მერტესაკერი: “არსენალის” მეორე ადგილზე გასვლა სასწაულის ტოლფასი იყო”

ლონდონის “არსენალის” მცველი, პერ მერტესაკერი თვლის, რომ ლონდონურმა გრანდმა ნამდვილი სასწაული ჩაიდინა, როდესაც პრემიერ ლიგის გასული სეზონი მეორე ადგილზე დაამთავრა.

“იქიდან გამომდინარე, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები გასულ სეზონში, იღბალს უნდა დავაბრალოთ, მეორე ადგილზე რომ გავედით.

ბოლოსკენ ყველაფერი შევცვალეთ, თუმცა მეორე ადგილზე გასვლა მაინც სასწაულის ტოლფასი იყო.

ყველაზე იმედგამაცრუებელი კი იყო ის, რომ “ლესტერმა” ისარგებლა დიდი გუნდების ჩავარდნით, ჩვენ კი იგივეს გაკეთება ვერ მოვახერხეთ.

მომავალ სეზონში ყველაფერი სხვაგვარად იქნება. დიდი გუნდები კიდევ უფრო გაძლიერდნენ. ამჯერად, ჩვენთვის წარმატების მიღწევა არც ისე ადვილი იქნება.”

აგენტი: “მაჰრეზმა მის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო…”

რიად მაჰრეზმა საოცარი სეზონი ჩაატარა და “ლესტერის” ჩემპიონობაში განუსაზღვრელი წვლილი შეიტანა. ამ ზაფხულზე მისი გადაბირებით ძალიან ბევრი გრანდი დაინტერესდა. მათ შორის იყო “არსენალი”.

ლონდონელები გუშინ საფრანგეთში, ამხანაგურ შეხვედრაში “ლენსს” დაუპირისპირდნენ. სწორედ იქ მოხდა “მეთოფეთა” მესვეურების” და მაჰრეზის აგენტის შეხვედრა, რომელმაც დაადასტურა, რომ “ლესტერის” ფეხბურთელს გუნდიდან წასვლა სურს. მისი სურვილია, მომავალ სეზონში “არსენალის” მაისურით იასპარეზოს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კლაუდიო რანიერიმ განაცხადა მაჰრეზის გუნდში დარჩენის თაობაზე. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეგვიპტელ სპორტსმენს ცვალებადი ხასიათი აქვს და თუ გუნდი დათანხმდა, ტრანსფერის განხორციელებას საერთოდ აღარაფერი შეუშლის ხელს.

ვენგერი “ინტერის” შემტევით ინტერესდება და სერიოზულ თანხას ჩამოდის

“Corriere dello Sport”-ი იტყობინება, რომ “არსენალის” მწვრთნელი, არსენ ვენგერი სერიოზულად არის დაინტერესებული “ინტერის” ახალგაზრდა თავდამსხმელის, მაურისიო იკარდის შეძენით. მეტიც, სულ ცოტა ხნის წინ 23 წლის მოთამაშის აგენტი და ცოლი, უანდა ნარა ლონდონში “მეთოფეთა” ბოსებს შეხვდა და ტრანსფერის დეტალებზე ისაუბრა.

ირკვევა, რომ ინგლისელები 40-დან 50 მილიონ ევრომდე თანხას ჩამოდიან არგენტინელში. თუ იკარდი “არსენალში” გადავა, ის 6 მილიონ ევროს მიიღებს ყოველ წელს ხელფასის სახით.

აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში მაურისიომ “სერია ა”-ს 29 მატჩში 16 გოლი გაიტანა.

ოფიციალურად: “არტეტას შემდეგ, “არსენალი” კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა”

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლონდონის “არსენალი” ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ველინგტონ სილვამ დატოვა და “ფლუმინესეში” გადავიდა.

შესაძლებელია, ბევრმა არ იცის, რომ 23 წლის მოთამაშე არსენ ვენგერმა 2010 წელს გაიფორმა “ფლუმინესედან”. ფრანგმა სპეციალისტმა იგი პირველივე სეზონში გამოცდილების მისაღებად “ლევანტეში” გაანათხოვრა. შემდეგ იყო იჯარა “ალკოიანოში”, “პონფერადინაში”, “რეალ მურსიაში”, “ალმერიაში” და ბოლოს “ბოსტონ უონდერერსში”.

როგორც უკვე ვთქვით, სილვა 6 წლის შემდეგ მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა. ტრანსფერის დეტალები არაა ცნობილი.

 

“არსენალის” ლეგენდა ვენგერს: “იყიდე ვინმე!”

ლონდონის “არსენალმა” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე მხოლოდ გრანიტ ჯაკა შეიძინა მიუხენგლადბახის “ბორუსიადან”. მათ ჯეიმი ვარდის შეძენის შესანიშნავი შანსი დაკარგეს…

ლონდონური კლუბის ლეგენდარულმა მეკარემ, დევიდ სიმანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ “მეთოფეებს” ტრანსფერები სჭირდებათ წარმატების მისაღწევად. მეტიც, მან საჯაროდ მოუწოდა არსენ ვენგერს, რომ გუნდში მოთამაშეები დაიმატოს.

“არსენალს” აუცილებლად სჭირდება ლიდერის თვისებების მქონე ცენტრალური ნახევარმცველი. ჩვენ ვიხილავთ მომავალში, თუ რა შეუძლია ჯაკას, მაგრამ ახლა ვიერას მსგავსი პერსონაა საჭირო. ასევე, კარგი იქნება, თუ “მეთოფეები” შემტევითაც გაძლიერდებიან.”

“ვენგერი წარმატებას ვერ აღწევს რამდენიმე წელია. მან გულშემატკივრებს იმედი უნდა დაუბრუნოს. ამისთვის კი რესურსია აუცილებელი!” – განაცხადა სიმანმა.

 

“რეალმა” მორატას თაობაზე 80 მილიონიანი შეთავაზება დაბლოკა

ამ ზაფხულზე ალვარო მორატა “რეალმა” “იუვენტუსიდან” 30 მილიონ ევროდ დაიბრუნა. ყველა ვარაუდობდა, რომ ესპანელებმა ახალგაზრდა თავდამსხმელი იმიტომ გადმოიბირეს, რომ ის სარფიანად გაეყიდათ. მისადმი ინტერესი “ჩელსიმ” და “არსენალმა” გამოთქვა, თუმცა…

გავლენიანი გამოცემა, Goal.Com-ი იტყობინება, რომ გასული კვირის ხუთშაბათ დღეს უცნობმა გუნდმა “რეალს” 60 მილიონი ევრო შესთავაზა მორატას სანაცვლოდ, მაგრამ “ბლანკოსის” მესვეურებმა უარით გაისტუმრეს ანონიმური კლუბის ხელმძღვანელები. ორი დღის წინ ანუ ორშაბათს ნახსენებმა გუნდმა შეთავაზება 80 მილიონ ევრომდე გაზარდა, მაგრამ იგივე პასუხი მიიღო.

ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ ზიდანმა ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი გასაყიდად კი არა საკუთარ გუნდში სათამაშოდ დაიბრუნა.

პოგბამ რემსისა და ფელაინის მიბაძა (ვიდეო)

რამდენიმე საათის წინ ფრანგმა ფეხბურთელმა, პოლ პოგბამ საკუთარ “ინსტაგრამზე” ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მან ქერად შეიღება თმები.

აქვე გეტყვით, რომ ზუსტად  იგივე ფერის თმა აარონ რემსისა და მარუან ფელაინის აქვთ…

“ოლიმპიკის” პრეზიდენტი:”არსენ ვენგერმა ლაკაზეტის თაობაზე…”

ბოლო დღეებში ვრცელდებოდა ხმები იმის შესახებ, რომ ლონდონის “არსენალის” თავკაცი, არსენ ვენგერი სერიოზულად იყო დაინტერესებული ლიონის “ოლიმპიკის” შემტევის, ალექსანდრ ლაკაზეტის შეძენით.

ამ საკითხზე ჟურნალისტებთან ისაუბრა ფრაგული კლუბის პრეზიდენტმა, აულასმა და განაცხადა, რომ ზემოთ ნახსენები ინფორმაცია ჭორია:“ევროპის ჩემპიონატზე” საფრანგეთის ნაკრების თამაშებს დავესწარი და არსენ ვენგერიც ვნახე, მაგრამ მას ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს ალექსანდრის ტრანსფერი თაობაზე. ის ინფორმაცია, რომ ლაკაზეტი შესაძლებელია, “მეთოფეებს” შეუერთდეს, ჭორია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, “არსენალისგან” არანაირი შემოთავაზება არ მიგვიღია. ალექსს გუნდში დარჩენა და “ოლიმპიკისთვის” გამარჯვებების მოტანა სურს.”

 

არდა თურანი შესაძლოა “პრემიერ ლიგის” გრანდში ვიხილოთ

გავლენიან გამოცემას, As-ს თუ დავუჯერებთ, ლონდონის “არსენალი” სერიოზულად არის დაინტერესებული “ბარსელონას” ნახევარმცველის, არდა თურანის შეძენით. არაა ცნობილი ის თანხა, რომელსაც “მეთოფეები” სთავაზობენ კატალონიურ გრანდს. აღსანიშნავია, რომ “ბლაგურნას” ბოსები თურქი ფეხბურთელის თაობაზე იღებენ მხოლოდ იმ შემოთავაზებებს, რომლებიც მინიმუმ 30 მილიონ ევროს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის მოთამაშე გასულ ზაფხულზე გადავიდა “ბარსელონაში,” მაგრამ სეზონის პირველი ნახევარი იმის გამო გაუცდა, რომ “ბარსას” სატრანსფერო ბანი ჰქონდა. იანვირდან მოყოლებული თურქეთის ნაკრების კაპიტანმა “პრიმერა დივიზიონში” 18 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

ანრი:”მას შეუძლია, მსოფლიოში საუკეთესო იყოს”

საფრანგეთის ნაკრებისა და, ზოგადად, ფეხბურთის ლეგენდამ, ტიერი ანრიმ მის თანამემამულე პოლ პოგბაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნულ მოთამაშეს აქვს ყველაფერი, რათაც შეუძლია, ფეხბურთში სხვა დანარჩენზე მაღლა იდგეს.

“პოგბა დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. მიმაჩნია, რომ მას აქვს ყველა ის თვისება, რომელითაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად გახდომა შეუძლია. უბრალოდ, მთავარია, რომ პოლმა თავისი შესაძლებლობების ირწმუნოს.”

“ყველაზე მეტად იცით რა მომწონს მასში? ის, რომ გუნდს რაც სჭირდება და მწვრთნელი რასაც სთხოვს, სწორედ იმას აკეთებს. მას ნებისმიერი სამუშაოს შესრულება უმაღლეს დონეზე შეუძლია.”

“ზოგჯერ ისე ჩანს, რომ პოგბა ნაკრებში ისეთივე ეფექტური არაა, როგორც “იუვენტუსში.” ჩემი აზრით, ეს იმის ბრალია, რომ  “ბებერი ქალბატონისგან” განსხვავებით, ეროვნულ გუნდში პოგბასა და ფორვარდის (ჟირუს) შორის გრიზმანი დგას. შესაბამისად, ხშირად სწორედ ანტუანი უზღუდავს სამოქმედო ასპარეზს პოლს.”

“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ  იგი “პრემიერ ლიგაში” ითამაშებს. მას ნამდვილად აქვს ის თვისებები, რაც ამ ჩემპიონატისთვის სჭირდება ფეხბურთელს,” – განაცხადა ტიერი ანრიმ.

ფრანგული პრესა: იულიან დრაქსლერისთვის ბრძოლაში “ლივერპულიც” ჩაერთო

საფრანგეთში გავრცელებული ცნობების თანახმად, “ლივერპული” ერთ-ერთია იმ ინგლისურ კლუბთაგან, რომლებიც გერმანელი ვინგერის, იულიან დრაქსლერის გადაბირებით არიან დაინტერესებულნი.

დრაქსლერი მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მართლაც რომ ბრწყინვალედ გამოიყურება. მისი ასეთი ასპარეზობა კი შეუმჩნევლად არ დარჩენია “მანჩესტერ იუნაიტედს”, რომელმაც უკვე გაუგზავნა გერმანულ “ვოლფსბურგს” შეთავაზება.

რაც შეეხება ლონდონურ “არსენალს”, არსენ ვენგერი 22 წლის შემტევის გადაბირებას გასულ წელსაც ცდილობდა, თუმცა დრაქსლერმა “მეთოფეთა” რიგებში თამაშს “მგლების” წევრობა ამჯობინა.

“არსენალი” მორატას “მსუყე” ხელფასიან კონტრაქტს უმზადებს

ტურინის “იუვენტუსში” წარმატებულად ჩატარებული 2 სეზონის შემდეგ, ესპანელი თავდამსხმელი, ალვარო მორატა მადრიდის “რეალში” დაბრუნდა. “ბებერ ქალბატონთან” დადებული ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტზე დაყრდნობით, მადრიდულმა გრანდმა მორატა 23 მილიონ ფუნტად გამოისყიდა.

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელით რამდენიმე დიდი გუნდი ინტერესდება. ზიდანი კი მორატას მინიმუმ 30 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეელევა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ არსენ ვენგერი სერიოზულად არის დაინტერესბული 23 წლის ფორვარდის შეძენით და მას “არსენალში” გადასვლის შემთხვევაში 144 000 ფუნტს ჰპირდება კვირაში ხელფასის სახით. საინტერესოა, დათანხმდება თუ არა ამ მეტად მაცდურ წინადადებას ალვარო მორატა.