ლონდონის “უემბლის” სტადიონზე ლონდონის “არსენალსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის ინგლისის სუპერთასის მატჩი შედგა. როგორც მოგეხსენებათ, “მეთოფეებმა” გასულ სეზონში ინგლისის თასი მოიგეს, “ქალაქელები” კი პრემიერლიგის გამარჯვებულები გახდნენ. შეხვედრა ლონდონელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.
პირველ ტაიმში არსენ ვენგერის გუნდმა ორი უპასუხო გოლი გაიტანა: 21-ე წუთზე ანგარიში სანტი კასორლამ გაიტანა, 42-ე წუთზე კი თავი აარონ რემსიმ გამოიჩინა. მატჩის მეორე ნახევარში “სიტის” კარში კიდეც ერთი გოლი გავიდა: 61-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ შორეული დარტყმით გაიტანა — 3:0.
ინგლისის სუპერთასი:
“არსენალი” — “მანჩესტერ სიტი” 3:0 (2:0)
“არსენალი”: შჩესნი, დებიუში, გიბსი, კოსელნი (მონრეალი 46′), კასორლა (როსიცკი 70′) არტეტა, რემსი (კემპბელი 85′), ჩემბერსი, უილშირი (ფლამინი 68′), სანჩესი (ოქსლედი-ჩემბერლენი 46′), სანოგო (ჟირუ 46′).
მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი.
“მანჩესტერ სიტი”: კაბალიერო, ნასტასიჩი, ბოიატა, კოლაროვი (რიჩარდსი 76′), კლიში, ნასრი (სილვა 46′), იაია ტურე (მილნერი 60′), ფერნანდო, იოვეტიჩი, ნავასი (სინკლერი 85′), ჯეკო (ზუკულინი 60′).
მთავარი მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.
გოლები: კასორლა 21′, რემსი 42′, ჟირუ 61′.
გაფრთხილება: ფერნანდო 51′.
მთავარი მსაჯი: მაიკლ ოლივერი.