მაქსი როდრიგესი: “სიმეონეს ძეგლი უნდა დაუდგან”

მადრიდის “ატლეტიკოს” ყოფილი ნახევარმცველი, მაქსი როდრიგესი თვლის, რომ მადრიდელებმა ძეგლი უნდა დაუდგან “როხიბლანკოს” თავკაცს, დიეგო სიმეონეს მის მიერ გუნდისთვის გაწეული სამუშაოს აღსანიშნავად.

“სიმეონეს ძეგლი უნდა დაუდგან, ის ამას ნამდვილად იმსახურებს.” – განაცხადა 35 წლის მაქსიმ, რომელიც “ვისენტე კალდერონზე” 2005-დან 2010-წლამდე ასპარეზობდა.

“როდესაც “ატლეტიკოში” ვიყავი, მაშინ გუნდს რაღაც მაინც აკლდა. “ჩოლოსთან” ერთად, “ატლეტიკომ” წინ დიდი ნაბიჯები გადადგა.

წლების წინ “ატლეტიკო” უბრალოდ კარგი გუნდი იყო, მიძინებული გიგანტი. სიმეონესნაირი ტაქტიკოსის წყალობით კი, “როხიბლანკო” ახლა არც “ბარსელონას” და არც “რეალს” არ უდებს ტოლს.” – დაამატა მან.

სიმეონე: “ინტერს” ჩავიბარებ, ეს საიდუმლო არავისთვისაა”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს თავისი შვილის, ჯოვანის მიერ გაკეთებულ განცხადებაში, რომლის თანახმადაც “ჩოლო” “ინტერში” აპირებს მუშაობას.

“სავსებით ნორმალურია, რომ ჩემი ვაჟი, მამა, და და მეუღლე ამბობენ, რომ მომავალში “ინტერს” ჩავუდგები სათავეში, რადგანაც ეს ნამდვილად მოხდება.

ჩემს მომავალთან დაკავშირებით სათქმელი არაფერი მაქვს. ვფიქრობ, ყველაფერი ისედაც ნათელია.” – განაცხადა დიეგომ.

შეგახსენებთ, რომ სიმეონე “ინტერის” ღირსებას 1997-99 წლებში იცავდა, როგორც ფეხბურთელი. აღსანიშნავია, რომ ამ კლუბის მაისურით მან უეფას თასის 1998 წლის გათამაშებაც მოიგო.

სიმეონე: “ლა ლიგა ჩემთვის ყველაფერია”

დიეგო სიმეონემ ყველასათვის ნათელი გახადა, რომ მადრიდული გრანდისთვის ლა ლიგა ყოველთვის იყო და იქნება ტოპ პრიორიტეტი და ისინი არ აპირებენ მთელი ყურადღების ჩემპიონთა ლიგაზე გადატანას.

“ჩემი აქ მოსვლის დღიდან, ყოველთვის ვცდილობ, ყველა ტურნირზე ერთნაირი ენთუზიაზმით ვითამაშო.

კოპა დელ რეი ადრეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ახლაც არის ჩვენი გუნდისთვის. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ამ ტურნირზე წინსვლას განვიცდით, რაც მახარებს. აქამდე 1/16-ფინალში რეგულარულად გასვლას ვერ ვახერხებდით.

ყოველთვის ვამბობდი, რომ საშინაო ჩემპიონატი ჩემთვის ყველაფერია. ყველა კლუბის ტოპ პრიორიტეტს, რომელშიც ოდესმე მიმუშავია, ლიგის მოგება წარმოადგენდა. ლა ლიგის სატურნირო მდგომარეობა, რომელიც ყოველკვირა ქვეყნდება ჩემთვის, ისევე როგორც ფანებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.”

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის “როხიბლანკო” ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება და 12 ქულით ჩამორჩება ლიდერს, მადრიდის “რეალს”.

სიმეონე “მონაკოს” ერთ-ერთი ლიდერის შეძენას აპირებს

ესპანური პრესა იტყობინება, რომ მადრიდის “ატლეტიკო” სერიოზულად არის დაინტერესებული “მონაკოს” ფეხბურთელის, ტომას ლემარის შეძენით.

 

ფრანგმა მოთამაშემ მიმდინარე სეოზნი შესანიშნავად დაიწყო. მან 7 გოლისა გატანა და ორი საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ლემარს ლეონარდო ჟარდიმმა პოზიცია შეუცვალა – ცენტრალური ნახევამცველის ადგილიდან ფლანგზე ასწია, რამაც შედეგი ნამდვილად გამოიღო.

21 წლის სპორტსმენით სიმეონე გასულ ზაფხულსაც ინტერესდებოდა და 20 მილიონ ევროსაც ჩამოვიდა, თუმცა უშედეგოდ. ახლა კი ფრანგები ლემარის სანაცვლოდ მინიმუმ 35 მილიონს ითხოვენ.

საინტერესოა, გადაიხდის თუ არა ამ ძალიან პერსპექტიულ ფეხბურთელში მადრიდული გრანდი ნახსენებ თანხას. უნდა გავითვალისწინოთ, რომ “ატლეტიკოს” ლიდერზე, ანტუან გრიზმანზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. თუ ფრანგმა კლუბი დატოვა, “მონაკოს” უკვე შემტევი ფეხბურთელი ანტუანს შეცვლის.

საინტერესოა, როგორ განვითარდება იანვარში მოვლენები.

ანტუან გრიზმანი: “დავტოვებ თუ არა “ატლეტიკოს”?”

არ წყდება ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ მადრიდის “ატრელტიკოს” ლიდერით, ანტუან გრიზმანით სხვადასხვა გრანდია დაინტერესებული. განსაკუთრებით, ინგლისიდან აქტიურობენ და საკმაოდ მაღალ ფსონებსაც ჩამოდიან.

ფრანგმა მოთამაშემ ჟურნალისტებთან მის მომავალზე ისაუბრა.

“გასულ ზაფხულზე სიმეონე გუნდიდან წასვლას განიხილავდა. ამან მეც დამაფიქრა ჩემს მომავალზე. იყო პერიოდი, როცა “ატლეტიკოს” დატოვებაზე ვფიქრობდი.”

“ერთ დღესაც დიეგოს დავურეკე და ვკითხე, რას აპირებდა. მითხრა, რომ ის მინიმუმ ერთი სეზონი აუცილებლად დარჩებოდა გუნდში. ამის შემდეგ წასვლაზე ფიქრი შევწყვიტე.”

“მას ძალიან დიდი პატივს ვცემ. ვიცი, რომ სიმეონეს ჩემს მიმართ ძალიან დიდი ნდობა აქვს. მინდა, რომ მასთან ერთად დიდ ხანს ვიმუშაო. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თუ დიეგო მადრიდს დატოვებს, მეც მას გავყვები.”

“აქ შესანიშნავად ვგრძნობ თავს. ჩემი გუნდელები მიყურებენ, როგორც ლიდერს. ისინი ყოველთვის გვერდში მიდგანან. მადლობა ყველა ფეხბურთელს. “ატლეტიკოში” ძალიან კომფორტულად ვარ და არ ვფიქრობ, რომ მჭირდება სადმე გადასვლა, რათა უფრო მაღალ დონეზე ვიასპარეზო. აქაც მშვენივრად განვვითარდები,” – განაცხადა გრიზმანმა.

სიმეონეს “ატლეტიკოს” ყველაზე ცუდი სტარტი

“ვისენტე კალდერონზე” გამართულ დერბიში, მადრიდის “ატლეტიკოს” განადგურებამ (0:3) კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “როხიბლანკო” საშინელ ფორმაში იმყოფება.

პრიმერადივიზიონის 12 ტურში მადრიდულმა გრანდმა 36 შესაძლებელიდან სულ რაღაც 21 ქულის მოპოვება მოახერხა – ყველაზე ცუდი სტარტი კლუბში სიმეონეს მოსვლის დღიდან.

2012/13 წლების სეზონის ამ ეტაპზე, “ატლეტიკოს” 31 ქულა ჰქონდა, შემდეგ წელს -33 და მომდევნო ორ სეზონში – 26-26 ქულა.

ამ დროისთვის, მადრიდელები ლა ლიგის სატურნირო ცხრილის მე-5 ადგილზე იმყოფებიან, მაგრამ თუ “რეალ სოსიედადი” თავისი მატჩის მოგებას მოახერხებს, სიმეონეს გუნდი ერთი პოზიციით ჩამოქვეითდება.

თუმცა უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ ლა ლიგაში ასეთი ცუდი ასპარეზობა გავლენას არ ახდენს ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც გუნდმა უკვე გაინაღდე მომდევნო ეტაპის საგზური.

“რეალმა” “ატლეტიკოს” რონალდუს ჰეთრიკით მოუგო! (ვიდეო)

19 ოქტომბერს პრიმერა დივიზიონის მე-12 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ტურის ცენტრალური მატჩი “ვისენტე კალდერონზე” შედგა, სადაც ერთმანეთს მადრიდული გრანდები – “ატლეტიკო” და “რეალი” დაუპირისპირდნენ.

პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნა პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ მოახერხა. 23-ე წუთზე მან ჯარიმიდან შეძლო გატანა.

მეორე ნახევარში “ატლეტიკო” გააქტოურდა და რამდენიმე მომენტიც შექმნა, თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ განვითარდა. 70-ე წუთზე სიმეონეს შეგირდების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც რონალდუმ შეასრულა და სხვაობა ორამდე გაზარდა. ამით ყველაფერი არ დამთავრდა! ზუსტად 6 წუთში ბეილი მარცხენა ფლანგზე გაიჭრა, შევიდა მეტოქის საჯარიმოში და მარჯვენა კუთხესთან ჩასაფრებულ დუბლის ავტორს უპასა, რომელმაც ჰეთრიკი შეასრულა!

საბოლოოდ, მატჩი, ანგარიშით, 3:0 დასრულდა. “რეალმა” ამ გამრაჯვებით უფრო გაიმყარა პოზიცია. მას 30 ქულა აქვს და “ბარსელონას” 4 ქულით უსწრებს. რაც შეეხება “ატლეტიკოს”, ეს კლუბი 21 ქულით მე-5 პოზიციაზეა.

 

ციფრები ამბობენ: წინ დიდებული საფეხბურთო კვირა გველის

დამღლელი და მეტწილად იმედგამაცრუებელი სანაკრებო ბატალიების შემდეგ, საკლუბო ფეხბურთი მართლაც რომ ბრწყინვალე სანახაობას გვპირდება.

ევროპის უმაღლესი დონის ჩემპიონატებში რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი უნდა ჩატარდეს, რომელთა მცირე მიმოხილვასაც Fanebi.Com გთავაზობთ…


8

  • “არსენალმა” “ოლდ ტრაფორდზე” “მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხება 24-დან მხოლოდ 3 შემთხვევაში მოახერხა – 6 ფრე და 15 მარცხი;
  • “არსენალის” წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო 10 მატჩიდან “მანჩესტერმა” მხოლოდ ერთი დათმო;
  • არსენ ვენგერმა ჟოზე მოურინიოს დამარცხება 15-ჯერ სცადა, თუმცა მხოლოდ ერთხელ შეძლო.

    8

  • ზედიზედ 7 მატჩია, რაც “ბაიერნს” “დორტმუნდთან” არ წაუგია – 4 მოგება და სამი ფრე;
  • მხოლოდ “ვერდერს” ჰყავს “ბაიერნი” უფრო მეტჯერ დამარცხებული, ვიდრე “ბორუსიას” – 26-23;
  • ობამეიანგს (11 გოლი მიმდინარე სეზონში) მხოლოდ ერთხელ აქვს ბავარიელთა კარი აღებული;
  • რუნის სწორედ “არსენალის” კარში აქვს ყველაზე მეტი, 11 გოლი გატანილი (პრემიერ ლიგაში).

    8

  • შაბათს, “ვისენტე კალდერონზე” შეკრებილი გულშემატკივარი მადრიდული დერბის 265-ე ვერსიას იხილავს – 136 მოგება “რეალს”, 67 – “ატლეტიკოს”, 61-ჯერ კი მატჩი ფრედ დასრულდა;
  • “ატლეტიკომ” “რეალთან” ჩატარებული ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ 1 დათმო;
  • სიმეონემ ზიდანი 4-ჯერ დაამარცხა, როგორც მოთამაშემ, ზიდანმა კი – 3-ჯერ;
  • რონალდუს სულ რაღაც 2 გოლი აშორებს დი სტეფანოს რეკორდამდე (17) და დერბის საუკეთესო გოლეადორის სტატუსის მოპოვებამდე.

    8

  • ეს რიგით 217-ე დერბი იქნება ამ გუნდების მონაწილეობით. “ინტერს” 77 მოგება აქვს, “მილანს” – 75, ფრედ კი მატჩი 64 შემთხვევაში დამთავრდა;
  • მაურო იკარდის არცერთხელ არ აუღია “როსონერის” კარი (სერია ა-ში 2012 წლიდან თამაშობს). წლევანდელი სეზონის 12 მატჩში მას 10 გოლი აქვს გატანილი;
  • 3 წელია მილანურ დერბიში არავინ გაუძევებიათ.
  • რობერტო კარლოსი: “დერბიში დამარცხება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წაგების ტოლფასია”

    მადრიდის “რეალის” ექს-ფეხბურთელმა, რობერტო კარლოსმა ზინედინ ზიდანის გუნდზე არსებული ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერა და აღნიშნა, რომ მადრიდელთათვის დერბიში დამარცხება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წაგების ტოლფასი იქნება.

    შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონის პირველი მადრიდული დერბი “ვისენტე კალდერონზე”, შაბათს გაიმართება.

    “მართალია, “კლასიკოსა” და დერბისთვის მზადება იგივენაირად მიმდინარეობს, როგორც სხვა ნებისმიერი მატჩისთვის, მაგრამ ფეხბურთელები ასეთ მატჩებს მაინც განსხვავებულად აღიქვამენ.

    ისინი იმაზე ფიქრში არიან, რა მოხდება ამ კვირაში, როგორ დახვდებიან გულშემატკივრები საკუთარ სტადიონზე. რადგანაც, დერბიში დამარცხება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წაგების ტოლფასია.”

    ანტუან გრიზმანი ფრანგებს კოტ-დ’იუვართან გასამართ მატჩში ვეღარ დაეხმარება

    ანტუან გრიზმანი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს კოტ-დ’იუვარის წინააღმდეგ გასმართ ამხანაგურ მატჩში ვერ დაეხმარება, რომელმაც სტარტი სამშაბათს უნდა აიღოს.

    “ლურჯებისა” და მადრიდული “ატლეტიკოს” ფორვარდმა ტრავმა შვედეთის ნაკრებთან, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გამართულ მატჩში მიიღო, რომელიც დიდიე დეშამის გუნდის გამარჯვებით, 2-1 დასრულდა.

    მიუხედავად ანტუანის ტრავმისა, ფრანგები დამხმარის გამოძახების უფლების გამოყენებას არ აპირებენ.

    “მომავალ მატჩში გრიზმანის თამაშის შანსები მარცხენა ფეხზე განვითარებულმა ჰემატომამ ნულამდე დაიყვანა. მისი ჩანაცვლება არ მოხდება.” – ვკითხულობთ ფრანგთა ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

    სიმეონე: “წავაგეთ, თავის გამართლება შეუძლებელია”

    მადრიდის “ატლეტიკოს” გემბანი “ესტადიო ანოეტას” ქარიშხალს ვეღარ გადაურჩა – დიეგო სიმეონეს გუნდი ლა ლიგის მე-11 ტურის მატჩში “რეალ სოსიედადთან” ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა.

    არგენტინელმა სპეციალისტმა, ჩოლო სიმეონემ მატჩის შემდეგ ამ მარცხის გამომწვევ მიზეზებზე საუბარს თავი აარიდა: “თავის გამართლება შეუძლებელია.”

    “მსაჯმა ორივე პენალტი სამართლიანად დანიშნა, მან ყველაფერი სწორად განსაჯა. ჩვენი მარცხის ერთადერთი მიზეზი “რეალ სოსიედადის” კარგი თამაში იყო.

    მატჩი კარგად დავიწყეთ, რამდენიმე კარგი მომენტიც გვქონდა, თუმცა მათი რეალიზება ვერ მოვახერხეთ. მატჩის მეორე ნახევარში კი “რეალ სოსიედადმა” დაგვჯაბნა, ჩვენ კი პასუხის გაცემა ვერ მოვახერხეთ. მართალია, რომ გასვლით მატჩებში თამაში გვიჭირს.”

    The Mirror: მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედში” ხოსე ხიმენესის მიყვანა უნდა

    The Mirror-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო “ატლეტიკო მადრიდის” ცენტრალური მცველის, ხოსე ხიმენესის გადაბირებით არის დაინტერესებული.

    ამჟამინდელი სეზონი 21 წლის ფეხბურთელისათვის რიგით მესამეა “ატლეტიკოში”, როგორც ძირითადის მოთამაშე ფეხბურთელისათვის. თუმცა, ტრავმის გამო მან 2016/17 წლების სეზონის მხოლოდ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

    მისმა ასეთმა კარგმა ასპარეზობამ ევროპაში უკვე მიიპყრო რამდენიმე გრანდის ყურადღება, ამიტომაც მოურინიო ეცდება 56 მილიონიანი ფეხბურთელი მომამალ ზაფხულს დაიმატოს.