ჟირუ: „ახლა გუნდი კარგ ფორმაშია“

ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ „ლივერპულთან“ მოგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.

„პირველ ტაიმში მეტოქე ბურთს ხშირად კარგავდა. ვფიქრობ, პირველ ნახევარში კიდევ რამდენიმე გოლის გატანა შეგვეძო. ახლა გუნდი კარგ ფორმაშია.

საჭიროა, მხოლოდ საკუთარ თამაშზე ვიფიქროთ და კონკურენტების შედეგებს არ ვუყუროთ. პრემიერლიგაში დარჩენილი ყველა შეხვედრა უნდა მოვიგოთ“, – განაცხადა ფრანგმა ფორვარდმა.

ვენგერი: „ჩემპიონობა? მოდით იმისთვის ვიბრძოლოთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული“

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა „ლივერპულთან“ ანგარიშით 4:1 მოგებული მატჩი შეაფასა.

„იდეალური თამაში? მინუსები ნებისმიერ მატჩში გვაქვს, თუმცა დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებულად კარგად დავიწყეთ. პირველ ტაიმში შექმნილი ეპიზოდები კარგად გამოვიყენეთ, მეორე ნახევარში კი მეტოქეს ქამბექის გაკეთების საშუალება არ მივეცით. მნიშვნელოვან მატჩში დამაჯერებლად ვიმარჯვეთ.

ტიტულისთვის ბრძოლისთვის ეს საკმარისდი არ არის. სეზონს ოთხეულში დავასრულებთ, თუმცა პრემიერლიგის მოგებისთვის საჭიროა, რომ მუდმივად ვიგებდეთ, „ჩელსი“ კი ქულებს კარგავდეს. მოდით იმაზე ვიფიქროთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული“, – განაცხადა „მეთოფეთა“ დამრიგებელმა.

“არსენალმა” “ლივერპული” დაამარცხა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურის გახსნთი მატჩი “ემირეითსზე” გაიმართა, სადაც ლონდონის “არსენალმა” “ლივერპული” მიიღო და ანგარიშით 4:1 დაამარცხა. ამრიგად, “მეთოფეებმა” ჩემპიონატში ზედიზედ მეექვსე გამარჯვება ჩაიწერეს.

მატჩის პირველი ტაიმის ბოლო ათ წუთში ლონდონელებმა მეტოქის კარში სამი უპასუხო გოლი გაიტანეს: თავი ექტორ ბელერინმა, მესუთ იოზილმა და ალექსის სანჩესმა გამოიჩინეს. 76-ე წუთზე ჯორდან ჰენდერსონმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა წერტილი მაინც მასპინძლებმა დასვეს: კომპენსირებულ დროში მერსისაიდული გუნდის კარის ბადე ოლივიე ჟირუმ შეარხია. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 84-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა ენტონი ტეილორმა “ლივერპულის” ნახევარმცველ ემრე ჯანს უხეში თამაშისთვის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

31-ე ტურის შემდეგ “არსენალმა” 63 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. “ლივერპულს” 54 ქულით მეხუთე პოზიცია უკავია.

ინგლისის პრემიერლიგა
31-ე ტური
“არსენალი” — “ლივერპული” 4:1 (3:0)

გოლები: ბელერინი 37′, იოზილი 40′, სანჩესი 45′, ჟირუ 90+1′ — ჰენდერსონი 76′.
გაფრთხილებები: ბელერინი 70′ — ჯანი 49′.
გაძევება: ჯანი 84′.

პირესი: “არსენალი” ჩემპიონობას იმსახურებს”

ლონდონის “არსენალის” ყოფილი ნახევარმცველი რობერ პირესი მიიჩნევს, რომ “მეთოფეებს” ინგლისის ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლიათ.

“ჩემი აზრით, “არსენალი” მიმდინარე სეზონში ჩემპიონობას იმსახურებს. ლონდონელები საჩემპიონო ტიტულიდან შორს არ არიან, თუმცა მაინც მგონია, რომ სეზონის ბოლოს იმედგაცრუება გველის”, ციტირებს პირესის სიტყვებს ბრიტანული გამოცემა “მირორი”.

შეგახსენებთ, რომ “არსენალს” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ლიდერ “ჩელსისთან” შვიდქულიანი ჩამორჩენა აქვს. გარდა ამისა, “მეთოფეებს” ერთით მეტი შეხვედრა აქვთ ჩატარებული.

 

“არსენალს” ტრავმირებულები უბრუნდებიან

“არსენალის” ტრავმირებული ფეხბურთელები მოედანს უბრუნდებიან. Arseblog.com-ის “ბრენტფორდთან” გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მოედანზე გამოჯანმრთელებული ოთხეული გამოვიდა.

ჯეკ უილშირმა, მიკელ არტეტამ და აბუ დიაბიმ პირველი ტაიმი ჩაატარეს, მატიე დებიუშიმ კი 60 წუთი დაჰყო მოედანზე.

მოსალოდნელია, რომ ერთ-ერთი მათგანი შაბათს გასამართ “ლივერპულთან” მატჩის განაცხადშიც მოხვდება.

 

“არსენალმა” სტერლინგის გაფორმებას დაუმიზნა

“მეთოფეები” “ლივერპულის” ნიჭიერი გარემარბის გაფორმებას აპირებენ.

მთელი სეზონის განმავლობაში ცდილობს, რაჰიმ სტერლინგს გუნდმა ახალი კონტრაქტი გაუფორმოს, მაგრამ ინგლისელმა ეს საკითხი ზაფხულისთვის შემოინახა.

ახლა The Telegraph-სთვის ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელის შეძენას “არსენალი” ეცდება. ლონდონელებმა უკვე გააკეთეს ოფიციალური შეთავაზება, ხოლო ფეხბურთელთან მოლაპარაკებას სეზონის დასრულების შემდეგ გამართავენ.

უკვე ცნობილია, რომ ლონდონური გუნდი სტერლინგს საკმაოდ კარგ პირობებს სთავაზობს, ხოლო “ლივერპულის” ბოსებს “არსენალზე” უკეთესი შეთავაზების გაკეთება მოუწევს.

როგორ კენწლის ალექსის სანჩესი ძალიან პატარა ბურთს (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ კენწლის პატარა ბურთს ალექსის სანჩესი.

ოზილი: “შეიძლება, ოქროს ბურთი მოვიგო”

“არსენალისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, მესუთ ოზილი თვლის, რომ მას ოქროს ბურთის მოგების ძალა შესწევს.

“თუ გავაგრძელებ პროგრესს და ჯანმრთელობის პრობლემები ხელს არ შემიშლის, ოქროს ბურთის მოგება შემიძლია. ეს სავსებით შესაძლებელია. ვარ მსოფლიო ჩემპიონი, ვთამაშობ პრემიერ ლიგის ერთ-ერთ წამყვან გუნდში. ჩემი ზრდა ტრავმებმა შეაჩერეს. თავს ფიზიკურად ძალიან ძლიერად ვგრძნობ,”-განუცხადა ოზილმა BILD-ს.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, გერმანელმა ნახევარმცველმა 14 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი, ხოლო ხუთი საგოლე პასი გააკეთა.

“არსენალმა” “ნიუკასლი” დაამარცხა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პრემიერ ლიგის 30-ე ტურის ერთ-ერთი მატჩი “სპორტ დირექტ არენაზე”, სადაც “არსენალმა” “ნიუკასლი” მინიმალური ანგარიშით, ოლივიერ ჟირუს დუბლის წყალობით დაამარცხა.

“ნიუკასლი” 1:2 “არსენალი”

გოლი: სისოკო ’48 – ჟირუ ’25; ’28

მესუთ იოზილმა თავისი საყვარელი ფეხბურთელი დაასახელა

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც ბავშვობაში ყველაზე მეტად მოსწონდა.

“როცა პატარა ვიყავი, ჩემი კერპი ზინედინ ზიდანი იყო. ჩემი აზრით, ის ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელი გახლდათ”, – თქვა იოზილმა.

„ვენგერთან ერთად „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგას ვერასდროს მოიგებს“

„არსენალის“ ცნობილი გულშემატკივრის პირს მორგანის აზრით, მისი საყვარელი გუნდი არსენ ვენგერთან ერთად ჩემპიონთა ლიგას ვერასდროს მოიგებს.

„ბრიტანულ გუნდებს შორის ჩვენ ერთ-ერთი სტაბილური შედეგი გვაქვს: 18 წლის განმავლობაში ამ ტურნირზე ვთამაშობთ, თუმცა ის ერთხელაც ვერ მოვიგეთ. ზედიზედ ხუთიწლის განმავლობაში 1/4 ფინალს გარეთ დარჩენა საშინელი შედეგია. სამწუხაროდ, არსენ ვენგერთან ერთად „არსენალი“ ამ ტურნირს ვერასდროს მოიგებს“, – დაწერა ტელეწამყვანმა თავისი ტვიტერის გვერდზე.

ვენგერი: „მატჩის ბოლოს ძალა დაგვაკლდა“

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა „მონაკოსთან“ მატჩი შეაფასა.

„შედეგის გამო გული დაგვწყდა, მაგრამ, ვფიქრობ, ჯამში პოზიტიური მატჩი გამოგვივიდა. ჯერ კიდევ შეხვედრამდე გვესმოდა, რომ ჩვენი გავარდნის ალბათობა 98%-ს შეაგენდა. ამის მიხუედავად, ბოლომდე ვიბრძოლეთ. შაბათის მატჩზე ბევრი ენერგია დავხარჯეთ, ამიტომაც ბოლო ძალაც დაგვაკლდა“, – განაცხადა ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა.