“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა, იოზილის ტრანსფერში 35 მილიონი გადაიხადოს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები მზად არიან, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი, მესუთ იოზილი დაიმატონ. ამ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა, The Mirror ავრცელებს.

როგორც იცით, მესუთ იოზილს “მეთოფეებთან” არსებული კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. ამის შემდეგ კი გერმანელი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს და მისი გადაბირება ნებისმიერ კლუბს შეეძლება აბსოლუტურად უფასოდ.

იმისათვის, რომ “არსენალმა” ეს დანაკარგი თავიდან აირიდოს, “მანჩესტერ იუნაიტედის” მშვენიერი წინადადება უნდა მიიღოს და იოზილი “ოლდ ტრაფორდზე” 35 მილიონ ფუნტად უნდა გაუშვას.

მიმდინარე სეზონში იოზილის ანგარიშზე 18 მატჩში გატანილი 4 გოლი და გაკეთებული 5 საგოლე გადაცემაა. მისი გადაბირების სურვილს “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად “პარი სენ-ჟერმენისა” და “ბაიერნის” ხელმძღვანელებიც გამოთქვამენ.

“ჩელსისა” და “არსენალის” ბრწყინვალე დაპირისპირება ბელერინმა დახურა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 22-ე ტური ლონდონის “არსენალისა” და “ჩელსის” პრინციპულმა დაპირისპირებამ დახურა, რომელმაც მოლოდინები გაამართლა და საკმაოდ სანახაობრივიც გამოდგა. მატჩი კი საბოლოო ჯამში ფრედ, 2-2 დასრულდა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, თამაში შედგა – გუნდებმა 30-ჯერ დაარტყეს კარში და ოთხი გოლი გაიტანეს. ანგარიში შეხვედრის 63-ე წუთზე უილშირმა გახსნა ბრწყინვალე კომბინაციის შემდეგ, რასაც ედენ აზარმა ოთხ წუთში უპასუხა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან.

შეხვედრის 84-ე წუთზე მარკო ალონსომ ზაპაკოსტას გადაცემა გამოიყენა და “არისტოკრატები” წინ გაიყვანა. მართალია, სტუმრები საკმაოდ აქტიურად ცდილობდნენ დროის გაყვანას, რის გამოც კურტუას ყვითელი ბარათიც უჩვენეს, მაგრამ “მეთოფეებმა” მაინც მოასწრეს გაესროლათ – თავი ექტორ ბელერინმა გამოიჩინა – 2:2.

შედეგად, ანტონიო კონტეს გუნდმა მეორე ადგილზე გადასვლის საკმაოდ კარგი შანსი გაუშვა ხელიდან და ახლა 46 ქულით მესამეა, “არსენალი” კი 39 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში “არისტოკრატები” “ლესტერს” მიიღებენ, “მეთოფეები” კი “ბორნმუთს” ეწვევიან.


“არსენალი”: ჩეხი; ჰოლდინგი, მუსტაფი, ჩემბერსი; მაიტლანდ-ნაილსი, უილშირი, ჯაკა, ბელერინი;სანჩესი, მესუთ იოზილი; ალექსანდერ ლაკაზეტი (უელბეკი 80′)

მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი

“ჩელსი”: კურტუა; ასპილიკუეტა, კრისტენსენი, კეჰილი; მოზესი (ზაპაკოსტა 58′), ფაბრეგასი (დრინქვოთერი 71′), კანტე, ბაკაიოკო, ალონსო; ედენ აზარი (უილიანი 82′), ალვარო მორატა

მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე


გვარდიოლამ სანჩესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ “არსენალის” ლიდერის, ალექსის სანჩესის მომავალთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა.

როგორც იცით, საკმაოდ დიდი ხანია, რაც ჩილელ შემტევს “სიტის” რიგებში გაწევრიანებას უწინასწარმეტყველებენ. ამასთანავე, გასულ ტურში გაბრიელ ჟეზუსმა სერიოზული ტრავმა მიიღო და სავარაუდო იყო, რომ გვარდიოლას მისი შემცვლელი დასჭირდებოდა.

“ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჟეზუსის ტრავმა არანაირ გავლენას არ იქონიებს ალექსის სანჩესის მდგომარეობაზე. ალექსისი სეზონის ბოლომდე “არსენალში” დარჩება,” – აცხადებს გვარდიოლა.

სანჩესს “მეთოფეებთან” არსებული კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ეწურება და ამის შემდეგ “ქალაქელებს” მისი გადაბირება უფასოდ შეეძლებათ.

“არსენალმა” “კრისტალ პალასს” სძლია (ვიდეო)

დღეს ინგლისის პრემიერ ლიგის მეოცე ტურის შეხვედრაში “კრისტალ პალასმა” ლონდონის “არსენალი” მიიღო.

დაძაბულ დაპირსპირებაში ანგარიში 25-ე წუთზე შკოდრან მუსტაფის დარტყმის შედეგ გაიხსნა. მეორე ნახევარში, 49-ე წუთზე ვილფრედ ზაჰას პასის შემდეგ ანდროს თაუნსენდმა გათანაბრება შეძლო. ამის შემდეგ იყო ალექსის სანჩესის გაბრწყინება. ჩილელმა 62-ე და 66-ე წუთებზე, შესაბამისად, ალექსანდრ ლაკაზეტისა და ჯეკ უილშირის პასების წყალობით მოახერხა დუბლის შესრულება და “არსენალი” ორბურთიანი უპირატესობით წინ გაიყვანა.

89-ე წუთზე ჯეიმს ტომკინსმა ერთამდე შეამცირა სხვაობა. თუმცა, მასპინძლებმა მეტი ვეღარ შეძლეს და შეხვედრაც დათმეს. საბოლოოდ, 3-2 “მეთოფეების” სასარგებლოდ.

ამ მოგების შემდეგ “არსენალი” 37 ქულით მეექვსე პოზიციაზეა. “კრისტალ პალასს” 18 ქულა აქვს და ცხრილში მეთექვსმეტეა.

 

ვიეირა: “არსენალში” მყოფმა ზოგიერთმა მოთამაშემ სწრაფად უნდა გადაწყვიტოს თავისი მომავალი”

პატრიკ ვიეირა ლონდონის “არსენალში” 1996-2005 წლებში თამაშობდა. საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გუნდში არსებულ სიტუაციასა და მომავალზე ისაუბრა.

“ბოლო წლებში “არსენალი” საკმარისად კარგად არ გამოიყურება. ეს საკმარისად კარგი არაა არც კლუბისთვის, არც გულშემატკივრებისთვის. ლონდონურ გრანდს გაცილებით მეტის მიღწევა შეეფერება. როცა წარსულში იგებდი, რა თქმა უნდა, გინდა, ახლაც მიაღწიო გამარჯვებას. გუნდში არიან მოთამაშეები, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ, რა სურთ. ეს საკითხი სწრაფად უნდა მოგვარდეს.”

“ამის შემდეგ, საჭიროა შესაბამისი შევსება. თუნდაც, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ “მანჩესტერ სიტის” დონის გუნდი დაამარცხო. მჯერა, “სიტი” იქნება ისეთი კლუბი მომავალ წლებში, რომ მისი ძლევა სრულიად შესაძლებელი იყოს. ამისთვის, სწორი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. სხვანაირად, “არსენალი” ისევ ამ გზით ივლის,” – აცხადებს სენეგალელი.

ექვსი გატანილი გოლი და დიდებული სანახაობა “ემირეიტსზე” (ვიდეო)

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-19 ტური ლონდონის “არსენალისა” და მერსესაიდის “ლივერპულის” პრინციპულმა დაპირისპირებამ გახსნა. მატჩმა იმედები გაამართლა და “ემირეიტს სტედიუმზე” შეკრებილი გულშემატკივრები ბრწყინვალე სანახაობის მომსწრენი გახდნენ.

შეხვედრის პირველი ნახევარი სტუმართა სრული უპირატესობით მიმდინარეობდა და ანგარიშიც იურგენ კლოპის ბიჭებმა გახსნეს – თავი ფილიპე კოუტინიომ გამოიჩინა შეხვედრის 26-ე წუთზე.

52-ე წუთზე სალაჰმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. შემდეგ 5 წუთში კი “მეთოფეებმა” მცირე სასწაული მოახდინეს და სამი გოლი გაიტანეს – სანჩესი 53′, ჯაკა 56′, იოზილი 58′. ამ დიდებულ დაპირისპირებას წერტილი რობერტო ფირმინოს მიერ 71-ე წუთზე გატანილმა გოლმა დაუსვა – 3:3.


“არსენალი”: ჩეხი; ნაილსი, მონრეალი (მუსტაფი 46′), კოშელნი, ბელერინი; ჯაკა, უილშეარი; სანჩესი, იოზილი, აივობი (უელბეკი 76′); ალექსანდერ ლაკაზეტი

მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი

“ლივერპული”: მინოლე; გომესი, ლოვრენი, კლავანი, რობერტსონი; სადიო მანე (ვეინალდუმი 80′), ჰენდერსონი (მილნერი 13′), ემრე ჯანი, კოუტინიო; ფირმინო, მუჰამედ სალაჰი

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი


კარიკატურა ინგლისის ლიგის თასზე: ნახევარფინალური ეტაპი რინგზე

ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში ერთმანეთს ლონდონური კლუბები, “ჩელსი” და “არსენალი” დაუპირისპირდებიან. ასევე, მეორე წყვილი “მანჩესტერ სიტისა” და “ბრისტოლ სიტის” დაპირისპირებაა. ამ უკანასკნელმა, ყველას გასაოცრად, “მანჩესტერ იუნაიტედს” მეოთხედფინალში მოუგო.

აღნიშნულ თემაზე გთავაზობთ კარიკატურას.

ალმუნია: “ლემანთან მუშაობით დიდი გამოცდილება მივიღე”

იენს ლემანი და მანუელ ალმუნია ლონდონის “არსენალში” 2008-2010 წლებში გამოდიოდნენ.

ალმუნიამ ჟურნალისტებთან გერმანელ მეკარესთან ერთად ლონდონურ კლუბში გატარებული დრო გაიხსენა.

“როცა დრო გადის, შენ წარსულს იხსენებ და ყველაფერი სასიამოვნოდ გახსოვს. მინდა, ვთქვა, რომ, მიუხედავად ბევრი პრობლემისა, იმ ბრძოლისა, რომელიც მე და ლემანს ძირითადი შემადგენლობისთვის გვქონდა, მასთან ერთად მუშაობით დიდი გამოცდილება მივიღე. იღბლიანი ვიყავი, რომ იენსთან ერთად დროს ვატარებდი.”

“ვისწავლე, როგორ უნდა მოიქცე მოედანზე, როგორ უნდა მოეპყრო ფეხბურთელებს., როგორ უნდა გამოიყურებოდე უფრო ძლიერი. ეს ყველაფერი კარგად მახსოვს. ჩემი კარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი სწორედ ესაა,” – ახადებს ალმუნია.

 

“არსენალი” საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანთან აწარმოებს მოლაპარაკებებს

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები “მაინცის” რიგებში მოთამაშე ცენტრალური ნახევარმცველის, აბდუ დიალოს ტრანსფერზე მუშაობენ. ამ ინფორმაციას RMC-ს ჟურნალისტები გვაწვდიან.

როგორც ცნობილი ხდება, 21 წლის დიალოს აგენტთან მოლაპარაკებებს “მეთოფეთა” გამორჩეული სკაუტი, სვენ მისლინტატი აწარმოებს. “მეთოფეები” იანვრის თვეშივე აპირებენ ფეხბურთელთან შეთანხმების მიღწევას, ტრანსფერი კი ზაფხულში განხორციელდება.

“მაინცმა” ახალგაზრდა ფეხბურთელი გასულ ზაფხულს დაიმატა და ამისთვის “მონაკოს” ანგარიშზე 5 მილიონი ევრო გადარიცხა. მიმდინარე სეზონში დიალომ 15 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში და ორი გოლით შეძლო თავის გამოჩენა (+ ოთხი ყვითელი ბარათი).

ანტონიო კონტე: “მანჩესტერ სიტის” ვან დეიკის შეძენა არ გაუჭირდება”

“საუთჰემპტონის” ცენტრალური მცველით, ვირჯილ ვან დეიკით ინგლისური გარნდები: “არსენალი”, “ჩელსი”, “ლივერპული” და “მანჩესტერ სიტი” ინტერესდებიან. თუმცა, “ლურჯების” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე ფიქრობს, რომ თუ “სიტი” მთელი რესურსებით მოინდომებს ჰოლანდიელის შეძენას, ისინი ამ საქმეში თავის მეტოქეებს აუცილებლად აჯობებენ.

“ვირჯილით ბევრი კარგი გუნდი ინტერესდება. თუმცა, არსებობს მანჩესტერ სიტი” – ეს გუნდი ბევრ საუკეთესო მოთამაშეს ყიდულობს. შესაბამისად, თუ ისინი გულით მოინდომებენ, ჩვენ ჰოლანდიელისთვის მათთან ბრძოლას ვერ შევძლებთ. ამ საქმეში მათ მიმართ დიდი პატივისცემა უნდა გამოვიჩინოთ. “მანჩესტერ სიტის” არა მხოლოდ ინგლისში, არამედ მთლიანად ევროპაში ბევრი კარგი ფეხბურთელის შეძენაში შეუძლია, სხვა გრანდებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიოს.”

“როცა გაქვს შესაძლებლობა, სატრანსფერო ფანჯარაზე დიდი რაოდნეობით ფული დახარჯო, რატომაც არ უნდა ქნა ეს?! თუმცა, ზოგჯერ გუნდები დიდ ფულს უაზროდ ხარჯავენ. ამიტომ, სწორი მენეჯმენტია საჭირო. სწორედ ასეთ პოლიტიკას მოაქვს კარგი შედეგი,” – აცხადებს კონტე.

კარიკატურები 360 გრადუსით: ინგლისური გრანდების გასახდელები

გთავაზობთ ინგლისის პრემიერ ლიგის ხუთი გუნდის: ლონდონის “ჩელსის”, “მანჩესტერ სიტის”, “მანჩესტერ იუნაიტედის”, ლონდონის “არსენალისა” და მერსესაიდის “ლივერპულის” გასახდელების კარიკატურებს 360 გრადუსით.

კარიკატურების სანახავად დააკლიკეთ აქ.

“არსენალმა” ქულა ბოლო წუთებზე გადაარჩინა (ვიდეო)

არსენ ვენგერის მიერ გაწვრთნილი “მეთოფეები” პრემიერ ლიგისმე-16 ტურში “საუთჰემპტონს” ეწვია და “წმინდანები” ფიცხელ ბრძოლაში ჩაითრია. სტუმრებმა ოლივიე ჟირუს მიერ 88-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით შინ მხოლოდ ერთი ქულის წაღება შეძლეს.

მატჩში ანგარიში ჩარლი ოსტინმა გახსნა, რომელმაც შეხვედრის მესამე წუთზე შეძლო პიტერ ჩეხის კარის აღება. გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრებმა ზეწოლა გააძლიერეს, თუმცა ამან შედეგი 88-ე წუთამდე ვერ გამოიღო, როდესაც ჟირუმ გამათანაბრებელი გოლი არ გაიტანა.

შედეგად, 16 ტურში დაგროვებული 29 ქულით “მეთოფეები” მეხუთე პოზიციას იკავებენ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში, “საუთჰემპტონი” კი 18 ქულით მეათეა.

მომდევნო ტურში “საუთჰემპტონი” “ლესტერ სიტის” უმასპინძლებს, “არსენალი” კი “ვესტ ჰემს” ეწვევა.