რამდენს მიიღებს ევროპის ლიგის გამარჯვებული საერთო ჯამში?

“ლივერპული” და “სევილია” ოთხშაბათს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, რათა ევროპა ლიგის 2015/16 წლების სეზონის გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი გახდეს. მოგებით თითოეული გუნდი პრესტიჟს კიდევ უფრო აიმაღლებს, თუმცა გარდა ამისა, არის სხვა ფაქტორიც – ფული.

მიმდინარე სეზონში უეფამ ევროპა ლიგის კლუბებს საერთო ჯამში 229 მილიონი ევრო გამოუყო პრიზების სახით. ეს თანხა 65 პროცენტით აღემატება შარშანდელ ფონდს.

გუნდი მით მეტ საპრიზო თანხას იღებს, რაც მეტი ეტაპის გადალახვას მოახერხებს ამ ტურნირში. პლეი-ოფის ყველა ეტაპზე მონაწილეობისათვის, “ლივერპულმა” და “სევილიამ” უკვე მიიღო 3.75 მილიონი ევრო, ამასთანავე “წითლებმა” დამატებით 500,000 ევროც მიიღეს ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებისათვის და 2.4 მილიონი ევრო ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობისათვის. ესპანელები კი ევროპა ლიგაზე ჩემპიონთა ლიგიდან მოხვდნენ, რაც დამატებით პრიზებს ითვალისწინებს.

ევროპა ლიგაზე მოპოვებული თითოეული გამარჯვება 360,000 ევროთი ფასდება, ფრე – 120,000-ით. ამგვარად, იურგენ კლოპის გუნდს ჯიბეში კიდევ 3 მილიონი ევრო აქვს, “სევილიას” კი 1.7 მილიონი ევრო.

ევროპა ლიგის გამარჯვებული 6.5 მილიონ ევროს გაინაღდებს, მეორე ადგილზე გასული გუნდი კი 3.5 მილიონს. ასე რომ, სხვაობა 3 მილიონს შეადგენს – დღევანდელ რეალობაში კი ეს თანხა არც ისე დიდია.

ღირს ევროპა ლიგის ფინალში გასვლა? თუ “ლივერპული” ტურნირს მოიგებს, კლუბი ამ მძიმე შრომის სანაცვლოდ საერთო ჯამში 16.2 მილიონ ევროს (12.7 მილიონ ფუნტს) მიიღებს (მარკეტინგული თანხების გამოკლებით).

შედარებისთვის გეტყვით, რომ პრემიერ ლიგაში მეოცე ადგილზე გასული “ასტონ ვილა” 10.7 მილიონ ფუნტს მიიღებს.

დევიდ მოიესი ინგლისში აპირებს დაბრუნებას

ცნობილი ინგლისური გამოცემა, The Sun იუწყება, რომ დევიდ მოიესი კარიერის გაგრძელებას ინგლისში, კერძოდ კი ლივერპულში აპირებს.

როგორც იცით, მოიესმა “გუდისონ პარკზე” 11 წელი გაატარა, რამაც “ევერტონი” საკმაოდ მაღალ მწვერვალზე აიყვანა. თუმცა საბოლოოდ მოიესმა “მანჩესტერში” არჩია გადაბარგება, თუმცა ამ გადაწყვეტილებამ არ გაამართლა.

ამჟამად “კამფეტების” მთავარი მწვრთნელის პოსტზე რობერტო მარტინესი იმყოფება, რომლის ხელშიც ინგლისური გუნდი საშინლად გამოიყურება.

ბოლო დროს მოიესს “ასტონ ვილაც” დაუკავშირეს, ისევე როგორც “სელტიკი”. თუმცა მეტად მოსალოდნელია, რომ 53 წლის სპეციალისტმა არჩევანი “ევერტონზე” შეაჩეროს.

“ასტონ ვილას” ხელმძღვანელობამ ახალი ლოგო წარადგინა

კლუბის ისტორიაში ყველაზე რთული პერიოდის დროს, როდესაც კლუბი პირველად ვარდება ინგლისური პრემიერ ლიგიდან, “ასტონ ვილას” ხელმძღვანელობამ საკმარისი ძალა მოიკრიბა და ახალი ლოგო წარადგინა.

კლუბის 142-წლიანი ისტორიის მანძილზე, “ასტონ ვილამ” 8-ჯერ შეცვალა საკუთარი გერბი. ბოლო ცვლილებების თანახმად, ემბლემიდან გაქრა წარწერა “Prepared”.

ზ

გარდა ამისა აღანიშნავია, რომ გერბზე გამოსახული ლომი უფრო მკვეთრად ჩანს.

ზ

ზ

ელ კლასიკო 32

დედის დღე პრემიერ ლიგაშიც აღნიშნეს

დიდ ბრიტანეთში 6 მარტი დედის დღედ არის აღიარებული. გთავაზობთ სურათების ნაკრებს სოციალური ქსელიდან, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ აღნიშნეს ინგლისში ეს განსაკუთრებული დღე :

Happy Mothers Day to the very best mommy my daughters could have. We love you so much @daniellasemaan ❤️

A photo posted by Cesc Fàbregas (@cescf4bregas) on

#შაბათის ევროტური: რონალდუს პერფრომანსი, ჰიდინკის რეკორდი და დღის სხვა მთავარი ამბები

შაბათი, 2016 წლის 5 მარტი: დღე, როდესაც “ასტონ ვილამ” სწორედ იმდენი გაიტანა, რამდენიც “პარის სენ-ჟერმენმა”, “ბაიერნმა” და “ბორუსიამ”.

ინგლისი. მოიგო კი “ლესტერმა”?

დიახ. როგორც იცით, “ლესტერის” ლიდერ, რიად მარეზი ბოლო დროს მოედანს გოლის ან ასისტის გარეშე არ ტოვებს, რაც გუნდზე უდიდეს გავლენას ახდენს. შაბათის გმირიც სწორედ ალჟირელი ფეხბურთელი აღმოჩნდა, რომელმაც ბრწყინვალე გოლი გაუტანა “უოტფორდის” მეკარეს, გომესს. 0-1. “ლესტერი” პირველზეა.

ინგლისურ გრანდებს განსაკუთრებით აშინებთ ის ფაქტი, რომ “ლესტერმა” პირველ ნომრად თამაში ისწავლა – კარგა ხანია, რაც მათი ბურთის ფლობის მაჩვენებელი 50%-ს სცილდება. გარდა ამისა, “უოტფორდთან” მატჩში მათი გადაცემების 73% აღმოჩნდა ზუსტი. საბოლოო ჯამში კი “მელიებმა” მასპინძლებს 13 სახიფათო შეტევა აკმარეს.

დღეისათვის “ლესტერი” წარმოადგენს მონსტრს, რომელსაც ჩამოყალიბება ჯერ კიდევ არ დაუსრულებია, ისინი ჯერ კიდევ ვითარდებიან და იძენენ ახალ ძალებს. გასულ სეზონში “მელიების” შემოსავალი რეკორდულ მაჩვენებელს მიუახლოვდა, კიდევ უფრო მეტი იქნება წელს. შესაბამისად ჩემპიონთა ლიგისთვის “ლესტერმა” შესაძლოა რამოდენიმე სუპერტრანსფერიც განახორციელოს. .

და კიდევ: – “ლესტერმა” ისტორიაში პირველად მოახერხა პრემიერ ლიგის ერთ სეზონში 17 მოგების დაგროვება.

ინგლისი. მოიგო კი ან “ტოტენჰემმა”? ან “არსენალმა”?

ნამდვილად არა. რა მოხდა ჩრდილო-ლონდონურ დერბიში: რემზიმ ნამდვილი შედევრი შემოგვთავაზა (გოლი ცხრიანში); გააძევეს კოკლენი (ფლანგზე კეინის წესების დარღვევით შეჩერებისთვის); ალდერვეირელდის გოლი კუთხურის შემდგომ; კეინის ბრწყინვალე ‘პარაშუტი’; ალექსის სანჩესის პროფესიონალური გოლი (პირველი გოლი პრემიერ ლიგაში ოქრომბრის შემდგომ) და მსაჯის შეცდომა (დაიერი უნდა გაეგდო).

სულ ესაა – 2:2. ვენგერმა მატჩის შემდოგმ კვლავ განაგრძო საუბარი ჩემპიონობის შანსებზე (14 წელია ამაზე ლაპარაკობს). მაურისიო პოჩეტინო კი ბედნიერია იმით, რომ “მამლები” “მეთოფეებზე” მაღლა იმყოფებიან სატურნირო ცხრილში. არც ერთს მოუგია და არც მეორეს, ერთადერთი ვინც მოიგო იყო კლაუდიო რანიერი, რომლის თვალებიც კიდევ უფრო გაბრწყინდა პრემიერ ლიგის ტიტულის მოლოდინში. 

და კიდევ:

• ინგლისში მხოლოდ 4-ჯერ მოხდა, რომ გუნდი რომელიც ჩემპიონატის დასრულებამდე 9 ტურით ადრე 5 ქულიან ჰანდიკაპს ფლობდა ჩემპიონი ვერ გახდა. ბოლოს მსგავსი რამ ორი წლის წინ მოხდა, როცა “ლივერპული” მეორეზე გავიდა.

• ჰარი კეინს ბოლო 4 დერბიში 3 გოლი აქვს გატანილი.

• რემზის მიერ გატანილი გოლი პირველი შემთხვევა იყო, როცა იმ მატჩში “მეთოფეებმა” კარში დაარტყეს.

ინგლისი. წააგო კი ჰიდინკმა?

არა. თუმცა არც მოუგია.

“სტოკ სიტი” მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ჯაბნიდა “ჩელსის”, აქიდან გამომდინარე გოლი სრულიად ალოგიკური იყო. გოლი ასე გავიდა: ნემანია მატიჩმა უეცრად მოიპოვა ბურთი (იშვიათია ამ სეზონში), გადააწოდა ადამ ტრაორეს, რომელმაც ბრწყინვალე დარტყმით გახსნა ანგარიში, 1:0.

“ჩელსი” მატჩის მეორე ნახევარში თავს საკმაოდ კარგად იცავდა. თუმცა მატჩის მიწურულს “სტოკმა” მაინც მოახერხა გატანა : შაქირიმ საკმაოდ კარგად ჩააწოდა, კურტუას ბურთის მუშტებით მოგერიება მოუწია, რის შემდგომაც ბურთი დიუფს მიუვიდა, რომელმაც თავით ანგარიში გაათანაბრა 1:1.

კარგი ამბავი: ჰიდინკის ბიჭები 12 მატჩია არ დამარცხებულან.

ცუდი ამბავი: “ჩელსი” ცხრილის შუაგულშია გაჭედილი.

ინგლისი. განადგურდა “ასტონ ვილა”?

რა თქმა უნდა.

მატჩის პირველი ტაიმი ფრედ, 0:0 დამთავრდა. ძნელი მისახვედრი არ არის, როგორი ამაყი შევიდოდა რემი გარდი გასახდელში. სადაც ის გაიმეორებდა იმ სიტყვებს, რომელიც მხატვრულ ფილმ “გოლშია” ნახსენები: ” ეს არის მატჩი რომელიც ყველაფერს გადაწყვეტს … ჩვენ მათზე ცუდები არ ვართ … თქვენ შეგიძლიათ მოიგოთ და დაიწყოთ ახალი ერა.”

ოცნებები მალევე დაიმსხვრა. 48′ – ტურემ ანგარიში გახსნა; 50′ – აგუერომ ორი მცველი და მეკარე დაჯაბნა 0-2; 59′ – აგუერომ დუბლი გაიფორმა; 66′ – რაჰიმმა ყველაფერი დაასრულა.

და კიდევ:

• აგუერომ პენალტი ვერ გაიტანა, ვარდი კვლავ მის წინ დგას. • “სიტიში” დებიუტის შემდგომ დავიდ სილვამ 55 ასისტი ჩაიწერა აქტივში – 11-ით მეტი, ვიდრე სხვამ.

და კიდევ რა მოხდა ინგლისში: • “ევერტონი” სულ მალე გამოუშვებს წიგნს : ‘როგორ წავაგოთ მოგებული მატჩი’. “კამფეტებმა” “ჩაქუჩებთან” 2-ბურთიანი ჰანდიკაპი 10 წუთში გააქარწყლეს და “ვესტ ჰემი” წინ გაუშვეს. 2:3. • “ევერტონს” პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი წიტელ იბარათი აქვს მიღებული – 82.

ესპანეთი. აიწყვიტა რონალდუმ?

ნამდვილად. “სელტასთან” გაფორმებული პოკერის წყალობით, რონალდუ ლა ლიგის ისტორიაში მეორე საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ამასთანავე მან ბომბარდირთა დავაში გადაუსწრო ლუის სუარესსაც. პორტუგალიელმა ორი ისეთი გოლი გაიტანა, რომლისაც 27 წლის კრიშსაც შეშურდებოდა.

კიდევ რამოდენიმე ფაქტი ამ მატჩის შესახებ:

• საბოლოო ანგარიში – 7:1, მადრიდელთა სასარგებლოდ.

• ბეილი დაბრუნდა და გაიტანა კიდეც.

• ხესემაც გაიტანა.

• პეპემაც კი.

რა მოხდა გერმანიაში:

დორტმუნდელებს საკმაოდ კარგი შანსი ჰქონდათ “ბაიერნთან” სხვაობა 2 ქულამდე შეემცირებინათ, თუმცა ეს ვერ მოახერხეს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მატჩი, სადაც ასეთი დონის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ 0:0 დასრულდა. “სიგნალ იდუნა პარკზე” შეკრებილი 80 000 მაყურებელი შინ უკმაყოფილო დაბრუნდა. ერთადერთი რამ, რამაც მათი გამხიარულება შესძლო არის გვარდიოლასაც და კიმიხს შორის გამართული დიალოგი:

• “ბორუსიამ” “ბაიერნის” კარის აღება ბოლო 3 საშინაო მატჩში ვერ შესძლო.

• “ვოლფსბურგმა” “მიუნჰენგლადბახის ბორუსია” დაამარცხა (2:1) – დრაქსლერმა სეზონის მეხუთე გოლი გაიტანა.

რა მოხდა იტალიაში:

• “კიევომ” ნეაპოლელებს მატჩის დაწყებისთანავე ‘უპრწკინა’, თუმცა შედეგად 3 უპასუხო გოლი მიიღეს, რომელთაგან ერთ-ერთი იტალიური სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირმა, გონსალო იგუაინმა გაიტანა.

რა მოხდა საფრანგეთში:

• “პარის სენ-ჟერმენმა” და “მონპელიემ” ისეთივე შედეგით დაასრულეს მატჩი, როგორიც “ბაიერნმა” და “ბორუსიამ” უახლოეს მომავალში “პსჟ” ჩემპიონი გახდება. უნდათ კი ასეთი აღნიშვნა?

რუნის შვილი “ასტონ ვილას” გულშემატკივრობს?

ნუთუ შესაძლებელია, რომ  რუნი  მომავალში “ასტონ ვილას” მაისურით ვიხილოთ?

ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ინგლისელმა ფორვარდმა ‘ინსტაგრამზე’ ფოტო ატვირთა, სადაც აშკარად ჩანს, რომ რუნის ოჯახი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე მყოფ გუნდს უჭერს მხარს.

სურათზე ვხედავთ, რომ “მანჩესტერელთა” შემტევის 6 წლის ვაჟს რემი გარდის გუნდის ფორმა აცვია:

Chefs Kai and Klay #Pancakes

A photo posted by Wayne Rooney (@waynerooney) on

“ასტონ ვილას” შტაბს ინგლისის ბანკის ყოფილი მმართველი შეუერთდა

ინგლისის ეროვნული ბანკის ყოფილი მმართველი, მერვინ კინგი “ასტონ ვილას” დირექტორთა სიაში ჩაეწერა.

პრემიერ ლიგაში “მხოხავი” კლუბის ოფიციალური განცხადების მიხედვით, კინგი , რომელიც შეეცდება კლუბი ააღორძინოს, მთელი სიცოცხლის მანძილზე გულშემატკივრობდა “ასტონ ვილას”.

“ვილას” დირექტორმა, სტივ ჰოლისმა განაცხადა: ” მერვინი კლუბის შტაბში მუშაობას დათანხმდა, რაც ძალიან მსიამოვნებს. ის ბავშვობიდან გულშემატკივრობდა ჩვენს კლუბს და იცის, თუ რა გვჭირდება.”

მიკა რიჩარდსი: “ბალოტელიმ იტალიურად შემაგინა”

“ასტონ ვილას” კაპიტანმა, მიკა რიჩარდსმა “მანჩესტერ სიტიში” გატარებული პერიოდი და მარიო ბალოტელისთან ვარჯიშზე მომხდარი ჩხუბი გაიხსენა.

მოგეხსენებათ, რიჩარდსი და ბალოტელი თანაგუნდელები სამი წლის განმავლობაში იყვნენ, ერთ-ერთ ვარჯიშზე კი მათ შორის სიტუაცია დაიძაბა.

“მარიო ბალოტელი ფიქრობს, რომ საუკეთესოა და ჰგონია, რომ ყველაზე კარგად გამოიყურება. ვარჯიშზე, ხუთი-ხუთზე ვთამაშობდით. მარიო ჩემს გუნდში იყო, ჩვენ კი ვაგებდით, რადგან ის არაფერს აკეთებდა.

მან იტალიურად შემადგინა. ეგონა, რომ ვერაფერი გავიგე, თუმცა მე იტალიური ენა მესმის. ვკითხე: “ეს ვის უთხარი?”

ბალოტელიმ კიდევ ერთხელ შეიგინა და ამის გამო მასთან ვიჩხუბე”, – ციტირებს ინგლისელი მცველის სიტყვებს Football Italia.

მიკა რიჩარდსი “ასტონ ვილას” გაბრაზებულ ფანებს შეხვდა (ვიდეო)

9 იანვარს, ინგლისის ასოციაციის თასზე, ინგლისის ლიგა ორის ბინადარმა “უიკომ უონდერერსმა” საკუთარ მოედანზე “ასტონ ვილა” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.

მატჩის დასრულების შემდეგ, “ასტონ ვილას” გუნდის კაპიტან მიკა რიჩარდს შეხვნდნენ, რომელმაც ამ შეხვედრაში გოლის გატანა მოახერხა. ერთ-ერთი გულშემატკივრის თქმით, ფეხბურთელები ძალიან უმოტივაციოდ მოქმედებენ.

შეგახსენებთ, რომ “ასტონ ვილა” პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ბოლო, მე-20 ადგილს იკავებს.

“ასტონ ვილამ” ტიმ შერვუდი გაათავისუფლა

“ასტონ ვილამ” კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ტიმ შერვუდი გაათავისუფლა.

იგი ბირმინგემულ გუნდს მხოლოდ რვა თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ძველი სამწვრთნელო შტაბიდან “ასტონ ვილაში” მხოლოდ ტონი პარკსი დარჩება. შერვუდთან ერთად გუნდი დატოვეს მისმა შემდეგმა თანაშემწეებმა: რეი უილკინსმა, მარკ რობსონმა და შემუს ბრეიდიმ.

გუნდს დროებით კევინ მაკდონალდი უთავკაცებს.

“ასტონ ვილამ” ინგლსისი პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ათ მატჩში მხოლოდ ერთხელ იმარჯვა. გუნდს 4 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილი უკავია.

 

ოფიციალურად: ლესკოტი „ასტონ ვილაში“ გადავიდა

„ასტონ ვილას“ ოფიციალურმა საიტმა გამოცდილი მცველის ჯოლეონ ლესკოტის დამატება დაადასტურა. აქედან გამომდინარე, ამ სეზონში ბირმინგენელებს მე-12 ახალწვეული ჰყავთ.

„ამ ფეხბურთელს პრემიერლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, რაც ჩვენს ახალაგზრდა მოთამაშეებს ძალიან გამოადგება“, – განაცხადა „ასტონ ვილას“ მთავარმა მწვრთნელმა ტიმ შერვუდმა.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის მცველმა „მანჩესტერ სიტიში“, „ევერტონში“ და „ვესტ ბრომვიჩში“ თამაში მოასწრო. ინგლისის ჩემპიონატში ჯამში მის ანგარიშზე 256 მატჩია.

ოფიციალურად: ტრაორე “ასტონ ვილასთვის” შეუტევს

მომავალი სეზონიდან “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელი ადამა ტრაორე “ასტონ ვილაში” ითამაშებს.

ცნობილია, რომ ბირმინგემელებს ფერადკანიანი შემტევის გაფორმება 7 მილიონი დაუჯდათ, ხოლო 19 წლის შემტევთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

შეგახსენებთ, რომ ის “ლა-მასიას” აღზრდილია და ამ კლუბში 2013 წლიდან ირიცხება.