დიეგო სიმეონემ ყველასათვის ნათელყო ფაქტი, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ მის მიერ გაკეთებული კომენტარი მხოლოდ ემოციურობის ბრალი იყო.
“ეს განცხადება ცხელ გულზე გავაკეთე. ჩვენ, არგენტინელები ყველანი ასეთები ვართ.
სხვები შენი დამარცხებისათვის თავს არ დაიდანაშაულებენ, ეს დრომ მასწავლა. შენ უნდა დაიმახსოვრო ყველა ის ტკივილი და იმედგაცრუება, რათა შემდეგში ეს ბარიერი გადალახო.
ბევრი არ არის ისეთი გუნდი, რომელიც ჩვენზე უკეთესია. რთულია იყო “ატლეტიკოზე” უკეთესი, რადგანაც ჩვენ გუნდურად ვმოქმედებთ.
ჩვენზე უკეთესი მხოლოდ “ბარსელონა”, “რეალი” და “ბაიერნია”.