“არტურო ვიდალი ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს დონეზე დგას”

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის, ჯოვანი ჰერნანდესის აზრით “ბაიერნის” ჩილელი ნახევარმცველი, არტურო ვიდალი ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს დონეზე დგას.

ჰერნანდესმა, რომელიც ვიდალთან ერთად “კოლო-კოლოში” თამაშობდა, განაცხადა: “ჩემი გადმოსახედიდან, ვიდალი რონალდუსა და მესის დონის მოთამაშეა.

ბავშვობიდანვე ვხვდებოდი, რომ მისი პოტენციალი უდიდესი იყო. ის ერთ-ერთია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა შორის.” – დაამატა მან.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის არტურო ვიდალი ამჟამად “ბაიერნის” ღირსებას იცავს, სადაც ის 2015 წლის ზაფხულში, “იუვენტუსიდან” გადაბარგდა.

მსაჯმა ბრემენის “ვერდერის” ფანებს დაშვებული შეცდომის გამო ბოდიში მოუხადა

მსაჯმა, რომელიც მიუნხენის “ბაიერნისა” და ბრემენის “ვერდერის” ნახევარფინალურ დაპირისპირებას სჯიდა, აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა და ამის გამო “ვერდერის” ფანებს ბოდიში მოუხადა.

საუბარია გერმანიის თასის მატჩზე, რომელსაც სათამაშო დროის დასრულებამდე 20 წუთით ადრე “ბაიერნი” ერთბურთიანი სხვაობით იგებდა.

მატჩის 71-ე წუთზე ტობიას შტილერმა არტურო ვიდალის წაქცევის გამო პენალტი დანიშნა, რომელიც მიულერმა გოლად გარდასახა. თუმცა, გამეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ ვიდალსა და იანეკ სტერნბერგს შორის კონტაქტი არ ყოფილა.

“ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, მე კი კარგ პოზიციაში ვიყავი. კონტაქტი დავინახე, მაგრამ სინამდვილეში კონტაქტი არც ყოფილა. ვწუხვარ.”

ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ ამ გამარჯვებით “ბაიერნი” თასის ფინალში გავიდა, სადაც “რეკორდმაისტერი” “ბორუსიას” ან “ჰერტას” დაუპირისპირდება.

ვიდალი: “გვარდიოლას გადაწყვეტილების შესახებ პირველად ტელევიზორიდან გავიგეთ”

მიუნხენის “ბაიერნის” ჩილელმა ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა, რომელიც სეზონის ბოლოს “მანჩესტერ სიტის” ჩაუდგება სათავეში.

“ამ ძალზედ უცნაური გადაწყვეტილების შესახებ პირველად ტელევიზორიდან გავიგეთ. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ პეპი ტიტულებით გავაცილოთ.” – განაცხადა ვიდალმა  La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში.

ვიდალმა თავის ყოფილ კლუბთან გასამართ მატჩზეც ისაუბრა: “ძალიან აღელვებული ვარ. ტურინში ვბრუნდები როგორც მათი მეტოქე და არა როგორც მტერი. არ ვიცი როგორ დამხვდებიან ისინი.”

 

არტურო ვიდალი: “მენატრება თუ არა “იუვენტუსი”? რა თქმა უნდა”

მიუნხენის “ბაიერნის” ჩილელმა ნახევარმცველმა, არტურო ვიდალი აღიარებს, რომ ტურინში გატარებული დრო ენატრება, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი გრძნობები მატჩის მიმდინარეობისას მასზე გავლენას არ იქონიებს.

“რა თქმა უნდა მენატრება “იუვე”. ჩემთვის ეს მატჩი ძალიან უცნაური იქნება, რადგანაც ტურინში 4 მშვენიერი წელი მაქვს გატარებული. იქაურმა გულშემატკივრებმა თავი ძალიან შემაყვარეს.

თუმცა ახლა მე “ბაიერნის” ღირსებას ვიცავ – თავს არ დავზოგავ, ოღონდ ეს ორი მატჩი მოვიგოთ და მეოთხედფინალის საგზური მოვიპოვოთ.”

არტურო ვიდალმა “კარლსრუეს” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

16 იანვარს, მიუნხენის “ბაიერნი” ამხანაგურ შეხვედრაში “კარლსრუეს” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

მატჩის 21-ე წუთზე არტურო ვიდალმა შესანიშნავი გოლი გაიტანა.

ვიდალმა „ბაიერნი“ „იუვენტუსს“ შეადარა

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა თავისი ამჟამინდელი კლუბი ყოფილს შეადარა.

„ჩერმს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. „იუვენტუსში“ ძალიან მომწონდა, მაგრამ „ბაიერნში“ თავს როგორც სახლში ვგრძნობ. მადლობა ღმერთს, ყველაფერი ასე განვითარდა. მიუნხენელებთან ერთად ბევრი ტიტულის მოგებას ვიმედოვნებ. ვფიქრობ, შემიძლია, გუნდს სარგებელი მოვუტანო.

„იუვენტუსი“ ძლიერი გუნდია, მაგრამ „ბაიერნი“ უკეთესია, მის შემადგენლობაში საუკეთესო მოთამაშეები არიან“, – განაცხადა ჩილელმა.

რა გაუკეთა პეპ გვარდიოლამ არტურო ვიდალს ვარჯიშზე (ვიდეო)

მიუნხენის “ბაიერნის” ერთ-ერთ ვარჯიშზე, მეკარემ არტურო ვიდალი წააქცია პეპ გვარდიოლამ კი თამაშის წესების დარღვევა არ დააფიქსირა. ცოტა ხნის შემდეგ, ესპანელი სპეციალისტი ჩილელ ფეხბურთელს გაეხუმრა და მას მუხლი მიარტყა.

პოგბა: „იმდენივე გოლის გატანა შემიძლია, რამდენ გოლსაც ვიდალი იტანდა“

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ კლუბიდან ლიდერების წასვლის შესახებ ისაუბრა.

„გუნდიდან რამდენიმე წამყვანი მოთამაშე წავიდა, თუმცა გამოციდლი ფეხბურთელებიც შემოგვიერთდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ „იუვენტუსი“ ვართ და მოხოლოდ მოგებაზე უნდა ვფიქრობდეთ.

მწვრთნელის დავალებების შესასრულებლად მზად ვარ. თავდამსხმელთა უკან თამაში შემიძლია, ვნახოთ, რა მომეთხოვება ახალ სეზონში.

ვფიქრობ, იმდენივე გოლის გატანა გამომივა, რამდენ გოლსაც ვიდალი იტანდა. ეს როგორც ჩემთვის, ისე კლუბისთვის, სასარგებლო იქნება. არტუროსგან და პირლოსგან ბევრი ვისწავლე, ისინი გამორჩეულები არიან. ახლა კი მიღებული ცოდნა პრაქტიკაში უნდა გამოვიყენო“, – განაცხადა პოგბამ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ვიდალი „ბაიერნის“ მოთამაშე გახდა. 

რა გაუკეთა დუგლას კოშტამ არტურო ვიდალს პირველივე ვარჯიშზე (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რა გაუკეთა დუგლას კოშტამ არტურო ვიდალს “ბაიერნში” ჩატარებულ პირველივე ვარჯიშზე.

ვიდალის მამა ნარკოტიკების შენახვის გამო დააკავეს

მიუნხენის „ბაიერნში“ გადასული ნახევარმცველის არტურო ვიდალის მამასთან ერაზმო ვიდალთან პოლიციამ ნარკოტიკები და ორი დანა იპოვა, რის გამოც ის ჩილეს პოლიციამ დააკავა.

„საკმაოდ სწრაფად გამათავისუფლეს. ნათელია, რომ ცუდი არაფერი გამიკეთებია, მეგობრებთან ერთად ლუდს ვსვამდი. თავს მშვიდად ვგრძნობ“, – განაცხადა ერაზმო ვიდალმა.

„ვიდალი იმიტომ დააკავეს, რომ მას ნარკოტიკები და ორი დანა უპოვეს. თუმცა, მოგვიანებით, ის გავათავისუფლეთ, რამეთუ ნარკოტიკების რაოდენობა დაშვებულ დოზას არ აღემატებოდა, დანები კი კულინალიური მიზნებისთვის გამოიყენეს“, – განაცხადა პოლიციის თანამშრომელმა კრისტიან პობლეტემ.
,

ოფიციალურად: ვიდალი “ბაიერნის” ფეხბურთელია

ჩილელი ჰავბეკი კარიერას გერმანიის ჩემპიონებში გააგრძელებს.

ადრე იყო ჭორები არტურო ვიდალის “ბაიერნში” გადასვლასთან დაკავშირებით, ახლა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ეს ინფორმაცია გუნდის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ გამოაცხადა.

“ვადასტურებ, რომ “იუვენტუსს” ვიდალის ტრანსფერზე შევუთანხმდით. მას სამედიცინო შემოწმება და კონტრაქტის გაფორმება დარჩა გასავლელი. ვფიქრობ, ჩილელი გუნდს მომავალ კვირას შეუერთდება”.

შეთანხმების ფინანსური მხარე ცნობილი არაა, თუმცა მედიის ინფორმაციით, ტრანსფერი 40 მილიონი ევრო დაჯდა.

როდის დაიწყებს „ბაიერნთან“ ვარჯიშს არტურო ვიდალი?

მიუნხენის „ბაიერნის“ მართვის ხელმძღვანელი კარლ-ჰაინც რუმენიგე ნახევარმცველ არტურო ვიდალის გარშემო არსებული სიტუაციის შესახებ საუბრობს.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ფეხბურთელსა და „იუვენტუსს“ უკვე შევუთანხმდით. არტუროს მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლა და კონტრაქტზე ხელის მოწერა დარჩა.

შემდეგ კვირას მას გუნდთან ერთად ვარჯიშის შესაძლებლობა ექნება“, – განაცხადა რუმენიგემ.