ალექსის სანჩესი “არსენალს” შეუერთდა. ფეხბურთელი დღეს ჩაფრინდა ლონდონში და ამის შესახებ საზოაგდოებას სოციალური ქსელის საშუალებით ამცნო. მან დღესვე ივარჯიშა.
საგულისხმოა, რომ ჩილელი გასულ სეოზნში უკმაყოფილი იყო გუნდში არსებული მდგომარეობით და აღარ სურდა “მეთოფეობა”. სანჩესმა ის კონტრაქტი არ გაახანგრძლივა, რომლის ვადაც 2018 წლის ზაფხულში იწურება. ამით “მანჩესტერ სიტიმ” და “პსჟ”-მ ისარგებლეს და 28 წლის მოთამაშეს საოცნებო პირობები შესთავაზეს. თუმცა, როგორც ირკვევა სანჩესი არსად წასვლას არ აპირებს და ლონდონელთა რიგებში ბედს კიდევ ერთხელ სცდის.
შეგახსენებთ, რომ ჩილელი მოთამაშე “არსენალს” 2014 წლის ზაფხულზე “ბარსელონადან” შეუერთდა.