“ინტერი” “არსენალის” ფეხბურთელს ინათხოვრებს

მილანის “ინტერის” ხელმძღვანელები ლონდონის “არსენალის” მცველის, შკოდრან მუსტაფის არენდის წესით აყვანას გეგმავენ. ამ ინფორმაციას Sky Sport Italia-ს ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, მილანური კლუბის ხელმძღვანელებს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს დაცვითი ხაზის გაძლიერება წარმოადგენს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა “მანჩესტერ სიტიდან” ელაკიმ მანგალას წაყვანა.

შეგახსენებთ, რომ ლონდონურმა კლუბმა მუსტაფი გასულ წელს გადაიბირა. შკოდრანის ტრანსფერში “მეთოფეებმა” “ვალენსიას” 35 მილიონი ფუნტი გადაუხადეს.

“არსენალმა” პაულისტა “ვალენსიას” მიჰყიდა

ლონდონის “არსენალის” მცველი, გაბრიელ პაულისტა ამიერიდან კარიერას ესპანეთის პრიმერადივიზიონში, კერძოდ კი “ვალენსიას” რიგებში გააგრძელებს.

ესპანური კლუბი “ვილიარეალის” ყოფილ ფეხბურთელს, რომელიც “მეთოფეთა” რიგებში 11.3 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადაბარგდა, ესეკილ გარაის პოტენციურ შემცვლელად განიხილავს, რომელიც კლუბს უახლოეს მომავალში დატოვებს.

გეტყვით იმასაც, რომ 26 წლის გაბრიელ პაულისტამ პრემიერ ლიგის გასული სეზონის 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რაც მისთვის არც თუ ისე სახარბიელო შედეგია.

ჟირუს გოლი საიუბილეო აღმოჩნდა

დღეს ინგლისის პრემიერ ლიგამ აიღო სტარტი. ლონდონში, “ემირეითს სთეიდიუმზე” ერთმანეთს ადგილობრივი “არსენალი” და “ლესტერ სიტი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა დაძაბულად წარიმართა და, საბოლოოდ “მეთოფეთა” გამარჯვებით, 4-3 დასრულდა.

საგულისხმოა, რომ გადამწყვეტი გოლი შეცვლაზე შემოსულმა ოლივიე ჟირუმ გაიტანა. ფრანგი 67-ე წუთზე ჰოლდინგის ნაცვლად გავიდა მოედანზე და 18 წუთში თავური დარტყმით თავისი გუნდის მეოთხე, სამი ქულის მომტანი გოლი შეაგდო. აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელის მიერ გატანილი ეს ბურთი მისთვის საშინაო არენაზე (“ემირეითს სთეიდიუმზე”) რიგით 50-ე აღმოჩნდა. მან ყველა ტურნირზე ერთად მოახერხა 50 გოლის გატანა.

პრემიერ ლიგა გოლების წვიმით დაიწყო – “არსენალმა” “ლესტერი” დაამარცხა (ვიდეო)

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატის, ინგლისის პრემიერ ლიგის ახალმა სეზონმა სტარტი აიღო. ჩემპიონატის გახსნითი მატჩი ძალიან სანახაობრივი აღმოჩნდა და ამ ჩემპიონატისთვის დამახასიათებელი ელემენტებით იყო გალამაზებული.

ლონდონის “არსენალსა” და “ლესტერ სიტის” შორის გამართულ დაპირისპირებაში ანგარიში მე-2 წუთზე ალექსანდრე ლაკაზეტმა გახსნა, რასაც სამ წუთში შინჯი ოკაზაკიმ უპასუხა. 29-ე წუთზე ვარდიმ “მელიები” პირველად გაიყვანა წინ, რასაც პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე დენი უელბეკმა უპასუხა.

მატჩის 56-ე წუთზე ვარდიმ კვლავ გაიტანა და სტუმრები 83-ე წუთზე იგებდნენ, სანამ რემზიმ უმნიშვნელოვანესი გოლი არ გაიტანა. ორიოდ წუთში კი ოლივიე ჟირუმ პირველი სამი ქულა მოუტანა თავის გუნდს ახალ სეზონში.

მომდევნო მატჩს “არსენალი” “ბრიტანია სტედიუმზე”, “სტოკ სიტის” წინააღმდეგ გამართავს. “ლესტერ სიტი” კი ახლადგადმოსულ “ბრაიტონს” მიიღებს.


“არსენალი”: ჩეხი; კოლაშინაცი, მონრეალი, ჰოლდინგი (ჟირუ 67′); ოქსლეიდ-ჩემბერლინი, ჯაკა, ელნენი (რემსი 67′), ბელერინი; უელბეკი, იოზილი; ლაკაზეტი

მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი

“ლესტერ სიტი”: შმეიხელი; სიმფსონი, მორგანი, მაგირე, ფუქსი; მარეზი, ჯეიმსი, ნდიდი, ალბრაიტონი; ოკაზაკი (ამარტი 72′); ჯეიმი ვარდი

მთავარი მწვრთნელი: კრეგ შექსპირი


ვენგერი სანჩესის კლუბში დარჩენაზე: “სუპეროპტიმისტი არ ვარ!”

ალექსის სანჩესი ლონდონის “არსენალის” უდავო ლიდერია. ჩილელი უმაღლესი დონის ფეხბურთელია და გასაკვირი არაა, რომ მას ბევრი ტიტულის მოგება სურს. ამას “მეთოფეებთან” ერთად ვერ ახერხებს. სანჩესს ლონდონურ კლუბთან ერთწლიანი კონტრატქიღა აკავშირებს, შემდეგ კი არავინ იცის, რა მოხდება.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა ალექსისის მიერ “არსენალის” შესაძლო დატოვებაზე ისაუბრა.

“ახლო მომავლის მანძილზე ის ჩვენი გუნდის ფეხბურთელად დარჩება. გავახანგძრლივებთ თუ არა მასთან კონტრაქტს? შესაძლოა, მომავალ ზაფხულში ეს მოვახერხოთ, ან – ვერა. ფაქტია, რომ ამ  მომენტში ეს შეუძლებელია. ვერ ვიქნები სუპეროპტიმისტი და ზუსტად არ შემიძლია თქმა, რომ სანჩესი ჩვენთან ამ სეზონის დასრულების შემდეგაც დარჩება. მთავარი მიზანია, ის არცერთ ფასად არ გავყიდოთ,” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

ნ’ზონზის აგენტი: “სტივენს “სევილიადან” წასვლა უნდა”

სტივენ ნ’ზნონზის აგენტი აცხადებს, რომ ფრანგ საყრდენ ნახევარმცველს ანდალუსიური “სევილიას” დატოვება სურს.

“სიმართლე ისაა, რომ სტივენ ნ’ზონზის “სევილიადან” წავსლა უნდა. ამის შესახებ კლუბში ყველამ იცის. იმედი მაქვს, ანდალუსიელთა ხელმძღვანელობა სწორ არჩევანს გააკეთებს და ჩემს კლიენტს გაყიდის,” – აცხადებს აგენტი.

საგულისხმოა, რომ ბოლო რამდენიმე სატრანსფერო ფანჯრის მანძილზე არსენ ვენგერს სრუს 28 წლის მოთამაშის დამატება. საინტერესოა, ვიცილავთ თუ არა ამ ზაფხულშივე ფრანგს “არსენალში”.

ალექსის სანჩესი სეზონის სტარტს გამოტოვებს

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, გუნდის ლიდერი, ალექსის სანჩესი სეზონის სტარტზე “მეთოფეთა” დახმარებას ვერ შეძლებს.

“სანჩესის გარეშე მოგვიწევს თამაში. მან მუცლის პრესზე ტკივილი იგრძნო, ორი დღის შემდეგ კი გამოკვლვევები ჩაიტარა. ჯერჯერობით არც ის ვიცით, თუ რამდენი ხანი დასჭირდება მას გამოსაჯანმრთელებლად,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

როგორც იცით, ლონდონელთა ჩილელი შემტევი საკმაოდ დიდი ხანია რაც “არსენალთან” და სხვა უცხოურ კლუბებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, თუმცა ჯერჯერობით არანაირი სახის შეთანხმება არ არსებობს.

იან რაიტი: “მატიჩი “არსენალს” უნდა ეყიდა”

ლონდონის “არსენალის” ლეგენდამ, იან რაიტმა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა და “მეთოფეებს” ვან დეიკის გადაბირებისკენაც მოუწოდა.

“როგორც ყოველთვის, “არსენალი” ვერ ახერხებს იმ ფეხბურთელის დამატებას, რომლებსაც ხალხი ამდენი ხნის მანძილზე ითხოვს. რაღაც მომენტში მათ ძალიან დასჭირდებათ ეს ფეხბურთელები და სირთულეები სწორედ მაშინ წარმოაჩენენ თავს.

სეზონის სტარტზე “ლესტერის”, “სტოკისა” და “ლივერპულის” წინააღმდეგ მოგვიწევს. წინასასეზონო მატჩები კი ფანტასტიკურად ნამდვილად არ ჩაგვიტარებია, გაძლიერება გვჭირდება.

მე რომ მათ ადგილას ვიყო, ყველაფერს გავაკეთებდი ვან დეიკის გადასაბირებლად.

რაც შეეხება ნემანია მატიჩს, ეს ფეხბურთელი ყველანაირად იყო მორგებული ლონდონს, რატომ უნდა წასულიყო “მანჩესტერ იუნაიტედში”, როდესაც “არსენალს” შეეძლო ლონდონში დაეტოვებინა,” – აცხადებს რაიტი.

კარიკატურა: “აბბა”-მ “არსენალს” უდარდელად მოაგებინა

გუშინ ინგლისის სუპერთასის შეხვედრაში, რომელიც ლონდონურ კლუბებს, “არსენალსა” და “ჩელსის” შორის გაიმართა, თერთმეტმეტრიანებით გამოვლინდა გამარჯვებული. პენალტების სერია ე.წ. “აბბა”-ს სტილით წარიმართა: ჯერ “ლურჯების” ერთმა ფეხბურთელმა დაარტყა, შემდეგ “მეთოფეთა” ორმა მოთამაშემ, შემდე “ჩელსიდან” ორი სპორტსმენი მივიდა ბურთთან, შემდეგ კი “არსენალის” ორმა ფეხბურთელმა გაიტანა. საბოლოდ, 4-1 ამ უკანასკნელის სასარგებლოდ.

ანტონიო კონტეს შეგირდებიდან თერთმეტმეტრიანები ტიბო კურტუამ და ალვარო მორატამ ზედიზედ გააცუდეს. ერთი სიტყვით, “აბბა”-მ “არსენალს” მშვიდად და უდარდელად მოაგებინა. ომარ მომანი პენალტების ამ სისტემიდან პარალელს მუსიკალურ ჯგუფ “აბბა”-ზე ავლებს და ასეთ კარიკატურას გვთავაზობს.

რატომ დაარტყა კურტუამ “არსენალთან” თერთმეტმეტრიანი?

გუშინ ინგლისის სუპერთასის შეხვედრაში ლონდონური დერბი შედგა: “არსენალი” “ჩელსის” წინააღმდეგ. დაძაბული შეხვედრა 90 წუთის მანძილზე გაგრძელდა. ეს პერიოდი ანგარიშით, 1:1 დასრულდა. გამარჯვებული თერთმეტმეტრიანებმა გამოავლინა: არსენ ვენგერის შეგირდებმა პენალტების სერია ანგარიშით, 4:1 მოიგეს.

საგულისხმოა, რომ “ლურჯების” მხრიდან მეკარემ, ტიბო კურტუამ გააცუდა საკუთარი შანსი. ანტონიო კონტეს ჰკითხეს, რატომ დაარტყმევინა ბელგიელ კიპერს თერთმეტმეტრიანი:

“კურტუა გუნდში ერთ-ერთი საუკეთესოა პენალტების დარტყმაში. როცა ფეხბურთელი გაჩვენებს, რომ მას რაღაც შეუძლია, აუცილებლად უნდა მისცე შანსი. ასეც მოვიქეცი,” – განაცხადა კონტემ.

ინგლისის სუპერთასი: გამარჯვებულის ვინაობა თერთმეტმეტრიანების სერიამ გაარკვია (ვიდეო)

6 აგვისტოს ინგლისის სუპერთასის მატჩი გაიმართა, სადაც პრემიერ ლიგის ჩემპიონი, ლონდონის “ჩელსი” თანაქალაქელ “არსენალს” დაუპირისპირდა, რომელმაც ინგლისის თასის მოგება მოახერხა.

მატჩში ანგარიში 46-ე წუთზე ვიქტორ მოზესმა გახსნა. მე-80 წუთზე მატჩის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან პედრო გააძევა, ორიოდ წუთში კი კოლაშინაცმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო.

გამარჯვებულის ვინაობა თერთმეტმეტრიანების სერიამ გაარკვია, რომელშიც ორი პენალტი გაფუჭდა – თერთმეტმეტრიანები კურტუამ და მორატამ გააფუჭეს.


“არსენალი”: ჩეხი; მონრეალი, მერტესაკერი (კოლაშინაცი 33′), ჰოლდინგი; ოქსლეიდ-ჩემბერლეინი,ჯაკა, ელნენი, ბელერინი; უელბეკი, აივობი; ლაკაზეტი (ჟირუ 66′)

მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი

“ჩელსი”: ტიბო კურტუა; ასპილიკუეტა, ლუისი, კეჰილი; მოზესი, ფაბრეგასი, კანტე, ალონსო (რუდიგერი 79′); უილიანი, პედრო; ბატშუაი (მორატა 74′)

მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გაძევება: პედრო 80′


არსენ ვენგერი: “ბოდიშს გიხდით, ისევ აქ რომ ვარ”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, რომელიც “მეთოფეთა” თავკაცის რანგზე 1996 წლიდან იმყოფება, იმ გულშემატკივრებზე ისაუბრა, რომლებიც მუდამ აკრიტიკებენ მას.

“ბოდიშს გიხდით, ისევ აქ რომ ვარ! მესმის, რომ თქვენ ჩემი მოკვლა გსურთ, მაგრამ ამ დროისთვის მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ.

როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე გავდიოდით, ხალხი იმის გამო მაკრიტიკებდა, რომ ტიტულს ვერ ვიგებდით. ახლა კი, როცა ტიტული მოვიგეთ, ჩემპიონთა ლიგაზე არყოფნის გამო მაკრიტიკებენ.

ეს ჩვეულებრივი რამ არის ფეხბურთში და მიჩვეულიც ვარ. მაქსიმალურად ვცდილობ ჩემს საქმიანობაზე ვიყო კონცენტრირებული და გუნდს თითქმის ყველა ტიტული მოვაგებინო,” – აცხადებს ვენგერი, რომელიც მომავალ სეზონში ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.