“იოზილმა “არსენალი” ფსიქოლოგიურად უკვე დატოვა”

ლონდონის “არსენალის” ყოფილმა მცველმა, მარტინ კიოუნმა მესუთ იოზილის მდგომარეობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის მთელი თავისი ძალებით არ ცდილობს თამაშს და მონდომებაც აკლია.

“ვფიქრობ, ის ვენგერის მოთმინებას სცდის, მეტად, ვიდრე ეს ვინმეს გაუკეთებია. მას მატჩებში მონაწილეობის მიღების სურვილი არ აქვს. ბელარუსიაში ევროპა ლიგაზე სათამაშოდ მას წასვლა უბრალოდ არ უნდოდა.

ამის შემდეგ, იოზილი მხოლოდ ცხრა წუთით იყო მოედანზე “ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან” მატჩში და ტრავმა მიიღო. ნამდვილად საკვირველია, როგორ მოახერხა ეს ამ დროში?

ჩემი აზრით, მან უკვე დატოვა კლუბი. ფსიქოლოგიურად, მენტალურად, ის “არსენალში” აღარ არის. შესაძლოა, ვენგერი უბრალოდ საუკეთესო შემოთავაზებას ელოდება, რათა მისი ტრანსფერიდან მეტი ფული მიიღოს,”- აცხადებს კიოუნი.

“პარის-სან-ჟერმენი” მზადაა კავანის შეელიოს

იქიდან გამომდინარე, რომ პარიზულ კლუბს უეფასთან პრობლემები აქვს, ე.წ. ფინანსურ ფეარ პლეისთან დაკავშირებით, ფრანგები ვალდბულები არიან, რამდენიმე ფეხბურთელს შეელიონ.

საქმე იმაშია, რომ “პსჟ” დიდი ხანია ინტერესდება ლონდონის “არსენალის” შემტევის, ალექსის სანჩესის დამატებით და ახლა ამასთან ძალიან ახლოს არიან, დიდი ალბათობით დედაქალაქელები დათმობაზე წასლენ და კავანის გაუშვებენ. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Parisien იტყობინება.

იან რაიტი: “არსენალში” ვენგერი ამ სპეციალისტმა უნდა შეცვალოს”

ლონდონის “არსენალის” ლეგენდა, იან რაიტი თვლის, რომ “ბარნლის” ამჟამინდელი თავკაცი, შონ დაიჩი ყველაზე მეტად შეეფერება “მეთოფეთა” სათამაშო სტილს.

“მჯერა, რომ დაიჩს წინ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა სჭირდება, სხვაგვარად მომავალში დიდ წარმატებას ვერ მიაღწევს. მას ახალი გამოწვევები სჭირდება,”- აცხადებს რაიტი BBC-სთან საუბრისას.

“მან ისეთი კლუბი უნდა გაწვრთნას, რომელიც მუდმივად გამოდის ევროპულ სარბიელზე. მე მას “არსენალში”, ვენგერის შემცვლელად ვხედავ. მაგრამ საკითხავია, რამდენად მისცემენ კლუბის ხელმძღვანელები ასეთ შანსს,” – დაამატა რაიტმა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ პრემიერ ლიგის 7 ტურის შემდეგ “ბარნლის” ანგარიშზე 12 ქულაა და ამ დროისთვის მეშვიდე პოზიციას იკავებს სატურნირო ცხრილში.

ლაკაზეტი: “გრიზმანს “არსენალში” აუცილებლად მოვიწვევ”

ლონდონის “არსენალის” ახალწვეული, ალექსანდრე ლაკაზეტი საკმაოდ საინტერესო და “მეთოფეთა” გულშემატკივართათვის დამაიმედებელ განცხადებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც, ის აუცილებლად ეცდება “ემირეიტსზე” ანტუან გრიზმანის გადაბირებას.

“დიახ, გრიზმანთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაკავშირებს, ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ და ერთად ბევრს ვერთობით.

ზედმეტსახელებიც კი გვაქვს, მე მას გრიზის ვეძახი, ის – ლაკაზს. თუ ის ლონდონში აღმოჩნდება, აუცილებლად შევხვდები და “არსენალში” მოვიწვევ,” – აცხადებს “ლიონის” ყოფილი შემტევი.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის “ატლეტიკოს” ლიდერი ზაფხულშიც ძალიან ახლოს იყო ესპანეთის დატოვებასთან, თუმცა “ატლეტიკოს” სატრანსფერო დისკვალიფიკაციამ მას გეგმები შეუცვალა.

იოზილი კლუბის შეცვლასთან ახლოსაა

მესუტ იოზილის დამატებით, რამდენიმე გუნდია დაინტერესებული.

საქმე იმაშია, რომ გერმანელ ფეხბურთელს “არსენალთან” კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. როგორც ჩანს მხარეები შეთანხმებას ვერ აღწევენ, ამიტომაც, დიდი ალბათობით, იოზილი კლუბს დატოვებს.

რა თქმა უნდა, მისი დამატება ყველას ძალიან უნდა, მათ შორის პორტუგალიელ ჟოზე მოურინიოსა, რომელსაც აქამდე, გერმანელ ფეხბურთელთან მადრიდის “რეალშიც” უმუშავნია. თავის მხრივ ბედს ცდის მილანის “ინტერი”, მაგრამ ერთი განსხვავებით, იტალიელები მზად არიან მესუტი სატრანსფერო ფანჯრის დროს, ზამთარში აიყვანონ.

ლაკაზეტი: “როდესაც კითხვები მაქვს, ვიცი ვისთან უნდა მივიდე”

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა, ალექსანდრე ლაკაზეტიმ SFR Sport-თან სანტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

მეთოფეების შემტევმა, რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა: “ადაპტაციის გავლა ბოლომდე ჯერ ვერ მოვახერხე, ინგლისურ ფეხბურთში არის დეტალები, რომლებმაც ჩემი გაოცება მოახერხა. ვცდილობ ვუყურო განვლილ შეხვედრებს, რათა გამოვასწორო ჩემი შეცდომები და უკეთ გავერკვე პრემიერ ლიგის თავისებურებებში.”

“ვფიქრობ, მსჯთა გადაწყვეტილებები, ხშირად მკაცრია, მაგრამ ჩემსავით ამით არავინ არის გაკვირვებული, ამიტომაც ვცდილობ, დავარწმუნო ჩემი თავი, რომ ეს ნორმალურია.”

“ტიერი ანრი ჩემი იდეალია, ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, ის ყოველთვის მაძლევს რჩევებს და ვიცი შემიძლია დახმარებისათვის მას მივმართო,” – განაცხადა ლაკაზეტმა.

ამ მომენტისათვის ფრანგს შვიდ შეხვედრაში ოთხი გოლი აქვს გატანილი და თავისი გუნდის საუკეთესო გოლიადორია.

ალექსის სანჩესის ბედი მალე გაირკვევა

ლონდონის “არსენალის” ვარსკვლავი ალექსის სანჩესი შესაძლოა სერია A-ში ან ლიგა 1-ში ვიხილოთ.

საქმე იმაშია, რომ ჩილეს ნაკრების ლიდერს სულ მალე ეწურება კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან და როგორც ჩანს, მხარეები შეთანხმებას ვერ აღწევენ.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, ბოლოჯერ მიეცემათ მეთოფეებს შანსი, იხეირონ ალექსის სანჩესით, რადგან 30 ივნისიდან ის კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ჩილელი ფეხბურთელის შეძენით ორი გუნდია დაინტერესებული, თავის მხრივ ბედს ცდის “პარის-სან-ჟერმენი”, მაგრამ აშკარა ფავორიტი “მილანია”, რომელიც მზადაა სანჩესში 85 მილიონი ევრო გადაიხადოს.

“არსენალმა” ბერის რეკორდსმენობა მიულოცა და სპეციალური მაისურიც გადასცა (ფოტო)

ინგლისის პრემიერ ლიგაში მოთამაშე “ვესტ ბრომვიჩის” ნახევარმცველმა, გარეთ ბერიმ “არსენალსა” და “ვესტ ბრომს” შორის გამართული მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, რითიც რაიან გიგზის რეკორდი დაამხო.

“მეთოფეებთან” გამართული მატჩი 36 წლის ფეხბურთელისათვის პრემიერ ლიგაში ჩატარებული რიგით 633-ე მატჩი გახლავთ, რაც ამ დროისთვის საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ. აქამდე კი ეს რეკორდი რაიან გიგზს ეკუთვნოდა (632 მატჩი).

ამ მოვლენის აღსანიშნავად, ლონდონის “არსენალმა”, სპეციალური მაისური შექმნა, რომელიც ბერის საჩუქრად არსენ ვენგერმა გადასცა.

არსენ ვენგერი: “ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი უინტერესო გახდა”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, რომლის გუნდმაც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ვერ მოახერხა, აღნიშნა, რომ ბოლო დროს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი უფრო და უფრო უინტერესო ხდება.

“ჩემი გადმოსახედიდან, ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ძალიან ცოტაა საინტერესო მატჩი. მაყურებელს არჩევანის გაკეთება ორ მატჩს შორის უწევს, ზოგჯერ ამის ფუფუნებაც არ აქვთ.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი უინტერესო გახდა. ბუნებრივია, რომ მაყურებლების რაოდენობამაც იკლო. ეს ტურნირი იმდენად მიმზიდველი აღარაა.

სიმართლე გითხრათ, ლიგაზე თამაში მენატრება, მაგრამ იქ 200 მატჩზე მეტი მაქვს ჩატარებული, ასე რომ, დიდად არ განვიცდი,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

“ემირეიტსზე” “არსენალის” თამაშზე რეკორდულად მცირე რაოდენობის მაყურებელი მივიდა

2017 წლის 20 ოქტომბერს ლონდონის “არსენალმა” ინგლისის ლიგის თასის ეგიდით გამართულ მატჩში საშინაო არენაზე “დონკასტერი” მიიღო და მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა.

საინტერესოა, რომ აღნიშნულ მატჩს ტრიბუნებიდან თვალი მხოლოდ 44 064-მა გულშემატკივარმა ადევნა, რაც ახალი ანტი-რეკორდია “ემირეიტსის” არსებობის ისტორიაში.

აქამდე, “მეთოფეთა” საშინაო სტადიონზე გამართულ ოფიციალურ მატჩებში ყველაზე ცოტა ადამიანი 2011 წლის 20 სექტემბერს, “შრიუსბართან” გამართულ შეხვედრაში იყო დაფიქსირებული – 46 539.

შეგახსენებთ, რომ რაც დრო გადის, ინგლისური კლუბები უფრო და უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ლიგის თასს – წლევანდელ სეზონში, თასის მესამე ტურში ინგლისურმა კლუბებმა ძირითადის 137 ფეხბურთელი დაასვენეს, გულშემატკივართა რაოდენობა კი ჩვეულებრივთან შედარებით 150 000-ით ნაკლები იყო.

“ჩელსი” – “არსენალი”: გაძევება და ნულოვანი ფრე ტურის ცენტრალურ მატჩში (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მეხუთე ტურის ცენტრალურ მატჩს “სტემფორდ ბრიჯმა” უმასპინძლა, სადაც ადგილობრივ “არისტოკრატებს” სამი ქულის მოსაპოვებლად “მეთოფეები” ეწვივნენ.

მატჩი საკმაოდ უღიმღამო და მოსაწყენი გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელებმა 24-ჯერ დაარტყეს კარის მიმართულებით (კარის ჩარჩოში 6-ჯერ; 4-2), ანგარიში არ შეცვლილა – 0:0. შეხვედრის 87-ე წუთზე კი უხეშობის გამო დავიდ ლუისს დაატოვებინეს მოედანი.

ხუთი ტურის შემდეგ “ჩელსის” 10 ქულა უგროვდება და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს, “არსენალი” კი 7 ქულით მეთორმეტეა. მომდევნო ტურში “ლურჯები” “სტოკ სიტის” ეწვევიან, “მეთოფეები” კი “ვესტ ბრომს” დაუხვდებიან.


“კიოლნმა” “არსენალს” ბოდიში მოუხადა

გერმანული “კიოლნის” ხელმძღვანალები “არსენალს” ბოდიშს უხდიან ლონდონში გერმანელი გულშემატკივრების მიერ გამოწვეული ქაოსური მდგომარეობის გამო და ამავდროულად ინგლისური კლუბს გარკვეულ ხარვეზებზეც მიუთითებენ.

გერმანული კლუბმა ბოლო ოცი წლის მანძილზე პირველად იასპარეზა ევროპულ სარბიელზე. სადებიუტო მატჩი “კიოლნმა” ლონდონში, “არსენალის” წინააღმდეგ გამართა, სადაც კლუბს 20 000 ფანი წაყვა. გერმანელი გულშემატკივებისთვის კი მხოლოდ 3 000 ადგილი იყო გამოყოფილი 60 000-იანი “ემირეიტსიდან”.

ფანების საკმაოდ დიდმა ნაწილმა ადგილი “არსენალის” გულშემატკივართა სექციაში დაიკავა, რამაც არეულობა გამოიწვია და მატჩი ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო (3-1).

“ბილეთებზე ძალიან დიდი იყო მოთხოვნა, აქიდან გამომდინარე, შეიძლებოდათ, რომ მოედანზე “კიოლნის” ფანებისთვის 5%-ზე უფრო დიდი ადგილი გამოეყოთ. ბუნებრივი იყო, რომ ისინი ყველანაირად ეცდებოდნენ ბილეთის ხელში ჩაგდებას, რაშიც დახმარება მასპინძლებმაც გაუწიეს. “არსენალის” ზოგმა ფანმა უფასოდ აჩუქა გერმანელ სტუმრებს ბილეთები, ზოგმა კი საკმაოდ დიდი თანხის სანაცვლოდ.

“კიოლნი” ბოდიშს უხდის ინგლისურ კლუბს ამ ყველაფრის გამო, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენი ფანები სტიუარდებსა და პოლიციელებს უმიზეზოდ არ შეუტევდნენ. ჩვენი აზრით, დიდი გამოცდილების მიუხედავად, სტადიონის დაცვა მოუმზადებელი შეხვდა ამ მატჩს,” – ვკითხულობთ ოფიციალუ განცხადებაში.