი ნახევარმცველი “სამეფო კლუბში” 2007 წელს, ლონდონის “ჩელსიდან გადავიდა, ხოლო მადრიდელთა რიგები 2009 წელს დატოვა და “ბაიერნს” მიაშურა, სადაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

“ცხოვრებაში, ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილება, მადრიდის “რეალის” დატოვება იყო”, – ამბობს რობენი.

რობენი: “მანჩესტერთან ფრთხილად უდნა ვიყოთ”

“ბაიერნის” ვინგერი არიან რობერი “მანჩესტერთან” მოახლოებულ შეხვედრაზე ჟურნალისტებს ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალური მატჩი ხვალ გაიმართება.

“ასეთი რანგის თამაშებში სათამაშო ფორმა გადამწყვეტი არ არის. “მანჩესტერი” გამოცდილი გუნდია და ფრთხილად უნდა ვიყოთ.

რთული მატჩი გველის. როგორც ყოველთვის, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოვავლინოთ და წარმატებაც აუცილებლად მოვა” – განაცხადა რობენმა.

რობენმა „ბაიერნთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა არიენ რობენმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ბავარიული კლუბის პრესსამსახურის ცნობით, 30 წლის ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა „ბაიერნთან“ ხელშეკრულება 2017 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. კონტრაქტის ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.

„მოხარული ვარ, რომ ახალი კონტრაქტი გავაფორმე და „ბაიერნთან“ ერთად ტიტულების მოგების შესაძლებლობა კვლავ მექნება. მიუნხენში ეს უკვე ჩემი მეხუთე წელიწადია, წინ კიდევ სამი წელია. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ მეც და ჩემი ოჯახიც აქ თავს კარგად ვგრძნობთ. ამ კლუბში თამაში ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. „ბაიერნის“ რიგებში კიდევ ბევრი ტიტულის მოგების მოლოდინში ვარ“, – რობენის სიტყვები ბავარიული კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

არიენ რობენი „ბაიერნის“ ღირსებას 2009 წლის ზაფხულიდან იცავს. მანამდე ჰოლანდიელი ფეხბურთელი მადრიდის „რეალში“ თამაშობდა.

რობენმა გერმანიის ბუნდესლიგის მიმდიანარე გათამაშებაში 20 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი მიითვალა.

ბექა დოგრაშვილი

შვაინშტაიგერი რობენზე გაბრაზებულია

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა განაცხადა, რომ „ჰანოვერთან“ ბუნდესლიგის ბოლო შეხვედრაში მისი თანაგუნდელი არიენ რობენი მას პასებით არ ამარაგებდა.

„რობენზე გაბრაზებული ვარ, რადგან იგი პასებს არ მიკეთებდა, როდესაც მის გვერდით ვიყავი. ასაკის გათვალისწინებით, ბევრს არ დავრბივარ, მაგრამ პირველი არ ვარ, ვისაც არიენმა პასი არ გაუკეთა. ამავე დროს, უნდა აღვნიშნოთ, რომ რობენი ჩინებული მოთამაშეა. ძალიან გაგვიმართლა, რომ იგი ჩვენს გუნდშია“, – განაცხადა ბასტიანმა.

ალექსანდრე მატევოსოვი