ლონდონის “არსენალმა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ორი მატჩის ჯამში, მიუნხენის “ბაიერნთან” ანგარიშით, 10:2 წააგო. ამის შემდეგ უფრო გაძლიერდა ფრანგი სპეციალისტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციები.
ომარ მომანის აზრით, ასე ებრძვიან ვენგერს.
ლონდონის “არსენალმა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ორი მატჩის ჯამში, მიუნხენის “ბაიერნთან” ანგარიშით, 10:2 წააგო. ამის შემდეგ უფრო გაძლიერდა ფრანგი სპეციალისტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციები.
ომარ მომანის აზრით, ასე ებრძვიან ვენგერს.
მიუნხენის “ბაიერნთან” კიდევ ერთხელ განადგურების შემდეგ (10-2 საერთო ჯამში), ლონდონის “არსენალის” ფრანგმა თავკაცმა, არსენ ვენგერმა პრესასთან ისაუბრა.
“რა უნდა შეიცვალოს კლუბში? ვერ ვხვდები, რას გულისხმობთ?
ვფიქრობ, გუნდი მშვენიერ ფორმაშია, მაგრამ ამ მომენტში სიტუაცია ძალიან რთული იყო. ერთადერთი რაც უნდა შევცვალოთ მომდევნო მატჩის შედეგია.
აქ ფეხბურთზე სასაუბროდ ვარ და არა ჩემს მომავალზე. დღეს კი კარგად ვითამაშეთ.
უბრალოდ ძალიან რთულია 5-1-ის შემდეგ დაბრუნება, თანაც როდესაც 10 კაცით გიწევს თამაში. შეტევაში თუ წახვალ, კონტრ-იერიშებზე გამოგიჭერენ, თუ არა – ხალხი იტყვის, შეტევა მაინც ეცადათო. რთული სიტუაციაა, ” – აცხადებს ვენგერი.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩს როგორც “არსენალი”, ასევე “ბაიერნი” საბრძოლო შემადგენლობით ხვდება.
აღსანიშნავია, რომ ლონდონელთა რიგებში დაბრუნდა ალექსის სანჩესი, რომელსაც ბოლო დროს არსენ ვენგერთან მცირე გაუგებრობა ჰქონდა.
მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე აიღებს სტარტს.
“არსენალი”: ოსპინა; მუსტაფი, კოშელნი, მონრეალი, ბელერინი; რემზი, ჯაკა, ოქსლეიდ-ჩემბერლინი; უოლკოტი, უელბეკი, სანჩესი
სათადარიგოთა სკამი: ჩეხი, გიბსი, გაბრიელი, კოკლინი, იოზილი, ლუკასი, ჟირუ
“ბაიერნი”: ნოიერი; ჰუმელსი, მარტინესი, რაფინია, ალაბა; ტიაგო, ალონსო, ვიდალი; რიბერი, რობენი, ლევანდოვსკი
სათადარიგოთა სკამი: ულრაიჰი, კოშტა, ბერნატი, მიულერი, კომანი, კიმიხი, სანჩესი
“ლივერპულთან” გამართული მატჩის სათადარიგოთა რიგებიდან დაწყების შემდეგ, ალექსის სანჩესმა ორშაბათს კვლავ გუნდთან ერთად ივარჯიშა.
შეგახსენებთ, რომ ჩილელი ფეხბურთელი “ენფილდზე” მხოლოდ 45 წუთით გამოჩნდა. იმ დროისთვის კი მისი გუნდი ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა.
ამ სიტუაციამ კი უცხოურ პრესაში ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ბრიტანული გამოცემები გვარწმუნებენ, რომ “მეთოფეთა” ბანაკში დიდი არეულობაა და ზაფხულში მისი გუნდიდან წასვლა გარდაუვალია, თუმცა ეს ფოტო სხვა ინფორმაციას გვაწვდის…
იტალიური “ტორინოს” ფორვარდი, ანდრეა ბელოტი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება.
ეს უკანასკნელი სერია ა-ს უსწრაფესი ჰეთ-ტრიკის ავტორი გახდა (ბოლო 17 წლის მანძილზე), შეძლო რა შვიდწუთიან მონაკვეთში “პალერმოს” კარში სამი გოლის გაეტანა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ბელოტიზე უკეთესი შედეგი ანდრეი შევჩენკომ 2000 წელს აჩვენა, როდესაც ის ჯერ კიდევ “მილანის” ღირსებას იცავდა. მან 69-76 წუთების მანძილზე სამი გოლი გაიტანა და გუნდსაც მოაგებინა.
დღეს პრემეირ ლიგის 27-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.
მერსესაიდის “ლივერპულმა” ლონდონის “არსენალი” მიიღო. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ანგარიშის გახსნა მე-9 წუთზე რობერტო ფირმინომ სადიო მანეს პასის შემდეგ შეძლო. მე-40 წუთზე სენეგალელი ფეხბურთელი თავად გახდა გოლის ავტორი. შესაბამისად, მესრესაიდელები პირველი ტაიმის შემდეგ 2-0 იგებდნენ.
მეორე ნახევარში “არსენალი” გააქტიურდა. ალექსის სანჩესის მოედანზე შემოსვლიდან 11 წუთში, ჩილელმა შემტევმა საგოლე პასი გააკეთა. მან დანი ველბეკს გაატანინა. ამის შემდეგ “მეთოფეები” ბევრს ცდილობდნენ თუნდაც ქულის მოპოვებას, თუმცა უშედეგოდ. პირიქით, მატჩის მიწურულს დივოკ ორიჯის პასის შემდეგ ჟორჟინიო ვეინალდუმმა ყველაფერს წერტილი დაუსვა – 3-1.
საბოლოოდ – 2-1.
ამ მოგების შემდეგ “ლივერპულს” 49 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა. ხოლო, “არსენალი” 50 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს.
იხილეთ ვიდეო
Goal-ის მიერ მოპოვებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, ლონდონის “არსენალის” გუნდს, რომელიც უკვე ლივერპულში იმყოფება, გერმანელი ნახევარმცველი, მესუტ ოზილი არ გაჰყვა.
როგორც ცნობილი ხდება, მესუტ ოზილი თამაში კლუბის ექიმთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად გამოირიცხა.
თუმცა, სხვაგვარ ინფორმაციას გვაწვდიდა არსენ ვენგერი, რომლის თქმითაც, 28 წლის ფეხბურთელი თამაშისთვის მზად იყო.
დიდი ალბათობით, “მეთოფეთა” ერთ-ერთი ლიდერი მომდევნო კვირას, მიუნხენის “ბაიერნთან” გასამართ მატჩს სრულ მზადყოფნაში შეხვდება.
ჩილელი ფანების გარკვეული ჯგუფი მშვიდობიანი მარშის გამართვას გეგმავს. სამხრეთ ამერიკელ გულშემატკივრებს სურთ, რომ ალექსის სანჩესმა ლონდონის “არსენალი” დატოვოს.
როგორც იცით, კამერებს “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელის სახეზე აღბეჭდილი იმედგაცრუება არაერთხელ აღუბეჭდავთ. საიდუმლო არავისთვისაა ისიც, რომ სანჩესს უფრო მაღალი მიზნებისთვის სურს ბრძოლა.. ჩილელ ფანებს მიაჩნიათ, რომ ალექსისისთვის უკეთესი იქნება, “ემირეიტს სტედიუმს” თუ დატოვებს.
“ჩვენ, ჩილელები დავიღალეთ იმის ყურებით, თუ როგორ იბრძვის ჩვენი უდიდესი ვარსკვლავი მარტო, გუნდის გარეშე.
არ ვითხოვთ “რეალს”, არც “ბარსელონას”, ფეხებზე გვკიდია, სად ითამაშებს. უბრალოდ გვინდა, რომ მან 10 ფეხბურთელის გვერდით ითამაშოს. ის მარტო ყოფნას არ იმსახურებს,” – ვკითხულობთ დაჯგუფების ოფიციალურ გვერდზე.
დასრულდა პრემიერ ლიგის 26-ე ტური. წინ მიიწევს ლიდერი ლონდონის “ჩელსი”, რომელმაც საკუთარი მატჩი “სუონსი სიტისთან” ჩაატარა და უპრობლემოდ მოიგო (3:1). იმარჯვეს “ტოტენჰემაც” და “ევერტონმაც”. მანჩესტერულ გრანდებსა და “არსენალს”, “საუთჰემპტონთან” ერთად, ინგლისის ლიგის თასის ფინალის გამო, არ უთამაშიათ. გუშინდელ შეხვედრაში “ლესტერ სიტიმ” მოულოდნელად დაამარცხა (3:1) “ლივერპული”.
Goal.Com-ი 26-ე ტურის სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.
ლორისი, ვან აანჰოლტი, ევანსი, მაკოლი, კოულმენი, გეიე, ფაბრეგასი, ალი, ერიკსენი, პედრო, კეინი.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მიუნხენის “ბაიერნი” ლონდონის “არსენალს” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით, 5-1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ბავარიელთა მეკარეს, მანუელ ნოიერს ერთადერთი გოლი გაუვიდა. მას იშვითად აწუხებდა მეტოქის შეტევები.
ომარ მომანის აზრით, გერმანელ კიპერის მთელი მატჩის მანძილზე პიკნიკი ჰქონდა.
ლუკას პერესი ლონდონის “არსენალში” ლა კორუნიის “დეპორტივოდან” გასულ ზაფხულში გადავიდა. ოცდარვა წლის ესპანელმა თავდამსხმელმა “მეთოფეთა” რიგებში ყველა ტურნირზე ჩვიდმეტი თამაშში ჩაატარა, სადაც რვა გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემაც გააკეთა. ლუკასი ყოველ 133 წუთში არხევს მეტოქის კარის ბადეს. მიუხედავად შედეგიანობისა, არსენ ვენგერი მაინც არ აძლევს პერესს საკმარის სათამაშო დროს.
აღნიშნული პრობლემის შესახებ ისაუბრა ესპანელის სპორტსმენის აგენტმა, კრის უეთლიმ.
“ლუკასს “არსენალთან” ცოტა ხნის წინ გაფორმებული კონტრაქტი აქვს და მოლაპარაკებებს, რა თქმა უნდა, არცერთ გუნდთან არ ვაწარმოებთ. ის, რომ პერესს “მილანის” მესვეურები დაუკავშირდნენ , სიმართლეს არ შეესაბამება.”
“მას საკმარისი სთამაშო დრო არ აქვს და თავს ბედნიერად ვერ გრძნობს. სწორედ ამიტომაა ის თავისი საქმის პროფესიონალი. უნდა, რომ პრაქტიკა ჰქონდეს და მუდმივად პროგრესირდეს. ლუკასს სურს, რომ ესპანეთის ნაკრებს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დაეხმაროს. ამ სიტუაციიდან გამომდინარე კი, ჩემი კლიენტის ეროვნულ გუნდში ასპარეზობის შანსი მცირდება,” – განაცხადა ლუკასის აგენტმა.
ლონდონის “არსენალის” ფრანგმა თავკაცმა, არსენ ვენგერმა თავის მომავალზე საუბრისას ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი გაიხსენა და გაგვანდო, რომ შეიძლება, ის ფეხბურთში 71 წლის იუბილეს შემდეგაც დარჩეს.
“ფერგიუსონს ცხოვრებაში სხვა ინტერესებიც ჰქონდა ფეხბურთის გარდა და ჩემზე უფროსიც იყო, როდესაც კარიერა დაასრულა. ის ჩემზე ოთხი წლით უფროსი იყო. მან კარიერა 71 წლის ასაკში დაასრულა, მე 67 წლის ვარ.
არ ვიცი დავრჩები თუ არა კიდევ ოთხი წლით. შეიძლება მეტი, შეიძლება ნაკლები. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
არ მინდა ფერგიუსონს რამე წავართვა, ის აბსოლუტურად წარმოუდგენელი შესაძლებლობების მქონე ადამიანი იყო, მაგრამ იმ დროისთვის, მას უკვე გაკეთებული ჰქონდა თავისი საქმე. ჩემს ცხოვრებაში ეს ეტაპი ჯერ არ დამდგარა.”