Telefoot: კანტე “ლესტერ სიტის” “არსენალში” გაცვლის

Telefoot-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ლესტერ სიტის” ერთ-ერთ ლიდერს, ნ’გოლო კანტეს “კინგ პაუერ სტედიუმის” დატოვების და ლონდონის “არსენალში” გადაბარგების დიდებული შანსი აქვს.

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ახალმა წევრმა მართლაც რომ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, რითიც არა მარტო “არსენალის”, არამედ სხვა რამდენიმე ევროპული კლუბის ყურადღებაც მიიქცია.

მიუხედავად “მანჩესტერ სიტისა” და “ჩელსის” ინტერესებისა, კანტე არსენ ვენგერის გუნდში გადასვლის შესაძლებლობით არის მოხიბლული. “მეთოფეები” კი მის გამოსასყიდად საჭირო თანხის გადახდაზე უარს არ ამბობენ.

ლუკას პერესისთვის “ლესტერთან” ერთად “არსენალიც” იბრძოლებს

Goal-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ლუკას პერესი მზად არის დატოვოს “დეპორტივო ლა კორუნა” და ასპარეზობა გაცილებით უფრო მაღალი დონის კლუბში განაგრძოს. მისი გადაბირებით კი ლონდონის “არსენალთან” ერთად ინგლისის ჩემპიონი, “ლესტერიც” არის დაინტერესებული.

27 წლის ფორვარდმა ლა ლიგის 35 მატჩში 17 გოლის გატანა შეძლო და “დეპორის” ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა. აქიდან გამომდინარე გასაგებია ის ფაქტიც, რომ ესპანური გუნდის ხელმძღვანელები მაქსიმალურად ცდილობენ მის შენარჩუნებას.

თუმცა დიდია ალბათობა, რომ ინგლისურ გუნდებთან “დეპორის” ხელმძღვანელობამ ვერაფერი გააწყოს. როგორც იცით, “ლესტერი” ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, ამიტომაც ისინი გაძლიერებას აპირებენ, მაშინ როცა “არსენალი” უელბეკის შემცვლელს ეძებს.

“იუვენტუსი” ალექსის სანჩესის გადაბირებას აპირებს

Fichajes-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “არსენალის” ჩილელი ნახევარმცველი, ალექსის სანჩესი ტურინის “იუვენტუსის” ინტერესთა სფეროში მოექცა.

წყაროს ცნობით, იტალიის ჩემპიონები ალვარო მორატას ჩანაცვლებას აპირებენ, რომელიც დიდი ალბათობით კვლავ მადრიდულ გრანდში დაბრუნდება.

“მეთოფეთა” ლიდერი კი მასიმილიანო ალეგრის სამიზნეთა სიაში პირველ ადგილზე იმყოფება. თუმცა, დიდია შანსი იმისა, რომ “იუვე” ერთადერთი კლუბი არ იყოს, რომელსაც სანჩესზე უჭირავს თვალი.

The Sun: “არსენალის” მთავარი სამიზნე რიად მარეზი იქნება

ინგლისური გამოცემის, The Sun-ის ცნობით, ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობამ რიად მარეზი ზაფხულის ყველაზე პრიორიტეტულ სამიზნედ გაიხადა.

წყაროს ცნობით, არსენ ვენგერი მზად არის ტეო უოლკოტი გუნდიდან გაუშვას, თუ კი მის სანაცვლოდ პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელის, ალჟირელი მარეზის გადაბირებას შეძლებს.

როგორც იცით, მარეზი მიმდინარე სეზონის მთავარი აღმოჩენა იყო. ამ უკანასკნელმა პრემიერ ლიგის წლევანდელ სეზონში 34-ჯერ ითამაშა, გაიტანა 17 გოლი და გააკეთა 11 საგოლე გადაცემა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “მეთოფეთა” რიგებში გაწევრიანებას უწინასწარმეტყველებდნენ გრანით ჟაკასა და ნ’გოლო კანტესაც.

“მილანი” ტეო უოლკოტის გადაბირებას აპირებს

CalcioMercatoWeb-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, იტალიური “მილანის” ხელმძღვანელები “არსენალის” ფორვარდის, ტეო უოლკოტის გარშემო არსებული სიტუაციით არის დაინტერესებული.

როგორც იცით, ინგლისელი ფეხბურთელი “ემირეიტს სტედიუმის” დატოვებას მიმდინარე სეზონის ბოლოს აპირებს. მისთვის პრობლემას არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკა წარმოადგენს.

“როსონერი” კი შემტევი ხაზის გაძლიერებას აპირებს, რისთვისაც “საუთჰემპტონის” ყოფილი ფეხბურთელი მართლაც რომ შესაფერისი ვარიანტია. სერია ა-ს გრანდი აღნიშნულ ტრანსფერში მანუელ ლოკატელის ჩარტვასაც აპირებს.

Daily Star: “არსენალი” ზლატან იბრაჰიმოვიჩის გაფორმებას ცდილობს

ინგლისური გამოცემის, Daily Star-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები ზაფხულში ზლატან იბრაჰიმოვიჩის გაფორმებას აპირებენ.

მართალია არსენ ვენგერმა უარყო ინტერესი შვედი ფორვარდისადმი, თუმცა ბოლო დროს განვითრებულმა მოვლენებმა შესაძლოა “მეთოფეებს” აზრი შეაცვლევინოს.

როგორც იცით, იბრაჰიმოვიჩის კონტრაქტი “პარკ დე პრინსის” ბინადარ კლუბთან სეზონის ბოლოს იწურება.

მისი გადაბირების სურვილი გამოთქვა “იუნაიტედმაც”, ისინი იბრას კვირაში 250,000 ფუნტს სთავაზობენ, თუმცა ლონდონელები იმედოვნებენ, რომ “ბარსას” ყოფილ ფორვარდს ლონდონური ცხოვრება უფრო დააინტერესებს.

“ამ ფინტს მარადონამდე ქართული გუნდის ფეხბურთელი აკეთებდა” (ვიდეო)

21 აპრილს, ინგლისის პრემიერ ლიგაში ლონდონის “არსენალმა” საკუთარ მოედანზე “ვესტ ბრომვიჩი” მიიღო.

მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში, სტუმართა გუნდის ფეხბურთელმა, სანდრომ ლამაზი ფინტი გააკეთა, რის შემდეგაც კომენტატორმა ლევან სალუქვაძემ ძალიან საინტერესო ისტორია გაიხსენა.

მამა: “ჰუმელსს რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს”

მატს ჰუმელსის მამის თქმით, დორტმუნდის “ბორუსიას” მცველს ზაფხულში რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. მამამისის თქმით, დორტმუნდში გატარებული 7 წლის შემდეგ, მან შესაძლოა ეს კლუბი დატოვოს.

27 წლის ფეხბურთელის გადაბირებით ძლიერ დაინტერესებულები არიან ინგლისიდან : საუბარია “ლივერპულის”, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “არსენალის” ინტერესზე. რაც შეეხება გერმანულ “ბაიერნს”, ბავარიელები ჰუმელსის გადაბირების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები არიან.

“მატსს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. “დორტმუნდი” ევროპის საუკეთესო კლუბების რიგებში დაბრუნდა, ასე რომ, მას გადაწყვეტილების მიღებას კიდევ უფრო გაუჭირდება.

თუ ის “დორტმუნდის” დატოვებას გადაწყვეტს, მაშინ მას არჩევანის გაკეთება იმ 5-6 ტოპ კლუბს შორის მოუწევს. რა თქმა უნდა, მათ შორის “ბაიერნიც” არის.”

მაურო იკარდი “ინტერიდან” წასვლას აპირებს

მილანური “ინტერის” თავდამსხმელს, მაურო იკარდს “სან სიროს” დატოვებას უწინასწარმეტყველებენ, მისით კი ისეთი კლუბები ინტერესდებიან, როგორებიცაა: “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ჩელსი” და “არსენალი”.

“დავრჩები თუ არა “ინტერში”, იმ შემთხვევაში, თუ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავალთ? აქ ტიტულების მოსაგებად ვარ, თუმცა თუ სხვა კლუბებიდან წინადადებებს მივიღებ, მაშინ მათი განხილვა მომიწევს.” – განუცხადა იკარდიმ Mediaset-ს.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი თავდამსხმელი “ნერაძურის” 2013 წელს, “სამპდორიადან” შეუერთდა და კონტრაქტი 2019 წლამდე გააფორმა. მან სერია ა-ს ეგიდით ჩატარებულ 30 მატჩში 15 გოლის გატანა მოახერხა.

რედნაპი: “არის მიზეზი, რამაც შესაძლოა ვენგერის წასვლა გამოიწვიოს”

“ტოტენჰემ ჰოცპურის” ყოფილმა თავკაცმა, ჰარი რედნაპმა ლონდონის “არსენალის” მთავარ მწვრთნელზე, არსენ ვენგერზე საუბრისას აღნიშნა, რომ ფრანგ სპეციალისტს კლუბის დატოვების მიზეზი ნამდვილად აქვს.

“დიდ პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ თუ ვენგერი ერთხელ დაკარგავს ფანების ნდობას, ის მის დაბრუნებას ვეღარ მოახერხებს.

როგორც გავიგე, დღეს, “ვესტ ბრომთან” გასამართ მატჩში ფანები ბოიკოტის გამოცხადებას აპირებენ და თუ საქმე კიდევ უფრო გართულდება, არსენს წასვლა მოუწევს.

იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მან კლუბისთვის გააკეთა, შესაძლოა ის თავადაც გრძნობს, რომ მან უკვე გააკეთა “არსენალში” თავისი გასაკეთებელი.”

ვენგერი: „ლესტერის“ პირველი ადგილი ყველასთვის სასიხარულოა“

„არსენალის“ მთავარი მწვრთნელის არსენ ვენგერის თქმით, „ლესტერ სიტის“ პრემიერლიგის სათავეში ყოფნა ყველასთვის სასიხარულო ამბავია.

„ლესტერის“ პირველი ადგილი ყველასთვის სასიხარულოა. ეს ამტკიცებს, რომ ფული ყველაფერს არ წყვეტს. გვსურს, სეზონი რაც შეიძლება მაღალ პოზიციაზე დავასრულოთ. საუბარი თავის დამშვიდებაზე არაა. ჩვენი მიზანი სეზონის დარჩენილ ნაწილში მაქსიმუმის ჩვენება უნდა იყოს“, – ციტირებს ვენგერს Goal.com.

„The Sun“: მარეზი „არსენალის“ მთავარი სამიზნეა

„ლესტერ სიტის“ ნახევარმცველი რიად მარეზი „არსენალის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება, წერს ბრიტანული „The Sun“-ი.

წყაროს ინფორმაციით, „მეთოფეები“ ალჟირელის შესაძენად საჭირო თანხას გამოყოფენ. ამჟამად ფეხურთელის სატრანსფერო ფასი 25 მილიონ ფუნტს შეადგენს. გამოცემა ასევე წერს, რომ ვენგერი მარეზის შეძენის სანაცვლოდ თავდამსხმელ თეო უოლკოტის გაშვებასაც დათანხმდება.