მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე, უეფას სადისციპლინო კომიტეტმა 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა და ამის გამო ევროპა ლიგის ფინალის გამოტოვება მოუწევს.
როგორც იცით, “არსენალსა” და “ატლეტიკოს” შორის გამართული ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩის მიმდინარეობისას, კლემენტ ტურპინმა მსაჯებთან კამათის გამო სიმეონეს წითელი ბარათი მეათე წუთზე უჩვენა. არგენტინელი ვრსალკოს წითელ ბარათს აპროტესტებდა.
“ჩოლო” სიმეონემ უკვე მოიხადა დიკვალიფიკაციის ერთი მატჩი, როდესაც “ატლეტიმ” შინ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა “მეთოფეთა” გუნდი. წინ კი სამი მატჩია, მათ შორის კი ევროპა ლიგის ფინალიც. თანაც, სიმეონეს 10 000 ევროს გადახდაც მოუწევს ჯარიმის სახით.
ევროპა ლიგის ფინალი 16 მაისს გაიმართება “ატლეტიკოსა” და “მარსელს” შორის.