მეტოქის სიმულიანტობა და მოედნიდან გაძევებული ოლივიე ჟირუ (ვიდეო)

26 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “არსენალსა” და “ქუინს პარკ რეინჯერსს” შორის გამართულ შეხვედრაში ოლივიე ჟირუს მთავარმა არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა.



პოდოლსკი „ინტერს“ შეუთანხმდა?

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მილანის „ინტერის“ ხელმძღვანელობა „არსენალის“ მენეჯერებს თავდამსმელ ლუკას პოდოლსკის ტრანსფერთან დაკავშირებით შეუთანხმდა.

წყაროს ცნობით, მხარეებმა პირადი კონტრაქტის დეტალებიც კი შეათანხმეს, თუმცა რამდენიმე დეტალი კიდევ დასაზუსტებელია.

შეგახსენებთ, რომ ლონდონურ კლუბთან ხელშეკრულება ლუკასს 2016 წლამდე აკავშირებს, თუმცა, დიდი ალბათობით, მას სწორედ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაუშვებენ.

ცნობისთვის, პრესა აქამდე პოდოლსკის „რომაში“, „იუვენტუსში“ ან „ვოლფსბურგში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებაც წერდა.

კურიოზები “არსენალის” საშობაო მილოცვის დროს (ვიდეო)

ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს შობა მიულოცეს, გადაღების პროცესში კი არაერთი კურიოზი მოხდა.

საინტერესო დისკუსია: ალან შირერი თუ ტიერი ანრი? (ვიდეო)

„ქუინს პარკ რეინჯერსის“ თავდამსხმელმა ჩარლი ოსტინმა გუნდის ერთ-ერთ მწვრთნელთან ლეს ფერდინანდთან საინტერესო თემაზე ისაუბრა.

კერძოდ, საუბრის თემას ალან შირერისა და ტიერი ანრის შედარება იყო.

საბოლოოდ, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ოსტინი ფერდინანდს დაეთანხმა, რომელიც თვლის, რომ „ნიუკასლის“ ლეგენდა „არსენალის“ ლეგენდაზე უფრო პროდუქტიული ფეხბურთელი იყო.

ცნობისთვის, ლეს ფერდინანდი ინგლისის პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელთა შორის მერვე ადგილს იკავებს.

როგორ ცეკვავს სანტი კასორლა “არსენალის” საშობაო წვეულებაზე (ვიდეო)

ლონდონის “არსენალმა” საშობაო წვეულება გამართა და როგორც ჩანს, ფეხბურთელებიდან ყველაზე აქტიური ესპანელი ნახევარმცველი სანტი კასორლა იყო.

„არსენალის“ ფანებმა კოლო ტურეს უმღერეს

„ლივერპულთან“ ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურის მატჩის დროს „არსენალის“ ფანებმა საყვარელი გუნდის ყოფილ ფეხბურთელს, რომელიც ამჟამად სწორედ მერსესაიდულ კლუბშ გამოდის, სიმღერა მიუძღვნეს.

„რომა“ პოდოლსკით დაინტერესდა

იანვარში აფრიკის ერთა თასის გამო „რომა“ ერთი თვით კოტ დივუარელ თავდამსხმელ ჟერვინიოს დაკარგავს, რის გამოც „მგლები“ მისი შემცვლელის ძებნაზე ფიქრობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, რომაელები ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელის ლუკას პოდოლსკით დაინტერესდნენ, რომლის შეძენა ასევე „ინტერის“, „იუვენტუსისა“ და „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელებს სურთ.

გამოცდილი გერმანელის სანაცვლოდ იტალიურ კლუბს, დაახლოებით, ხუთი მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

მიმდინარე სეზონში პოდოლსკი ინგლისის ჩემპიონატში მხოლოდ ექვსი მატჩი ჩაატარა და ვერც ერთი გოლი ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ლუკასმა გულშემატკივრებს თავი სამი გოლი დაამახსოვრა.

„ლივერპული“ – „არსენალის“ მატჩთან დაკავშირებული ათი საუკეთესო ხუმრობა (ვიდეო)

„ლივერპულსა“ და „არსენალს“ შორის ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურის მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

წარმოგიდგენთ ინტერნეტში ამ მატჩთან დაკავშირებული ათი საუკეთესო სახუმარო პოსტის ამსახველ ვიდეოს.

2003 წლის შემდეგ “არსენალს” ბურთის ფლობის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ჰქონდა

ინგლისის პრემიერლიგის XVII ტურში “ლივერპულსა” და ლონდონის “არსენალს” შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. ბურთის ფლობის მხრივ პროცენტული შეფარდებით მერსისაიდულმა გუნდმა მეტოქე თვალნათლივ დაჯაბნა. “მეთოფეებს” ამ მაჩვენებელში მხოლოდ 36,5 პროცენტი ჰქონდათ.

ეს არსენ ვენგერის გუნდისთვის 2003 წლის აგვისტოს შემდეგ პრემიერლიგაში ნაჩვენები ყველაზე ცუდი შედეგია.

ამის მიუხედავად, “არსენალს” გამარჯვების კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გოლი გაუშვა და “ენფილდიდან” მხოლოდ ერთი ქულა წაიღო.

 

„არსენალი“ სანოგოს იჯარით გასაშვებად მზადაა

ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელი იაია სანოგო ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა, დროებით სხვა კლუბში გადავიდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, „მეთოფეთა“ ხელმძღვანელობა 21 წლის ფრანგის იჯარით ერთ-ერთ ინგლისურ კლუბში გაშვებას აპირებს.

მიმდინარე სეზონში ფორვარდმა ლონდონელების შემადგენლობაში ყველა ტურნირზე მხოლოდ ექვსი მატჩი ჩაატარა და გულშემატკივრებს თავი ერთი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით დაამახსოვრა.

,,არსენალი” პედრო როდრიგესის შეძენას შეეცდება

ინგლისური პრესა პედრო როდრიგესის შესახებ აქტიურად წერს. ფეხბურთელს ,,პრემიერ ლიგაში” გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.

ესპანელი თავდამსხმელით ლონდონის ,,არსენალი” დაინტერესდა. ,,მეთოფეები” ფეხბურთელის  შესაძენად 33 მილიონ ევროს ამზადებენ.

,,არსენალთან” ერთად, მერსესაიდული კლუბსაც სურს კატალონიის ,,ბარსელონას” ფეხბურთელის შეძენა. ზაფხულში ფეხბურთელისათვის ორი ინგლისური გრანდი იბრძოლებს.

იოზილი გამოჯანმრთელებასთან ახლოსაა

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა მუხლის ტრავმა ჯერ კიდევ ოქტომბერში მიიღო, რის გამოც მიმდინარე სეზონში მხოლოდ ცხრა მატჩი ჩაატარა.

ასეა თუ ისე, ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნება უკვე დეკემბრის დარჩენილ პერიოდში იგეგმება.

„მე ყოველდღე ვმუშაობ, რათა ოპტიმალური ფორმა დავიბრუნო. ახლა სწორ გზაზე ვიმყოფები. ეს ბევრ დროს არ წამართმევს. იმედია, ვარჯიშს მაქსიმალურად სწრაფად დავუბრუნდები“, – განაცხადა „მეთოფეთა“ მოთამაშემ.