არმიამ ქუთაისში ბოლო წუთზე იმარჯვა

რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. დღეს რუსთავსა და ქუთაისში ბოლოსწინა ტური დაიწყო, რომელიც ხვალ სპორტის სასახლეში გასამართი 2 შეხვედრით დასრულდება. დღევანდელი მატჩებიდან გამორჩეულად საინტერესო ქუთაისში გამართული მატჩი გახლდათ, რომელიც ფაქტობრივად მეორე ადგილის ბედს წყვეტდა.

იმერეთში სათამაშოდ ცხრილში მეორე ადგილზე მყოფი “არმია” ჩავიდა, რომელსაც პირველ წრეში 2 ქულით ჰყავდა ქუთაისელები დამარცხებული. მასპინძლებს თავის მხრივ არმიელებზე ერთით ნაკლები ქულა ჰქონდათ და შესაბამისად, 2 ქულაზე მეტი სხვაობით გამარჯვება უნდოდათ, თავდაცვის სამინისტროს გუნდისთვის ცხრილში რომ გადაესწროთ.

ორივე გუნდისთვის პრინციპულ მნიშვნელობას ატარებს ცხრილში მეორე ადგილი, რადგან წარმატებული მეოთხედფინალის შემთხვევაში ნახევარფინალში მოედნის უპირატესობა ეგრებათ. აქედან გამომდინარე, ქუთაისში გამართულ მატჩში გუნდებმა გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღეს და შესაბამისად, ბრძოლაც აინტერესო გამოვიდა.

თავიდან ბოლომდე, მატჩი თანაბარი და დაძაბული იყო. ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა სოლიდური უპირატესობის მოპოვებას. საბოლოო სხვაობა, რაც არმიელთა სასარგებლოდ დაფიქსირდა, ბოლო თბილისელებმა ბოლო წუთზე მოიპოვეს. პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 1 ქულით მოიგეს, მეორეში კი არმიელებმა იმარჯვეს და დიდი შესვენებისთვის 51:48 იგებდნენ.

ასეთი თანაბარი თამაში ბოლო წუთამდე გაგრძელდა. ბოლოსწინა წუთზე ზაურ ფაშაევმა 3-ქულიანი ჩააგდო და არმიელთა ლიდერობა მინიმუმამდე შეამცირა – 85:86. ეს აღმოჩნდა ქუთაისელთა ბოლო ჩაგდებული ბურთი. ლაშა ფარღალავამ დარჩენილ წუთნახევარში 7 ქულა მიითვალა, მასპინძლები კი საპასუხოდ 3-ქულიანებს აცილებდნენ და საბოლოოდ კოტე ტუღუშის გუნდმა 96:85 გაიმარჯვა.

არმიელებმა გუნდურად ითამაშეს. ერთბაშად 5 კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან ზღვარს, რომელთა შორისაც უმეტესი – 17 ქულა, ფარღალავამ დააგროვა. ორმაგი დუბლი მიითვალა გიორგი შარაბიძემ (16 ქულა, 12 მოხსნა), ხოლო ბექა წივწივაძის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა. მასპინძელთაგან 21 ქულით დავით ბარბაქაძე გამოირჩა, 16 დააგორვა რევაზ იდიამ, ხოლო გოგა ცეკვავამ პირად ანგარიშზე 6 ქულა და 12 პასი ჩაიწერა.

 

superleague.ge

დინამომ არმიას აჯობა და გალიდერდა

სუპერლიგის მეორე წრის მე-7 ტურის ცენტრალურ მატჩს სპორტკომპლექს “არენას” დარბაზმა უმასპინძლა. ერთმანეთის წინააღმდეგ გათამაშების ლიდერები “არმია” და “დინამო” წარსდგნენ. მატჩი ხოშტარიას გუნდის გამარჯვებით დასრულდა. “დინამოელებმა” ამ მოგებით დიდი ნაბიჯი გადადგეს რეგულარულის პირველ ადგილზე დასასრულებლად.

საინტერესო ორტაბრძოლის იმედით მოსულ გულშემატკივარს, მოლოდინი მხოლოდ პირველ ტაიმში გაუმართლდა. მესამე პერიოდიდან დინამოელებმა დიდი უპირატესობის მოპოვება შესძლეს, რაც გამარჯვების საწინდარი გახდა.

მატჩი საკმაოდ დაბალი შედეგიანობით დაიწყო, თუმცა ხოშტარიას შეგირდებმა პირველივე წუთებიდან მოახერხეს მცირე უპირატესობის მოპოვება, რომელიც მეორე მეოთხედში გაზარდეს და დიდ შესვენებაზე გუნდები ათქულიანი სხვაობით გავიდნენ – 27:37.

მესამე პერიოდში სწრაფი და სანახაობრივი თამაში გაჩაღდა. როგორც უკვე ავღნიშნეთ, მეორე ტაიმის დებიუტი “დინამოს” უპირატესობით წარიმართა. მრავალგზის ჩემპიონმა 10-წუთიანი მონაკვეთი 25-11 მოიგო, რაც საკმაოდ დიდი ფორაა ბოლო პერიოდის წინ.

დასკვნითი მეოთხედის დასაწყისში “არმიელებმა” სცადეს თამაშის შემოტრიალება. თუმცა, მოხლოდ ის მოახერხეს, რომ სხვაობა 16 ქულამდე დაიყვანეს. საბოლოოდ 61-86 “დინამოს” სასარგებლოდ.

სტატისტიკა

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): მივესალმები მეტოქე გუნდს და წარმატებებს ვუსურვებ მომავალში. იცით, რომ ცუდი სიტუაცია გვქონდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ეს თამაში ბევრ რამეს წყვეტდა, წინ კიდევ გვაქვს მატჩები, თუმცა სწორედ დღევანდელი შეხვედრას უნდა გადაეწყვიტა, რომელი გუნდი დაიკავებდა პირველ ადგილს. მინდა ბიჭებს მადლობა გადავუხადო, ყველამ მოახერხა ფსიქოლოგიური პრობლემის გადალახვა. ვეცდებით დანარჩენი თამაშები წარმატებით ჩავატაროთ და პლეი ოფზე ვიფიქროთ.

კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ ,,დინამოს’’ გამარჯვებას, მატჩის წინ ვშიშობდი, რომ  რთული პერიოდის შემდეგ ,,დინამო’’ სულ სხვა სახით წარდგებოდა ჩვენ წინაშე და ასეც მოხდა, ნამდვილად საჩემპიონო გუნდია და ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარეს. ჩვენი მხრივ, მოვემზადეთ, მაგრამ რადიკალურად სხვა სურათი დაგხვდა, მოედანზე სულ სხვა ,,არმია’’ გავედით და ეს, პირველ რიგში, ,,დინამოს’’ კარგი თამაშის დამსახურებაა. თამაშის შემდეგ გუნდის კაპიტანს ვთხოვე, რომ დაგვეწერა მსაჯებზე საჩივარი. წაგებას მსაჯებს ნამდვილად არ ვაბრალებთ, ამაში მათი წვლილი შეიძლება ძალიან მცირე იყოს, უბრალოდ მინდა კითხვებზე პასუხი მივიღო.ერთადერთი გზა, როგორც ჩანს, ისაა, რომ დავჯდე და თამაშს ვუყურო, მსაჯებისგან კონკრეტულ პასუხებს ვერ ვიღებ. იმედი მაქვს, ამჯერად მივიღებ პასუხებს, რომლებსაც მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებ.

ბესიკ ლეჟავა(,,დინამო’’):  ჩვენთვის ამ თამაშის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ასევე, სატურნირო მდგომარეობისთვისაც. წარუმატებელი სერიის შემდეგ გვჭირდებოდა ეს მოგება. ყველამ ერთად გავაანალიზეთ შეცდომები, ვიმუშავეთ და დღეს შედგეგი სახეზა. ვეცდებით, მომავალში აღარ გვქონდეს ისეთი ჩავარდნა როგორიც ახლა გვქონდა, უფრო ყურადღებით ვიყოთ და შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ.

ზვიად ბაბიაშვილი(,,არმია’’): პირველ რიგში, მივულოცავ მეტოქეს გამარჯვებას, ძალიან კარგი თამაში აჩვენეს. სერიოზულად ვემზადებოდით ამ შეხვედრისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გავიმარჯვეთ. დავეთანხმები კოტეს, მსაჯებს არაფერს ვაბრალებთ, ,,დინამომ’’ თამაშით გვაჯობდა და დამსახურებულად მოიგეს, მაგრამ მსაჯების მხრიდან იყო შეცდომები და არა მხოლოდ დღევანდელ თამაშში, ეს ყველაფერი დაგროვდა რამდენიმე მატჩში. ჩვენ  გუნდს სერიოზული ამბიციები აქვს, კონკრეტული მიზნებისთვის ვიბრძვით და მსაჯებთან გვაქვს კონკრეტული კითხვები. იმედი გვაქვს, გაგვარკვევენ სიტუაციაში.

არმიამ ოლიმპი 32 ქულით დაამარცხა

“სოხუმისა” და “ბათუმის” არშემდგარი მატჩის შემდეგ სუპერლიგის მეორე წრის მე-5 ტური “არმიას” და “ოლიმპის” შეხვედრით გაგრძელდა. მატჩი ვერ გამოდგა დაძაბული და შესაბამისად, საინტერესო. სუპერლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა “არმიამ” ერთ-ერთი აუტსაიდერი იოლად დაამარცხდა – 85:53.

მატჩის ბედი პირველ ტაიმში გადაწყდა, რომელიც არმიელებმა 39:19 მოიგეს. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა “ძალოვნებმა” გუნდურად ითამაშეს და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს. “ოლიმპმა” მე-3 მეოთხედი ყველაზე მძლავრად ჩაატარა, თუმცა მხოლოდ მინიმალური სხვაობით – 17:16 მოიგო და ბოლო პერიოდმა აზრი დაკარგა.

 

საბოლოოდ “არმიამ” იოლი გამარჯვება მოიპოვა და ცხრილის ზედა ნაწილში პოზიციები გაიმყარა. არმიელთაგან 5-მა კალათბურთელმა 10-ქულიან ზღვარს მიაღწია. 14-14 ქულა მიითვალეს გიორგი შარაბიძემ და ზვიად ბაბიაშვილმა, 11-11 ბექა წივწივაძემ და გიორგი ჯგერენაიამ, ხოლო ჟულივეტ ტუჯანის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა. “ოლიმპში” 18 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო რიჩარდ მათიაშვილი იყო, ნოდარ თენიეშვილმა კი პირად ანგარიშზე 14 ქულა ჩაიწერა.

 სტატისტიკა

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

კოტე ტუღუში (არმიას მთავარი მწვრთნელი): მოხარული ვარ რომ გამარჯვება მოვიპოვეთ და კმაყოფილი ვარ როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში თამაშით. ქუთაისთან საკმაოდ მძიმე თამაში გადავიტანეთ, რთული სიტუაცია გქვქონდა  და მიხარია რომ დღეს ყველაფერმა კარგად ჩაიარა.  ვფიქრობ დღეს  ერთ ერთ საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ. იმედია მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. ოლიმპის გუნდს  წარმატებას ვუსურვებ.

დავით თორთლაძე („ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი): ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. სამწუხაროდ  ჩემმა გუნდმა ვერ ირწმუნა რომ ნებისმიერ მეტოქესთან  შეიძლება თამაში.  თუმცა პლეიოფებამდე   ორი თვეა დარჩენილი  და მწამს რომ ჩემი მოთააშეები გაიზრებენ როგორ შეიძლება მოწინაღმდეგის დამარცხება.

თემურ ბაბუნაშვილი (არმია): რთული იყო ქუთაისის შემდეგ თამაში, მაგრამ საბედნიეროდ ჩვენი თამაში ვიპოვეთ, ყველაფერი გამოგვივიდა და გავიმარჯვეთ.

 რიჩარდ მათიაშვილი(ოლიმპი):  53 ქულა ჩავაგდეთ, რაც კატასტროფული შედეგია. ყოველთვის მთავარია როგორ დაიწყებ თამაშს, ბოლო 2-3 მატჩს კი ძალიან  ცუდად ვიწყებთ. ვეცდებით გამოვასწოროთ ჩენი შეცდომები  და კარგი თამაში ვაჩვენოთ.

 

superlaegue.ge

სოხუმმა და ქუთაისმა თასის ნახევარფინალი ერთნაირი გამარჯვებით დაიწყეს

თასის გათამაშების ნახევარფინალი დაძაბულად და დიდი დამთხვევით დაიწყო. სერიის პირველი მატჩები თბილისსა და ქუთაისში გაიმართა და ორივეგან გამარჯვებული დაძაბულ ბრძოლასა და ერთნაირ ანგარიშში გამოვლინდა. “ქუთაისმაც” და “სოხუმმაც” მეტოქეები 70:64 დაამარცხეს. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური სერია 2 მატჩისგან შედგება და გამარჯვებული ქულათა საერთო რაოდენობით გამოვლინდება.

ნამდვილი მოულოდნელობა იყო “სოხუმის” გამარჯვება “დინამოსთან”. ფინანსური პრობლემების წინაშე მდგარმა სოხუმელებმა, რომელმაც კრიზისის გამო 2 ლეგიონერი – პეტარ ივანიჩი და ჯოშუა ჯექსონი დაკარგეს, სუპერლიგის ლიდერი “დინამო” 6 ქულით – 70:64 დაამარცხეს.

ეს იმას ნიშნავს, რომ 1 მარტს გასამართ საპასუხო მატჩში “სოხუმს” 6-ქულიანი ფორა აქვს და თუ ეს უპირატესობა შეინარჩუნა, ფინალში გავა. სოხუმელებმა ნათელი მაგალითი აჩვენეს იმისა, თუ როგორ უნდა ბრძოლა გაცილებით ძლიერ გუნდთან. ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილმა სოხუმელები მთელი თამაში ტოლს არ უდებდნენ ლეგიონერებით გაძლიერებულ “დინამოს”. აღსანიშნავია, რომ ირაკლი ხოშტარიას გუნდს გაციების გამო ბესიკ ლეჟავა აკლდა, თუმცა მის გარეშეც საკმაოდ სოლიდური შემადგენლობა ჰყავთ დინამოელებს.

“სოხუმმა” პირველი მეოთხედი 16:15 მოიგო, მეორე მეოთხედში კი დინამოელებმა მოუმატეს და ქიენ კარტერის შედეგიანობით ლიდერობა მოიპოვეს. დიდი შესვენებისთვის ხოშტარიას გუნდი 3 ქულით დაწინაურდა და ცხადი იყო, რომ მაყურებელს საინტერესო მეორე ნახევარი ელოდა. ასეც მოხდა – სოხუმელებმა ბრძოლისა და თავდადების ხარჯზე თამაშში გარდატეხა შეიტანეს. კვარაცხელიას გუნდი მეტოქეს შეტევებს უშლიდა და სწრაფი შეტევებით, ასევე შორი სროლებით დაწინაურება მოახერხა.

მესამე პერიოდი სოხუმელებმა 20:15 მოიგეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 2 ქულით დაწინაურდნენ. ბოლო პერიოდში სოხუმელთათვის ჰაერივით საჭირო გამოდგა რატი ბააკაშვილის 3-ქულიანები და ჯერემი საიმონსისა და ვახტანგ ქადარიას ფარქვეშა აქტიურობა, რასაც ზუსტი 2-ქულიანები ერთვოდა და “სოხუმმა” ისე მიიყვანა მატჩი გამარჯვებამდე, “დინამოს” წარმატების შანსი არ ჰქონია.

“სოხუმში” 16 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო ჯერემი საიმონსი იყო. 17 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა ვახტანგ ქადარიამ, ხოლო რატი ბააკაშვილმა 15 ქულასთან ერთად 7 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. “დინამოში” 21 ქულით ქიენ კარტერი გამოირჩა, ხოლო სტევან მილოშევიჩმა და ბოშკო სტოიაკოვიჩმა 11-11 ქულა დააგროვეს.

ქუთაისში გამართული მატჩიც ანალოგიური სცენარით – თანაბრად განვითარდა. “არმია” მთელი შეხვედრის განმავლობაში მისდევდა “ქუთაისს”, თუმცა საბოლოოდ 6 ქულით დამარცხდა. ანგარიშში სხვაობა ბოლო მეოთხედამდე 2-4 ქულის ფარგლებში ქუთაისელთა სასარგებლოდ მერყეობდა. არმიელები ბოლომდე იბრძოდნენ და გამარჯვების შანსს ინარჩუნებდნენ, თუმცა მასპინძლებმა თავისი მაინც გაიტანეს და ნახევარფინალური სერიის საპასუხო მატჩის წინ 6-ქულიანი ფორა შეიქმნეს.

“ქუთაისში” 20 ქულით საუკეთესო ზაურ ფაშაევი გახდა, 15-15 ქულა-მოხსნა მიითვალა აკაკი დვალიშვიმა, ხოლო გოგა ცეკვავამ შეხვედრა 13 ქულით დაასრულა. “არმიაში” ბომბარდირი 17 ქულითა და 10 მოხსნით გიორგი შარაბიძე გახდა, არანაკლებ სარგებლიანი იყო ბექა წივწივაძე (17 ქულა, 9 პასი), ხოლო თემურ ბაბუნაშვილის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა.

ნახევარფინალური სერიის პასაპუხო მატჩები 1 მარტს, თბილისში, საკალათბურთო კადემიის დარბაზში გაიმართება.

 

მატჩისშემდგომი კომენტარები

სოხუმი-დინამო  70:64

ირაკლი ხოშტარია („დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): რთულია მთელი სეზონი ერთ დონეზე ჩაატარო, თუმცა წინ მეორე მატჩი გველოდება, ხვალ გავაანალიზებთ დღევანდელ თამაშს და განმეორებით შეხვედრაში ვეცდებით  ღირსეული რევანშის ავიღოთ. მივულოცავ „სოხუმს“ დამსახურებულ გამარჯვებას.

ვაჟა კვარაცხელია („სოხუმის მთავარი მწვრთნელი): გავმეორდები კიდევ ერთხელ და ვიტყვი  რომ დღევანდელ შეხვედრაში “დინამო” უდავო ფავორიტი იყო, რომელიც ძლიერია ყველა კომპონენტში და მას ყველა პირობა გააჩნი – დროული ხელფასი თუ საკალათბურთო ბაზა. მადლობა ჩემს ბიჭებს, რომელებიც ნამდვილი გმირები არიან. დავრწმუნდი რომ მათ ნამდვილად უყვართ კალათბურთი. ყველას ვთხოვ დაგვეხმაროს, მათ შორის მთავრობას, რათა ამ სიტუაციიდან როგორმე გამოსავალი ვიპოვოთ.

რატი ბააკაშვილი (სოხუმი): პოტენციურ საქართველოს ჩემპიონს მოვუგეთ. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, განსაკუთრებით ჯერემი საიმონსს, რომელმაც ასეთი პირობებისა  და ტრავმის მიუხედავად მაინც ითამაშა და  ჩვენთან ერთად გამოვიდა მოედანზე.

 

 ქუთაისი-არმია  70:64

მედეა მხეიძე (ქუთაისის მწვრთნელი): მშვენიერი თამაში შედგა. საინტერესო გამოვიდა  განსაკუთრებით იმ მხრივ რომ არმიამ სხვადასხვა ვარიანტები შემოგვთავაზა თავდასხმაში, რაზეც აქტიურად ვრეაგირებდით დაცვაში.  შესაბამისად თამაში მრავალფეროვანი,  საინტერესო და ემოციური გამოვიდა. მატჩის დროს მცირე შეფერხება გვქონდა გულშემატკივრის მხრიდან, მაგრამ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა და მათ თამაშის ბოლომდე ზრდილობიანად გვიგულშემატკივრეს, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, მადლობა ბიჭებს, რომლებმაც შესანიშნავად იასპარეზეს. აღვნიშნავ, რომ მოედანზე  ახალგაზრდებმაც გამოიჩინეს თავი. გიორგი ცირეკიძე და ლევან გრძელიძე კარგად ჩაერთნენ თამაშში და მითითებულ დავალებებს თავი კარგად გაართვეს.

კოტე ტუღუში (არმიას მთავარი მწვრთნელი): დიდი ბრძოლა იყო  და გამარჯვებაც შეგვეძლო,  მაგრამ ბევრი შეცდომა დავუშვით და ქუთაისს მოგების შანსი მივეცით, რაც ძალიან კარგად გამოიყენა. მადლობა ქუთაისელ გულშემატკივარს, რომელიც ყოველთვის  განსაკუთრებით ალამაზებს მატჩს და დარბაზში სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. 2 დღეში მეორე თამაში გველოდება, ვეცდებით მაქსიმალურად გამოვასწოროთ შეცდომები და ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოდ შეხვედრა.

თასის გათამაშების ნახევარფინალი დაძაბულად და დიდი დამთხვევით დაიწყო. სერიის პირველი მატჩები თბილისსა და ქუთაისში გაიმართა და ორივეგან გამარჯვებული დაძაბულ ბრძოლასა და ერთნაირ ანგარიშში გამოვლინდა. “ქუთაისმაც” და “სოხუმმაც” მეტოქეები 70:64 დაამარცხეს. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური სერია 2 მატჩისგან შედგება და გამარჯვებული ქულათა საერთო რაოდენობით გამოვლინდება.

ნამდვილი მოულოდნელობა იყო “სოხუმის” გამარჯვება “დინამოსთან”. ფინანსური პრობლემების წინაშე მდგარმა სოხუმელებმა, რომელმაც კრიზისის გამო 2 ლეგიონერი – პეტარ ივანიჩი და ჯოშუა ჯექსონი დაკარგეს, სუპერლიგის ლიდერი “დინამო” 6 ქულით – 70:64 დაამარცხეს.

ეს იმას ნიშნავს, რომ 1 მარტს გასამართ საპასუხო მატჩში “სოხუმს” 6-ქულიანი ფორა აქვს და თუ ეს უპირატესობა შეინარჩუნა, ფინალში გავა. სოხუმელებმა ნათელი მაგალითი აჩვენეს იმისა, თუ როგორ უნდა ბრძოლა გაცილებით ძლიერ გუნდთან. ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილმა სოხუმელები მთელი თამაში ტოლს არ უდებდნენ ლეგიონერებით გაძლიერებულ “დინამოს”. აღსანიშნავია, რომ ირაკლი ხოშტარიას გუნდს გაციების გამო ბესიკ ლეჟავა აკლდა, თუმცა მის გარეშეც საკმაოდ სოლიდური შემადგენლობა ჰყავთ დინამოელებს.

“სოხუმმა” პირველი მეოთხედი 16:15 მოიგო, მეორე მეოთხედში კი დინამოელებმა მოუმატეს და ქიენ კარტერის შედეგიანობით ლიდერობა მოიპოვეს. დიდი შესვენებისთვის ხოშტარიას გუნდი 3 ქულით დაწინაურდა და ცხადი იყო, რომ მაყურებელს საინტერესო მეორე ნახევარი ელოდა. ასეც მოხდა – სოხუმელებმა ბრძოლისა და თავდადების ხარჯზე თამაშში გარდატეხა შეიტანეს. კვარაცხელიას გუნდი მეტოქეს შეტევებს უშლიდა და სწრაფი შეტევებით, ასევე შორი სროლებით დაწინაურება მოახერხა.

მესამე პერიოდი სოხუმელებმა 20:15 მოიგეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 2 ქულით დაწინაურდნენ. ბოლო პერიოდში სოხუმელთათვის ჰაერივით საჭირო გამოდგა რატი ბააკაშვილის 3-ქულიანები და ჯერემი საიმონსისა და ვახტანგ ქადარიას ფარქვეშა აქტიურობა, რასაც ზუსტი 2-ქულიანები ერთვოდა და “სოხუმმა” ისე მიიყვანა მატჩი გამარჯვებამდე, “დინამოს” წარმატების შანსი არ ჰქონია.

“სოხუმში” 16 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო ჯერემი საიმონსი იყო. 17 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა ვახტანგ ქადარიამ, ხოლო რატი ბააკაშვილმა 15 ქულასთან ერთად 7 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. “დინამოში” 21 ქულით ქიენ კარტერი გამოირჩა, ხოლო სტევან მილოშევიჩმა და ბოშკო სტოიაკოვიჩმა 11-11 ქულა დააგროვეს.

ქუთაისში გამართული მატჩიც ანალოგიური სცენარით – თანაბრად განვითარდა. “არმია” მთელი შეხვედრის განმავლობაში მისდევდა “ქუთაისს”, თუმცა საბოლოოდ 6 ქულით დამარცხდა. ანგარიშში სხვაობა ბოლო მეოთხედამდე 2-4 ქულის ფარგლებში ქუთაისელთა სასარგებლოდ მერყეობდა. არმიელები ბოლომდე იბრძოდნენ და გამარჯვების შანსს ინარჩუნებდნენ, თუმცა მასპინძლებმა თავისი მაინც გაიტანეს და ნახევარფინალური სერიის საპასუხო მატჩის წინ 6-ქულიანი ფორა შეიქმნეს.

“ქუთაისში” 20 ქულით საუკეთესო ზაურ ფაშაევი გახდა, 15-15 ქულა-მოხსნა მიითვალა აკაკი დვალიშვიმა, ხოლო გოგა ცეკვავამ შეხვედრა 13 ქულით დაასრულა. “არმიაში” ბომბარდირი 17 ქულითა და 10 მოხსნით გიორგი შარაბიძე გახდა, არანაკლებ სარგებლიანი იყო ბექა წივწივაძე (17 ქულა, 9 პასი), ხოლო თემურ ბაბუნაშვილის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა.

ნახევარფინალური სერიის პასაპუხო მატჩები 1 მარტს, თბილისში, საკალათბურთო კადემიის დარბაზში გაიმართება.

 

მატჩისშემდგომი კომენტარები

სოხუმი-დინამო  70:64

ირაკლი ხოშტარია („დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): რთულია მთელი სეზონი ერთ დონეზე ჩაატარო, თუმცა წინ მეორე მატჩი გველოდება, ხვალ გავაანალიზებთ დღევანდელ თამაშს და განმეორებით შეხვედრაში ვეცდებით  ღირსეული რევანშის ავიღოთ. მივულოცავ „სოხუმს“ დამსახურებულ გამარჯვებას.

ვაჟა კვარაცხელია („სოხუმის მთავარი მწვრთნელი): გავმეორდები კიდევ ერთხელ და ვიტყვი  რომ დღევანდელ შეხვედრაში “დინამო” უდავო ფავორიტი იყო, რომელიც ძლიერია ყველა კომპონენტში და მას ყველა პირობა გააჩნი – დროული ხელფასი თუ საკალათბურთო ბაზა. მადლობა ჩემს ბიჭებს, რომელებიც ნამდვილი გმირები არიან. დავრწმუნდი რომ მათ ნამდვილად უყვართ კალათბურთი. ყველას ვთხოვ დაგვეხმაროს, მათ შორის მთავრობას, რათა ამ სიტუაციიდან როგორმე გამოსავალი ვიპოვოთ.

რატი ბააკაშვილი (სოხუმი): პოტენციურ საქართველოს ჩემპიონს მოვუგეთ. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, განსაკუთრებით ჯერემი საიმონსს, რომელმაც ასეთი პირობებისა  და ტრავმის მიუხედავად მაინც ითამაშა და  ჩვენთან ერთად გამოვიდა მოედანზე.

 

 ქუთაისი-არმია  70:64

მედეა მხეიძე (ქუთაისის მწვრთნელი): მშვენიერი თამაში შედგა. საინტერესო გამოვიდა  განსაკუთრებით იმ მხრივ რომ არმიამ სხვადასხვა ვარიანტები შემოგვთავაზა თავდასხმაში, რაზეც აქტიურად ვრეაგირებდით დაცვაში.  შესაბამისად თამაში მრავალფეროვანი,  საინტერესო და ემოციური გამოვიდა. მატჩის დროს მცირე შეფერხება გვქონდა გულშემატკივრის მხრიდან, მაგრამ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა და მათ თამაშის ბოლომდე ზრდილობიანად გვიგულშემატკივრეს, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, მადლობა ბიჭებს, რომლებმაც შესანიშნავად იასპარეზეს. აღვნიშნავ, რომ მოედანზე  ახალგაზრდებმაც გამოიჩინეს თავი. გიორგი ცირეკიძე და ლევან გრძელიძე კარგად ჩაერთნენ თამაშში და მითითებულ დავალებებს თავი კარგად გაართვეს.

კოტე ტუღუში(არმიას მთავარი მწვრთნელი): დიდი ბრძოლა იყო  და გამარჯვებაც შეგვეძლო,  მაგრამ ბევრი შეცდომა დავუშვით და ქუთაისს მოგების შანსი მივეცით, რაც ძალიან კარგად გამოიყენა. მადლობა ქუთაისელ გულშემატკივარს, რომელიც ყოველთვის  განსაკუთრებით ალამაზებს მატჩს და დარბაზში სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. 2 დღეში მეორე თამაში გველოდება, ვეცდებით მაქსიმალურად გამოვასწოროთ შეცდომები და ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოდ შეხვედრა.

superleague.ge

არმიამ მაქაბისთან დაგეგმილი მატჩი მოიგო

სუპერლიგის მორიგი ტური “არმიასა” და “მაკაბს” შორის მატჩით დასრულდა. მაკაბელთა გუნდს მიმდინარე სეზონში მოგება არ გააჩნია და პირველ წარმატებას ერთ-ერთ ლიდერთან რომ ვერ მოიპოვებდა, ეს ცხადი იყო. არმიელებმა მეტოქე ზედმეტი მობილიზების გარეშე – 107:83 დაამარცხეს.

“არმიის” თავკაცმა კოტე ტუღუშმა იცოდა, რომ მეტოქისგან წაგების საფრთხე არ ელოდა და გუნდის ძირითად შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა. არმიელების შემადგენლობაში 18-წლამდელთა გუნდის წევრი მამუკა ბაზუაშვილი გამოჩნდა და ითამაშეს ასევე იმ კალათბურთელებმა,  რომლებიც დაძაბულ მატჩებში 12-კაციან შემადგენლობაში ვერ ხვდებიან.

აღნიშნული შეხვედრა იყო პირველი მიმდინარე სეზონში, რომელშიც 1 გუნდის თორმეტივე კალათბურთელმა ქულის მითვლა მოახერხა. მატჩის ბედი პირველივე მეოთხედში გაირკვა, რომელიც არმიელებმა 33:8 მოიგეს. არმიელთა მწვრთნელი კალათბურთელებს ხშირხშირად ცვლიდა და საბოლოოდ სათამაშო დრო ყველაზე მეტ-ნაკლებად თანაბრად გადაანაწილა.

არმიელებს წინამძღოლობდა ბექა წივწივაძე, რომელმაც მოედანზე 20,24 წუთი გაატარა და ყველაზე შედეგიანი იყო – 22 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ორმაგი დუბლი დააგროვა მისმა თანაგუნდელმა გიორგი ჯგერენაიამაც – 12 ქულა, 11 მოხსნა. “მაკაბიში” 18 ქულითა და 16 მოხსნით საუკეთესო გიორგი რევაზაშვილი იყო.  ორმაგი დუბლი ასევე მაიზერ რევაზაშვილმა შეასრულა –  15 ქულა და 10 მოხსნა. 19 ქულა მიითვალა გიორგი ფერიაშვილმა, ხოლო 17 – ლევან რევაზაშვილმა.

მატჩი საბოლოოდ არმიელთა 24-ქულიანი უპირატესობით დასრულდა, რომლებმაც მიმდინარე სეზონში მე-10 გამარჯვება მიითვალეს. სუპერლიგის მორიგი ტური 7 და 8 მარტს, ქუთაისსა და თბილისში გაიმართება.

 სტატისტიკა

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): დაგეგმილი გამარჯვება მოვიპოვეთ. დღეს შევეცადეთ, რომ ყველას ეთამაშა და ბევრი დრო დავუთმეთ ახალაგზრდებს. ლაღი, თავისუფალი და გახსნილი თამაში გამოვიდა.

ჯამლეტ ხუხაშვილი(,,მაკაბის’’ მთავარი მწვრთნელი): როგორც მოსალოდნელი იყო, ,,არმიამ’’ გაიმარჯვა, თან გუნდის თითოეულ მოთამაშეს მისცა თავის გამოჩენის საშუალება. როცა გარანტირებული გაქვს გამარჯვება, შეიძლება ახალგაზრდა მოთამაშეების გამოყენება და ,,არმიაც’’ ასე მოიქცა.  ჩვენთვის მთავარია, რომ დღეს სამივე რევაზაშვილმა ითამაშა, ყველაზე უმცროსმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა.

 

ანატოლი ბოისა(,,არმია’’): კიდევ ერთი თამაში მოვიგეთ. ჩვენთვის ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია და ყველა მატჩისთვის ერთნაირად ვემზადებით, გვჭირდება ქულების სათანადო რაოდენობა, რათა პლეი ოფებისთვის გვქონდეს მოედნის უპირატესობა. დღეს ჩვენს ახალგაზრდებზე გადავიდა თამაში, პირველი მეოთხედი კარგად ვითამაშეთ, მეორე, მესამე და ბოლო პერიოდებში კი უფრო მოვეშვით. თუმცა, გამარჯვება არ გაგვჭირვებია. ვუსურვებ ,,მაკაბს’’ და მის პერსპექტიულ ახალგაზრდა კალათბურთელებს წარმატებებს.

 

superleague.ge

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “არმიამ” იმარჯვა

დღეს, სპორტის სასახლეში სუპერლიგის მორიგი ტურის ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს “შსს-აკადემია” და “არმია” დაუპირისპირდნენ. ძალოვნების შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გულშემატკივართა ინტერესიც გამოიწვია. დღევანდელ შეხვედრას ჩვეულებრივზე მეტი მაყურებელი დაესწრო.

შეხვედრის პირველი მეოთხედი საკმაოდ დაძაბულად და ხისტ ორთაბრძოლებში მიმდინარეობდა. გუნდები ერთმანეთს არაფერს არ უთმობდნენ. თუმცა, ბერიშვილის სამი ზუსტი სროლის შემდეგ, რომლიდანაც ორი 3-ქულიანი იყო, “არმიელები” წინ გაიჭრნენ, მაგრამ ეს უპირატესობა ჩიკვილაძემ ზედიზედ 4 ზუსტი საჯარიმოთი შეამცირა შემდეგ კი, ლომოურის კარგი თამაშის წყალობით “შსს” წინ გავიდა და მეოთხედი 1 ქულით მოიგო – 20-19.

მეორე პერიოდის ანალოგიური სცენარით წარიმართა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ “აკადემიამ” გადამწყვეტ მომენტში “არმიას” შეჩერება ვეღარ შესძლო და ტუღუშის გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. დიდი შესვენების წინ ქულათა სხვაობა 12-ს აღწევდა.

მესამე მეოთხედში “არმიამ” მოპოვებული უპირატესობა გაზარდა. ისეთი შთაბეჭდილებმა შეიქმნა, რომ ჟღენტის შეგირდები წაგებას უკვე შეგუებულები იყვნენ. თუმცა, “აკადემიამ” ბოლოს მაინც გაიბრძოლა და 22-ქულიანი სხვაობა 12-მდე დაიყვანამ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ბერიშვილმა, რომელმაც ამ მატჩი 32 ქულა მოაგროვა და რეკორდის განმეორებამდე სულ რაღაც 2 ქულა დააკლდა, საკუთარი გუნდი გამარჯვებამდე მიიყვანა – 74-92.

ბოლოს ერთი უსიამოვნო ეპიზოდიც მოხდა. “აკადემიელთა” ლეგიონერი ბრაუნი და “არმიელი” წივწივაძე ერთმანეთს შეეკამათნენ, რაც ლამის გუნდურ ჩხუბში არ გაიზარდა, თუმცა მოთამაშეები მალევე დაწყნარდნენ და შეხვედრაც მშვიდ ვითარებაში დასრულდა.

სტატისტიკა

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

კოტე ტუღუში (,,არმიის” მთავარი მწვრთნელი): ვფიქრობ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ამ შეხვედრისთვის საკმაოდ კარგად მოვემზადეთ.  სტატისტიკის მიხედვით მიხეილ ბერიშვილმა გამოიჩინა თავი, თუმცა ეს ყველაფერიც ისევ და ისევ გუნდური თამაშის წყალობით მივიღეთ. მსურს ბოდიში მოვუხადო გულშემატკივრებს და ჟურნალისტებს თამაშის ბოლოს მომხდარი ინციდენტის გამო. ჩემთვის მიუღებელია ასეთი ქმედებები და აუცილებლად დაისჯება ჩემს გუნდში ვინც დამნაშავე  იყო. ვფიქრობ არ ეკადრება არც არმიის და არც სუპერლიგის სხვა გუნდების მოთამაშეებს ასეთი საქციელი.

არჩილ ჟღენტი (,,შსს აკადემიის” მთავარი მწვრთნელი):  მივულოცავ არმიას ღირსეულ გამარჯვებას. სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს და ჩანს, რომ ,,არმიამ” კარგად ითამაშა. თავიდანვე  აღვნიშნე, რომ ჩვენს გუნდს ჰყავს ლეგიონერები, თუმცა შეთამაშება ნამდვილად გვჭირდება.  ჩვენმა მოწინააღმდეგემ დღეს ღირსეულად გაიმარჯვა.

მიხეილ ბერიშვილი (არმია): მივულოცავ ბიჭებს და გულშემატკივარს მოგებას , შეხვედრისთვის კარგად მოვემზადეთ და შედეგიც სახეზეა.

 

ბექა  ჩიკვილაძე (შსს აკადემია):ნამდვილად არ ველოდი ამხელა სხვაობას. დიდხანს ვემზადებოდით, მაგრამ ბიჭებმა ვერ გამოვიჩინეთ თავი. მწვრთნელთა შტაბმა ყველაფერი გააკეთა, მაგრამ მწვრთნელი ვერ შემოვა მოედანზე და ჩვენ მაგივრად  ვერ ითამაშებს. ბიჭები გავანაალიზებთ ამ ყველაფერს და კვლავ დიდი ჟინით ვიბრძოლებთ.

არმიამ ბათუმი დაამარცხა

თბილისის სპორტის სასახლემ დღეს სუპერლიგის მორიგი ტურის ცენტრალურ თამაშს უმასპინძლა. ერთმანეთს მოწინავე ჯგუფში მყოფი “არმია” და “ბათუმი” დაუპირისპირდნენ. თამაში არმიელებმა კარგად დაიწყეს. თბილისელთა რიგებში პიველ წუთებში ბაბუნაშვილი და შარაბიძე გამოირჩეოდნენ. მაგრა, სტუმრებმა “არმიას” დიდი გაქცევის საშუალება არ მისცეს, რაც ძირითადად ქედუგინის დამსახურებაა. სხვათა შორის, ბათუმელთა ლეგიონერი 27 ქულით მატჩის საუკეთესო მექულე გახდა. ბათუმეთლებს თამაში რომ წაუვიდათ, კოტე ტუღუშს არ გამოეპარა და მწვრთნელმაც დროული წუთშესვენება აიღო, რომლის შემდეგ “არმიელები” 10 ქულით დაწინაურდნენ.
მეორე მეოთხედში თამაშის საერთო სურათი არ შეცვლილა. “არმია” მოპოვებული უპირატესობი გაზრდას ცდილობდა, მაგრამ ბათუმელები ბოლომდე იბრძოდნენ. გადამწყვეტი მომენტი, მეორე პერიოდის ბოლოს მოხდა. როდესაც “ბათუმის” სათადარიგო სკამმა ტექნიკური ჯარიმა მიიღო. ზღვისპირელებმა გადამეტებულად გააპროტესტეს მსაჯთა გადაწყვეტილებები, რაც შეხვედრის არბიტრებს არ გამოპარვიათ. ტექნიკურს ქედუგინის ტრავმაც დაემატა (მაგრამ ლეგიონერი მოგვიანებით მაინც დაუბრუნდა პარკეტს) და “არმიელებიც” დიდ შესვენებაზე 17-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.
მესამე პერიოდში არმიამ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებაზე გააკეთა აქცენტი. თუმცა, სტუმებმა მაინც გაიბრძოლეს. “ბათუმმა” პრესინგს მიმართა და არმიელებმაც შეცდომებს უმატეს, მაგრამ ბერიშვილის დროულმა სამიანმა წერტილი დასვა ამ მატჩში. ბერიშვილს შარაბიძემაც მიბაძა და პერიმეტრიდან ზუსტად მოათავს ბურთი კალათში.
უკანასკნელი მეოთხედი სიტუაცია აღარ შეცვლილა და “არმიამ” მეტად პრინციპულ მატჩში ძალზედ მნიშნვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. საბოლოო ჯამში 93-65 მასპინძელთა სასარგებლოდ.

 სტატისტიკა

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): როგორც წინასამატჩო პრესკონფერენციაზე აღვნიშნე, დღევანდელი დღისთვის მაქსიმალურად მომზადებულები ვიყავით. ბათუმს ძალიან კარგი გუნდი და შემადგენლობა ჰყავს, ამიტომ სიფრთხილით მივუდეგით, არც ერთი წუთით არ მოვდუნებულვართ. მესამე პერიოდში, როცა 14 ქულამდე დაიყვანეს სხვაობა, დროზე მოვასწარით მობილიზება, საჭირო ბურთები ჩავაგდეთ და საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოპოვეთ. წარმატებებს ვუსურვებ ,,ბათუმს’’ და ჩემს მეგობარს, ივანე მაისურაძეს მომავალში.

ივანე მაისურაძე(,,ბათუმის’’ მწვრთნელი, მოთამაშე): მივულოცავ ,,არმიას’’ გამარჯვებას, ნამდვილად შესანიშნავი თამაში აჩვენეს. ჩვენ კი, ვარჯიშებიდან გამომდინარე, უკეთესის მოლოდინი გვქონდა, თუმცა საპირისპირო თამაში ვაჩვენეთ. ცუდად ვიასპარეზეთ, ძალიან ბევრი ნიუანსი გამოჩნდა, რაც დასახვეწი გვაქვს. პირველ რიგში კი, ჩემი გუნდისგან ბრძოლისუნარიანობას მოვითხოვ.

მიხეილ ბერიშვილი(,,არმია’’): ამ თამაშისთვის სერიოზულად ვემზადებოდით და სასიხარულოა, რომ გავიმარჯვეთ. კარგი დაცვა ვითამაშეთ და ვფიქრობ, სწორედ ამის ხარჯზე მოვიგეთ.
ლევან ელიაძე(,,ბათუმი’’): ძალიან ცუდად ვითამაშეთ დაცვაშიც და შეტევაშიც. შევეცდებით, დღევანდელი შეცდომები მაქსიმალურად გამოვასწოროთ და მომდევნო შეხვედრებში წარმატებას მივაღწიოთ.

არმიამ რუსთავი ბოლო მეოხედში გატეხა

სუპერლიგის მეორე წრე რუსთავშიც დაიწყო. ადგილობრივმა გუნდმა მეორე ადგილზე მყოფ “არმიას” უმასპინძლა და მატჩის დიდი უმეტესობა უგებდა, თუმცა გამარჯვების მოსაპოვებლად ძალები არ ეყო და საბოლოოდ 58:68 დამარცხდა.

ამ გუნდების ბოლო შეხვედრა რუსთავში მასპინძლებმა 17 ქულით მოიგეს. “რუსთავი” რომ არმიელებისთვის უხერხული მეტოქეა, ეს დღევანდელმა მატჩმაც გამოაჩინა და ამაზე ილაპარაკა ნამატჩევს თბილისელთა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმაც. რუსთაველებმა თამაში სწრაფ ტემპში დაიწყეს და ლიდერობასაც დაეპატრონნენ, რომელსაც მესამე მეოთხედის ბოლომდე ინარჩუნებდნენ.

ფავორიტად მიჩნეულმა “არმიამ” მატჩში პირველად დაწინაურება თამაშის დასრულებამდე 6 წუთით ადრე მოახერხა, მანამდე კი მასპინძლები ხან 10-ზე მეტი ქულით ლიდერობდნენ, ხანაც მათი უპირატესობა მინიმუმამდე მცირდებოდა.

რუსთაველებს გამოაკლდათ ტანმაღალი სერგო ათუაშვილი, რომელიც კარიერას ტუნისში აგრძელებს. მის გარეშე ქვემოქართლური გუნდი უფრო მობილურია და სწრაფ შეტევებზეა ორიენტირებული. “არმიასაც” არ ჰყავდა გამოკვეთილი ცენტრი – გიორგი შარაბიძე ტრავმის გამო არ თამაშობდა, ორმხრივ სწრაფ თამაშში კი ბოლო მეოთხედამდე “რუსთავი” მძლავრობდა.

მატჩის ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში რუსთაველებს არ გაუმართლათ, რაც ფიზიკური გადაღლილობის და ნაკლები გამოცდილების ბრალი იყო. არმიელებმა კი პირიქით – ბექა წივწივაძემ ზედიზედ 2 სამქულიანი ჩააგდო, რასაც თიმურაზ ბაბუნაშვილის ორიანი მოჰყვა და მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე “არმია” 57:51 დაწინაურდა.

დარჩნილ დროში რუსთაველები ეცადნენ, მაგრამ იმ ლიდერობის დაბრუნება, რასაც მთელი 3 მეოთხედი ფლობდნენ, ვეღარ მოახერხეს. საბოლოოდ კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა არმიელებმა 10 ქულის სხვაობით – 68:58 იმარჯვეს და სუპერლიგის ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ (ლიდერი დინამო ამ ტურში ისვენებდა).

 სტატისტიკა

 მატჩისშემდგომი კომენტარები:

ბადრი კიკვიძე, “რუსთავის” მწვრთნელი:

კარგად ვითამაშეთ, მაგრამ გამარჯვებამდე იმის გამო ვერ მივედით, რომ გადავიღალეთ, თან გამოცდილებაც არ გვეყო. წინა მატჩისგან განსხვავებით გვაკლდა სერგო ათუაშვილი, ტრავმირებულია ზურა მაჭავარიანი. ასეთ ვითარებაში კიდე კარგად ითამაშეს ბიჭებმა. “არმია” მეორე ადგილზეა ჩვენზე გამოცდილი მოთამაშეები ჰყავს. ასეთი ძლიერი მეტოქის დასამარცხებად ძალები არ გვეყო.

კოტე ტუღუში,“არმიას“ მთავარი მწვრთნელი:

“რუსთავი” ჩვენი გუნდისთვის ტრადიციულად უხერხული მეტოქეა. განსაკუთრებით, რუსთავში თამაში გვიჭირს და ეს დღესაც თვალნათლად გამოჩნდა. მართალია, ტრავმების გამო გვაკლდნენ ანატოლი ბოისა, გიორგი შარაბიძე და ბუბა კვიმსაძე, მაგრამ ძირითადი ბირთვი მოედანზე იყო და თამაშის ბოლომდე გაუჭირდათ სასურველი სათამაშო ტაქტიკის პოვნა. დღეს გავიმარჯვეთ, მაგრამ ასეთი თამაშით მომავალ ტურში, “ბათუმთან”, თითქმის უშანსოდ ვიქნებით. მადლობა რუსთაველებს გულიანი თამაშისთვის. შეხვედრა ბოლომდე საინტერესო გამოვიდა.

superleague.ge

მემორიალზე ოლიმპი სოხუმს გაუძალიანდა, რუსთავმა კი შსს დაამარცხა

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალურ ტურნირზე მეორე სათამაშო დღე მიილია, თუმცა ფინალისტები არ გამოვლენილან. ამ კითხვაზე პასუხს ხვალინდელი მატჩები გასცემენ, რის შემდეგაც ჯგუფები გუნდები ადგილებს გაინაწილებენ.

სოხუმი – ოლიმპი   81:72           რუსთავი – შსს აკადემია   69:57

სრული სტატისტიკის სანახავად დააჭირეთ ანგარიშს

ფინალში გასვლისთვის ერთმანეთს “სოხუმი” – “არმია” შეხვდებიან. ამ წყვილში გამარჯვებული “ბ” ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს და მემორიალის სატიტულო მატჩში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს. რაც შეეხება “ა” ჯგუფს, ოფიციალურად არაა გადაწყვეტილი, თუმცა სასწაული უნდა მოხდეს, რომ ფინალში “დინამო” ვერ გავიდეს. ხვალ, ჯგუფის ბოლო შეხვედრაში “დინამო” დღეს “რუსთავთან” დამარცხებულ “შსს-აკადემიას” ხვდება და ამ უკანასკნელს მინიმუმ 20 ქულით გამარჯვება ესაჭიროება, პირველი ადგილი რომ დაიკავოს.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ “შსს-აკადემია” მემორიალზე 20-წლამდელთა გუნდით ასპარეზობს, “დინამოს” დამარცხება, თან დიდი სხვაობით, ფაქტობრივად შეუძლებელია. აკადემიელები ტურნირში 20-წლამდელებით იმის გამო გამოდიან, რომ ძირითადმა გუნდმა შეკრება დაგეგმა და რაკი მონაწილეობის სურვილი წინასწარ ჰქონდა დაფიქსირებული,  იძულებული გახდა, მემორიალზე დუბლშემადგენლობით გამოსულიყო.

რაც შეეხება დღეს გამართულ პირველ შეხვედრას, მასში ერთმანეთს “ბ” ჯგუფის წარმომადგენლები – “სოხუმი” და “ოლიმპი” შეხვდნენ. დავით თორთლაძის გაწვრთნილ ოლიმპელებს რიჩარდ მათიაშვილი დაუბრუნდა, რომელმაც ბოლო შეხვედრა ოქტომბერში, დუდუ დადიანის მემორიალზე ჩაატარა და მაშინ მომხდარი ინციდენტის გამო 10 თამაში გამოტოვა. მათიაშვილის დაბრუნება “ოლიმპს” აშკარად დაეტყო: გუნდმა სუპერლიგის ერთ-ერთ ფავორიტ “სოხუმს” ღირსეულად ებრძოლა და გამარჯვების შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა.

სოხუმელები მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდნენ, თუმცა “ოლიმპი” მათ წინ დამაჯერებლად გაჭრის საშუალებას არ აძლევდა. ირაკლი ჩლაიძისა, რატი ბააკაშვილის და ლეგიონერების – ჯერემი საიმონისა და პეტარ ივანიჩის ძალისხმევით სოხუმელებმა ბოლო მეოთხედის შუაწელში 15-ქულიანი ლიდერობა (75:60) მოიპოვეს. თითქოს ყველაფერიც აქ გადაწყდა, მაგრამ “ოლიმპი” ისე ათამაშდა, რამდენიმე ტუთში ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა. მათიაშვილის, ირაკლი გულისაბედაშვილის და ირაკლი მიქელაძის სამქულიანების წყალობით თორთლაძის გუნდმა 3-წუთიანი მონაკვეთი 12:0 მოიგო და შეხვედრის დასრულებამდე სამიოდ წუთით ადრე მეტოქეს 72:75 მიუახლოვდა.

სოხუმელები წაგების საფრთხის წინაშე აღმოჩდნენ, თუმცა მობილიზება დროულად მოახერხეს და დარჩენილ დროში ჯოშუა ჯექსონისა და ირაკლი ჩლაიძის შედეგიანობით გამარჯვების მოპოვება შეძლეს – 81:72. “სოხუმში” 20 ქულა-11 მოხსნით ჯერემი საიმონსი გამოირჩა, 13-13 ქულა კი ივანიჩმა და ჩლაიძემ მიითვალეს. “ოლიმპში” 20 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო მათიაშვილი იყო, 12-12 ქულა კი გულისაბედაშვილმა და რევაზ ათანელიშვილმა მოაგროვეს

ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): ბიჭები თავიდანვე მოშვებულები იყვნენ, ამიტომ ბოლოს თამაში უფრო დაიძაბა. დღეს კარგად გამოჩნდა, რამხელა ძალაა მათიაშვილი ,,ოლიმპისთვის’’, ძალიან კარგად იასპარეზა, მაგრამ ალბათ მაინც ჩვენ უნდა მოგვეგო. ხვალ კიდევ უფრო საინტერესო შეხვედრა გველის ,,არმიასთან’’ და მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ ამ მატჩისთვის.

დავით თორთლაძე(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი):  მთელი გუნდისთვის ძალიან სასიხარულოა, რომ რიჩარდ მათიაშვილი დაგვიბრუნდა. ეს ჩვენს თამაშსაც დაეტყო, თუმცა შეხვედრა არ იყო ძალიან დაძაბული, სოხუმმა იცოდა, რომ მოიგებდა და ბოლოს მოეშვა, ამის ხარჯზე მოვახერხეთ ანგარიშის შემცირება.

რამაზ გოგობერიშვილი (რუსთავის მწვრთნელი):  შსს აკადემია ახალგაზრდა გუნდია, რომელმაც სხვათა შორის კარგი კონკურენცია გაგვიწია. განსაკუთრებით პირველ ტაიმში, სადაც საკმაოდ დიდი მობილიზება დაგვჭირდა სასურველი შედეგის მიღწევისთვის.  რაც შეეხება მემორიალს, ვფიქრობ კარგი იქნება თუ  მას საერთაშორისო სახე მიეცემა.

 გიორგი ნიკოლაძე (შსს აკადემიის მთავარი მწვრთნელი): მოგეხსენებათ მემორიალში დუბლშემადგენლობით გამოვდივართ და ეს ახალგაზრდებისთვის უდიდესი გამოცდილებაა. თამაშით კმაყოფილი ვარ, ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს და  უმაღლესი ლიგის გუნდთან 12 ქულა წააგეს.

რაც შეეხება  სუპერლიგაში მოასპარეზე გუნდს, ამჟამად შეკრებას გადის  შსს აკადემიაში. იგეგმება გარკვეული ცვლილებები – ზოგი დატოვებს გუნდს, ზოგიც დაგვემატება. მაქსიმალურად ვემზადებით საქართველოს თასის გათამაშებისთვის და ამიტომ ვარჩიეთ მემორიალში მონაწილეობა დუბლშემადგენლობით მიგვეღო.

ხვალ, 22 დეკემბერს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 2 მატჩი გაიმართება:

დინამო – შსს აკადემია  16:00   

არმია – სოხუმი    18:00

http://gbf.ge/

სოხუმმა წრე არმიის ძლევით დახურა

სუპერლიგის პირველი წრე დასრულდა. ბოლო მატჩში საინტერესო ბრძოლა იყო მოსალოდნელი, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. “სოხუმმა” 23 ქულის სხვაობით დაამარცხა “არმია” და ჩემპიონატის ცხრილმა საბოლოო სახე მიიღო.

პირველ ადგილზე მხოლოდ 1 წგების მქონე “დინამო” გამაგრდა, შემდეგ კი “არმია” და “ქუთაისი” მოდიან. ამ გუნდებმა ქულების თანაბარი ოდენობა დააგროვეს, თუმცა პირადი მოგების ხარჯზე მეორეზე არმიელები განთავსდნენ.

თანაბარქულიანობაა “სოხუმსა”და “ბათუმს” შორისაც, სადაც უპირატესობა აჭარულ გუნდს აქვს და მეოთხე ადგილს იკავებს. შემდეგ მოდის “შსს-აკადემია” და 3 აუტსაიდერი – “რუსთავი”, “ოლიმპი” და “მაკაბი”.

რაც შეეხება პირველი წრის ბოლო მატჩს, სოხუმელებმა “არმიას” ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობეს. არმიელებს მნიშვნელოვანი დანაკლისი ჰქონდათ მიხეილ ბერიშვილისა და თემურ ბაბუნაშვილის სახით, თუმც “სოხუმსაც” აკლდა ძირითადი ცენტრი ნიკა მეტრეველი, რომელიც იტალიური ლეგადუეს “როზეტოში” გადავიდა.

დაძაბული მხოლოდ პირველი მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც სოხუმელებმა 15:12 მოიგეს. დიდი შესვენებისთვის სხვაობა 11 ქულამდე გაიზარდა, ხოლო გარდამტეხი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “სოხუმმა” 24:11 მოიგო და გამარჯვება ნაადრევად გაიფორმა. ბოლო 10-წუთეულის წინ “არმია” 24 ქულით აგებდა და თამაშის გადარჩენის არც დრო ჰქონდა და არც შესაძლებლობა.

სოხუმელებს ამერიკელმა ჯოშუა ჯექსონმა 21 ქულით ულიდერა, მეორე ოკეანგაღმელმა ჯერემი ჯექსონმა კი გამარჯვებულებს 14 ქულა და 17 მოხსნა მიაშველა. 18 ქულა დაგროვდა ირაკლი ჩლაიძის ანგარიშზე. “არმიაში” 13 ქულით საუკეთესო გიორგი შარაბიძე იყო, 10 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა ზვიად ბაბიაშვილმა.

 სტატისტიკა

პირველი წრე დასრულდა, 20 დეკემბერს კი ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირი დაიწყება.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი):  მივულოცავ სოხუმს გამარჯვებას, ღირსეულად მოიგეს, ამ სეზონში უვკე მეორედ სირცხვილი გვაჭამეს. თუმცა ეს არ იყო სურპრიზი, სოხუმი ჩვენზე ძლიერი გუნდია. ძალიან ცუდი პროცენტით ვესროლეთ. არ მჩვევია მოთამაშეებს დავაბრალო წაგება, თუმცა დღეს ტაქტიკის პრობლემა არ გვქონია. ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ასე ცუდად ვიასპარეზეთ. რამდენიმე დღე დარჩა ქორქია-საკანდელიძის ტურნირის დაწყებამდე და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს დრო, რათა  უკეთ ვითამაშოთ. “სოხუმის” დამარცხებაზე ფიქრი ჯერ ადრეა. კიდევ ერთხელ მივულოცავ მეტოქეს და წარმატებას ვუსურვებ დარჩენილ თამაშებში.

ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი):დიდი მადლობა ,,არმიას’’, რომელიც არის აწყობილი, ჩამოყალიბებული მექანიზმი და ის ყოველთვის იქნება სერიოზული მეტოქე. ბერიშვილი და ბაბუნაშვილი გუნდისთვის დიდი ძალაა და მათი დანაკლისის პირობებში “არმიამ” ნამდვილად კარგად ითამაშა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ დღეს 7 გუნდი თითქმის თანაბარი სიძლიერისაა და ყველას ყველასთან შეუძლია წარმატების მიღწევა.

ზვიად ბაბიაშვილი(,,არმია’’): მივულოცავ გამარჯვებას სოხუმის გუნდს, რომელმაც აშკარად გვაჯობა დღეს. მოვემზადებით სათანადოდ და ვეცდებით მომავალში უკეთესი წინააღმდეგობა გავუწიოთ ჩვენს მეტოქეებს.

 

ჯოშუა ჯექსონი(,,სოხუმი’’):პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ “არმია” საკმაოდ ძლიერი გუნდია, რომელმაც ქუთაისი დაამარცხა. ეს საკმაოდ კარგად გვქონდა მთელ გუნდს გააზრებული და მასთან შესახვედრად განსაკუთრებით ვემზადებოდით. გუნდურად ვითამაშეთ, ძალები არ დავიშურეთ და გამარჯვება მოვიპოვეთ. მივულოცავ მთლიანად ჩვენს გუნდს და გულშემატკივრებს.

“არმიამ” “ქუთაისს” აჯობა

თბილისის სპორტის სასახლეში “სუპერლიგის” მეშვიდე ტურის მატჩები გაიმართა.

სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრში ერთმანეთს “არმია” და “ქუთაისი” დაუპირისპირდნენ. მატჩი საკმაოდ მძიმედ დაიწყო. პირველ ორ წუთში კალათში მხოლოდ ერთი ბურთი ჩავარდა. ხშირი იყო ტექნიკური წუნი კალათბურთელთა მოქმედებაში. პირველი მეოთხედი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოო ჯამში “არმიელთა” ორქულიანი უპირატესობით დასრულდა – 19-17.

მეორე მეოთხედში თამაშის სურათი არ შეცვლილა. “არმიელები” კი ცდილობდნენ უპირატესობის გაზრდას, თუმცა სტუმრები მათ ამის საშუალებას დროული სამიანებით არ აძლევდნენ. როგორც ყოველთვის, გამორცეული იყო დათო ბარბაქაძე. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ პირველი ტაიმის ბოლოს, “ქუთაისმა” ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. გუნდები დიდ შესვენებაზე 35-35 – ზე გავიდნენ.

შეხვედრის მესამე პერიოდში უკეთ სტუმრები გამოიყურებოდნენ. მოიმატა ტემპმაც, რამაც თავის მხრივ შეცდომები გაზარდა, თუმცა შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი იყო. “ქუთაისელების” აქტიურმა თამაშმა, მათ რვაქულიანი უპირატესობა მოუპოვა. რაც ყველაზე დიდი სხვაობა იყო ტურის ცენტრალურ შეხვედრაში. მესამე პერიოდი კი, სტუმრების 6 ქულიანი უპირატესობით დასრულდა.

დრამატული გამოდგა შეხვედრის უკანასკნელი პერიოდი, სადაც გამარჯვებულის ბედიც გადაწყდა. “არმიამ” მობილიზება შესძლო, შარაბიძის და ბაბუნაშვილის ძალისხმევით ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა, კარგი დაცვაც ითამაშა. გადამწყვეტი ტყორცნა კი, ბაბუნაშვილმა შეასრულა. ახალგაზრდა კალათბურთელმა  ესანიშნავი სამიანით მოაგებინა “არმიას” თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ.

მატჩის სტატისტიკური მონაცემები:

http://superleague.ge/results.php?lang=ge&gameid=750

მატჩის შემდეგ

კოტე ტუღიში (არმია): გვიხარია, რომ გავიმარჯვეთ. ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. იმედია, ერთ კვირაში ჩვენ ამ ხარვეზებს გამოვასწორებთ. შემდეგ შაბათს არანაკლებ მნიშნველოვანი დაპირისპირება გველის “სოხუმის” წინააღმდეგ. “ქუთაისი” საკმაოდ ძლიერი გუნდია. სწორედ ასეთ მატჩებში ჩნდება ჩვენი სუსტი მხარეები. ჩვენს მეტოქეს მომავალში წარამტებებს ვუსურვებ.

მედეა მხეიძე (ქუთაისი): მივულოცავ “არმიას” დამსახურებულ წარმატებას. რაც შეეხება ჩვენს თამაშს. პირველ ტაიმში უპირატესობა გვქონდა, მაგრამ მეორე ტაიმში ყველაფერი პირიქით მოხდა. წავაგეთ ფარი და ჩაგდების პროცენტიც საკმაოდ დაბალი იყო. სასიამოვნო იქნებოდა მოგება, მაგრამ არაუშავს. ცხოვრება გრძელდება და “ქუთაისი” თავის სიტყავს კიდევ იტყვის.

ანატოლი ბოისა (არმია): მინდა შევაქო “ქუთაისი”. კარგი, მებრძოლი გუნდია. ძალიან გაგვიხარდა დღევანდელი მნიშვნელოვანი გამარჯვება. და ვეცდებით, რომ ის შეცოდმები რაც დღეს დავუშვით, მომავალში გამოვასწოროთ.

ტურის ცენტრალურ მატჩამდე, სპორტის სასახლეში ატსაიდერების მატჩი გაიმართა. “მაკაბი” “რუსთავთან დამარცხდა – 59-94

სტატისტიკა: http://superleague.ge/results.php?lang=ge&gameid=749

დაუმარცხებელი მხოლოდ “დინამო” დარჩა

თბილისის სპორტის სასახლეში საკალათბურთო სუპერლიგის მეშვიდე ტურის უკანასკნელი შეხვედრები გაიმართა.

დღის პირველ მატჩში “სოხუმი” და “ოლიმპი” წარსდგნენ მაყურებლის წინაშე. დაძაბული დაპირისპირება ზღვისპირელების გამარჯვებით დასრულდა – 82:74. მიუხედავად “ოლიმპის” შესანიშნავი თამაშისა უკანასკნელ მეოთხედში, გადამწყვეთ მომენტში დავით თორთლაძის შეგირდებმა გარდატეხის შეტანა ვერ შესძლეს შეხვედრაში. სოხუმელთა შემადგენლობაში 21 ქულით ყველაზე შედეგიანი ჯოშუა ჯექსონი იყო. აქვე გთავაზობთ სრულ სტატისტიკურ მონაცემებს: http://superleague.ge/ge/results.php?lang=ge&gameid=747

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

თემურ კანკია(,,სოხუმის’’ მწვრნთნელი):  მადლობა მეტოქეს კარგი თამაშისთვის. გუნდში გვქონდა პრობლემები, ამას დაემატა ჩლაიძის ტრავმა, აქედან გამომდინარე ბევრი ხარვეზი გვქონდა. მართალია კარგად დავიწყეთ, თუმცა ,,ოლიმპი’’ ბოლომდე არ გატყდა და სიტუაციაც დაიძაბა. რაც მთავარია, მოვახერხეთ გამარჯვება.

დავით თორთლაძე(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ ,,სოხუმს’’ გამარჯვებას. ვიცი, რომ გუნდს პრობლემები აქვს და ეს მოგება მათთვის სტიმულია. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და მადლობა ბიჭებს, რადგან ბოლო წამამდე არ გატყდნენ. 26-ჯერ მეტი შეტევა განვახორციელეთ და 18 ჩაჭრა მივითვალეთ, თუმცა წავაგეთ ჩვენზე ძლიერ გუნდთან. უფრო მეტი გამოცდილება რომ გვქონოდა, შეიძლებოდა სენსაციაც მომხდარიყო და მოგვეგო. თუმცა, ვფიქრობ, ეს შედეგი უფრო ლოგიკური იყო.

 

ნიკა მეტრეველი(,,სოხუმი’’): რთულ სიტუაციაში ვართ, ჩლაიძეს ტრავმა აქვს, რამდენიმე დღეა არ მივარჯიშია არც მე, არც ლეგიონრებს. თამაშის დროს სიტუაცია რამდენჯერმე შეიცვალა, მეტოქემ ანგარიშის შემცირებაც მოახერხა, თუმცა ბოლოს გამარჯვება მოვიპოვეთ. რეზო ათანელიშვილმა სერიოზული ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, ამიტომ ჩვენც საკმაოდ ფრთხილად ვთამაშობდით.

მეორე შეხვედრაში კი ერთმანეთს აქამდე დაუმარცხებელი გუნდები შეხვდნენ. “დინამოსა” და “არმიას” დაპირისპირებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. სპორტის სასახლეში ჩვეულებრივზე მეტი გულშემატკივარი მოვიდა. მათ შორის დინამოს აქტიური ფანებიც იყვნენ, რომლებიც მთელი შეხვედრის განმავლობაში უჭერდნენ მხარს საკუთარ საყვარელ გუნდს.

შეხვედრა “დინამოს” უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლო ჯამში მათი დამაჯრებელი გამარჯვებით დასრულდა – 79-61. ამ გამარჯვემამ “დინამოს” პირველი ადგილი მოუტანა სატურნირო ცხრილში. აქვე აღსანიშნავია, რომ “დინამოს” დარად 12 ქულა აქვს “ბათუმს”. თუმცა, ზღვისპირელებს ერთი მატჩით მეტი აქვთ ჩატარებული. “დინამო” – “არმიას” დაპირისპირებაში ყველაზე შედეგიანი ბესიკ ლეჯავა გახდა. მის აქტივში 20 ქულაა.

სტატისტიკური მონაცემები: http://superleague.ge/ge/results.php?lang=ge&gameid=748

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): ვაგრძელებთ წაუგებელ სერიას, რაც ყველაზე მთავარია. დღეს მეტოქედ გვყავდა ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, მეტნაკლებად ვიცოდით რა თამაშს ითამაშებდა. ეს გამარჯვება ბიჭების დამსახურებაა, ძალიან ბევრს შრომობენ და შედეგიც სახეზეა. მე უბრალოდ ვეხმარები მათ, ისინი ერთი, შეკრული გუნდია.  მიუხედავად გარკვეული ჩავარდნებისა, შევძელით საკმაოდ ძლიერი გუნდის დამარცხება.

კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ ,,დინამოს’’ დამსახურებულ და ღირსეულ გამარჯვებას. როგორც აღვნიშნე, მთავარ ფავორიტს ვეთამაშებოდით, ,,დინამო’’ ძალიან ძლიერ გუნდია და სერიოზულად ვემზადებოდით მათ წინააღმდეგ სათამაშოდ. რაღაც მომენტში გქვონდა შანსები, როცა ვასრულებდით დავალებებს , თუმცა აქაა განსხვავება კარგ და ცუდ გუნდებს შორის. ,,დინამომ’’ არ დაუშვა უხეში შეცდომები , ჩვენ კი ყველა შეცდომისთვის დავისაჯეთ. თუმცა დაგვრჩა 2 მნიშვნელოვანი თამაში და შევეცდებით მალე დავივიწყოთ ეს მარცხი, გავაანალიზოთ შეცდომები და მოვემზადოთ მორიგი შეხვედრებისთბის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ,,დინამო’’ მთავარი პრეტენდენტია ჩემპიონობის და ფინალში გასულ გუნდს სწორედ მათ წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

ლაშა გამყრელიძე(,,დინამო’’): მივულოცავ ჩვენს გუნდს გამარჯვებას. ვეთამაშებოდით ერთ-ერთ ძლიერ გუნდს, რომელსაც ჩვენსავით წაუგებელი სერია ჰქონდა. იყო ფსიქოლოგიური წნეხიც. მთელი კვირის მანძილზე განსაკუთრებულად ვემზადებოდით და ვვარჯიშობდით. მიუხედავა ანგარიშში სხვაობისა, საკმადო დაძაბული შეხვედრა იყო და ბოლომდე ვიბრძოდით. წინ რთული თამაშები გველის, განსაკუთრებით გასვლა ,,ქუთაისთან’’ და იმედია, პირველ წრეს წარმატებით ჩავამთავრებთ.

ზვიად ბაბიაშვილი(,,არმია’’): პირველ რიგში, მივულოცავ ,,დინამოს’’. თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ, შემდეგ კი ერთდროულად ბევრი შეცდომა დავუშვით, რამაც განაპირობა ჩვენი მარცხი. ძალიან კარგად ვემზადებოდით ამ შეხვედრისთვის და მოსაგებადაც განწყობილები ვიყავით, თუმცა ,,დინამომ’’ გვაჯობა. იმედია, მომავალში შევძლებთ ხარვეზების გამოსწორებ