ტიერი ანრი: „ვფიქრობ, პრემიერლიგას „ლესტერი“ მოიგებს“

„არსენალის“ ლეგენდამ ტიერი ანრიმ პრემიერლიგის საჩემპიონო რბოლაზე ისაუბრა.

„თუ ვიტყოდი, რომ „ჩელსის“ და „მანჩესტერ სიტის“ ამ სეზონში პრობლემები ექნებათ, იფიქრებდით, რომ „არსენალი“ ამ სეზონს ადვილად გაუმკლავდებოდა, თუმცა ეს ასე არ არის. გუნდის ხასიათში ეჭვი მეპარება“, – ციტირებს ფრანგს „Independent“-ი.

„ჩელსისთან“ შეხვედრაში „არსენალმა“ ვერ გაიტანა. ასეთ მატჩებში გუნდი, ვალდებულია, მოიგოს.

პირადად მე, ამ მომენტისთვის მომავალ ჩემპიონად „ლესტერს“ ვთვლი. მათ დაამტკიცეს, რომ არამხოლოდ გამარჯვება, არამედ ზეწოლასთან გამკლავება შეუძლიათ“, – თვლის ანრი.

ამჟამად „ლესტერი“ ცხრილს 53 ქულით ლიდერობს, მეორე და მესამე ადგილზე მყოფ „ტოტენჰემსა“ და „არსენალს“ 48-48 ქულა აქვთ.

რა ღირს ინგლისის პრემიერ ლიგის მატჩზე დასასწრები ბილეთები?

რამდენიმე დღის წინ, “ლივერპულის” ხელმძღვანებლობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომდევნო სეზონიდან საშინაო მატჩზე დასასწრები ბილეთი 77 ფუნტ სტერლინგი ეღირება. ცხადია, ამ გადაწყვეტილებამ “მერსესაიდელთა” გულშემატკივრებში უკმაყოფილოება გამოიწვია და მათ “სანდერლენდთან” შეხვედრის მიმდინარეობისას ტრიბუნები 77-ე წუთზე დატოვეს.

ბრიტანულმა გამოცემა BBC-მ დაასახელა კლუბები, რომელთა საშინაო მატჩებზე დასწრება გულშემატკივრებს ყველაზე ძვირი უჯდებათ. აღსანიშნავია, რომ ყველაზე იაფი “ბორნმუთის” შეხვედრებზე დასასწრები ბილეთის ფასია (32 ფუნტ სტერლინგი). “მანჩესტერ იუნაიტედის” სტადიონზე ყველაზე ძვირადღირებული ბილეთში 58 ფუნტ სტერლინგი უნდა გადაიხადოთ.

რაც შეეხება ხუთეულს, ის ასე გამოიყურება:

5. “ლივერპული” – 59 ფუნტ სტერლინგი
4. “ტოტენჰემი” – 81 ფუნტ სტერლინგი
3. “ჩელსი” – 87 ფუნტ სტერლინგი
2. “ვესტ ჰემი” – 95 ფუნტ სტერლინგი
1. “არსენალი” – 97 ფუნტ სტერლინგი

ანდრეა პირლო: “მოედნის ხედვა? ამ კუთხით იოზილს გამოვარჩევდი”

ამერიკულ MLS-ში მოთამაშე ანდრეა პირლომ “არსენალის” გერმანელი ნახევარმცველი, მესუთ იოზილი შეაქო და აღნიშნა, რომ ის ყველაზე კრეატიული ფეხბურთელია ევროპის მასშტაბით.

“მესუთ იოზილი დაუჯერებელი პასებით ამარაგებს მის წინ მოთამაშე თავდამსხმელებს. მოედნის ხედვის კუთხით, ის საუკეთესოა (ევროპაში).

შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის, ის ყველაზე კრეატიული ფეხბურთელია მსოფლიოში.” – განაცხადა 36 წლის იტალიელმა.

გერმანელმა ნახევარმცველმა   წლევანდელ სეზონში 4 გოლის გატანა და 16 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახერხა.

ვენგერი: “ლესტერს” მთელი ქვეყანა უმაგრებს ზურგს”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა პრესასთან “ლესტერის” ამჟამინდელ მდგომარეობასა და მათ უპირატესობებზე ისაუბრა.

“ჩვენ მხარს მხოლოდ საკუთარი ფანები გვიჭერენ: “არსენალს” – “არსენალის” ფანები, “სიტის” – “სიტის” ფანები, “ტოტენჰემს” –  “სპურსის” ფანები. ესაა და ეს. “ლესტერს” კი მთელი ქვეყანა უმაგრებს ზურგს და ასე იქნება სეზონის ბოლომდე. ეს უდიდესი უპირატესობაა.

ხალხს არ მოსწონს ის, რომ დიდ ფეხბურთელებს არ ვყიდულობ, თუმცა ისინი მხარს იმ გუნდებს უჭერენ, სადაც არცერთი ცნობილი ფეხბურთელი არაა.

“ლესტერი” შესანიშნავი მაგალითია იმის, რომ ფეხბურთი მხოლოდ ფულის ხარჯვაზე არაა დამოკიდებული. ჩემთვის სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ “ლესტერი” ასე კარგად ასპარეზობს.”

არსენ ვენგერი ისკოს გარშემო არსებულ სიტუაციას აკვირდება

ინგლისური პრესის ინფორმაციით, მადრიდის “რეალის” ნახევარმცველის, ისკო ალარკონის გარშემო შექმნილ სიტუაციას აქტიურად აკვირდება “მეთოფეთა” კლუბი.

მართალია, რომ 23 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა ზიდანის ხელში დამატებითი სათამაშო დრო მოიპოვა, მისი მომავალი ჯერ გადაწყვეტილი მაინც არ არის.

“ბლანკოსს” ისკოსთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს, თუმცა ამისათვის მადრიდელებმა სამჯერ უფრო მეტი თანხა უნდა გადაუხადოს ფეხბურთელს და უფრო მეტი სათამაშო დროც უნდა შესთავაზონ.

არსენ ვენგერის გუნდი კი მზადაა მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადოს და ყველა მისი სურვილი დააკმაყოფილოს.

შჩესნი: ” “არსენალმა” პრემიერ ლიგა რომ მოიგოს, იდიოტი აღმოვჩნდები”

ვოიცეხ შესნიმ, რომელსაც “რომას” კარის დაცვა აბარია, თავის ყოფილ კლუბზე, ლონდონის “არსენალზე” ისაუბრა და აღნიშნა, რომ “მეთოფეთა” მატჩებს მუდმივად ადევნებს თვალს.

“რასაკვირველია, მე მათ თამაშებს თვალს ვადევნებ. რა თქმა უნდა მინდა, რომ “არსენალმა” პრემიერ ლიგა მოიგოს, ამის შესახებ უოლკოტსაც ვუთხარი. თუმცა, მართალია ისიც, რომ ამ შემთხვევაში მე იდიოტი გამოვალ.

ბევრი ფიქრობს, რომ პრობლემა მე ვიყავი, თუმცა ეს ასე არაა. ჩემამდეც იყვნენ მეკარეები, თუმცა მათაც არ მოუგიათ ეს ტიტული. 

მე “არსენალის” ფანი ვარ და ძალიან გამიხარდება, თუ ისინი ჩემპიონები გახდებიან, თუმცა ამავდროულად მცირე იმედგაცრუებასაც ვიგრძნობ.”

გუარდიოლა “მანჩესტერში” სანეს მიყვანას აპირებს

Daily Star-ის მიერ გავრცელებული ინფორამციის თანახმად, პეპ გუარდიოლა “ეტიჰად სტედიუმზე” ლეროი სანეს მიყვანით არის დაინტერესებული.

20 წლის სანემ, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთლად მიიჩნევა, “სიტისთან” ერთად კიდევ რამდენიმე ევროპული გრანდის ყურადღებაც მიიპყრო (“არსენალი”; “ლივერპული”).

პეპ გუარდიოლა არასდროს სცდილობდა დაემალა მისი სიმპატიები 40 მილიონად შეფასებული ნახევარმცველის მიმართ: “ ლეროი შესანიშნავი მოთამაშეა. ისღა დამრჩენია მივულოცო გერმანიის ნაკრებს, რომ ასეთი ფეხბურთელი ჰყავთ.”

 

10 ახალწვეული, რომელთაც საკუთარი გუნდისთვის არაფერი არ გაუკეთებიათ

გთავაზობთ იმ ფეხბურთელების სიას, რომელთაც საკუთარი გუნდისთვის არაფერი არ გაუკეთებიათ.

 

#10 რიჩარდ რაიტი – “მანჩესტერ სიტი”

რიჩარდ რაიტი – ეს სახელი და გვარი არც “არსენალის” ფანებისთვის არის ცნობილი და არც “მანჩესტერ სიტის” ქომაგთათვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი წარსულში “მეთოფეთა” ღირსებას იცავდა, ახლა კი “მანჩესტერ სიტის” რიგებში ირიცხება.

თავდაპირველად ინგლისელ კარის დარაჯზე ლონდონის “არსენალი” საკმაოდ დიდ იმედებს ამყარებდა, თუმცა რამოდენიმე უპატიებელმა შეცდომამ და მძიმე ტრავმებმა ის კლუბი მესამე მეკარე გახადა.”არსენალის” მაისურით, მან მხოლოდ 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ასე რომ, შესაძლებელია აიხსნას ის თუ რატომ შეიძინა რაიტი “არსენალმა”, თუმცა ვერავინ ვერ ახსნის იმ ფაქტს, თუ რატომ იღებს ის წელიწადში 350 000 ფუნტს “სიტისაგან”, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მანჩესტერული კლუბის მაისური ერთხელაც არ მოურგია.


#9 კეირისონი – “ბარსელონა”


როდესაც ისეთი გუნდი, როგორიც  “ბარსელონაა” 14 მილიონს ხარჯავს 20 წლის ფეხბურთელზე, მაშინ ყველა ფიქრობს, რომ ეს ფეხბურთელი უნიკალური იქნება. თუმცა ერთადერთი უნიკალური რამ, რითაც კეირისონმა თავი დაგვამახსოვრა არის ის, რომ მას არასოდეს მოურგია “ლურჯ-ბროწეულისფერი” მაისური.

“ბარსელონას” ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებდა მის ‘გასაშვილებლად’, გაანათხოვრა რა, “ბენფიკაში”, “ფიორენტინაში”, “სანტოსში”, “კრუზეიროსა” და “კორიბიტაში”. თუმცა მისგან მაინც ვერაფერი ვერ გამოვიდა. ახლა კი 27 წლის ფეხბურთელი უკლუბოდ იმყოფება.


 

#8 მარკო მარინი – “ჩელსი”


‘გერმანელ მესიდ’ წოდებული მარინი “ჩელსიში” ბრემენის “ვერდერიდან” გადაბარგდა, სადაც მას ბრწყინვალების ხანასთან შერეული იმედგამაცრუებელი მომენტებით სავსე კარიერა ჰქონდა.ნაცვლად იმისა რომ არიენ რობენს დამსგავსებოდა, მარკომ პირველი სეზონის უმეტესი ნაწილი ლაზარეთში გაატარა, რამაც მის კარიერას დაღი დაასვა.

არასახარბიელო თამაშის შემდგომ, ეს ფეხბურთელი იჯარით გადავიდა “სევილიაში”, შემდეგ კი “ფიორენტინაში”, რასაც “ანდერლეხტური” კარიერა მოჰყვა. სამივე ამ კლუბს ჰქონდა საშუალება,გამოესყიდათ მარკო, თუმცა მასში განსაკუთრებული ვერავინ ვერაფერი ვერ დაინახა. ასე რომ ის კვლავ “არისტოკრატთა” რიგებში ირიცხება.


 

#7 ანტონიო კასანო – მადრიდის “რეალი”


Corporate-Training image

როგორც იცით, ანტონიო კასანოს სახელი შესანიშნავ ტექნიკურ შესაძლებლობებთან და მშვენიერი სათამაშო სტილთან ასოცირდება. ფრანჩესკო ტოტისთან უთანხმოებამ ეს უკანასკნელი აიძულა “რომა” დაეტოვებინა და “ბლანკოსის” რიგებში ჩარიცხულიყო.

“თეთრების” მაისურით ასპარეზობის პირველ 4 თვეში კასანომ წონაში ძალიან მოიმატა, გარდა ამისა დისციპლინის დარღვევის გამო ის ძალიან ხშირად ისჯებოდა. საბოლოოდ კი ის ფაბიო კაპელოსთან უთანხმოების გამო კლუბიდან გაუშვეს და უკან, “სამპდორიაში” დააბრუნეს.


#6 იაგო ასპასი – “ლივერპული”


Corporate-Training image

როდესაც თავდამსხმელი ხარ და მიდიხარ კლუბში, სადაც ლუის სუარესი და დანიელ სტარიჯი ირიცხება, დარწმუნებული უნდა იყო, რომ შენი ჰობებისთვის დრო ბლომად გექნება. “სელტადან” 7-9 მილიონად გადაბარგებულმა ასპასმა მხოლოდ 14 მატჩის ჩატარება და 1 გოლის გატანა მოახერხა “წითლების” მაისურით.

აღსანიშნავია, რომ ის 1 გოლიც ასოციაციის თასში გაიტანა, “ოლდჰემ ატლეტიკის” კარში. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ავღნიშნოთ, რომ “სელტაში” დაბრუნებული შემტევი, დღეს-დღეობით, მართლაც რომ მშვენივრად გამოიყურება.


#5 კიმ კელსტრიომი – “არსენალი”


Corporate-Training image

“არსენალის” ხელმძღვანელობისთვის კიმის ტრავმის ისტორია ნამდვილად ტრაგიკულია . ცენტრალური ნახევარმცველის ძებნაში გართულმა არსენმა გადაწყვიტა, რომ შანსი მოსკოვის “სპარტაკის” ფეხბურთელისთვის, კიმ კელსტიორმისთვის მიეცა. მან მხოლოდ ტრანსფერი განხორციელების შემდგომ გაიგო ,რომ მას ზურგი ჰქონდა დაზიანებული, რის გამოც 6 თვე დაჰყო ნახევარმცველმა ლაზარეთში.

მისი დებიუტი “სუონსისთან” მატჩში შედგა (2-2), რის შემდგომაც მხოლოდ 3-ჯერ მოახერხა “მეთოფეთა” მაისურის მორგება. მას კლუბში დარჩენა სურდა, თუმცა ვენგერმა მისი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო და ის რუსეთში გააბრუნა.


#4 ბებე – “მანჩესტერ იუნაიტედი”


Corporate-Training image

ბებე – ის სახელია, რომლის დავიწყებაც “მანჩესტერ იუნაიტედის” ყველა ფანს სურს. პორტუგალიაში “უსახლკარო ფეხბურთელის” სახელის მქონე ფეხბურთელი “მანჩესტერმა”  2010-ში აიყვანა. მან 7 მატჩის ჩატარება მოახერხა, რომლის დავიწყებაც “წითელ ეშმაკებს” ნამდვილად გაუჭირდებათ.

სერ ალექს ფერიგუსონმა მისგან ახალი კრიშტიანო რონალდოს გამოძერწვა დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მაინც ვერ მოახერხა და სამშობლოში, კერძოდ კი “ბენფიკაში” გაუშვა. მათდა სამწუხაროდ,  ერთადერთი რაც ბებესა და კრიშტიანოს საერთო ჰქონდათ ეროვნება აღმოჩნდა.


#3 პაპი ჯილობოჯი – “ჩელსი”


Corporate-Training image

ერთადერთი რამ, რაც მისი სახელის წარმოთქმაზე რთულია არის იმის გაგება, თუ რისთვის სჭირდებოდა ის რომან აბრამოვიჩს. სენეგალელი ფეხბურთელი მას შემდეგ გადმობარგდა ინგლისში, რაც “ჩელსიმ” სტოუნზის გაფორმება ვერ მოახერხა. ჯილობოჯიმ მთელი სეზონის მანძილზე მხოლოდ ერთი წუთი ითამაშა.

ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ჟოზე მოურინიოს საჯაროდ მოუწია იმის აღიარება, რომ პაპის შეძენა მისი სურვილისამებრ არ მომხდარა. პაპი ამჯამად კვლავ “ვერდერის” ღირსებას იცავს.


#2 ჟულიენ ფობერი – მადრიდის “რეალი”


Corporate-Training image

საკმაოდ კომიკურია ჟიულიენისა და მადრიდული გრანდის ისტორიაც. როგორც წესი, მადრიდულ გრანდში ყველას სურს თამაში და ამისათვის თავს არ ზოგავენ. თუმცა არიან ისეთები, რომლებიც პოტენციალის გამოჩენას ვერ ახერხებენ, ან საერთოდ ეგეც არ გააჩნიათ.

ფობერტი მადრიდში ყოფნისას არაერთხელ მოხვდა კომიკურ სიტუაციაში: ერთ მშვენიერ დღეს მან ვარჯიში გამოტოვა, მიზეზად კი დაასახელა, რომ მას დასვენების დღე ეგონა.

თუმცა მათ შორის ყველაზე გამოსარჩევია “ვილიარეალთან” გამართული მატჩი, რომელშიც ფობერტს ჩაეძინა –


#1 ვიქტორ ვალესი – “მანჩესტერ იუნაიტედი”


Corporate-Training image

ყველა კლუბი ეძებს ფეხბურთელს, რომელიც ძირეულად, უკეთესობისკენ შეცვლის კლუბის კურსს. ასეთები არიან: ერიკ კანტონა, დენის ბერგკამპი და დიდიე დრობა. მათ კლუბისთვის მართლაც რომ დიდი სამუშაო გასწიეს.

თუმცა არის შემთხვევები, რომ შენს მიერ შეძენლი ფეხბურთელი ნორმალურად ‘სკამსაც კი ვერ ათბობს’. მსგავსი რამის თქმა შეიძლება ვიქტორ ვალდესზე, რომელსაც “ბარსელონას” რიგებში ყველანაირი ტიტული აქვს მოგებული. თუმცა მისი მანჩესტერული კარიერა მხოლოდ 21-წლამდელთა გუნდში თამაშით შემოიფარგლა.

მომზადებულია Sportskeeda-ს მიხედვით

 

 

პრემიერ ლიგის კლუბების დანახარჯმა მილიარდიან ნიშნულს მიაღწია

პირველად ინგლისური პრემიერ ლიგის ისტორიაში, სატრანსფერო ფანჯარაზე (ზაფხულისა და ზამთრის ერთად) ინგლისის ჩემპიონატის კლუბების მიერ დახარჯულმა თანხამ 1 მილიარდს მიაღწია.

Deloitte-ს ბოლო შედეგების თანახმად, ინგლისურმა კლუბებმა 2016 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 130 მილიონი ფუნტი დახარჯეს, სულ 2015-2016 წლების სეზონში კი 965 მილიონი ფუნტი.

თუმცა ინგლისელები მოელიან, რომ მანამ სანამ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება და 1 მილიარდსაც გადასცდება . ცნობისთვის გეტყვით, რომ გასულ წელს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ინგლისურმა კლუბებმა 45 მილიონი ფუნტი დახარჯეს, რაც სრულიად ამისთვის სრულიად საკმარისია.

 

255-დღიანი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა როსიცკიმ კვლავ ტრავმა მიიღო

„არსენალის“ ნახევარმველმა ტომაშ როსიცკიმ „ბარნლისთან“ ინგლისის თასის 1/16 ფინალის ანგარიშთ 2:1 მოგებულ მატჩში ტრავმა მიიღო. 35 წლის ფეხბურთელი მეოდანზე 71-ე წუთზე გამოვიდა და „არსენალის“ მაისურით ბოლო 255 დღეში პირველად ითამაშა, თუმცა მატჩის დასრულებამდე კუნთების დაზიანება მოასწრო. როგორც ბრიტანული „დეილი მეილი“ იუწყება, ამის გამო ჩეხი ვეტერანი ოთხ კვირაზე ნაკლებს არ გამოტვებს.

აქედან გამომდიანრე, როსიცკი „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის მატჩს გამოტოვებს.

ვენგერი: “შესვენებამ სანჩესზე კარგად იმოქმედა”

მას შემდეგ, რაც ლონდონის “არსენალმა” ალექსის სანჩესის გოლის წყალობით “ბარნლი” დაამარცხა და ასოციაციის თასის მერვედფინალში გავიდა, გუნდის თავკაცმა ჩილელი ნახევარმცველის მდგომარეობაზე გააკეთა კომენტარი.

“ვფიქრობ, რომ ორთვიანი შვებულება მისთვის საკმარისზე მეტი იყო. მის მდგომარეობაზე დიდად არ მინერვიულია.

თავადაც ნახეთ, რომ ის შესანიშნავ ფორმაშია. ამ შესვენებამ მასზე კარგად იმოქმედა.” – განაცხადა არსენ ვენგერმა.

აქვე გეტყვით, რომ “არსენალის” მომდევნო მეტოქე “საუთჰემპტონი” იქნება, რის შემდგომაც “მეთოფეები” გასვლაზე “ბორნმუთს” დაუპირისპირდებიან.

 

სამპაოლიმ “ჩელსის” ხელმძღვანელობას მისი მთავარი სამიზნის შესახებ ამცნო

როგორც იცით, ამ დროისთვის ლონდონის “ჩელსის” თავკაცობის ყველაზე რეალური ვარიანტი ხორხე სამპაოლია, რომელიც აქამდე ჩილეს ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა.

The Sunday Express-ს თუ დავუჯერებთ, 55 წლის სპეციალისტმა, რომელმაც გასულ წელს ჩილეს კოპა ამერიკა მოაგებინა, უკვე  დაიწყო ინგლისური ენის შესწავლა და მზადაა, სეზონის ბოლოს “სტემფორდ ბრიჯზე” გადმობარგდეს.

ინგლისური პრესის ცნობით, იმ შემთხვევაში თუ სამპაოლი მართლა ჩაიბარებს “ჩელსის”, მისი პირველი მოთხოვნა ალექსის სანჩესის აყვანა იქნება, რაც არც ისე ადვილი რამ გახლავთ.